Page 1 of 4

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 01 სექ 2010, 19:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
დიდი ხანია, ამ თემის გახსნას ვეპირებოდი.
უფრო იმიტომ, რომ თავი მოგვეყარა ცნობებისთვის, საზოგადოებრივ საწყისებზე დასუფთავება სად არის საჭირო.
უნდა ვაღიაროთ, რომ მთელი საქართველო ნაგავს მიაქვს, ქალაქი, სოფელი, ტყე, მინდორი, სადარბაზო თუ ბაღი-სკვერი.

გარდა იმისა, რომ ეს საკმაოდ ულამაზოა, გარემოსთვისაც ზიანის მომტანია.
ამ თემაში იქნებ დავწეროთ
იმ ადგილებზე, სადაც სახელმწიფომ დასასუფთავებლად უძლურება გამოავლინა და ჩვენ კი მცირედით მაინც, შეგვიძლია, საქმეს მივხედოთ.

:კარავზე: ამის გამ20დილება არსებობს. არა1ხელ მოწყობილა დასუფთავების აქციები და ბუნებისთვისაც შვება მოგვგვრია.

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 01 სექ 2010, 19:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
აქვე, ეგებ მოვიფიქროთ შედეგიანი მოწოდებები ნაგვის არდაყრაზეც.

:ნაგავს ნუ დაყრით:, ჩანს, რომ არ მოქმედებს

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 01 სექ 2010, 19:45
by ARCHILI
მე თუ მკითხავ, ჯარიმებისა და სხვა მოხალისეობრივი სამუშაოს ნაცვლად, მაკონტროლებლებს დავაწესებდი სხვადასხვა ადგილას და ნაგვის დამყრელებს მინიმუმ ერთკვირიანი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით - იგივე დასუფთავებით დავაჯარიმებდი...


:!: :!: :!:

მეორედ ერე ადვილად აღარ დაყრის ამის შემდეგ...

:lol:

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 01 სექ 2010, 19:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHILI wrote:მე თუ მკითხავ, ჯარიმებისა და სხვა მოხალისეობრივი სამუშაოს ნაცვლად, მაკონტროლებლებს დავაწესებდი სხვადასხვა ადგილას და ნაგვის დამყრელებს მინიმუმ ერთკვირიანი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით - იგივე დასუფთავებით დავაჯარიმებდი...


:!: :!: :!:

მეორედ ერე ადვილად აღარ დაყრის ამის შემდეგ...

:lol:
სწორი მიდგომაა

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 01 სექ 2010, 19:47
by ARCHILI
GAMARJOBA SAKARTVELO

ჰოდა გააკეთე ორგანიზება შესაბამისი საკანონმდებლო სტატუსისათვის და რაღაც არსებითი გამოვა, თორემ როდამდე უნდა აგროვოთ ტომრებით ეგ ნაგავი, აზრიც კი ეკარგება ეგეთ თავგამოდებას ხშირად.

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 01 სექ 2010, 19:51
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO
იმ დღეს არმაზის ხეობაში რომ ვიყავით, ჩვენ მონასტერთან ახლოს დავბანაკდით. იქ შედარებით სისუფთავე იყო. ეტყობა ბერები უვლიან :) . მაგრამ კარველების მეორე ნაწილი ცოტა ზემოთ იყო დაბანაკებული. ჩამოსვლისას შევხვდით ერთმანეთს. ვანიჩკას და ჯონის თავიანი მორჩენილი ნაგავი უზარმაზარი პარკებით მოჰქონდათ. მაშინ მთხოვა ჯონიმ, იქნებ, თუ არის კარავზე ასეთი თემა, ხმა მივაწვდინოთ კარველებს, ციხის მიდამოები დაბინძურებულია და პატარა დასუფთავების აქციას საჭიროებსო.

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 01 სექ 2010, 23:42
by Wanderer
GAMARJOBA SAKARTVELO
მარტყოფში ვიყავი ახლახანს და ნეტა არ ვყოფილიყავი! ნაგავი იშოვება არნახული და არგაგონილი რაოდენობით!

ისე წელს რამოდენიმე ადგილას ვიყავი და მინდა გითხრა, რომ ნაგვის დეფიციტს არსად არ უჩიოდნენ. :)



ARCHILI
მე თუ მკითხავ, ჯარიმებისა და სხვა მოხალისეობრივი სამუშაოს ნაცვლად, მაკონტროლებლებს დავაწესებდი სხვადასხვა ადგილას და ნაგვის დამყრელებს მინიმუმ ერთკვირიანი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით - იგივე დასუფთავებით დავაჯარიმებდი...
შეიძლება. დაახლოებით მეტყევესნაირი ტიპი იქნებოდა ეგ მაკონტროლებელი.

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 02 სექ 2010, 01:32
by lama
ARCHILI
Wanderer
GAMARJOBA SAKARTVELO
თუნდაც..

მოხალისე მაკონტროლებლად რომ დავიწყოთ "მუშაობა" ტყეებში

მორიგეობა დავაწესოთ და სხვებიც მოგვბაძავენ

რას იტყვით :) :)

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 02 სექ 2010, 10:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHILI wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

ჰოდა გააკეთე ორგანიზება შესაბამისი საკანონმდებლო სტატუსისათვის და რაღაც არსებითი გამოვა, თორემ როდამდე უნდა აგროვოთ ტომრებით ეგ ნაგავი, აზრიც კი ეკარგება ეგეთ თავგამოდებას ხშირად.
კანონპროექტის მომზადებას რამდენად შევძლებ, არ ვიცი, არც მაქვს საამისო განწყობა, მაგრამ ტომრებით ნაგვის
შეგროვებას კი სიამოვნებით განვაგრძობ.
ვერ დაგეთანხმები, რომ ამ თავგამოდებას აზრი ეკარგება.

lama wrote:
მოხალისე მაკონტროლებლად რომ დავიწყოთ "მუშაობა" ტყეებში

მორიგეობა დავაწესოთ და სხვებიც მოგვბაძავენ

რას იტყვით :) :)
ეგებ მართლაც საინტერესო რამე გამოვიდეს.
თუმცა, მე ვამჯობინებ, ხოლმე, თუ საექსკურსიო ავტობუსებსა და მოქეიფე ბავშვებს ვხედავ, თხოვნით მივმართო,
ნაგავი არ დარჩეთ.
ვცდილობ, ისეთი ფორმა შევარჩიო, არც უტაქტობად ჩამითვალონ, რაც ეწყინოთ.
და მაინც, სჯობს, ხმარებიდან ამოვიღოთ პლსტმასის 1ჯერადი ჭურჭელი და სულ უფრო და უფრო
შევამციროთ პლასტმასის ბოთლებიანი ნაწარმის გამოყენება

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 02 სექ 2010, 11:14
by kiki
lama wrote:ARCHILI
Wanderer
GAMARJOBA SAKARTVELO
თუნდაც..

მოხალისე მაკონტროლებლად რომ დავიწყოთ "მუშაობა" ტყეებში

მორიგეობა დავაწესოთ და სხვებიც მოგვბაძავენ

რას იტყვით :) :)

რაღაც ეჭვი მეპარება მასეთი მოცლილი ვინმე იყოს:))))))))

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 02 სექ 2010, 11:15
by kiki
GAMARJOBA SAKARTVELO

მივესალმები შენს წამოწყებას Image

კარგი იდეაა და იმედია ერთიანი ძალით შვძლებთ განხორციელებას!!

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 02 სექ 2010, 11:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
kiki wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

მივესალმები შენს წამოწყებას Image

კარგი იდეაა და იმედია ერთიანი ძალით შვძლებთ განხორციელებას!!
მადლობა.
სწორედ 1იანი ძალებით შეიძლება საქმის მოგვარება.
1 და 2 ადამიანი ვერაფერს შეცვლის.
პირადად მე, დიდი ხანია, საქართველოში და იქ, სადაც ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნები
არ აქვთ, მართლაც აღარ ვყიდულობ პლასტმასის ბოთლიან სასმელს.
მაგრამ ეს ძნ მცირეა.
საჭიროა საზოგადოების ყველა წევრის მობილიზება, საფრთხის გაცნობიერება

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 02 სექ 2010, 11:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
თუ ატყობთ, საქართველოში დანაგვიანებული ადგილები სწორედ პლასტმასის ბოთლებით, პოლიეთილენის
პარკებითა და 1ჯერადი ჭურჭლით არის სავსე.
ეს ის ნაგავია, რომელიც არ იხრწნება, უზარმაზარ ზიანს აყენებს დედამიწას, გარემოს, ფიტავს და აუდაბურებს ნიადაგს.


მიტომ, უარი პოლიეთილენს, 1ჯერად ჭურჭელს, პლასტმასიან ბოთლებს

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 02 სექ 2010, 14:08
by ARCHILI
ნუ,მეტყევეების რა გითხრათ, მაგრამ ამგვარი "დასჯა" უნდა არსებობდეს, მერე საპილოტედ რამდენიმე "დამნაშავის" "გაპრომოუშენება" * და ასე, ერთგვარი ბაზისის შექმნა...

შემდეგ კი, შესაბამისი მონიტორინგის * შედეგად, კიდევ უფრო ქმედით ეტაპზე გადასვლა.









____________________________________________________
* ტერმინების კომენტარებისა და "გადაქართულების" გარეშე.

დასასუფთავებელი ადგილები საქართველოში. SOS - ნაგავი

Posted: 02 სექ 2010, 21:39
by Ledi
როდესაც ტელევიზიით რეპორტაჟი გავიდა (და სხვათაშორის ამაზე პირადად პრეზიდენტმაც ისაუბრა) დანაგვიანებაზე ჯარიმა დაწესდებაო, გამოგიტყდებით და ძალიან გამეხარდა. (იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ რამდენი ნაგავი იყრება დღის განმავლობაში ქუჩებში და წარმოიდგინეთ რამდენი ჯარიმა იქნება გადასახდელი :twisted: ) ვიფიქრე გვეშველა, ბიუჯეტში ფული შევა და იქნება ამის წყალობით როგორმე საგარეო ვალიც გადავიხადოთ მეთქი.
,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?! "