აჭარაში 1 დღეში რა მარშრუტზე ღირს მანქანით წასვლა?

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
NeoZ
მაწანწალა
Posts: 344
Joined: 18 აგვ 2008, 10:09
Location: თბილისი, საქართველო
აჭარაში 1 დღეში რა მარშრუტზე ღირს მანქანით წასვლა?

Post by NeoZ » 28 ივლ 2010, 11:45

ამ პარასკევ-შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად ქობულეთში ვიქნები და მინდა 1 დღე მთიანი აჭარა დამეთვალიერებინა (რაღაც ნაწილი მაინც) და რას მირჩევთ მანქანით რა მარშრუტზე ღირს წასვლა და რა უნდა ვნახო?

მადლობთ წინასწარ.
Life after road.

В любом деле ценится хороший инструмент: он не просто облегчает труд – он вызывает желание работать.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
აჭარაში 1 დღეში რა მარშრუტზე ღირს მანქანით წასვლა?

Post by ლეონტი » 28 ივლ 2010, 13:12

1 დღეში რა უნდა მოასწრო, არ ვიცი.
ყველაზე მარტივი გეგმა : უკან წამოსვლის საათი დანიშნე და მანამდე ნელ ნელა შეუყევი და ადგილობრივებს ელაპარაკე რისი ნახვაც გაინტერესებს.
მერე აქვე დაწერე სად იყავი და რა ნახე ჩვენც გვაინტერესებს.
ისე თუ სადმე მეფუტკრეს ნახავ ჰკითხე აბა თუ ჰყავთ სადმე ფუტკარი ხის გეჯაში,
თუ სადმე ნახავ ეგეც დააფიქსირე 1 კვირაში ალბათ მეც ავალ და მოვინახულებ.
:wink:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აჭარაში 1 დღეში რა მარშრუტზე ღირს მანქანით წასვლა?

Post by qvevri » 28 ივლ 2010, 14:08

NeoZ
გატყუებს არ დაუჯერო....
ადიგენიდან გადადი გოდერძის უღელტეხილზე და ჩაუყევი დანისპარაული, კოკოტაური და ა.შ. მოკლედ ჩაიარე ხულო, შუახევი, ქედა, მერე ცოტა წაუბანავე და წამოდი თბილისში ტრასით.

User avatar
NeoZ
მაწანწალა
Posts: 344
Joined: 18 აგვ 2008, 10:09
Location: თბილისი, საქართველო
აჭარაში 1 დღეში რა მარშრუტზე ღირს მანქანით წასვლა?

Post by NeoZ » 28 ივლ 2010, 14:52

qvevri
აქედან პატარა ბავშვებით მივდივართ, ასე რომ ეგ გამორიცხულია. ქობულეთიდან მექნება სტარტი :)

ადგილობრივებს ჩავრთავ ტურის დაგეგმვაში.

აჭარის ტურ. დეპარტამენტის მზაობაც შემოწმდება პარალელურად ;)

ლეონტი
ვიკითხავ, თუ ვნახე გადავიღებ და საკონტაქტო ინფორმაციასაც გამოვართმევ.
Life after road.

В любом деле ценится хороший инструмент: он не просто облегчает труд – он вызывает желание работать.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აჭარაში 1 დღეში რა მარშრუტზე ღირს მანქანით წასვლა?

Post by Naia » 28 ივლ 2010, 14:57

NeoZ
გოდერძის უღელტეხილზე გადადი, გზაგასაყართან რომ მიხვალ იქ ლურჯი საღევაბით ჩვენს მიერ გაკეთებულ ნიშნებს მიყევი და მწვანე (ანუ ბეშუმის) ტბაზე ადი. ოღონდ ფრთხილად იარე, ჩვენი ყოფნის შემდეგ გზა კიდევ უფრო დაზიანებულა და წელს რომ იყო რამდენიმე კარაველი ასული, მანქანა კინაღამ დაამტვრიეს. (ჰო მართლა, ბეშუმის ტბაში არ იბანაოთ. წყალქვეშა მორევებია და ძალიან ბევრი ადამიანია მანდ დაღუპული. ადგილობრივები ყველას აფრთხილებენ ამის შესახებ)

ტბიდან რომ მობრუნდები გააგრძელე გზა ბათუმისკენ. თუ სურვილი გექნა ნახე სოფ. ღორჯომი, რომელიც მაღალმთიანი აჭარის ყველაზე მაღალი სოფელია. იქ არის ძალიან ლამაზი მოხატულობის მქონე მეჩეთი (მგონი 200 წლისაა). თავისუფლად შეგიშვებენ. ადგილობრივები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. თუ გამოელაპარაკები, დიდი შანსია არ მოგეშვან და შინ მიგიპატიჟონ. გირჩევ უარი არ უთხრა :) უგემრიელესი კერძები აქვთ, ძირითადად რძის პროდუქტებისგან მომზადებული....

ღორჯომიდან ჩამოუყევი და ნახე ქვევრის მიერ ნახსენები სოფლებიც. მაქეთ სადღაც ერთი ძველი აღდგენილი და მოქმედი ეკლესიაც არის. სახელს ზუსტად ვერ ვიხსენებ, მგონი ტბეთი ქვია... ზუსტი ადგილმდებარეობა არ ვიცი, მაგრამ გზიდან შორს არ უნდა იყოს

User avatar
NeoZ
მაწანწალა
Posts: 344
Joined: 18 აგვ 2008, 10:09
Location: თბილისი, საქართველო
აჭარაში 1 დღეში რა მარშრუტზე ღირს მანქანით წასვლა?

Post by NeoZ » 28 ივლ 2010, 15:11

Naia

ბათუმიდან თუ შორი არ არის ძალიან ავალ მანდაც.

მადლობთ რჩევისათვის :)
Life after road.

В любом деле ценится хороший инструмент: он не просто облегчает труд – он вызывает желание работать.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
აჭარაში 1 დღეში რა მარშრუტზე ღირს მანქანით წასვლა?

Post by ლეონტი » 28 ივლ 2010, 22:50

qvevri wrote:NeoZ
გატყუებს არ დაუჯერო....
ადიგენიდან გადადი გოდერძის უღელტეხილზე და ჩაუყევი დანისპარაული, კოკოტაური და ა.შ. მოკლედ ჩაიარე ხულო, შუახევი, ქედა, მერე ცოტა წაუბანავე და წამოდი თბილისში ტრასით.
ანტირჩევა მოგცა.
გოდერძიდან გადადიო.
როგორ გადახვალ გოდერძიდან აჭარაში, როცა სტარტი ქობულეთშია?
მე დამიჯერე.
და საერთოდ გოდერძამდე არ ახვიდე დაგაგვიანდებ- დაგაღამდება და დაიღლები და ვერაფრის ნახვას ვერ მოასწრებ.

http://www.mtiralapa.ge/ge/?page=show&sec=1

http://www.tourismadjara.ge/new/index.p ... 6&lang=geo

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
აჭარაში 1 დღეში რა მარშრუტზე ღირს მანქანით წასვლა?

Post by Monadire » 30 ივლ 2010, 15:16

შეიძლება მეც შემოგიერთდე ბათუმიდან .
ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კვირას აპირებ და ძმაკაცებიც დავითანხმე :wink:
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
აჭარაში 1 დღეში რა მარშრუტზე ღირს მანქანით წასვლა?

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 ივლ 2010, 22:38

NeoZ wrote:ამ პარასკევ-შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად ქობულეთში ვიქნები და მინდა 1 დღე მთიანი აჭარა დამეთვალიერებინა (რაღაც ნაწილი მაინც) და რას მირჩევთ მანქანით რა მარშრუტზე ღირს წასვლა და რა უნდა ვნახო?

მადლობთ წინასწარ.
ყველაზე მარტივი მიმართულება ქობულეთიდან ქედა-ხულოს მთიანეთისკენ -
ბათუმი-მახუნცეთი.
აქ ნახავ დიდ და ლამაზ ჩანჩქერს, აგრეთვე, თამარის ხიდს.
ბათუმიდან დაახლოებით 32 კმშია.
თუ დრო და სურვილი გექნება, მიდი სოფელ კოკოტაურში და იქაური მინერალური წყალი დალიე.
კიდევ უფრო საინტერესოა, თუ მაჭახელას ხეობაში შეხვალ.
ლამაზ სოფლებსა და ტყეებს გაივლი მდინარის კვალდაკვალ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
NeoZ
მაწანწალა
Posts: 344
Joined: 18 აგვ 2008, 10:09
Location: თბილისი, საქართველო
აჭარაში 1 დღეში რა მარშრუტზე ღირს მანქანით წასვლა?

Post by NeoZ » 12 აგვ 2010, 15:26

GAMARJOBA SAKARTVELO

მახუნცეთი

ასე აგიხდეს ყველაფერი რომ მანდ ამოვყავით თავი :) ძალიან ლამაზი ადგილები გავიარეთ და ჩანჩქერებითაც ვისიამოვნეთ, თუმცა ძალიან ბევრი ხალხი იყო და ძირი ატალახებული იყო :)

მადლობა ყველას რჩევებისათვის.
Life after road.

В любом деле ценится хороший инструмент: он не просто облегчает труд – он вызывает желание работать.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]