Page 5 of 7

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 12 აგვ 2010, 09:39
by ilia
მაგარი კაცია

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 12 აგვ 2010, 13:49
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:guruli
შენ მიერ დადებული ბმული ვნახე.
კგ რეპორტაჟია.
მიუხედავად მცირე უზუსტობებისა.
მოგზაური მხნედ გამოიყურება.
იმედია, 1 კგ საგაზეთო რეპორტაჟს შენც გააკეთებ
იმედია, 1 კგ საგაზეთო რეპორტაჟს შენც გააკეთებ
ვაპირებ ზეგისთვის.
უკვე მესტიაშია, მამიდამისთან და ისვენებს. ბეჩოდან ეს 18 კილომეტრი სეირნობით ამოვიარეო. :D როგორია 18 კმ-ზე გასეირნება, მაგრამ სადაც 58 კმ გაიარა ერთ დღეში, რაა გასაკვირი. ხვალ იფარში ავა , ზეგ კი ლაშქრობასაც დაასრულებს უშგულში.
დღესაც გზაზე, სადაც კი სოფლები გავიარე, ყველგან მხვდებოდა ხალხიო. :) იქ უკვე მთელმა სვანეთმა იცის მაგისი ამბავი.
რაც მთავარია, ფეხები დღეს არ მნტკივაო ან იმდენად უმნიშვნელოდ, არც მაწუხებსო. ძაან ტავისუფლად ვიარე ბეჩოდან აქამდეო. რომ მოენდომებინა, იფარშიც ავიდოდა დღესვე იმ 25 კმ-იან მონაკვეთზე, მაგრამ ფეხებს უფრთხილდება.

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 12 აგვ 2010, 14:37
by tamuna_gudarexi
ყოჩაღ რააა!
ბევრგან წავიკითხე ამ საკვირველი ლაშქრობის თაობაზე...
უჰ, მაგარია!!

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 13 აგვ 2010, 13:25
by meleksa
ყოჩაღ ლაჰილ, ლაშქრობაც ამას ქვია :)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 29 აგვ 2010, 01:58
by mia-maria
ძალიან კარგი ლაშქრობაა, მშვენიერი თავგადასავალიც :)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 29 აგვ 2010, 03:52
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ მოლაშქრის რა ისმის, როგორ არის?
რამე სხვა გეზიც ჰომ არ ჩაიფიქრა?

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 01 სექ 2010, 12:11
by Lahil
მოგესალმებით მეგობრებო,

გადავიკითხე ეს თემა და მართლა ძალიან გულითადი მადლობები მინდა გითხრათ ასეთი მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის.

მოგზაურობის წინა დღეს თბილისის ფორუმში გახსნილ თემაში დავაფიქსირე რომ არც-ერთ სოციალურ ქსელში არ ვარ დარეგისტრირებული forum.ge-ს გარდათქო. http://forum.ge/?f=19&showtopic=34141859 (იმ წუთისთვის მართლა გულწრფელად დავწერე - რადგან მართლაც ასეა) არ ვიცი ზოგადად ფორუმები და karavi.ge რამდენად არის სოციალური ქსელი მაგრამ მე კი გული დამწყდა ჩემსავე სიტყვებზე, რადგანაც კარავი იყო ჩემი შთაგონების პირველი წყარო. მიუხედავად იმისა რომ თქვენთან ერთად არც ერთ ლაშქრობაში არ მიმიღია მონაწილეობა, ეს ადგილი ყოველთვის რჩებოდა ჩემს ცნობიერებაში ერთ-ერთ ყველაზე ადამიანურ და უთბილესი ურთიერთობებით გადაჯაჭვულ საზოგადოების თავშეყრის ადგილად.(ეს ფორუმი ხომ არა ვირტუალური არამედ რეალურია)
ძალიან ბევრის თქმა მინდა თქვენთვის მაგრამ უკვე ვატყობ რომ ძალიან პათეტიკური გამომდის და ამიტომ შევეშვები და თავს არ მოგაწყენთ. :)

უბრალოდ მოგზაურობის ძალიან მცირე რეზიუმეს გავაკეთებ:

დავიწყე მარშრუტი 22 ივლისს - დავასრულე 14 აგვისტოს.
გზაში ვიყავი 24 დღე, აქედან ფეხის ტრამვების გამო 8 დღე საერთოდ არ მივლია ხოლო ერთი დღე რუსთავი2-ის სიუჟეტის მომზადებას შეეწირა.
დარჩენილ 15 დღეში გავიარე 575 კილომეტრი, აქედან 528 კმ თბილისი - უშგული, 47 კილომეტრი გადახვევები და სხვა გზები.


Image

Uploaded with ImageShack.us

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 01 სექ 2010, 12:24
by Mta Mkvarebia
Lahil
მართლა ყოჩაღ, ჯერ გამბედაობისთვის და მერე ჩანაფიქრის განხორციელებისთვის :D . იქნებ შენი მოგზაურობის რეპორტაჟი გააკეთო კარავზე, როცა მოიცლი. ეჭვი არ მეპარება, ყველას აინტერესებს :D .

ძალიან გვწყდება გული, რომ ვერ შეგხვდით ჩვენი სვანეთში მოგზაურობისას :( .

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 01 სექ 2010, 12:44
by lama
Lahil
დიდება შენს დაბრუნებას :)

გაიხარე

მაგარი ვაჟკაცი ხარ :)

საამაყო ხარ ჩვენთვის

არღვლიანების ნიბაშინი კახა ოღაძე :)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 01 სექ 2010, 12:51
by Lahil
Mta Mkvarebia
lama

გაღიმებული გწერთ პასუხს, იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული სითბო ჩამეღვარა თქვენი პოსტების შემდეგ....

გაიხარეთ და რავიცი... თქვენს გვერდით ვარ თუნდაც პასიური კარაველის სტატუსით!!! :)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 02 სექ 2010, 10:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
Lahil
მშვენივრად გივლია. მოხარული ვარ, რომ შეძელი და თუ კიდევ შეარჩევ რომელიმე გეზს, ეგებ
მიმბაძველებიც გამოგიჩნდნენ და საქართველოსთვის თვისობრივად
ახალი ტიპის ლაშქრობასაც დაუდო საფუძველი.

თუ შეიძლება, გკითხავ, ქვემო სვანეთიდან უშგულში რატომ არ ახვედი?
ასე ჰომ მთელს სვანეთს მოიცავდი?
თუ მხოლოდ ზემო სვანეთის დალაშქვრა გქონდა განზრახული?

აქვე, მეც ვუ1დები იმათ თხოვნას, რომ :კარავზე: შენი ლაშქრობის დღიურების თემა გახსნა.

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 02 სექ 2010, 14:00
by Lahil
GAMARJOBA SAKARTVELO
"თუ შეიძლება, გკითხავ, ქვემო სვანეთიდან უშგულში რატომ არ ახვედი?
ასე ჰომ მთელს სვანეთს მოიცავდი?"

თავიდანვე უშგული რახან გადავწყვიტე მარშრუტის ბოლო წერტილად, შემდეგ ჩემთვის აუცილებლობა იყო რომ იქამდე მისაღწევად გამეარა რაც შეიძლება მეტი კილომეტრაჟი. ამის საშუალებას ქვემო სვანეთიდან ასვლა ვერ მომცემდა.

თან სიმბოლურიც იყო გამეარა მთელი ზემო სვანეთი ფეხით და მიმეღწია უშგულამდე...

აქედან გამომდინარე ქვემო სვანეთიდან ასვლას ვარჩიე ზემო სვანეთი.
კილომეტრაჟტან ერთად ამას სხვა ფსიქოლოგიური და შინაგანი დატვირთვა ჰქონდა ჩემთვის. მე ხომ ზემო სვანი ვარ.


რაც შეეხება თემის გახსნას, კარგი იქნებოდა. ცოტას რომ დავლაგდები და ფოტოაპარატით გადაღებულ ვიდეობს ერთ მთლიან კოლაჟში მოვაქცევ მერე ვიფიქრებ ამ საკითხზე.

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 02 სექ 2010, 14:05
by lama
Lahil
ცხუმარში შეიარე? შენ გენაცვალე :) ნათესავოოო :)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 02 სექ 2010, 14:38
by Lahil
lama
"ცხუმარში შეიარე? შენ გენაცვალე ნათესავოოო"

არა კახა, არ ჩავსულვარ. არ შედიოდა მარშრუტში.
ხო ჩვენ მართლა ახლო ნათესავები ვართ, თან ძალიან! :)
ისე გორში ვაპირებდი დეიდაშნთან დარჩენას, მაგრამ ბოლო წუთს
გადავიფიქრე და რომპეტროლის გვერდით მიტოვებული კაფის
ეზოში დავიძინე. :)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 02 სექ 2010, 17:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
Lahil
მე ვგულისხმობდი თბილისი-ქუთაისი-ლენტეხი-უშგული-მესტია-ჯვარი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებას,
რომელიც მთელ სვანეთს მოიცავდა და უფრო მრავალფეროვანი იყო.
შენს გეზში მხოლოდ ზემო სვანეთია შეტანილი.
თუმცა, ცხადია, გასავლელი მანძილის გამო, ასევე შთამბეჭდავია