Page 3 of 7

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 26 ივლ 2010, 15:22
by guruli
დღესაც ხაშურშია და ფეხს მკურნალობს. საგრძნობი პროგრესი მაქვსო, მაგრამ საბოლოოდ მორჩენამდე არ აპირებს წასვლას, ამას კი დაახლოებით 2-3 დღეში იმედოვნებს.

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 27 ივლ 2010, 22:48
by guruli
ისევ ხაშურშია და ხვალაც იქ იქნება, ზეგ კი გაუდგება გზას. სახსარი თითქმის აღარ მაწუხებსო, ახლა ის წყლულები თუ არ ექცა კოჟრებად. :cry:
ფეხსაცმელები შეუძენია უკვე ახლები...

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 31 ივლ 2010, 22:33
by guruli
დღეს ქუთაისშია უკვე. ხაშურიდან ლაშქრობამ ნორმალურად ჩაიარა.

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 02 აგვ 2010, 13:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყოჩაღ ამ ბიჭს.
კგდ დადის.
მხოლოდ ფეხით დადის, არა?
თვითონ ჩანაწერებს აკეთებეს?
ისე, სვანეთში 2 კარავული გასვლა იწყება და ჩვენები ეგებ შეხვდნენ

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 02 აგვ 2010, 14:34
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO
მხოლოდ ფეხით დადის, არა?
თვითონ ჩანაწერებს აკეთებეს?
კი, მხოლოდ ფეხით დადის. უკვე მთავარი პრობლემები უკან დარჩა.
ჩანაწერებსაც აკეთებს, როგორც ვიცი.
ისე, სვანეთში 2 კარავული გასვლა იწყება და ჩვენები ეგებ შეხვდნენ
კარგი იქნება.

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 02 აგვ 2010, 16:57
by Int3lig3nt
ვესაუბრე ლევანს
წყალტუბოში ვარ ჩემებთანო.
სამტრედიის ხიდთან აქვს ბოლო გაჩერება და ხვალ დილის 7-დან იქიდან აგრძელებს :).
ისევ სალაშქრო ფეხსაცმელები ჩაუცვამს და ამჯერად აღარ მტკენს ფეხსო.

ვუთხარი, ხვალ კარაველები მიდიან სვანეთში, შენს ნომერს მივცემ და გნახავენ-თქო. ჰოდა ძალიან გაუხარდა :).

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 02 აგვ 2010, 21:30
by Lahil
როგორც იქნა ნეტამდე მივაღწიე, დღეს ინტელიგენტისგან შევიტყვე რომ კარავზეც თემა ყოფილა გახსნილი. ძალიან გამიხარდა... ირაკლი ჩემთვის არ გითქვამს ეს :) დიდი მადლობა
გადავხედე პოსტებს და მადლობის მეტი რა მეთქმის. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და კეთილ სურვილებს. გაიხარეთ ხალხო...
დღეიდან კარგა ხანს ვერ ვნახავ ინტერნეტს. ამიტომ ცოტა დახარბებულივით ვარ.
მინდა ზუსტი ინფორმაციები გქონდეთ.
ე.ი. მეთორმეტე დღეა რაც გამოვედი, აქედან მუხლის ტრამვისა და წყლულების გამო ზუსტად 6 დღე ვერ ვიარე.
ხოლო მეორე 6 დღე მოვანდომე აბაკელიას ქუჩიდან ქუთაისის ე.წ " სამტრედიის ხიდამდე" მისვლას.
დღეში მინუმუმ 40 კმ-ს გავდიოდი. ხოლმე 45 და მეტიც მივლია. გზაში 3-ჯერ დამიღამდა და ფანრით ვაგრძელებდი სვლას. მძღოლებისთვის რომ მიმენათებინა я тут არ გადამიაროთ...
ხვალ დილით გავაგრძელებ მოგზაურობას. ვაპირებ ქუთაისიდან სამტრედიის სოფელ მარნამდე მიღწევას(სამტრედიის შემდეგ სოფელია)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 02 აგვ 2010, 21:48
by t.d
Lahil
ღმერთმა წარმატებული მგზავრობა მოგცეს ვადევნებ ამ თემას თვალს და გვერდით გიდგევართ.

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 02 აგვ 2010, 21:53
by guruli
Lahil
ირაკლი ჩემთვის არ გითქვამს ეს
მე ჩავთვალე, რომ კარავზე დასაწერად მიგზავნიდი იმ პმ-ბს, რადგან წყნეთსი კი გითხარი, კარავზხეც დავწერ-მეთქი. მე აქაურობა უფრო მადარდებს, თორემ თბილისის ფორუმზე არც მიფიქრია. :) იქიდან ისედაც ბევრი გიკავშირდება. აწი იქაც დავწერ - არაა პრობლემა.

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 03 აგვ 2010, 21:19
by Bivrili
ეს თემა აქაც ყოფილა

:)

უმაგრესი იდეაა, იმედია წარმატებით განახორციელებს.

ხომ არ დაგირეკავთ , ახლა სადაა ?

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 04 აგვ 2010, 00:58
by guruli
Bivrili
ხომ არ დაგირეკავთ , ახლა სადაა ?
ამ საღამოს სოფელ მარანშია, რომელიც აბაშას კი ეკუთვნის, მაგრამ სამტრედიასთანაა იქვე - სამეგრელოსკენ ცხენისწყალზე ხიდს როგორც კი გადახვალთ, იქვეა, მდინარის მეორე ნაპირზე.
დღეს ქუთაისიდან გავიდა და მაქამდე ჩავიდა. იმხდენად სწრაფად იარა, მასპინძლები შინ არ დახვდნენ - არ გელოდიტ ასე ადრეო და დაკრძალვაზე წასულან სამტრედიის სოფელ დაფნარში, რომელიც მეორე მხარესაა - ბათუმის გზაზე. :D ძალიან მადლობელია საპატრულო პოლიციის, ყურადღებას მაქცევენო. ქალაქში სადაც შევედი, ყველგან საპატრულოს უფროსი მოვიდაო და გზაზეც მალ-მალე აკითხავენ თურმე. ამ საღამოსაც მარანში სახლში მოვიდნენ, ვისთან ხარ და რამე ხომ არ გჭირდებაო... მარანი ცოტა საშიში სოფელია, რაც ყველაზე კარგად იქაურმა პოლიციამ იცის. აწი ისეთ რაიონებში უწევს სიარული, ასეთი ყურადღება კარგია.
ცოტა ფეხები ისევ მტკივაო. ამჯერად - უფრო ცალი ფეხიო... მაზებს ისევ ისვამს და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.
ეს ნაწყვეტია მისი ერტ-ერთი პმ-დან: ალბათ, 1001 რჩევა მაქვს დაგროვილი, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავუზიარებ საზოგადოებას. :)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 04 აგვ 2010, 16:36
by guruli
ჩვენი მოგზაური დღეს სოფელ მარანიდან გავიდა და ამ წუთას ხობის რაიონის სოფელ ქვალონშია. მოკლედ, დრესაც მშვენიერ ტემპში იარა და ეს მაშინ, როცა სენაკში კარგა ხანს დაისვენა, ისადილა, ფეხებს უმკურნალა და მერე პარკში ცოტა წამოკოტრილებულა კიდეც. :) არ უნდოდა, თავი ზალიან დაეჯაფა, მაგრამ დღის ბოლოს მაინც დიდი მანძილი გამოუვა გავლილი - ახლა მიდის ხობის რაიონის სოფელ ხეთაში და დაახლოებით 45 კმ. ღამესაც იქ გაათევს, ხვალ კი მხოლოდ ზუგდიდამდე მივა - 20 კილომეტრია, რითაც ცოტა კომპენსაციას გააკეთებს. ზეგ ზუგდიდიდან ჩავა ჯვარში, რომელიც 30 კილომეტრშია და სამეგრელოს ბოლო დასახლებული პუნქტია. ამის მერე იწყებაო სვანეთის აღმართები, სადაც პატარა სვანური კოშკიც ყოფილა წამომარტული იმის ნიშნად, რომ უკვე სვანეთი იწყებაო. მანდ რაღაც პატარა დასახლება არისო, მაგრამ სახელი ვერ გაიხსენა ლევანმა და ფორუმელებს გთხოვათ, ვინმეს ახლობელი ხომ არ გყავთ მანდ, ღამე რომ დავრჩეო. მეორე დილით ადრიანად უნდა გასვლა, რადგან ჭუბერში აპირებს ასვლას - დაახლოებით 50 კმ-ში. დილით ადრე მინდა გავიდე, გზაში რომ არ დამიღამდესო. ამიტომ უნდა იმ სვანეთის აღმართებთან რაც შეიძლება ახლოს დაბინავება და თუ ვინმეს გყავთ იმ პატარა დასახლებაში ახლობელი, ეგებ დაეხმაროთ რა...
ფეხები ისევ ისეა - ცოტ-ცოტა სტკივა, მაგრამ არა იმდენად, სიარული შეაფერხოს.

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 05 აგვ 2010, 19:51
by guruli
ლაჰილი ამ საღამოს ზუგდიდშია და იქვე გაატევს ღამეს, დღეს კი ერთი ახლობლის ოჯახში ცაიშში დაისვენა კარგა გვარიანად. იქ ადგილობრივი ეკლესიაც უნახავს და გოგირდის წყლებიც. მე ვუთხარი, ის კაიმანების ფერმა თუ ნახე-მეთქი და ინანა, ეგ არც გამხსენებია, არადა, კი მახსოვდა მაგაზე სიუჟეტი ტელევიზორშიო.
მაგრამ ეგ არაფერი - გოგირდის წყლებით ფრიად ნასიამოვნებია, ფეხებზეც მომიხდაო და ბევრად უკეთ მაქვსო. მთელი სამი ვირებდი გოგირდის აბაზანებსო, მერე მდინარის წყალზეც უბანავია და სრტრესები მომეხსნაო, ამაღლებულ განწყობაზე იყო ამ წუთას, როცა ველაპარაკე.
წუხელ ხეთაში, მგონიო, საპატრულოს ხალხს სადღაც ტბაზე წაუყვანიათ გასასეირნებლად,.. მეგრული სახელ;ი ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ტბის სახელი ითარგმნება, როგორც დამხრჩვალი მღვდელიო. ულამაზესი ტბა იყოო, იმითაც კმაყოფილია. იმ პოლიციელებს მისი გუშინდეი მარშრუტიც გამოუთვლიათ და არა 45, არამედ 47 კმ გამივლიაო. მეც ვატყობდი, რომ ძალიან ბევრი ვიარეო, გამიჭირდაო...
დღეს ზუგდიდში შესვლამდე ვიღაც ადგილობრივი ისევ ინგლისურად მისალმებია... ვოცნებობ ასეთ მოგზაურობაზეო.
მოკლედ, დღეს კარგად დაისვენა, ფეხებიც იმდენად აღარ სტკივა და ხვალ დილით ადრევე გაუყვება გზას ჯვარისკენ. ხვალაც იქ გაათევს, ზეგ დილიდან კი სვანეთის აღმართებს შეუყვება. ჭუბერში აპირებს ასვლას.
ღმერთს ებარებოდეს!

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 05 აგვ 2010, 21:05
by ARCHILI
წუხელ ხეთაში, მგონიო, საპატრულოს ხალხს სადღაც ტბაზე წაუყვანიათ გასასეირნებლად,.. მეგრული სახელ;ი ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ტბის სახელი ითარგმნება, როგორც დამხრჩვალი მღვდელიო. ულამაზესი ტბა იყოო, იმითაც კმაყოფილია.
პაპანწყვირეს ანუ პაპანწყუს ტბა.

შარშან ვიყავით მეგრულ ტურში მანდ.

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=35 ... c&start=15

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 05 აგვ 2010, 22:44
by Archil
Lahil

კარავი გგულშემატკივრობს !!!