Page 1 of 7

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 21 ივლ 2010, 19:03
by guruli
ხვალ სისხამ დილით ერთი ძალზე საინტერესო გასვლა იწყება, რომელსაც ანალოგი ქართულ სინამდვილეში ბევრი ნაღდად არ ექნება, თუ საერთოდაც უნიკალური არაა - ჩვენი ფორუმის პასიური წევრი ”ლაჰილი” იწყებს ფეხით მსვლელობას თბილისიდან სვანეთში. მარშრუტი დაიწყება მთაწმინდიდან - აბაკელიას ქუჩიდან, სადაც აღნიშნული იუზერი - ლევან არღვლიანი ცხოვრობს, და დასრულდება უშგულში, ლამარიას ეკლესიის ეზოში. როგორც თავად ავტორი უწოდებს, სოლო მსვლელობის მარშრუტის სიგრძეა 528 კმ და, სავარაუდოდ, 17 დღეში დასრულდება.
ლაჰილი მიდის მარტო, რადგან თანამოაზრე ვერ იპოვა. თავის დროზე მეც დამიკავშირდა, რამდენიმე კარაველსაც, სხვებსაც სხვა ფორუმზე, მაგრამ მაინც მარტო დარჩა ამ ოცნების პირისპირ, თუმცა არც ნანობს ამას. ღამღამობით დაიძინებს კარავში, საკვებს კი გზადაგზა შეიძენს...
წარმატებები ვუსურვოთ ამ მართლაც მომქანცველ, მაგრამ საინტერესო იდეაში. მოგზაურობის შესახებ ინფორმაციებს ყოველდღიურად მოგაწვდით.

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 21 ივლ 2010, 21:42
by meleksa
მაგარი იქნება დარწმუნებული ვარ, 17 დღე ნამეტანი ბევრია თორე დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი (თან არც ვიცნობ) :roll: :roll:

წარმატებას გისურვებ ლაჰილ :!:

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 22 ივლ 2010, 00:53
by Int3lig3nt
guruli
უი, მეც მითხრა მაგან :).

არ ვიცოდი, კარაველი თუ იყო :).

ნომერი მომწერე PM-ში, შევეხმიანები ხოლმე :).

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 22 ივლ 2010, 05:29
by GAMARJOBA SAKARTVELO
საინტერესო გასვლაა. აი, ყოჩაღ.
გამოუვა კიდეც და საინტერესო რეპორტაჟსაც გააკეთებს.
ისე, თუ კარაველია, ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა, მხოლოდ პირად ზარებს არ დასჯერებოდა და აქაც გაეხსნა თემა.
ეგებ, მართლაც ეპოვნა კარაველი თანამგზავრი.
წარმატებული გასვლა მისურვებია.
თვალს მივადევნებ.

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 22 ივლ 2010, 10:38
by guruli
ამ დილით, ზუსტად 6 საათზე დაიწყო ეს მოგზაურობა. ცოტა ხნის წინ შევეხმიანე და მცხეთის გადასახვევს გავცდიო. თავს ჯერჯერობით ძაან მხნედ ვგრძნობ და აბსოლუტურად არ ვგრძნობ დაღლასო, მაგრამ ცოტა ზურგჩანთა ემძიმება - 15 კილოგრამიაო, მაგრამ ამასაც შეეჩვევა გზადაგზა.
GAMARJOBA SAKARTVELO
ისე, თუ კარაველია, ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა, მხოლოდ პირად ზარებს არ დასჯერებოდა და აქაც გაეხსნა თემა.
ეგებ, მართლაც ეპოვნა კარაველი თანამგზავრი.
ეგ დიდი ხანი ემზადებოდა ამ გასვლისთვის - ძაან მონდომებით ვარჯიშობდა ფიზიკურად, მაგრამ თავისი სურვილის აფიშირებას ერიდებოდა. ამიტომ უკავშირდებოდა მხოლოდ ისეთებს, ვისშიც პოტენციურ თანამგზავრს ხედავდა.
პ.ს. ყოველდღიურად მოგაწვდით ცნობებს ამ გასვლის შესახებ. :wink:

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 22 ივლ 2010, 11:00
by ნინი_85
guruli

მადლობა ირაკლი თემა რომ გახსენი, მეტად საინტერესო მოგზაუობა უნდა გამოვიდე, სამწუხაროა რომ მე აგვისომდე არ მცალია, თორემ დიდი სიამოვნებით ავიტაცებდი ამ იდეას :)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 22 ივლ 2010, 11:10
by guruli
ნინი_85
სამწუხაროა რომ მე აგვისომდე არ მცალია, თორემ დიდი სიამოვნებით ავიტაცებდი ამ იდეას
ყოჩაღ შენს შემართებას. :)
ივლიდი კი იმხელა გზას? :)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 22 ივლ 2010, 11:35
by ლეონტი
თუ ვინმე მსურველია შეიძლება გზაშიც შეუერთდეს, მაგრამ თუ ავტოტრასას მიყვება, არა მგონია გამონაბოლქვის მრავალდღიანი ყლაპვის მსურველი გამოჩნდეს.

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 22 ივლ 2010, 11:44
by გვალდა
ზუგდიდამდე გზა რა მომაბეზრებელია... ჯვარი-უშგული მესმის! მგლის მუხლს, ჯანის სიმრთელეს და სულის სიმტკიცეს ვუსურვებ ლევანს.

იქნებ ლამა და მოსვანეთეები სადმე გადაეყარონ სვან ფორესტ გამპს :)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 22 ივლ 2010, 11:52
by lama
გვალდა wrote:ზუგდიდამდე გზა რა მომაბეზრებელია... ჯვარი-უშგული მესმის! მგლის მუხლს, ჯანის სიმრთელეს და სულის სიმტკიცეს ვუსურვებ ლევანს.

იქნებ ლამა და მოსვანეთეები სადმე გადაეყარონ სვან ფორესტ გამპს :)
ვერ მოვახერხე ლაჰილთან ერთად წასვლა 17 დღიანზე, მაგრამ არაუშავს

უშგულში აუცილებლად შევხვდები და მოგიკითხავთ :)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 22 ივლ 2010, 11:53
by ARCHILI
ვუსურვებ, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოებას...

ვინმე თუ შეეხმიანებით, ურჩიეთ, ზუგდიდის რაიონში კარავში ღამისთევისაგან თავი შეიკავოს, ან ვინმესთან ბინაში დარჩეს ან სასტუმროში.

დღევანდელი ზუგდიდის რაიოანი 91-92 წლის თბილისივითაა და შეატყობინეთ როგორმე.

წარმატეებებს და ყოჩაღობას ვუსურვებ.

:)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 22 ივლ 2010, 12:29
by ნინი_85
guruli wrote:ნინი_85
სამწუხაროა რომ მე აგვისტომდე არ მცალია, თორემ დიდი სიამოვნებით ავიტაცებდი ამ იდეას
ყოჩაღ შენს შემართებას. :)
ივლიდი კი იმხელა გზას? :)
რატომაც არა :)

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 22 ივლ 2010, 12:42
by MIRANDA
ვააა... მართლა ყოჩაღ!
რა კარგი და საინტერესო წამოწყებაა!
წარმატებას ვუსურვებ! იმედია ვიხილავ სვანეთში...
ისე, სიამოვნებით შევუერთდებოდი მეც, მაგრამ ჩემს ძალებში ახლა არ ვარ დარწმუნებული...

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 22 ივლ 2010, 13:53
by გვალდა
http://pirweli.com.ge/index.php?option= ... w&id=52095

3-კაციანი კარავი რად უნდოდა :roll:

ლაშქრობაი საკვირველი

Posted: 22 ივლ 2010, 14:00
by ლეონტი
="guruli" რომელსაც ანალოგი ქართულ სინამდვილეში ბევრი ნაღდად არ ექნება, თუ საერთოდაც უნიკალური არაა .
ანალოგები ბევრი ვიცი:
მაგალითად ღვთისმშობლის 1 მეტრი სიმაღლის ხატი 1მა გლოლელმა ბიჭმა თბილისიდან გლოლაში მთაზე მდებარე ეკლესიაში ააბრძანა, მარტომ, ფეხით თან არც კარავი ან რაიმე სპეც სალაშქრო არ ეცვა.რაც ეცვა სამოქალაქო იმით.
მამა გიორგი რომ არის: ფეხით მოსიარულეს რომ ეძახიან, მოწამეთაში, აი ის ზამთარშიც კი მსგავს მარშრუტებს აკეთებდა ფეხით.