ლაშქრობაი საკვირველი

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ლაშქრობაი საკვირველი

Post by paata_ » 22 ივლ 2010, 14:08

ლევანი ჩემი მეგობრის ძმაა
და სამწუხაროდ უდროობის გამო ვერ მოვახერხე მასთანე ერთად წასვლა.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 22 ივლ 2010, 16:33

გოროვანის ტერიტორიაზეა უკვე. ცოტა ფეხსაცმელმა შეუქმნა პრობლემა, რის გამოც დღეს ნაადრევად აპირებს დაბანაკებას. მაგრამ თვითონ იმედიანადაა და ამბობს, რომ რომ საშიში არაფერია. უბრალოდ, თავს ძალას არ ატანს.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 22 ივლ 2010, 22:32

მოკლედ, პირველივე დრეს გარკვეული პრობლემები გაჩნდა. :( აი, ეს მესიჯი მივიღე ამ საღამოს მოგზაურისგან: "წყურვილმა და ფეხებზე წყლულებმა ძველი ქანდისკენ გადამახვევინეს, იქიდან შემოვლითი გზებით მუხრანამდე მივაღწიე. სრულიად დაუგეგმავი რამდენიმე კილომეტრი ზედმეტი ვიარე. დღეს მუხრანში დავიძინებ თბილისელი მეზობლების ოჯახში და ფეხებს მივხედავ. ხვალ, თუ მოშუშებული იქნება, გავაგრძელებ გზას. მაქსიმუმ - ზეგ დილით მაინც გავალ. გადავწყვიტე, "მკვლელი კარავი" დავტოვო - ბარგი 10,5 გ დამრჩება სატარებელი. დავიძინებ სადგურებზე ან ოჯახებს შევაფარებ თავს - ლევანი".
სამწუხაროდ, ახლა ორივე ტელეფონი გამორთული აქვს და ამიტომ ვერ დავუკავშირდი. ეტყობა, დაიძინა უკვე.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ლაშქრობაი საკვირველი

Post by ლეონტი » 22 ივლ 2010, 22:46

გამოცდილება იწყებს დაგროვებას.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლაშქრობაი საკვირველი

Post by Int3lig3nt » 22 ივლ 2010, 23:16

კი, მარა აქამდე არ ცმია ის ფეხსაცმელი?
ან ერთი დღე არ იარა საცდელად?
ამხელა ამბავს გეგმავს და ახლა აღმოაჩინა რომ ფეხსაცმელი წყლულებს უჩენს?

მოკლედ რა... ღმერთა ხელი მოუმართოს და ადვილად დაძლიოს პრობლემები :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 23 ივლ 2010, 09:35

ძალიან ძნელია ახლა სხვა რამეებზე ფიქრი და წერა, მაგრამ ეს გასვლაც თავისებურია... ახალი მესიჯი ამ დილით: "გუშინ გადაწყვეტილი მქონდა, კიდევ ერთი დღით მუხრანში დარჩენა ფეხების მოსაშუშებლად, მაგრამ დღეს დილით გზის გაგრძელება გადავწყვიტე. ჯერჯერობით ნაბიჯებს გამართულად ვერ ვადგამ, მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ აშკარად უკეთესად ვარ. ვაპირებ გორამდე ჩავიდე. წეღან გზაზე ერთი ალალი გამომეტყველების ქართლელი მომესალმა, "გუტენ ტაგო", რამაც გამამხიარულა და ხალისიანად გავაგრძელე გზა."
ამის მერე ტელეფონზეც ველაპარაკე... ის მძიმე კარავი მართლაც დაუტოვებია. მე შევთავაზე, უფრო მჩატე კარავს მოგაწვდით-მეთქი, მაგრამ სასტიკად არ შვება.
ფეხსაცმელს რაც შეეხება, მაგან საგანგებოდ შეიძინა ფეხსაცმელი (მგონი, გამოიწერა) და ამ გასვლაში ჩაიცვა პირველად... აქედან გასაგებია, რატომაც დაუწყლულდა...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 23 ივლ 2010, 21:53

ამ საღამოს გორის გადასახვევთანაა, ქალაქის აღმნიშვნელი წარწერა სადაცაა, იქ. მდგომარეობა ისევ ისეთივეა. ხვალ ხაშურში გეგმავს ჩასვლას.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ლაშქრობაი საკვირველი

Post by Truli » 23 ივლ 2010, 23:28

ვაააახ! არღვლიანი მეგობარი მყავს მესტიაში! წარმატებებს ვუსურვებ!
მი მალატ შვან

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლაშქრობაი საკვირველი

Post by Int3lig3nt » 24 ივლ 2010, 00:00

guruli
ფეხსაცმელს რაც შეეხება, მაგან საგანგებოდ შეიძინა ფეხსაცმელი (მგონი, გამოიწერა) და ამ გასვლაში ჩაიცვა პირველად... აქედან გასაგებია, რატომაც დაუწყლულდა...
ჰო, ვიცი რომ გამოიწერა, ფორუმზე მიმოწერა გვქონდა ფეხსაცმელის გამოწერაზე და საიტები ვურჩიე.

კარგი იქნებოდა მანამდე ჩაეცვა. შეეჩვეოდა კიდეც და ფეხზეც "მოიჯენდა".

ხვალ მეც შევეხმიანები.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
ლაშქრობაი საკვირველი

Post by LEVANIKO » 24 ივლ 2010, 18:00

საღოლ ამდენი დღე რომ უნდა იაროს
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 24 ივლ 2010, 22:25

მოკლედ, დღს ხაშურში უნდა ჩასულიყო, მაგრამ დილის მერე აქამდე ვერ შევეხმიანე - გადარბენებზე ვარ, ახლა კი გამორთულია ტელეფონი. ალბათ, სძინავს უკვე.
ფეხები ამ დილითაც აწუხებდა. წუხელ ვირაც ღვთისნიერს თბილ;ისის ფორუმიდან თავისი ნაცნობი მიუგზავნია, რომელსაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში წაუყვანია. იქ უმკურნალებიათ და დღეს ისევ გააგრძელა გზა, მაგრამ, შესაძლოა, ხაშურში შეჩერდეს და მიხედოს ფეხებს.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლაშქრობაი საკვირველი

Post by Int3lig3nt » 24 ივლ 2010, 23:23

დღეს შუადღის მერე რამდენჯერმე დავრეკე და სულ გამორთული ჰქონდა.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 24 ივლ 2010, 23:25

Int3lig3nt wrote:დღეს შუადღის მერე რამდენჯერმე დავრეკე და სულ გამორთული ჰქონდა.
ხვალაც შეეხმიანე რა და იქნებ დაპოსტო აქ.
მოკლედ, ერთი დღით ფორუმზე გურულობა უნდა გასწიო. :)

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ლაშქრობაი საკვირველი

Post by Makena » 25 ივლ 2010, 00:28

guruli
ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა მოერგო წინასწარ, რამდენიმე დღე უნდა ევლო ამ ფეხსაცმლით სანამ ამხელა გზაზე წავიდოდა. მორგებული ფეხსაცმელი ამხელა მარშრუტის გავლისასა ნახევარი საქმეა, ძალიან საეჭვოა გადატყავებული ფეხებით გზის გაგრძელება შესძლოს.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლაშქრობაი საკვირველი

Post by Int3lig3nt » 25 ივლ 2010, 17:43

დავრეკე ლევანთან და ხაშურშია მეგობრის ოჯახში.
მუხლის მყესზეც შექმნია პრობლემები.

კვლავ საბრძოლო განწყობაზეა და იმედოვნებს, რომ მალე შეძლებს მოგზაურობის გაგრძელებას :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]