Page 1 of 4

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 20 ივლ 2010, 22:28
by ნინი_85
Woohooo!!!! it was crazy crazy night!!!! thanks to all, love you guys <3

ხალისიანად და მხიარულად ჩავატარეთ წუხანდელი საღამო და ღამე, ნამდვილად არ მეგონა ასე თუ გავერთობოდით :D პირველი მცდელობა იყო და წარმატებული, თემოს თქმისა არ იყოს კიდევ გავაკეთებთ და ტრადიციასაც ჩავუყრით საფუძველს იმედია :)

ახლა კი მივყვეთ ქრონოლოგიურად: შევიკრიბეთ სიონთან, თავდაპირველად მე და ლიბრა, შემდეგ მარმენიო და თემო მოვიდნენ, ცოტახანში ბასილა შემოგვიერთდა, მერე მონადირემ დაგვირეკა აგერ ვარო და ყველაზე გვიან კი წივწივა და თამუნა გუდარეხი გვეწვივნენ.

შევლაგდით ლუდსახარშ კაიზერში და დაახლოებით საღამოს 9 საათზე შეჯიბრი გახსნილად გამოცხადეთ :) მივირთვით გაუფილტრავი შავი ლუდი, ზოგმა ლიტრიანი კათხით, ზოგმაც ნახევარლიტრიანით, აქვე დავიწყეთ ჭიქის დასადებების შეგროვება :)

განვაგრძეთ გზა ანჩისხატისკენ ბარ "ჰანგარში", იქ უმეტესობამ დავაგემოვნეთ გინესი და მოვიხიბლეთ ბარის ინტერიერით, ჭერზე სათამაშო თვითმფრინავების საკმაოდ დიდი კოლექცია იყო შეფენილი :)

შემდეგი დანიშნულების პუნქტი გვქონდა ბარი დუბლინი, პეროვსკაიაზე, რადგან ფეხით ვერ მოვასწრებდით მისვლას დავიჭირეთ ტაქსი რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა 10 ადამიანის მოთავსებისა ერთ მანქანაში :D დუბლინში ცოცხალი მუსიკა დაგვხვდა, რამაც შეჯიბრს უფრო მეტი ხალისი შესძინა, ლუდი დავლიეთ და კედლიდან ერთი სახალისო ფოტო გამოვიყოლეთ :D

ბარ დუბლინიდან ფეხით ჩავუყევით კოსტავას, წივწივამ და თემომ ვერის ბაღში თითო კათხა ჩამოსასხმელი ლუდი, სავარაუდოდ ნატახტარი მიირთვეს :) კოსტავაზე ლოლაძე შემოგვეგება და ერთად წავედით ბარ დამბრიანუსში, იქაც ლიტრიანი კათხებით დავლიეთ ლუდი მონაწილეებმა. აქ უკვე ნაწილი სახლებისკენ დაიძრა ნაწილი დიღომში ამერიკული ბარისკენ "H & H" სადაც დავაგვირგვინეთ შეჯიბრის დასასრული :)

ვიდეო მასალები უკვე კარგად შევისწავლე და ახლა ველი ფოტომასალებსაც სულმოუთქმელად
:D

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 20 ივლ 2010, 22:56
by tamuna_gudarexi
აუუუჰ, მართლა რა ხალისიანი საღამო იყოოო!
ნინი, გილოცავ გამარჯვებას და ფოტომასალას მეც ველი!
გამბრინუსი რომ იყო მე-4 ბარი, გამოსვლის შემდეგ შევნიშნე... თორემ უთუოდ დავლევდი ჩემს უსაყვარლეს ჩეხურ ლუდს! ეგ როგორ არ გავსინჯეთ, ა?

მართლა შესანიშნავი იდეაა, ყოველწლიურ შეჯიბრად ვაქციოთ ნინის ეს წამოწყება! ის კი არა, წელიწადში 2-3-ჯერაც არ იქნებოდა ურიგო :D :D

შეჯიბრს ჩემსავით ნახევრად დამკვირვებლის როლში გულშემატკივრობდა მარი_კელაც, იგივე ჩემი და :)
ჰოდა, ის ტაქსის მძღოლი რა გმირი იყო, რომ დაგვთანხმდა :D :D

მაგრები ხააართ!
დუბლინში ცოცხალ მუსიკაზე კიდევ წავიდეთ, რა! :)

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 20 ივლ 2010, 23:04
by t.d
ულამაზესი საღამო იყო შემოგევლეთ ერთი ბედნიერი დღე მაჩუქეთ და ეს არასდროს დამავიწყდება.:*
გემრიელი ლუდი ძვირფასი ხალხი სხვა რა გინდა ბედნიერებისთვის.:D:*
მიყვარხართ ყველა, მსგავსი ხალისობა კიდევ იქნება ყოველი თვის ამ რიცხვშI, სხვა დროსაც შეიძლება რათქმა უნდა სურვილზეა დამოკიდებული მარა ამ რიცხვში აუცილებლად გაიმართება ერთი დიდი ხალისობა.

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 21 ივლ 2010, 03:10
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყოჩაღ.
გამარჯვებული როგორ გამოავლინეთ?
რა პრინციპი გქონდათ?
ზოგმა 1ლიტრიანი და ზოგმა0,5იანი რატომ დალია?
თამუნა-გუდარეხი დაბრუნებულა 3შობლოში?
მოკითხვები.
:გამბრინუსს: თბილისში ყველაზე კგ ლუდი აქვს.
:დუბლინში: მართლაც გემრიელად გა1ობი.
ყოჩაღ და ყოჩაღ თქვენ

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 21 ივლ 2010, 03:13
by basila
კარგი იყო კარგი!!! H&H ში ცოცხალი მუსიკისთვის რომ მიგვესწრო კარგი იქნებოდა, მაგრამ სამაგიეროდ t.d-მ შეასრულა სოლო არია : ))) რითაც ყველა ნასიამოვნები დავრჩით მომსახურე პერსონალიც კი :)) მანდლობა ყველა მონაწილეს და დიდი მადლობა ნინი_85

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 21 ივლ 2010, 09:33
by ნინი_85
tamuna_gudarexi

თამო, მარი როგორ გამომრჩა :oops: ყველაზე გვიან რომ მოვიდა მაგიტომ ალბათ :P

ხოდა ბამბინას დაც არ მისხენებია, კაიზერში შემოგვიერთდა მხოლოდ.

t.d

თემო, ჩვენზეა დამოკდებული და თუ მოვინდომებთ ყოველ თვეც შეგვიძლია ჩატარება :)

GAMARJOBA SAKARTVELO

გოგა, შეჯიბრის პრინციპია რაც შეიძლება მეტი ბარი მოინახულო და მინიმუმ 1 კათხა ლუდი მაინც დალიო, ანუ აქ ლუდის კათხების რაოდენობით კი არ დგინდება გამაჯვებული, არამედ რამდენ ბარს შემოივლის და ბოლომდე მივა თუ არა.
სწორედ მაგ პრინციპით გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული: თ.დ. , წივწივა, მონადირე და ნინი_85 :D


გამარჯვებულთა დაჯილდოვება შედგება ხვალ საღამოს, დეტალებს მოგვიანებით დავწერ :)

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 21 ივლ 2010, 11:57
by marmenio
ძალიან ვიმხიარულე :D
სამწუხაროდ ჩემი ოჯახის გადამკიდე მე და მარი ბოლო ფაბში ვეღარ წავედით და გული დამწყდა :(

ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყო, რომ 19 ივლისი ზუსტად ის დღე იყო, როდესაც კარაველებმა დიკლო9 გაიცვნეს. /ლომისის გასვლიდან/ კარგი იქნება თუ ყოველი წლის 19 ივლისს შევიკრიბებით და მოვაწყობთ ამ მარათონს :wink:

ფოტოებსაც დავდებ :lol:

ცხრანი ვიყავით 2 ბარში, ჰანგარში და დუბლინში
Image

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 21 ივლ 2010, 14:18
by Katy
და რატომ არის მხოლოდ 1 ფოტო? :)
გინესს დავლევდი ახლა დიიიიდი სიამოვნებით! :)

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 21 ივლ 2010, 16:02
by ნინი_85
ყურადღება ყურადღება!!!

დღეს საღამოს 8 საათზე ვიკრიბებით ბომბორას პარკში ლუდის შეჯორბში გამარჯვებულთა დასაჯილდოვებლად, გელით ყველას, დასწრება თავისუფალია
:)

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 21 ივლ 2010, 18:35
by anano
ველი ფოტოეეეეეეეეებს!!!

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 22 ივლ 2010, 01:08
by civciva
დილა მშვიდობისა!


არ ვიცი ან რანაერად გადაგიხადოთ მადლობა!

ნოდარ დუმბაძეს სიტყვები მახსენდება

-ვერც ვერას დროს, ვერანაირად ვერ გადამიხდი ამ ამაგს, არც შეეცადო! (რაგაც მაგდაგვარაი ზუსტი ციტირება ვერ გავაკთე)


მარა მემაინც შევეცდები და სიყვარულს და პატივცემით მოგექცევით თვითვეულ თქვენგანს, რამდენად კარგად გამომივა არ ვიცი, მეშინია ვინმეს ნაკლები სიყვარული ვაჩუქო

უხერხულად ვგრძნობ თავს! არ მეკუთვნის
მე სულ სხვანაერი ვარ!
დაბდურა, მიყვარს დაუგეგამვი რაგაცეები, უმეტს თქვნთაგანს ასე მგონია გაღიზიანებთ, ნერვებს გიშლით( თუნდაც დღეს იმ აღმართზე ჩამოგორება), მაპატიეთ! მარტო მაგის გულისთვის არ ვარ ღირსი ამდენი სითბოსი

მადლობა გუშინდელი მშვენიერი დღისთვის

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 22 ივლ 2010, 01:30
by tamuna_gudarexi
ძალიან კარგი საღამო გამოვიდა!

civciva
აბაა, როგორ გვიშლი ნერვეებს! :)
ისე მაღიზიანებ, რომ ყოველდღე შენი ნახვის სურვილი მაქვს! :)
მიყვარხარ, შე დაბდურა წივწივა! :)

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 22 ივლ 2010, 05:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
ნინი_85 wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

გოგა, შეჯიბრის პრინციპია რაც შეიძლება მეტი ბარი მოინახულო და მინიმუმ 1 კათხა ლუდი მაინც დალიო, ანუ აქ ლუდის კათხების რაოდენობით კი არ დგინდება გამაჯვებული, არამედ რამდენ ბარს შემოივლის და ბოლომდე მივა თუ არა.
სწორედ მაგ პრინციპით გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული: თ.დ. , წივწივა, მონადირე და ნინი_85 :D


გამარჯვებულთა დაჯილდოვება შედგება ხვალ საღამოს, დეტალებს მოგვიანებით დავწერ :)
აჰა, გასაგებია.
რა საინტერესოა.
ველი გამრჯვებულთა დაჯილდოებას

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 22 ივლ 2010, 09:49
by t.d
ეს საჩუქარი კიდევ ჩემგან წივწივ.:D
Image

Pub Crew ანუ მარათონული შეჯიბრი ლუდის სმაში 19.07.10

Posted: 22 ივლ 2010, 10:19
by tamuna_gudarexi
ნინი_85 და marmenio,
მადლობა თქვენ გუშინდელი დღის შესანიშნავი იდეისთვის!
:* :*