Page 1 of 1

კი მერიდება, მაგრამ...

Posted: 17 ივლ 2010, 20:24
by marita 777
ე.ი. თქვენი კი ძალიან მერიდება, მაგრამ....ვინაიდან ძალიან მჭირდება, გადავწყვიტე, შეგაწუხოთ


ვმონაწილეობ ფოტოკონკურსში 'ფოტომანი 2010', სადაც უკვე ჩატარდა 4 ტური. პირველი 3 ტური გადავლახე და ჯერი მეოთხე ტურზეა. სხვადასხვა ტურში სახვადასხვა თემაა. პირველი ტურის თემა იყო 'სხეულის მხილება'; მეორე ტურის - 'მოიზიდე ტურისტი' , მესამე- 'ჭკვიანი, ბრიყვი, იღბლიანი', ხოლო ბოლო, მეოთხე ტურის თემაა, პაპარაცი.

დარჩენილები ვართ 10 კონკურსანტი და აქედან გაირკვევა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. შეფასება ხდება როგორც ფორუმის ქულებით, ისე მესიჯებით. რომ მივიხედ-მოვიხედე ყველაზე მეტი მეგობარი აქ მეგულებოდა, ჰოდა მეც თქვენ მოგმართეთ დასახმარებლად


ვინაიდან და რადგანაც დამესიჯება მხოლოდ ბილაინიდან შეიძლება და ბილაინი ბევრს არ აქვს, ამიტომ ვისაც დახმარების სურვილი გექნებათ შეგიძლიათ ამ ნომერზე ჩარიცხოთ თანხა: 871 25 09 80......

ერთი ზარის ღირებულებაა 1 ლარი. ბილაინის აბონენტებმა შეგიძლიათ გაგზავნოთ ნომერზე 2100, ტექსტით 14.

ლარიც კი ძალიან ძვირფასია ჩემთვის...

თვალსაჩინოებისთვის, წინა ტურის sms ლიდერმა მიიღო 251 ხმა


წინასწარ დიდი მადლობა ყველას, თქვენი იმედი მაქვს


p.s. ფოტოებს აუცილებლად ავტვირთავ 23 საათზე, მანამდე უფლება არ მაქვს... შეფასებაც 23 საათზე იწყება დღეს, 17 ივლისს და დამთავრდება 19-ში დღის 12 საათზე

გკოცნით ყველას


მარიტა