Page 9 of 13

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 08 ივლ 2010, 16:54
by GT.ge
Archil wrote:დღეს ვიხუთები, ავდივარ ზღვაზე, სხვა ვინ მოდის?
სად და რომელ საათზე იქნები :?:

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 08 ივლ 2010, 17:16
by stranger
თუ წამოვა კიდევ ხალხი ,იქნებ ერთი დღე ავირჩიოთ როცა ყველანი ერთად ავალთ :) ოკ? :)

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 08 ივლ 2010, 17:25
by tulkuna
დღეს ვიყავი ზღვაზე საკმაოდ ცივია დილით წყალი მაგრამ სასიამოვნო და სუფთა ნაკლები ხალხი და გასარუჯად კარგია ასე, რომ ხვალ მივდივარ კიდევ 10 საათზე თუ ვინმეს სურვილი ექნება წამოვიდეს.

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 08 ივლ 2010, 17:57
by stranger
tulkuna wrote:დღეს ვიყავი ზღვაზე საკმაოდ ცივია დილით წყალი მაგრამ სასიამოვნო და სუფთა ნაკლები ხალხი და გასარუჯად კარგია ასე, რომ ხვალ მივდივარ კიდევ 10 საათზე თუ ვინმეს სურვილი ექნება წამოვიდეს.
სამწუხაროდ დილის საათები დაკავებული მაქვს.იქნებ მოგვიანებით შეძლოთ :P

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 08 ივლ 2010, 18:14
by Archil
ხალხო, რა ვერ გაიგეთ, 6-ის მერე ავდივართ ზღვაზე, როგორც წესი "ბანაობა აკრძალულია" რომ წერია, იქ... შედარებით სუფთა წყალია მანდ და მაგიტომ. მანქანებით ჩასასვლელი რომაა, იქით. პლაჟზე არა, "ბანაობა აკრძალულია" რომ წერია, მანდ...

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 08 ივლ 2010, 20:23
by stranger
მე მანდეთ კაი ხანია არ ვყოფილვარ და საერთოდ არ ვიცი სად არის მანქანების ჩასასვლელი და ბანაობა არ შეიძლებაიანი ნიშნული.და თუ ვინმე წავა კარგი იქნება სადმე თუ დამელოდება,და რაც უფრო ბევრნი ვიქნებით უფრო მეტი სიხალისეც იქნება, :?

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 08 ივლ 2010, 20:55
by Gvalva
Archil

ბანაობა აკრძალულია რომ წერია და რომ შედიხარ და წყალია იქ? :P

ეგ ყველგან წერია, არ ჯობია სადმე ქალაქში შეიკრიბოთ და ისე წახვიდეთ? დაწერეთ მანქანიანი სად გაივლის და ჩაგისაფრდებიან მსურველები

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 08 ივლ 2010, 21:09
by tulkuna
ანუ თემქის მხარეს ცენტრალური კიბიდან ზღვაზე, რომ შეხვალ ხელ მარცხნივ 30 მეტრშია "ქვების მხარე"ს__ ეძახიან და ძალიან ადვილი მისაგნებია...

+სურათებს გადახედე 3 გვერდზე და მიხვდები მაგ ადგილს რომ ნახავ

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 08 ივლ 2010, 22:56
by Archil
tulkuna

გვალვას ეუბნები მაგას? :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ხვალე დილით აპირებ ასვლას? გამოვიდოდი მეც

დღეს ავედი საღამოს. ვიცურავე, ვისიამოვნე და წამოვედი :)


Gvalva

არავინ არ წამოვიდა დღეს, ვინ სამსახურშI იყო, ვინ გოგონასთან ერთად, ვინ გამოცდების მოლოდინში და ვინ კიდევ თბილისიდან გასული აღმოჩნდა... ასე რომ მარტო ავედი. შემდეგში დაგირეკავ წამომსვლელი თუ ხარ :)

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 08 ივლ 2010, 23:01
by LEVANIKO
Archil
გამომიარე ხოლმე და წამოვალ მისამართი იცი დიდი დიღომი :D:D:D

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 09 ივლ 2010, 00:58
by tulkuna
Archil wrote:tulkuna

გვალვას ეუბნები მაგას? :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
სტრინგერს
Archil wrote:ხვალე დილით აპირებ ასვლას? გამოვიდოდი მეც
კი 10 საათზე მივდივარ ბავშვი მიმყავს და ალბათ უფრო ხრეშისკენ წავალ...

ნუ რა თქმა უნდა ++იქნებიან....

თუ მოიფიქრებ წამოდი

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 09 ივლ 2010, 15:04
by Monadire
დღეს საღამოს არ აპირებთ გაგრილებას? :roll: :roll: :roll:

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 09 ივლ 2010, 18:56
by Archil
მე და მონადთ ზღვაზე, შემოგვიერთდით ვისაც გინდათ.ირე მივდივარ

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 09 ივლ 2010, 19:08
by Mta Mkvarebia
Archil
ცოტა გასაგებად დაგვიწერე შე კაცო :D

შენ და მონადირე მიდიხართ ზღვაზე, ეპატიჟები შემოერთების მსურველებს. მაგრამ "ირე" რომ მიდიხარ ეს რას ნიშნავს ჩემი გრძნეული ძალების გამოყენებითაც ვერ მივხვდი :lol:

საღამოს თბილისის ზღვაზე

Posted: 09 ივლ 2010, 19:19
by t.d
მონადირეს ან არჩილის ნომერი მომაწოდეთ რა ავირბენ ზღვაზე.