Page 1 of 5

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 01:16
by Falcon
თემას ვხსნი, მაგრამ ჩემი მხრიდან ეს არის სიმბოლური გახსნა, ვინაიდან და რადგანაც რეპორტაჟი ფოტოების გარეშე არაფერია (უფრო სწორად დაახლოებით ისეთია რა, აი ტორტის ამბავში მარტო ტორტის ბისკვიტი რომ ჭამო კრემის გარეშე, და ისიც მშრალად - ხომ მეთანხმებით ;) ).
ფოტოები კი, ერთი კადრი რაარი - ისიც კი არ გადამიღია არც მე და მემგონი არც არავის ვინც კი ნავში იჯდა (ანდა როგორ გადავიღებდით).

ასე რომ, გასვლის არამოჯომარდე მონაწილეებო, რომ აგვაცილეთ ბოლო წერტილამდე და ჯერ იქ რომ გვაფიქსირებდით თქვენი ლამაზი ფოტოაპარატებით თუ როგორ გვიტარებდნენ ინსტრუქტაჟს, და მერე ჩვენ რომ დაშვება დავიწყეთ და თქვენ მანქანით რომ დაუყევით ფშავის არაგვს ნაპირ-ნაპირ და ხიდებზე რომ იყავით ჩასაფრებულები ფოტოკამერებით ჩვენი დაძაბული სახეების დასაფიქსირებლად, და მერე რომ და მერე რომ... აღარ გავაგრძელებ, მოკლედ თქვენ, ჰო თქვენ შემოგქცერით ახლა მოჯომარდეთა მთელი არმია, და მთელი წწწ.კარავი.გე და ელის დღევანდელი მშვენიერი გასვლის ამსახველ ფოტოებს. ჰოდა მჯერა რომ დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი :roll: :wink:

მე მანამდე ცოტა შესავალს გავაკეთებ ;)

ამ გასვლის იდეა გაჩნდა რამოდენიმე კარაველის ერთ-ერთი ჩვეულებრივი შეკრების დროს, გრძელი სამუშაო დღის შემდეგ (ჩვენთან ერთად თამუნა_გუდარეხი და წივწივა რომ იყვნენ მახსოვს. სხვებიც იყვნენ მარა აღარ მახსოვს ვინ - მე მაპატიეთ :roll:). ჰოდა ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ამ შაბათს ან კვირას და მოვიფიქრეთ არაგვზე დაშვება.

ფორუმზე სამომავლო გეგმებში თემაც გაიხსნა და იქ შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ ვითარდებოდა სიტუაცია.

აგერ ამ გასვლის დაგეგმვის ბმულიც http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4319&start=0

დათქმულ დღეს და დათქმულ დროს - 20 ივნისის 13:00 საათისათვის შევიკრიბეთ "რედისონთან". ვინაიდან მინიბუსებში ადგილი იყო, ნაია და მისი მგზავრებიც მინიბუსში მოთავსდნენ და 30 წუთის დაგვიანებით დავიძარით ფშავისკენ - სოფ. მაღაროსკარისკენ.

წამომსვლელებს შორის იყვნენ:

1. ნაია
2. გამარჯობა საქართველო
3. მთაშენკა (არ უჯომარდია, მარაა, სურათები გადაიღოო ავ თვალს არ ენახვება თურმე ;) :lol: )
4. Don
5. QEBURIUS
6. kappa
7. ბასილა
8. წივწივა
9-15. წივწივას 7+
16. Tamuna_gudarexi
17. Falcon
18. shalva
19. რიფი
20. ეკა (იგივე marmenio)
21. tiskrine
22. Diaman
23. ოპტიმისტი
24. ვანსკი
25. GOGOLA
26. ციცი
27. ნინი_85
28. კარვის მეგობარი ალექსანდრე (99%-ით მოვდივარო)
29. shalva+
30. LiBrA
31. megzuri
32. ქეთი (Falcon-ის +)
33. L/F
34. L/F + (არ უჯომარდია)
35. Shanshika.
36. Kakatuli – არ უნდა ეჯომარდა ვითომ და ყავა უნდა წამოეღო, მაგრამ იჯომარდა კიდეც და ყავაც წამოიღო სათლით
37. აცაბაცა
38. ილია - ჯომარდობის გარეშე
39. მიქაელი
40. Hereti - არ უჯომარდია, ფოტოებს იღებდა ესეც მაგარს ;)
41. მელექსა - ამას წესით ლექციები უნდა ქონოდა, მაგრამ რედისონთან მისულს იქ დამხვდა. ესეც არ იკმარა და იჯომარდა კიდეც ;) :):) :lol:

რამოდენიმეს გარდა ყველამ იჯომარდა.
დავეშვით 6 ნავით.
ტრასის სიგრძე იყო 15 კმ.
სირთულის კატეგორია 2.2 - 2.3.


დაშვება, როგოც თავიდან იყო ნათქვამი მიეძღვნა კარაველი ვარვარას ხსოვნას.

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც.
გაინტერესებთ ვინ გაიმარჯვა და რა მიიღო პრიზის სახით ამ გუნდმა? ეს ყველაფერი ქვემოთ დაიწერება ;)

თან სურათების თანხლებით ბევრად კარგად გამოვა მემგონი ქრონოლოგიის აღწერა. ასე რომ, ფოტოების მფლობელებო, ბურთი და მოედანი თქვენია და სხვებთან ერთად მეც დიიიდი ინტერესით ველი თქვენს ფოტომასალას.

კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, ასევე ყველა მონაწილეს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ნიმიბუსის მძღოლებს (ვანო ერქვა ერთს).


გაგრძელება (ალბათ) იქნება ;)

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 01:44
by megzuri
ვიჯომარდეთთთთ :roll:

ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად ამ დღის გატარება ჩემო კარგებო

დიდი მადლობა ყველას

:* :* :*...

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 02:12
by Shanshika
ნამდვილად დიდი ცოდვა იქნებოდა ჩემი წამოუსვლელობა :D...
მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მოღალატე მეძახეს ...
მე მაინც მიყვარხართ და ბედნიერი ვარ ამ დღით ... :D

დიდი მადლობა ხალხ !!! :*


:mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 10:00
by Naia
Shanshika
უი, ვინ გეძახა მოღალატე?

პს. კუნთები არ გტკივათ? :)

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 10:30
by Shanshika
Naia

ჩემი სამარშრუტოს წარმომადგენლებმა, დაწერენ ალბათ აქაც... :D

პ.ს. მე "პრესი" მტკივა და მკლავები ... :roll:

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 10:37
by Naia
Shanshika wrote:Naia

ჩემი სამარშრუტოს წარმომადგენლებმა, დაწერენ ალბათ აქაც... :D

პ.ს. მე "პრესი" მტკივა და მკლავები ... :roll:
ძალიან მაგარი დღე გვქონდა გუშინ. დიდი მადლობა ფალკონს, თამუნა_გუდარეხს და წივწივას ორგანიზებისთვის! თუმცა ეს დღე ნავჯომარდობით არ დასრულებულა :) ცოტა აზრზე მოვალ და მოგვიანებით 1-2 ფოტოსაც დავდებ

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 10:56
by _Jacob_
შემდეგი ჯომარდობა რაჭა ქვე შენი ჭირიმე. აქ რაღაც ექსტრემის ნაკლებობას განვიცდიდი :)

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 11:13
by tamuna_gudarexi
უუჰ, კარგი იყო მეტად! ამინდიც, ზუსტად რომ, შესაფერი გვქონდა!

Naia
ყველა კუნთი მტკივა მეც, სახის კუნთების გარდა, მგონი :D :)

_Jacob_
ოოო, რაჭაში ძალიან კარგი იქნებოდა! რიონზე დაშვება... მაგრამ მე, ცურვის არმცოდნე, ვერ გავბედავ ჯერ... :roll:
ისა და... შენ რომელი იყავი? :roll:


და მადლობა ფალკონს და წივწივას! ყოჩაღები ხართ! :) :*
მე ნუ მიხდით მადლობას, ხალხ ;) მხოლოდ იდეის ჩამოყალიბებაში მივიღე მონაწილეობა ;)

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 11:22
by Shanshika
უი ის დამავიწყდა მეთქვა...
ალექსმა გუშინ რომ გაიხუმრა, ყველანი ნიჩბებს მოვუსვამთ ძილშიო...
მთლად ეგრეც არ იყო, მაგრამ ესე მგონია, ეხლაც წყალზე ვლივლივებ :D:D:D ...

კიდე მინდა ... :mrgreen:

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 12:15
by _Jacob_
tamuna_gudarexi wrote:უუჰ, კარგი იყო მეტად! ამინდიც, ზუსტად რომ, შესაფერი გვქონდა!

Naia
ყველა კუნთი მტკივა მეც, სახის კუნთების გარდა, მგონი :D :)

_Jacob_
ოოო, რაჭაში ძალიან კარგი იქნებოდა! რიონზე დაშვება... მაგრამ მე, ცურვის არმცოდნე, ვერ გავბედავ ჯერ... :roll:
ისა და... შენ რომელი იყავი? :roll:


და მადლობა ფალკონს და წივწივას! ყოჩაღები ხართ! :) :*
მე ნუ მიხდით მადლობას, ხალხ ;) მხოლოდ იდეის ჩამოყალიბებაში მივიღე მონაწილეობა ;)
გუშინდელი სურათები ჯერ არ არის დადებული და ისე აგერ ერთი კარავის სურათი :)
http://img41.imageshack.us/img41/6804/imgp0592.jpg

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 13:03
by tiskrine
Naia wrote:

პს. კუნთები არ გტკივათ? :)
მეც მკლავები მტკივა ძალიან :roll:

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 13:05
by tiskrine
Shanshika wrote:Naia

ჩემი სამარშრუტოს წარმომადგენლებმა, დაწერენ ალბათ აქაც... :D
ისე შენი პირითვე ხომ არ აღიარებდი რატომაც გეძახდით? :lol: ბოლოს ხო გაპატიე :roll: :lol:

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 14:43
by Mta Mkvarebia
მართლა კარგი დღე იყო გუშინ. იმის მიუხედავად რომ მე არ მიჯომარდია. ფოტოებს ხომ გიღებდით?

ჰოდა სკაიპში მწერენ, ტორტს როდის მორთავო :D ახლა თან კრემს ვხარშავ (ფოტოებს ვახარისხებ) და თან ბისკვიტს ვრთავ, ჰოდა რა გამომივა არ ვიცი :lol:

მოკლედ, ამჯერად არ შეიმჩნიოთ :wink:, ისე ამბობენ, არაუშავს ნაცხვრები გამოგდისო :P .

შევიკრიბეთ, გადავნაწილდით და გავუდექით გზას. სადღაც გზაში:
Image

Image

Image

ჩვენს მინიბუსში მაგარი მხიარულება იყო :D
სიმღერა გინდა :D ..
Image

ტაში..

Image

თუ ცეკვა :D ..
Image

Image

Image

Image

Image

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 14:55
by Mta Mkvarebia
მივედით დანიშნულების ადგილას და მოჯომარდეებმა აღჭურვილობა მოირგეს :)

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

თავიდან არ აპირებდა ჩასვლას, მაგრამ მერე ჩავიდა და ისე იჯომარდა! :)

Image

Image

Image

მხედრული ნაბიჯებით გაემართნენ მინიბუსისკენ, რითაც დაშვების ადგილას უნდა ავსულიყავით.

Image

Image

Image

ჯომარდობა 20.06.2010

Posted: 21 ივნ 2010, 14:59
by Mta Mkvarebia
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image