მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by guruli » 12 ივლ 2010, 12:50

Makena
იმედია მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ვუქომაგებთ ერთად, თორემ რად უნდა გერმანიას ან ესპანეთს ჩვენი ქომაგობა, მაგათ თავისი ხალხიც ეყოფათ.
ვნახოთ რა გუნდს დააყენებს ქეცბაია, მაგ კაცმა თუ საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალა გახადა და მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა ნამდვილად ჩაიწერება საქართვეოს ისტორიაში.
ერთი გვეღირსოს და საქართველოს ნაკრები გავიდეს ჩემპიონატზე და ქომაგობას ნაღდად არ მოვაკლებთ
ღმერთმა გისმინოს, მაგრამ, სამწუხაროდ, გამორიცხულია, აქ ისეთი ვითარებაა. :cry: ქეცბაია კარგი მწვრთნელია, მაგრამ მარტო მწვრთნელი რომ შველოდეს საქმეს, აქამდე რა - მაგაზე ნაკლები მწვრთნელები გვყავდა? კუპერს რაღა აქ დაუცდა ფეხი, როცა მალიორკა-ვალენსია-ინტერში ისეთ წარმატებებს მიაღწია. ოღონდ არ მითხრათ ახლა, ის ის კლუი იყო, ნაკრები კი სხვააო... საქმე ისაა, რომ მთელი ქართული ფეხბურთი და მთელი ქართული სახელმწიფო ”ავგიას თავლაა”, დამსუფთავებელი კი არავინ ჩანს. სულ ახალი მაგალითი - ”ვიტ-ჯორჯია”, რომელიც ევროლიგის თამაშისთვის ემზადება ჩეხურ ’ბანიკთან”, უკრაინაშია შეკრებაზე და ერთ-ერთ საკონტროლო შეხვედრაზე თავდამსხმელმა მწვრთნელი სცემა... თუმცა ქართული ფეხბურთის პრობლემა მხოლოდ ასეთი კონკრეტული მაგალითები რომ იყოს, კიდევ რა უჭირდა - მთლიანად საფეხბურთო მეურნეობაა შესაცვლელი, ამას კი ზოგადად ქვეყანაში სჭირდება ვითარების შეცვლა. ზოგადად, ეს ყველა სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა, თორემ ცალ-ცალკე ვერც ერთი დარგი ვერ განვითარდება. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები ამა თუ იმ სახეობის განვითარებისთვის (უპირველესად - საკანონმდებლო ბაზით) და თავი დაანებოს ფედერაციების საქმეებში ჩარევას. ამ ჩარევამ რა შედეგიც მოიტანა, კარგდა დავინახეთ - ჯერ ახალკაცის ყოვლად უხერხემლო მმართველობა, ახლა - საეჭვო რეპუტაციის და გაურკვეველი გეგმების მქონე სიჭინავა, მოშლილი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად, უპერსპექტივო საკლუბო ფეხბურთი, ჩემპიონობამისჯილი გუნდები, ე.წ. ”გუბერნატორების ჩემპიონატი” და წინასწარ ცნობილი ეროვნული ჩემპიონატის შედეგები, როცა ლამის ყველამ ჯერ კიდევ დაწყებამდე იცის, ვინ გახდება ჩემპიონი... ხელისუფლების უხეშ ჩარევას ემსხვერპლა ძიუდო - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა ქვეყანაში და ახლა იგივე ემუქრება ჭიდაობასაც. ევროპის ჩემპიონატის წინ ბერძნულ-რომაულ ნაკრებში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის შვილი მწვრთნელს აუბუნტდა, ნაკრებში რატომ არ მაყენებო (არადა, შესარჩევ ტურნირში კონკურენტმა აჯობა), ფედერაციამ და სპორტის დეპარტამენტმა კი მისი მხარე დაიჭირა და მწვრთნელს აძალებდნენ ამის დაყენებას. კიდევ კარგი, მერე საქმეში ოლიმპიური კომიტეტი ჩაერია და აღკვეთა ზეწოლა, მწვრთნელმა კი არც ერთი არ დააყენა და მესამე კაცი წაიყვანა - ახალგაზრდა ბიჭი. სამწუხაროდ, ასე ხდება ყველგან. ხელისუფლების ჩარევისგან აქამდე შედარებით თავისუფლები კალათბურთის და რაგბის ფედერაციები იყვნენ და მიაღწიეს კიდეც წარმატებებს, მაგრამ უკვე იქაც ერევიან. თუმცა მორაგბეები მთლად ასე ტავის ჭკუაზე არ მიუშვებენ მაგათ, კალათბურთელებისა კი რა გითხრათ. თუმცა კალათბურთს, მოპოვებული წარმატების მიუხედავად, საერთაშორისო არენაზე წარმატების მოპოვების ბევრად მცირე შანსი აქვს, ვიდრე - რაგბის.
მოკლედ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიდრე მთლიანად ქვეყანაში არ შეიცვლება მდგომარეობა, მანამდე ვერც ქეცბაია გვიშველის და ვერც ჩვენი ნაკრები გავა ფინალურ ტურნირზე.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by GT.ge » 12 ივლ 2010, 12:56

Tamari-ch. wrote:ფეხბურთი კი არადა რაგბია რა!
:twisted:

ეს რანაირი ფინალია!
ბედი ჰოლანდილების რაგბი რო არ იყო და ხელი/ფეხი არ შეუბრუნეს ესპანელებმა... :lol: ხულიგანი ნუ! :evil:

კიდო კაი ფეხბურთმა მოიგო მსოფლიო.
აფსუს, ფინალი ესპანეთი-ბრაზლია რა ლამაზი სანახაობა იქნებოდა...
მსგავსი უინტერესო ფინალი იტალიის შესრულებით კი მქონდა ნანახი 94-ში.
ჰოლანდიელი ხულიგნებისგან რას უნდა ელოდე, წინა მსოფლიოზე პორტუგალიასთან შეხვედრა გავიხსენოთ...
მსაჯს რო ეკამათებოდა რობენი წაგებული შეხვედრის მერე, ალბათ რატო 2 თანაგუნდელი არ გამიგდე პირველივე ტაიმშიო... :lol: :lol: :lol:

ვულოცავ ესპანელ ხალხს ამ უდიდეს გამარჯვებას.
მართლაც უძლიერესი გუნდია მსოფლიოში.
ბრავო დელბოსკე! კაცი ლეგენდა!

მორჩა კინო. :(
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by GT.ge » 12 ივლ 2010, 13:13

lama wrote:კუთხური რომ დაენიშნათ

სხვანაირად წავიდოდა თამაში

მსაჯის უხეში შეცდომის შედეგია ესპანელთა ტრიუმფი :)

თამაშს რაც შეეხება

იყო ძალიან დაძაბული და რაც მთავარია

თანაბარი!!!!!!!
!
აღარ მიკვირს გერმანული ფეხბურთი რომ მოგწონს. :)

მინიმუმ 2 კაცი იყო გასაგდები I ტაიმში შეგნებული, სასტიკი უხეშობისთვის.

აღარ ვთვლი სასტვენის მერე ჰოლანდიელებისგან 2-ჯერ ბურთის შეგნებულად გადაგდებას კარის მიმართლებით... რის გამოიც დამატებით დროში ესპანელს კი აუფრილეს.

ან, კაი, ფეხბურთით გჯობნიან და უხეშობ... რა კაცობაა ბურთის დაბრუნება მსგავსი მეთოდით, რაც მაგათმა იკადრეს... კასილიასს დაურტყეს კარებში. რომ გასულიყო, ბოდიში უშველიდა? :lol: მეორედ იქვე კი არა, შორს გადააგდეს... რა წესია. აღზრდა აკლიათ. :D
თუ არ ვცდები, ჰოლანდიელებს ადრე აქვთ მსგავს შემთხვევაში გოლი გატანილი...

ესეც ჰოლანდიის ნამდვილი შესაძლებლობები, რეალური სახე ამ გუნდის.
სამართალი რო ყოფილიყო ბოლომდე, გერმანიას და ჰოლანდიას მესამესთვის უნდა ეთამაშნათ. :lol:

guruli
ეგრეა. რას ვიზამთ. დაველოდოთ ხელისუფლების შეცვლას.
ყველა სფეროში ჩათხუპნეს.
ფეხბურთზე ზოგი იმას მიედება, ზოგი ამას... მთავრობაა შესაცვლელი, ისე არაფერი გამოვა.
დიდი ფული ტრიალებს და ეგენი ფულის ჭამას ისე არ შეეშვებიან, როგორც ღორი Mძღ&^$@სას.
ეროვნული ნაკრების ფანკლუბი შექმენს...
არა, მე განის ფანი ვარ, ბუბუზელებში მევასება ფეხბურთის ცქერა.
დაველოდოთ...
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by tamuna_gudarexi » 12 ივლ 2010, 13:17

ხომ ვამბობდი პირველივე დღიდან... :)

გილოცავთ და ჩემს თავსაც ვულოცავ ესპანეთის გამარჯვებას!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by Makena » 12 ივლ 2010, 13:43

ესპანეთმა ნამდვილად დამსახურებულად მოიგო.
ჰოლანდიას ყველა ასპექტში აჯობეს, ინიესტამ გააკეთა თავისი.
ასეთი უხეშობა მოედანზე რაც გუშინ ჰოლანდიელებმა მოაწყვეს კარგა ხანია არ მინახია, მსაჯმა შეცდომა დაუშვა რომ პირველივე ტაიმში ალონსოს რომ წიხლი ჩააზილა მკერდში, ის მოთამაშე არ გააგდო მოედნიდან, ფეხბურთია თუ კარატე?
წინა ჩემპიონატი იტალიამ ასევე გააფუჭა და საწადელსაც მიაღწია, ზიდანის გაგდებით, თუმცა ზიდანი ფეხბურთის ისტორიაში დამკვიდრდა როგორც ერთერთი უძლიერესი ფეხბურთელი, ხოლო იტალიის ტრაწიანი ნაკრები პირველივე ტურში სამარცხვინოდ გამოაბუნძულეს ! :lol:
ასერომ
VIVA ESPANA !

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by lama » 12 ივლ 2010, 13:49

Makena
კუთხური უნდა დანიშნულიყო

თამაში

პრინციპში (მომენტებს თუ გავითვალისწინებთ) თანაბარი იყო :)


უხეშობდნენ ორივე გუნდის მოთამაშეები

მსაჯმა, შეცდომა დაუშვა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by VANO » 12 ივლ 2010, 14:55

Makena wrote:guruli
Vanski
lama

იმედია მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ვუქომაგებთ ერთად, თორემ რად უნდა გერმანიას ან ესპანეთს ჩვენი ქომაგობა, მაგათ თავისი ხალხიც ეყოფათ.
ვნახოთ რა გუნდს დააყენებს ქეცბაია, მაგ კაცმა თუ საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალა გახადა და მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა ნამდვილად ჩაიწერება საქართვეოს ისტორიაში.
ერთი გვეღირსოს და საქართველოს ნაკრები გავიდეს ჩემპიონატზე და ქომაგობას ნაღდად არ მოვაკლებთ :)

შენ ეგა თქვი Makena :). იმათ კი ყავთ საკმარისი ქომაგები და თითონაც აკეთებენ "რაღაცას" ქომაგთა გასახარად...

აი თუ თემურამ რამე ქნა მართლა საღოლ მაგ კაცს და მართლა ეკუთვნის ისტორიაში ჩაწერა, მაგრამ დააყენებს კიი???

ოღონდ მაგათმა რამე გააკეთონ ხეირიანი და ვუქომაგებთ აბა რას ვიზამთ :)
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by VANO » 12 ივლ 2010, 15:01

ისე წუხანდელი თამაშიდან მე უფრო მეტს მოველოდი, მეგონა კარგ სანახაობას შემოგვთავაზებდნენ მაგრამ უხეშობა უფრო მეტი იყო ვიდრე სანახაობა...


ორივე გუნდი ძაან უსუსურად გამოიყურებოდა დამაგვირგვინებელ ფაზაში, მაგრად ცოდავდნენ შეტევებში.



მსაჯმა კიდეს ერთხელ დაამტკიცა რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სუსტნი იყვნენ...


კუთხური კიდე ნაღდად იყო.


მაგრამ რას ვიზამთ: VIVA SPAIN


:D :D :D :D :D
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by QEBURIUS » 12 ივლ 2010, 16:11

ესე დასრულდა ზღაპარი

რაც შეეხება ზღაპარს საქართველოს ნაკრების მუნდიალზე გასვლასთან დაკავშირებით, მე მაქვს ჩემი თეორია: თეორიული (ხაზს უსვამ) თეორიული შენსი გვექნება თუ მუნდიალზე ნაცვლად 32 ითამაშებს 100 ქვეყნის ნაკრები.

ასე, რომ პატრიოტებო დაივიწყეთ ტერმინი ქართული ფეხბურთი! უქომაგეთ რაგბის ეროვნულ ნაკრებს 2011 წლის მაისს ახალ ზელანდიაში. სხვათა შორის ზედიზედ 3-ჯერ გადიან ჩვენი ბიჭები სარაგბო მუნდიალზე.
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by GT.ge » 12 ივლ 2010, 16:20

QEBURIUS wrote:ესე დასრულდა ზღაპარი

რაც შეეხება ზღაპარს საქართველოს ნაკრების მუნდიალზე გასვლასთან დაკავშირებით, მე მაქვს ჩემი თეორია: თეორიული (ხაზს უსვამ) თეორიული შენსი გვექნება თუ მუნდიალზე ნაცვლად 32 ითამაშებს 100 ქვეყნის ნაკრები.

ასე, რომ პატრიოტებო დაივიწყეთ ტერმინი ქართული ფეხბურთი! უქომაგეთ რაგბის ეროვნულ ნაკრებს 2011 წლის მაისს ახალ ზელანდიაში. სხვათა შორის ზედიზედ 3-ჯერ გადიან ჩვენი ბიჭები სარაგბო მუნდიალზე.
ეგრეა.
რაგბამდე კალათბურთი მოდის... 23-დან მერიკოს თასი იწყება სპორტის სასახლეში. :)
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by Duckling » 12 ივლ 2010, 17:52

:) გილოცავთ ყველას ვინც ესპანეთს გულშემატკივრობდით.


ჰოლანდიამ ძალიან უხეშად ითამაში და კლასში სხვაობა აშკარად ამით უნდოდა დაეფარა.

იქნებ რაგბიში ან კარატეში სცადოს მთელმა ნაკრებმ ბედი.
Barcelona - la ciudad de mis sueños...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by Makena » 12 ივლ 2010, 21:31

lama
4 მსაჯი იმისთვის არსებობს რომ გადაწყვიტოს როდის დანიშნოს კუთხური და როდის გააგდოს მოედნიდან ხისთავიანი ფეხბურთელი. მსაჯმა როგორც გადაწყვიტა ისე მოხდა ყველაფერი, პირველ ტაიმში წესით 2 ჰოლანდიელი იყო გასაგდები, თანაც კინწისკვრით, ჰოლანდიამ გუშინ ფეხბურთი კიარ ითამაშა არამედ იჩხუბა ესპანეთთან, მაგრამ მაინც დამარცხდა იმიტომ რომ კლასით ბევრი უკლია ესპანეთამდე.
ესპანეთი ჩემპიონია და ეს არის მთავარი შედეგი :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by qvevri » 12 ივლ 2010, 22:07

ნეტა როდის დააწესებენ თასს ფეხბურთის ბოლოობაში :?: ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენები უკანასკნელობას არავის დაუთმობენ... თუმცა არც არავის უთმობეკ კიდევაც :!: ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ :!:
შეგირცხვეთ ნამუსი :!:

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by Wanderer » 13 ივლ 2010, 00:08

მორჩა ფეხბურთი, მოოორჩააა. ვახ. :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by lama » 13 ივლ 2010, 00:14

Makena
მესმის, მაგრამ ნაკლი იყო ამ ჩემპიონატის მსაჯთა სეცდომები, რაც აუცილებლად აღმოსაფხვრელია :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]