Page 1 of 4

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 18:27
by tamuna_gudarexi
მორიგი დასუფთავების აქციაც შედგა!
ყოჩაღი კარაველების და მათი მეგობრების გარჯით ცოტა ამოისუნთქა მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიამ. გარკვეული დროის მანძილზე მცხეთის სკოლის მოსწავლეებიც ასუფთავებდნენ გარემოს.
მონაწილეთა ზუსტ ჩამონათვალს და შეგროვებული ნაგვით ავსებული ტომრების ზუსტ რაოდენობას სხვა მონაწილენი შეგვატყობინებენ, იმედია.
ვერ ვიხსომებ ხოლმე :roll:

ყოჩაღ ყველას!!
მადლობა ამ საქმის თაოსან გოგას!!! ნამდვილი განძი ხარ!
აუცილებლად უნდა აღვნიშნო კარვის მეგობარი ზვიადი, ჩვენი მძღოლი!
მთელი მონდომებით ირჯებოდა და ჩვენი გადაადგილებაც უანგაროდ უზრუნველყო!

დღევანდელი დღე სასიამოვნოდ დავასრულეთ მცხეთის სალობიეში! :)
ველი თქვენს შთაბეჭდილებებს და ფოტომასალას.

მზადება დღევანდელი დღისთვის ასე მიმდინარეობდა:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4107&start=0

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 20:14
by Wanderer
უნდა აღინიშნოს, რომ ამ აქციის დროს ჩვენთან ერთად ერთად იყო მამაოც, რომელიც მუშაობდა მუხლჩაუხრელად და საოცარ მუხტს მატებდა იქაურობას. :)

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 20:15
by ლეონტი
Image

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 20:19
by ლეონტი
Image

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 20:22
by ლეონტი
Image

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 20:24
by ლეონტი
Image

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 20:28
by ლეონტი
Image

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 21:35
by Inola_Kavtaradze
ძალიან კარგი დღე იყო, მიხარია რომ წამოვედი :) მართლა კარგი საქმე გაკეთდა

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 22:01
by VANO
რო გითხრათ მოვკვდი მუშაობითთქო ტყვილია მარა რა გინდა მანქანა ხომ დავტვირთე???




:wink:

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 23:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჭუნას 75 ტომარა, + ნაიას მიერ წინა დღეს ნაყიდი 100 ტომარა, ეს 175ია, ადგილზე ნაპოვნი კიდევ 10 ტომარა,
ანუ, სულ 185 ტომარა ნაგავი ავკრიფეთ მცხეთის ჯვრის მიდამოებიდან.
ეს ყველაზე ნაყოფიერი დასუფთავება იყო :კარავის: მატიანედან.
ამდენი ნაგავი არასოდეს შეგვიკრებია და თანაც, მუშაობა რომ დილის 10:24 დავიწყეთ, 14:43ზე
მოვრჩით და კიდევ იმდენი ნაგავი დაგვრჩა, რომ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა შეგვექმნა.

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 23:35
by Hereti
ძალიან მინდოდა დრეს თქვენთან ერთად ყოფნა, ბევრი გიშრომიათ , ყოჩაღ, შემდეგში არ გამოგაკლდებით

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 23:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
აქციაში 30მდე კარაველი და მათი + მონაწილეობდა.
სიაში მოდერები კახა და ლეონტი არ იყვნენ, მაგრამ 2ვე დაუზარელად შეუდგა საქმე.
დილით სქმიასთან მათი ნახვა სასიამოვნო მოულოდენლობა იყო.
ლეონტი შვილებთ
იყო და თან, შემოგვი1ა მამა მამუკა, რომელმაც სასწაული გულმოდგინებით იშრომა.
სა1ოდაც, დღევანდელ აქციაზე გასა20არი მუხლჩაუხრელობა იყო.
თავი არავის დაუზოგავს და ყველას დიდი მადლობა.
მცხეთის გამგებლის თემურ აბაშიძის მეშვეობით დასუფთავების აქციას 2 სთით მცხეთის 1ლი და მე2 სკოლის
21 მოსწავლე და 4 მასწავლებელი დაეხმარა.
თავი არც მათ დაუზოგავთ. ეგაა, რომ ხანგრძლივდროიანი დასუფთავებისთვის მოუმზადებელნი იყვნენ. ჩქარობდნენ.

დაკიდევ, აღვნიშნავ რომ დასუფთავების აქციაზე მონაწილეობდა მძღოლი ზვიადი ნათესავ თამთასთან 1ად.
გარდა იმისა, რომ ზვიადი შრომაში საფუძვლიანად ჩა1ო, მან საკუთარი მინიბუსი ხალხის
წაყვნა-წამოსაყვანად სრულიად უანგაროდ დაგვახმარა.
ჰო, მართლა, გვეხმარებოდნენ ინდოელი და ბირმელი გოგონები, რომლებიც თამუნა გუდარეხმა წამოიყვანა და რომლებიც წინა კვირას ბოდორნა-ჟინვლჰესის გასვლაში ნატალიამ წამოიყვანა.
კიდევ 1ხელ ყველას დიდი მადლობა

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 23:51
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:...ანუ, სულ 185 ტომარა ნაგავი ავკრიფეთ მცხეთის ჯვრის მიდამოებიდან.
ეს ყველაზე ნაყოფიერი დასუფთავება იყო :კარავის: მატიანედან.
ამდენი ნაგავი არასოდეს შეგვიკრებია ...
რა ყოჩაღები ხართ :D
მეამაყებით :!:

ეს მეორე დასუფთავების აქციაა, რომელიც გამოვტოვე :( ...

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 27 მარ 2010, 23:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
მცხეთის ჯვრის დასუფთავების აქციაში მონაწილეთა სია:

1. მოდერი კახა
2. ლეონტი შვილებით
3. ლილიკა
4-5. likuna_kotetishvili და მისი + გვანცა
6. ინოლა _ქავთარაძე
7. GAMARJOBA SAKARTVELO
8. In In (ელენი)
9. თამუნა_გუდარეხი
10. ნინუკალა
11. პატრიკა
12. Na-tia
13. დაკლინგი
14-15.(marmenio-ს პლიუსები ლედი და შორენა
16. ნატალია
17. Wanderer
18.ოპტიმისტი
19. ნათია
20. KSOVRELI
21-22. თამუნა_გუდარეხის წამოყვანილი უცხოელები
23. მძღოლი ზვიადი
24. თამთა


აქციის მიწურულოს L-O-M-I და ვანსკი შემოგვი1დნენ.
ვანსკიმ ხელების დაკაპიწება და ნაგვის ტომრების შეყრა მოასწრო კიდეც.

პირადად მე, ვერავის გამოვყოფდი, იმედენად ნაყოფიეად იმუშავა ყველამ.
სხვა შემთხვევაში, 3-4 სთში 185 ტომარა ვერ შეგროვდებოდა.
თუ ვინმე გამომრჩა, მომიტევეთ. მომწერეთ და ჩავამატებ

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 27.03.2010

Posted: 28 მარ 2010, 00:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia wrote: ეს მეორე დასუფთავების აქციაა, რომელიც გამოვტოვე :( ...
შენი სული და გული, ისევე, როგორც ნინუცას, ნაიას, წივწივას, ინტელას, კავკასიკას, თიკო ერის,
ანანოს, გვალვას, ჭუნას, ნიმფას, ნინი 85ის, თამუსიასი
, ჩემი + სალომეს, სხვების, მცხეთის ჯვრის მიდამოებთან ტრიალებდა