Page 1 of 2

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 10 მარ 2010, 13:01
by Tengo
ფოტო რეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010 წელი

Image

დღე პირველი

დილის 6 საათზე გარუდა ინდონეზიას თვითმფრინავმა რეისით სურაბაია-დენპასარი ასაფრენ ბილიკზე პოზიცია გაიმაგრა, მოტორი ამოქოქა და აღმოსავლეთისკენ გეზი აიღო. ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც 35 წუთი იყო ნაცვლად დაგეგმილი ერთი საათისა. ალბათ ქარიც აღმოსავლეთისკენ ქროდა.

დენპასარი პროვინცია და კუნძულ ბალის დედაქალია, თუმცა ამ კუნძულის კულტურულ დედაქალაქად უბუდს მიიჩნევენ. ეს არის პატარა ქალაქი ბალის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც შედარებით ამაღლებულ ადგილზეა და შესაბამისად ჰაერის ტემპერატურაც მეტ-ნაკლბად უფრო ნაკლებია ვიდრე სანაპირო ზოლზე. აქ უმეტესად მხატვრები და ხელოვანი ხალხი ცხოვრობს, შესაბამისად ყოველი სახლის ქვეშ გამოფენა მაღაზიაა გახსნილი. დიდ სასტუმროს აქ ვე იპოვით, ძირითადად სულ მცირე ზომის, ორ ან სამ სართულიანი შენობებია.

ისე, ინფორმაციისათვის - ბალიზე და მთლიანად ინდონეზიაში თუ ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე ჩამოვიდა, ითვლება რომ გრილა. ასეა მთელი წლის განმავლობაში. აქ მხოლოდ ორი სეზონია - მშრალი და წვიმიანი. მშრალი სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე, ხოლო წვიმიანი კი ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება. წვიმად კი აქ დღეში 15 წუთიანი თქეში მოისაზრება, რომელიც ტბორავს ქუჩებს და რომელსაც ზუსტად 20 წუთში ვერც კი შეამჩნევთ, ანუ უმალ შრება ყველაფერი.

რელიგიის თვალსაზრისით დიდი მრავალეროვნებაა, არიან როგორც მუსულმანები, ასევე ქრისტინები, ინდუსები და ბუდისტები, თუმცა ბალიზე უმეტესობა ინდუსები არიან (ხოლო კუნძულ ჯავაზე, ანუ ყველაზე დიდი კუნძული ინდონეზიის არქიპელაგში - მუსულმანები). მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, ყველა მშვიდად და წყნარად ცხოვრობს გვერდიგვერდ.

მოკლედ, აეროპორტიდან პირდაპირ უბუდისკენ გავემართე. გზამ დაახლოებით 1 საათი წაიღო და დილის 8 საათზე უბუდის ცენტრში მდებარე ვიეტნამურ რესტორანში შევიარე, ერთი ფინჯანი ბალური ყავა მივირთვი, ერთიც გავაბოლე და გეზი სამეფო სასახლისკენ ავიღე.

ვიეტნამური რესტორანი ქ. უბუდის ცენტრში, სამეფო სასახლის მოპირდაპირე მხარეს.
Image

უბუდის სამეფო კარი. აქ ყველა ოთახი გახსნილია, მხოლოდ საძინებლებია იზოლირებული
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

როგორც ზემოთ ვახსენე, უბუდის ძირითადი მოსახლეობა ხელოვანთა წრის წარმომადგენელია და შესაბამისად გამოფენა გაყიდვას აქ ყველა ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით.

Image

სასახლის მონახულების შემდეგ გეზი ადგილობრივი ინდუსური სამლოცველოსკენ ავიღე, სადაც შაბათის დილის ლოცვა მიმდინარეობდა. გზა კი ასე გამოიყურებოდა.

Image

სალოცავში შესასვლელას აუცილებელია "იქაური ქუდი" დაიხურო, ანუ მამაკაცისთვის, ისევე როგორც ქალისთვის, შარვლით შესვლა არ შეიძლება. იქვე შევიძინე მოსახამი, რომელიც პირდაპირ ტანზე, როგორც პირსახოცი ისე შემოვიხვიე. თუმცა არ ეს აღმოჩნდა საკმარისი. მომხსნეს და სრული წესების დაცვით შემკვანძეს :)

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

სამლოცველოდან მაიმუნების ტყისკენ გავემართე. ინდონეზიაში ზოგადად დიდი პოპულარობით სარგებლობს ბატიკა (ჩვენთანაც იკიდებ სნელ-ნელა ფეხე) და შესაბამისად ბევრი მაღაზია ამ სფეროში მოღვაწეობს. ზოგადად საკმაოდ პოპულარულია სპილო, როგორც ცოცხალ ასევე მონუმენტურ მდგომარეობაში (რელიგიური ფაქტორი).

Image

Image

Image

Image

Image

რამოდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ მაიმუნების ტყეს, ან შესაძლოა პარკსაც მივადექი. ეს ტყე შუა ქალაქშია გაშენებული და დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. იგი ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის. ტყეში აგრეთვე მდებარეობს სამი მოქმედი სამლოცველო, თუმცა ამ დღეს ლოცვა არცერთ მათთაგანში არ მიმდინარეობდა.

Image

Image

Image

Image

აქ როგორც გაირკვა მხოლოდ "ქვედა ბოლო" არ იყო საკმარისი, ქამარიც შემაბეს და სამლოცველოში მხოლოდ ეგრე შემიშვეს

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ეს ბატონი და ქალბატონი ამ სამლოცველოს წინ გეგებებიან
Image

Image

Image

ტყიდან გამოსულმა ტაქსის ძიება დავიწყე... გზად კი რამოდენიმე სამხატვრო სალონს ჩაუარე გვერდი.

Image

Image

შემდეგი გაჩერება - უბუდის მახლობლად მდებარე ბრინჯის ტერასები

Image

შემდეგ კი კუტასკენ დავიძარი. კუტა ეს ყველაზე დიდი ტურსიტული ცენტრია ამ კუნძულის. გზად კი ხის საამქროსთან შევჩერდი. ეს შენობა ბალური არქიტექტურის მაგალითია. ამ საამქროში სულ ხელით კეთდება ყველაფერი.

Image

Image

Image

მე და ჩემმა ტაქსის მძღოლმა გზა განვაგრძეთ და სულ რამოდენიმე წუთში აი ამ ჩანჩქერს მივადექით.

Image

დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის კუტაში ჩავედი, დავბინავდი, ცოტა გავისერ-გამოვისეირნე და მეორე დღისთვის მზადება დავიწყე.

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 10 მარ 2010, 13:02
by Tengo
დღე მეორე

მეორე დილა ადრიანად დაიწყო. 7 საათზე მაღვიძარამ დარეკა და მეც მზადება დავიწყე. დღის პირველი აქტივობა ყვინთაობა იყო. კუტადან ნუსა დუასკენ გავემგზარე, ლოჯისტიკური დეტალები მოვაგვარე და ამ სატრანსპორტო საშუალებაზეც ამოვყავი თავი :)

Image

15 წუთიანი მომზადების შემდეგ, შემაბეს აღვირი და ერთი, ორი, სამი და ჩახტა.

Image

წყალქვეშა ცხოვრება მართლაც რომ ძალიან საინტერესოა. ეს ჩემი პირველი ზიარება იყო ამ სამყაროსადმი.

Image

Image

Image

Image

Image

Image

არის - პირველი ცდა! 35 წუთი და 13 მეტრი!
Image

ნაპირისკენ მომავალს კი ასეთი ხედები მეშლებოდა წინ. აქ გართობა პრობლემას არ წარმოადგენს, ოღონდ ისეურვე, ყველაფერი ახდენადია!

Image

კუტას და ნუსა დუას სანაპირო ზოლი
Image

ესეც ჩემი ხომალდის კაპიტანი :)
Image

დღის მეორე ნახევარში გეზი ბანჯი სახტუნაო ანძისკენ ავიღე. დაგეტანხმებით, საკმაოდ რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა. ანძის თავიდან (60 მეტრი) კუტა და მისი სანაპირო ზოლი ასე გამოიყურებოდა. ანძაზე ასვლის შემდეგ ფეხები დამიბეს, შემამზადეს და სკუპ! არის!

Image

Image

Image

Image

Image

Image

ეს გოგონა 4ჯერ ზედიზედ გადმოხტა. პირველად ჩვეულებრივად, ანუ ფეხებ შეკრული, მეორეჯერ ფეხებ გახსნილი, მესამეჯერ ველოსიპედით და მეოთხეჯერ მოტოციკლით. მე მისი ფანების სიაში ეგრევე ჩავეწერე!
Image

Image

ამასობაში მზეც ჩადიოდა, ნაპირზე კი ტიმორელი ახალგაზრდები ტკბილად ღიღინებდნენ
Image

Image

საღამოს ვახშმის შემდეგ კვალავაც ქალაქს შეუყევი და ღამის ხედები გადავიღე:

Image

Image

Image

Image

Image

ასე დასრულდა მეორე დღეც.

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 10 მარ 2010, 13:02
by Tengo
დღე მესამე

გამომდინარე იქიდან რომ ეს დღე მოკლე იყო და დღის მეორე ნახევარში სურაბაიას ვუბრუნდებოდი, გადაწყვიტე დამესვენა. დილას არსად მეჩქარებოდა, წყნარად საუზმე მივირთვი და ქალაქში დღის ხედების გადასაღებად გავედი. ქალაქი კუტა და მისი სანაპირო ზოლი დღისით ასე გამოიყურება:

Image

Image

Image

Image

ესეც ჩემი სასტუმრო. გაგიკვირდებათ და 2 კაციანი ნომრის ფასი აქ მხოლოდ 30 ამერიკული დოლარია საუზმის ჩათვლით. ზოგადად აქ ყველაფერი ბევრად იაფია ევროპასთან შედარებით, თუმცა გზა ძალიან ძვირი ჯდება.

Image

Image

Image

შუადღის 4 საათზე აეროპორტში წავედი. გზად კუტას საზოგადოებრივი სამლოცველო (Kuta Public Temple) და საოცრად ლამაზი ძეგლი მოვიტოვე უკან.

Image

Image

Image

აეროპორტში მისულს კი იქვე ეს საყვარელი ქალბატონი დამხვდა, რომელიც თავის რეისს ელოდებოდა და ამავდროულად თავისი სათუთი ხელებით რაღაცას ქმნიდა.

Image

ასეთი იყო 3 დღე ბალის პროვინციაში ინდონეზიაში.

პ.ს. აქ აუცილებლად დავბრუნდები, კიდევ ბევრი დამრჩა სანახავი!

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 10 მარ 2010, 13:48
by guruli
Tengo - რა ბედნიერებაა, ეს ადგილები რომ ნახე!!! კეთილი შურით მშურს შენი. :D
ამ ფოტოებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი უფროსი კოლეგის, ცნობილ ფოტოხელოვან ავთო გურასაშვილის სიტყვებში, ეიფელის დანახვაზე რომ წამოიძახა - ნეტა ამისთვის რას გიჟდებოდით, ამას აღმოსავლური კულტურა არ ჯობიაო. :D რომელი რომელს ჯობია, ნამდვილად საკამათოა, მაგრამ ფაქტია - აღმოსავლურ კულტურას სულ სხვა ხიბლი აქვს. თან, იქ ძეგლებს ბუნებაც ემატება.

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 10 მარ 2010, 17:54
by Ninukala
Tengo
მეც მოვიხიბლე შენი მოგზაურობით... :) მანდ დაბრუნება ნამდვილად ღირს... მზის ჩასვლის ერთ ერთი ფოტო ძალიან მომეწონა... და საერთოდ საკმაოდ კარგი სარეპორტაჟო სურათები გაქვს... :)
ხო კიდევ მაიმუნების ტყეში ერთერთი მონასტრის დრაკონებიანი შესასვლელი მომეწონა ძალიან.... ძალიან მისტიური ტყეა....

მეც მინდა მანდ..... :oops:

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 10 მარ 2010, 18:23
by ARCHILI
Tengo

იმ მაიმუნებში რომელი ხარ შენ?


:)








პ.ს. საღოლ!

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 10 მარ 2010, 20:20
by Naia
Tengo
რა კარგია, რომ ცალკე თემა გახსენი. არაჩვეულებრივი ადგილები გინახავს! თან რამდენი მოგისწრია ამ 2 დღეში! დიდი მადლობა ასეთი საინტერესო რეპორტაჟისთვის :)

პს. გასახსნელებზე ძალიან ბევრი ვიცინე :)))

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 10 მარ 2010, 20:24
by Skier
ძალიან მაგარი რეპორტაჟია :)
იმედია მეც ჩავალ ოდესღაც

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 10 მარ 2010, 20:46
by teo-
მინდა

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 11 მარ 2010, 20:42
by meleksa
Tengo

ძაან მაგარია :) :) :)

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 12 მარ 2010, 10:26
by MIRANDA
მოვიხიბლე რეპორტაჟით..
ყოჩაღი ხარ... თან რა კარგი ფოტოებია :)

And in the end the love we take is equal to the love we make :)

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 12 მარ 2010, 13:57
by Tikalo?!
Tengo

ეჰთ მეც მინდა , კარგი იყოოო მომეწონაააა

:)

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 12 მარ 2010, 20:58
by Int3lig3nt
შემშურდა :evil:

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 12 მარ 2010, 23:44
by kiki
Int3lig3nt wrote:შემშურდა :evil:
+1

ძალიან ლამაზიააა, მართლაც:)

ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010

Posted: 17 მარ 2010, 22:33
by okulone
ვაიმე თენგო რა საოცარ ადგილას ხაარ :) მმაგააარ :D სახეზე გეტყობა სურათებში რომ მაგრად გისწორდება მანდ ყოფნა :)