ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010
ფოტო რეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010 წელი
დღე პირველი
დილის 6 საათზე გარუდა ინდონეზიას თვითმფრინავმა რეისით სურაბაია-დენპასარი ასაფრენ ბილიკზე პოზიცია გაიმაგრა, მოტორი ამოქოქა და აღმოსავლეთისკენ გეზი აიღო. ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც 35 წუთი იყო ნაცვლად დაგეგმილი ერთი საათისა. ალბათ ქარიც აღმოსავლეთისკენ ქროდა.
დენპასარი პროვინცია და კუნძულ ბალის დედაქალია, თუმცა ამ კუნძულის კულტურულ დედაქალაქად უბუდს მიიჩნევენ. ეს არის პატარა ქალაქი ბალის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც შედარებით ამაღლებულ ადგილზეა და შესაბამისად ჰაერის ტემპერატურაც მეტ-ნაკლბად უფრო ნაკლებია ვიდრე სანაპირო ზოლზე. აქ უმეტესად მხატვრები და ხელოვანი ხალხი ცხოვრობს, შესაბამისად ყოველი სახლის ქვეშ გამოფენა მაღაზიაა გახსნილი. დიდ სასტუმროს აქ ვე იპოვით, ძირითადად სულ მცირე ზომის, ორ ან სამ სართულიანი შენობებია.
ისე, ინფორმაციისათვის - ბალიზე და მთლიანად ინდონეზიაში თუ ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე ჩამოვიდა, ითვლება რომ გრილა. ასეა მთელი წლის განმავლობაში. აქ მხოლოდ ორი სეზონია - მშრალი და წვიმიანი. მშრალი სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე, ხოლო წვიმიანი კი ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება. წვიმად კი აქ დღეში 15 წუთიანი თქეში მოისაზრება, რომელიც ტბორავს ქუჩებს და რომელსაც ზუსტად 20 წუთში ვერც კი შეამჩნევთ, ანუ უმალ შრება ყველაფერი.
რელიგიის თვალსაზრისით დიდი მრავალეროვნებაა, არიან როგორც მუსულმანები, ასევე ქრისტინები, ინდუსები და ბუდისტები, თუმცა ბალიზე უმეტესობა ინდუსები არიან (ხოლო კუნძულ ჯავაზე, ანუ ყველაზე დიდი კუნძული ინდონეზიის არქიპელაგში - მუსულმანები). მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, ყველა მშვიდად და წყნარად ცხოვრობს გვერდიგვერდ.
მოკლედ, აეროპორტიდან პირდაპირ უბუდისკენ გავემართე. გზამ დაახლოებით 1 საათი წაიღო და დილის 8 საათზე უბუდის ცენტრში მდებარე ვიეტნამურ რესტორანში შევიარე, ერთი ფინჯანი ბალური ყავა მივირთვი, ერთიც გავაბოლე და გეზი სამეფო სასახლისკენ ავიღე.
ვიეტნამური რესტორანი ქ. უბუდის ცენტრში, სამეფო სასახლის მოპირდაპირე მხარეს.
უბუდის სამეფო კარი. აქ ყველა ოთახი გახსნილია, მხოლოდ საძინებლებია იზოლირებული
როგორც ზემოთ ვახსენე, უბუდის ძირითადი მოსახლეობა ხელოვანთა წრის წარმომადგენელია და შესაბამისად გამოფენა გაყიდვას აქ ყველა ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით.
სასახლის მონახულების შემდეგ გეზი ადგილობრივი ინდუსური სამლოცველოსკენ ავიღე, სადაც შაბათის დილის ლოცვა მიმდინარეობდა. გზა კი ასე გამოიყურებოდა.
სალოცავში შესასვლელას აუცილებელია "იქაური ქუდი" დაიხურო, ანუ მამაკაცისთვის, ისევე როგორც ქალისთვის, შარვლით შესვლა არ შეიძლება. იქვე შევიძინე მოსახამი, რომელიც პირდაპირ ტანზე, როგორც პირსახოცი ისე შემოვიხვიე. თუმცა არ ეს აღმოჩნდა საკმარისი. მომხსნეს და სრული წესების დაცვით შემკვანძეს
სამლოცველოდან მაიმუნების ტყისკენ გავემართე. ინდონეზიაში ზოგადად დიდი პოპულარობით სარგებლობს ბატიკა (ჩვენთანაც იკიდებ სნელ-ნელა ფეხე) და შესაბამისად ბევრი მაღაზია ამ სფეროში მოღვაწეობს. ზოგადად საკმაოდ პოპულარულია სპილო, როგორც ცოცხალ ასევე მონუმენტურ მდგომარეობაში (რელიგიური ფაქტორი).
რამოდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ მაიმუნების ტყეს, ან შესაძლოა პარკსაც მივადექი. ეს ტყე შუა ქალაქშია გაშენებული და დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. იგი ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის. ტყეში აგრეთვე მდებარეობს სამი მოქმედი სამლოცველო, თუმცა ამ დღეს ლოცვა არცერთ მათთაგანში არ მიმდინარეობდა.
აქ როგორც გაირკვა მხოლოდ "ქვედა ბოლო" არ იყო საკმარისი, ქამარიც შემაბეს და სამლოცველოში მხოლოდ ეგრე შემიშვეს
ეს ბატონი და ქალბატონი ამ სამლოცველოს წინ გეგებებიან
ტყიდან გამოსულმა ტაქსის ძიება დავიწყე... გზად კი რამოდენიმე სამხატვრო სალონს ჩაუარე გვერდი.
შემდეგი გაჩერება - უბუდის მახლობლად მდებარე ბრინჯის ტერასები
შემდეგ კი კუტასკენ დავიძარი. კუტა ეს ყველაზე დიდი ტურსიტული ცენტრია ამ კუნძულის. გზად კი ხის საამქროსთან შევჩერდი. ეს შენობა ბალური არქიტექტურის მაგალითია. ამ საამქროში სულ ხელით კეთდება ყველაფერი.
მე და ჩემმა ტაქსის მძღოლმა გზა განვაგრძეთ და სულ რამოდენიმე წუთში აი ამ ჩანჩქერს მივადექით.
დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის კუტაში ჩავედი, დავბინავდი, ცოტა გავისერ-გამოვისეირნე და მეორე დღისთვის მზადება დავიწყე.

Last edited by Tengo on 10 მარ 2010, 13:32, edited 1 time in total.
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ
ქვეყანა შემოვიაროთ
ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010
დღე მეორე
მეორე დილა ადრიანად დაიწყო. 7 საათზე მაღვიძარამ დარეკა და მეც მზადება დავიწყე. დღის პირველი აქტივობა ყვინთაობა იყო. კუტადან ნუსა დუასკენ გავემგზარე, ლოჯისტიკური დეტალები მოვაგვარე და ამ სატრანსპორტო საშუალებაზეც ამოვყავი თავი
15 წუთიანი მომზადების შემდეგ, შემაბეს აღვირი და ერთი, ორი, სამი და ჩახტა.
წყალქვეშა ცხოვრება მართლაც რომ ძალიან საინტერესოა. ეს ჩემი პირველი ზიარება იყო ამ სამყაროსადმი.
არის - პირველი ცდა! 35 წუთი და 13 მეტრი!
ნაპირისკენ მომავალს კი ასეთი ხედები მეშლებოდა წინ. აქ გართობა პრობლემას არ წარმოადგენს, ოღონდ ისეურვე, ყველაფერი ახდენადია!
კუტას და ნუსა დუას სანაპირო ზოლი
ესეც ჩემი ხომალდის კაპიტანი
დღის მეორე ნახევარში გეზი ბანჯი სახტუნაო ანძისკენ ავიღე. დაგეტანხმებით, საკმაოდ რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა. ანძის თავიდან (60 მეტრი) კუტა და მისი სანაპირო ზოლი ასე გამოიყურებოდა. ანძაზე ასვლის შემდეგ ფეხები დამიბეს, შემამზადეს და სკუპ! არის!
ეს გოგონა 4ჯერ ზედიზედ გადმოხტა. პირველად ჩვეულებრივად, ანუ ფეხებ შეკრული, მეორეჯერ ფეხებ გახსნილი, მესამეჯერ ველოსიპედით და მეოთხეჯერ მოტოციკლით. მე მისი ფანების სიაში ეგრევე ჩავეწერე!
ამასობაში მზეც ჩადიოდა, ნაპირზე კი ტიმორელი ახალგაზრდები ტკბილად ღიღინებდნენ
საღამოს ვახშმის შემდეგ კვალავაც ქალაქს შეუყევი და ღამის ხედები გადავიღე:
ასე დასრულდა მეორე დღეც.

დღე მესამე
გამომდინარე იქიდან რომ ეს დღე მოკლე იყო და დღის მეორე ნახევარში სურაბაიას ვუბრუნდებოდი, გადაწყვიტე დამესვენა. დილას არსად მეჩქარებოდა, წყნარად საუზმე მივირთვი და ქალაქში დღის ხედების გადასაღებად გავედი. ქალაქი კუტა და მისი სანაპირო ზოლი დღისით ასე გამოიყურება:
ესეც ჩემი სასტუმრო. გაგიკვირდებათ და 2 კაციანი ნომრის ფასი აქ მხოლოდ 30 ამერიკული დოლარია საუზმის ჩათვლით. ზოგადად აქ ყველაფერი ბევრად იაფია ევროპასთან შედარებით, თუმცა გზა ძალიან ძვირი ჯდება.
შუადღის 4 საათზე აეროპორტში წავედი. გზად კუტას საზოგადოებრივი სამლოცველო (Kuta Public Temple) და საოცრად ლამაზი ძეგლი მოვიტოვე უკან.
აეროპორტში მისულს კი იქვე ეს საყვარელი ქალბატონი დამხვდა, რომელიც თავის რეისს ელოდებოდა და ამავდროულად თავისი სათუთი ხელებით რაღაცას ქმნიდა.
ასეთი იყო 3 დღე ბალის პროვინციაში ინდონეზიაში.
პ.ს. აქ აუცილებლად დავბრუნდები, კიდევ ბევრი დამრჩა სანახავი!

Tengo - რა ბედნიერებაა, ეს ადგილები რომ ნახე!!! კეთილი შურით მშურს შენი.
ამ ფოტოებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი უფროსი კოლეგის, ცნობილ ფოტოხელოვან ავთო გურასაშვილის სიტყვებში, ეიფელის დანახვაზე რომ წამოიძახა - ნეტა ამისთვის რას გიჟდებოდით, ამას აღმოსავლური კულტურა არ ჯობიაო. რომელი რომელს ჯობია, ნამდვილად საკამათოა, მაგრამ ფაქტია - აღმოსავლურ კულტურას სულ სხვა ხიბლი აქვს. თან, იქ ძეგლებს ბუნებაც ემატება.
ამ ფოტოებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი უფროსი კოლეგის, ცნობილ ფოტოხელოვან ავთო გურასაშვილის სიტყვებში, ეიფელის დანახვაზე რომ წამოიძახა - ნეტა ამისთვის რას გიჟდებოდით, ამას აღმოსავლური კულტურა არ ჯობიაო. რომელი რომელს ჯობია, ნამდვილად საკამათოა, მაგრამ ფაქტია - აღმოსავლურ კულტურას სულ სხვა ხიბლი აქვს. თან, იქ ძეგლებს ბუნებაც ემატება.
ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010
Tengo
მეც მოვიხიბლე შენი მოგზაურობით... მანდ დაბრუნება ნამდვილად ღირს... მზის ჩასვლის ერთ ერთი ფოტო ძალიან მომეწონა... და საერთოდ საკმაოდ კარგი სარეპორტაჟო სურათები გაქვს...
ხო კიდევ მაიმუნების ტყეში ერთერთი მონასტრის დრაკონებიანი შესასვლელი მომეწონა ძალიან.... ძალიან მისტიური ტყეა....
მეც მინდა მანდ.....

ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010
Tengo
იმ მაიმუნებში რომელი ხარ შენ?
პ.ს. საღოლ!

რა კარგია, რომ ცალკე თემა გახსენი. არაჩვეულებრივი ადგილები გინახავს! თან რამდენი მოგისწრია ამ 2 დღეში! დიდი მადლობა ასეთი საინტერესო რეპორტაჟისთვის
პს. გასახსნელებზე ძალიან ბევრი ვიცინე ))

ძალიან მაგარი რეპორტაჟია
იმედია მეც ჩავალ ოდესღაც
იმედია მეც ჩავალ ოდესღაც
FreeStyle Skier, Bike Lover & OverClocker
ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010
Tengo
ძაან მაგარია

მოვიხიბლე რეპორტაჟით..
ყოჩაღი ხარ... თან რა კარგი ფოტოებია
And in the end the love we take is equal to the love we make
ყოჩაღი ხარ... თან რა კარგი ფოტოებია
And in the end the love we take is equal to the love we make
ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010
Tengo
ეჰთ მეც მინდა , კარგი იყოოო მომეწონაააა
ეჰთ მეც მინდა , კარგი იყოოო მომეწონაააა
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010
+1Int3lig3nt wrote:შემშურდა
ძალიან ლამაზიააა, მართლაც:)
ფოტორეპორტაჟი: კუნძული ბალი, ინდონეზია - 6-8 მარტი, 2010
ვაიმე თენგო რა საოცარ ადგილას ხაარ მმაგააარ სახეზე გეტყობა სურათებში რომ მაგრად გისწორდება მანდ ყოფნა