Page 1 of 2

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 29 იან 2010, 21:38
by guruli
ეჰ, ჩემი პროფესია კი დასწყევლოს ღმერთმა, მაგრამ ხანდახან ისეთ სასიამოვნო სიურპრიზს მომიწყობს...:) :) ამ შუა კვირაშიც ბათუმში ვიყავი მივლინებით, სადაც პირდაპირ თოვლიან ზღაპარში აღმოვჩნდი. :D ბათუმს ხომ ისედაც ქათქათა ქალაქს ეძახიან და წარმოიდგინეთ თოვლით გადათეთრებული რა იქნებოდა! :P ბათუმში თოვლი ხომ იშვიათობაა, მაგრამ იქ ჩასულს იმხელა თოვლი დამხვდა, ქალაქში მოძრაობა, პრაქტიკულად, პარალიზებული იყო. მახინჯაურის სადგურში მხოლოდ სამიოდე ტაქსი იდგა და ისიც მაშინვე დაიტაცეს, ვინც მიასწრო, სხვები კი ერთი საათი ველოდეთ ტრანსპორტის გამოჩენას. ამასობაში ხალხი ნელ-ნელა ფეხით გაუყვა ქალაქის გზას. მეც ბევრი არ მიფიქრია და ხალხის ტალღას შევუყევი. ჩანთაში თბილი ბათინკები კი მედო (ვიცოდი, წინა ღამით იქ თოვა რომ დაიწყო და აქედან მომზადებული წავედი), მაგრამ გამოცვლა დამეზარა და ისე დავუყევი გზას. ჩემთვის ეს რომანტიკაც იყო და არც მინანია - ძალიან კარგი იყო იმ ხვავრიელ ბარდნაში სიარული, აქეთ ზღვის ღმუილი და ტალღების ხმა... მივდიოდი და არ მინდოდა, გზა დამთავრებულიყო. 9 საათის მერე მუნიციპალური ტრანსპორტი კანტი-კუნტად კი ამოძრავდა, მაგრამ ისეთი გადაჭედილი იყო, იქ შეტენვას (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ისევ ფეხით სიარული მერჩივნა. ჰოდა, ვიარე კიდეც მახინჯაურიდან ბონის დასახლებამდე, იქ კი ორ თანამგზავრთან ერთად ვიღაცას თოვლში მოცურებული მანქანის ამოყვანაში დავეხმარე, იმან კი ქალაქის ცენტრში გამოგვიყვანა.
მოუცლელობის გამო ვერც ქალაქში გავდიოდი და არც ბევრი ფოტო გადამიღია, მაგრამ რამდენიმე კადრს მაინც შეგახარბებთ უთოვლო თბილისელებს. :D
თუმცა ჯერ ბათუმის სავიზიტო ბარათი, რომელიც ამ ზამთარში ბევრს გექნებათ მონატრებული. ;)
Image
ნელ-ნელა თოვლსაც შემოგაპარებთ. ;)
Image
;;;;;;;
Image
ახლა კი მისი უდიდებულესობა თოვლი
Image
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
Image
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
Image
მგონი, რუსთაველის ქუჩაა, ბოლო ნაწილი.
Image
;;;;;;;;;;;;;
Image
;;;;;;;;;;;;;;
Image
ეს ფიროსმანის ქუჩაა
Image
;;;;;;;;;;;;
Image
;;;;;;;;;;;;;;;
Image
;;;;;;;;;;;;;;;
Image
;;;;;;;;;;;;;
Image
;;;;;;;;;;;;;;
Image
;;;;;;;;;;;;;;
Image
;;;;;;;;;;;;
Image
;;;;;;;;;;;;
Image
;;;;;;;;;;;;
Image
;;;;;;;;;;;
Image
;;;;;;;;;;
Image
თემა კი თოლიას ფოტოთი დავამთავროთ.
Image

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 29 იან 2010, 21:44
by teo-
მინდა

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 29 იან 2010, 21:52
by kiki
მინდა თოვდეს .....

რა კარგია თოვა... :D

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 29 იან 2010, 22:11
by guruli
teo-, kiki - წადით, სანამ ჯერ კიდევაა იქ თოვლი. :)

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 29 იან 2010, 22:49
by Archil
guruli

მალადეც ძამა

ერთხელ მეც მომიხდა მაქანე წასვლაი ქრისტეშობის თვეს და ნამეტარი კაი კი იყო მაი.. მთლათ მასთე გადაენტილიც არ ყოფილა, თოვლი მაშინ წამლად არ მინახავს, მარა მაინც კაი იყო..

წაით ბაღნებო ბათომს, წაით...

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 29 იან 2010, 23:00
by guruli
Archil
წაით ბაღნებო ბათომს, წაით...
დოუჯერეთ ამ კაცს.
ისე, ერთი კარაველი კი ვნახე - სრულიად შემთხვევით გადავაწყდი საჭიდაო დარბაზში. :wink:

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 29 იან 2010, 23:12
by Mta Mkvarebia
guruli
ძალიან ლამაზი რეპორტაჟია :D მართლა ლამაზი სანახავი იქნებოდა ბათუმი თოვლში. ნაია აპირებდა დღეს საღამოს მატარებლით გამგზავრებას, მაგრამ ლინდას უთქვამს, ისეთი მზეა, თოვლი სულ დადნა თითქმისო. ამიტომ გადაიფიქრა :roll:

თუმცა თებერვალში მაინც ვაპირებთ ბათუმში წასვლა ერთ შაბათ-კვირას. იმედია მაშინაც მოთოვს :roll: , თუ არადა, მაინც საინტერესოდ გავატარებთ დროს :)

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 29 იან 2010, 23:42
by Naia
guruli
ყოჩაღ გურულო. მე კიდევ ვერ მივუსწარი თოვლიან ბათუმს. მე და ჩემი მეგობარი ჩავბარგდით, მოვემზადეთ და უკვე სადგურისკენ მივდიოდი ბილეთების საყიდლად, როცა ლინდამ მითხრა ბათუმში თოვლი აღარ არისო :(

იმედია, კიდევ მოთოვს წელს

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 30 იან 2010, 00:43
by Ninukala
მართლა რა მაგარია.... მინდა....

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 30 იან 2010, 01:08
by guruli
Naia
Mta Mkvarebia
რა ვიცი - ამ ერთ დღეში თუ იმხელა თოვლი დადნა და რაღა ვთქვა!!! წუხელ რომ მოვდიოდი, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იყო თოვლი, მაგრამ ცოტა გარეუბნებში ისვე ყინულად იყო და გზების გარდაც კარგა გვარიანად იდო. ნუთუ რა დათბა ასეთი დღეს, მაგრამ ამ საღამოსაც ამინდის პროგნოზს რომ ვუსმინე, დასავლეთში მაღალი ტემპერატურა გამოაცხადა.

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 30 იან 2010, 12:03
by natalia
უი რამხელა თოვლი ყოფილა :)

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 30 იან 2010, 18:10
by TuTa
guruli

ირაკლი მართლაც გაგიმართლა, თოვლიანი ბათუმი გინახავს:)

სხვებთან ერთად მეც დიდი სურვილი მქონდა წასვლის, მაგრამ ვერაფრით ვერ ვახერხებდი :) თოვლი კი უკვე გუშინ გამდნარა

Mta Mkvarebia

ვა ეს რა კარგი იდეა გქონიათ, ხომ იცი მეც სიამოვნებით შემოგიერთდებით, თუ რა თქმა უნდა ბადრის აქეთ ვიზიტს არ დაემთხვა :wink:

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 31 იან 2010, 00:16
by guruli
TuTa
თოვლი კი უკვე გუშინ გამდნარა
კი, მართლაც გამდნარა უკვე გუშინვე. ბათუმშიც და ჩემთანაც - გურიაშიც.

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 31 იან 2010, 00:26
by keto
ჩემი ოცნება, ზღვა და თოვლი ერთად...

თოვლი ქათქათა ქალაქში

Posted: 04 თებ 2010, 17:59
by L-O-M-I
guruli
:shock: :shock: :shock: :shock:

მალადეც იკა :P