Page 1 of 3

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 15 დეკ 2009, 20:45
by Int3lig3nt
მართალია კარავულ თავყრილობებზე მოწყენილობა არასდროს არის, მაგრამ გასართობი თამაშებით დამატებითი სიხალისის შეტანა არ გვაწყენდა :).

აბა ვინ რა იცით?
ახლა საახალწლოდ დაგვჭირდება და ისედაც...

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 15 დეკ 2009, 20:46
by Int3lig3nt
ვინ მალე გახეთქავს

ორი გოგო-ბიჭი შეირჩევა.
მიეცემათ 3-3 გაბერილი ბუშტი (რა თქმა უნდა ხარისხიანი).
ნიშანზე "სტარტი", ეს წყვილები ჩაიდებენ შუაში თითო ბუშტს და ერთმანეთზე შეჯახებით გახეთქავენ.
გამარჯვებული იქნება ის წყვილი, რომელი უფრო მალე გახეთქავს სამივე ბუშტს.

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 15 დეკ 2009, 20:52
by Mta Mkvarebia
Int3lig3nt
ყოჩაღ! :)

ჰო მართლა, ილიას საქორწინო ლატარეა არ გამოდგება ჯგუფურ თამაშად? :wink:
არ ვიცი ლატარიის დამსახურება იყო თუ არა, მაგრამ ეს წელი ამ მხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდა კარვისთვის :)

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 15 დეკ 2009, 20:59
by teo-
Int3lig3nt
წყვილები უნდა მიაბა ერთმანეთზე და ვინ უფრო მალე გაიხსნის:) მე2 ვარიანტია მაგის- ერთს დააბავ ,მეორეს თვალებს აუხვევ და თვალებ ახვეული რომელიცაა იმან უნდა გახსნას დაბმული! ისიც კაი იყო, თმისამაგრზე შარშან კარგად გვახალისა

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 15 დეკ 2009, 21:30
by Int3lig3nt
საით ქრის ქარი?

ამ თამაშში, მოთამაშეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მთავარია საკმარისი რაოდენობის სკამი იყოს.

სკამები ლაგდება წრეზე და სხდებიან მონაწილეები, ისე რომ ერთი მონაწილე სკამის გარეშე დარჩეს.
უსკამო მონაწილე დგება წრის ცენტრში და დაიძახებს:

ქარი ქრის მათკენ... ვინც სიგარეტს არ ეწევა

რადგან კარაველების 99% არ ეწევა, წამოხტებიან ყველანი ფეხზე და ერთმანეთს ადგილებს შეუცვლიან შემთხვევითობის პრინციპით.
ამასობაში უსკამომ დრო უნდა იხელთოს და რომელიმე სკამზე დაჯდეს.

ახლა უკვე სხვა მონაწილე რჩება უსკამოდ და ის გამოაცხადებს შემდეგ ფრაზას - ქარი ქრის ...

და ა.შ.

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 15 დეკ 2009, 21:33
by Int3lig3nt
teo-
შენთვის და ყველას გასაგონად ვწერ:

კარგი იქნება, თუ დეტალურად დავწერთ, რომ კარგად გავიგოთ თამაშის არსი და პრინციპი.

ისე აზრი არ აქვს.

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 15 დეკ 2009, 21:36
by teo-
შენთვის და ყველას გასაგონად ვწერ:! გასაგებად დავწერე თამაშის პრინციპი, თუ ვინმე ვერ გაიგებს ეს იმისი "გაგების" პრობლემაა..ეს თმაში კი როგორც 2X2=4 ისეთი მარტივი გასაგებია ) :lol:

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 15 დეკ 2009, 23:22
by Naia
ყოჩაღ, ინტელ!

მეც დავძებნი ან გავიხსენებ რამეს და დავწერ :)

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 16 დეკ 2009, 09:39
by qvevri
მე მაქვს მოფიქრებული ერთი ბრწყინვალე თამაში, ესაა "პანჩურობანა". გოგოები და ბიჭები ცალ-ცალკე დგებიან და მერე ერთმანეთს პანჩუერბს ურტყვაენ დაღლამდე. ვინც პირველი დაიღლება ის დამარცხებულია.
აბა როგორია?

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 16 დეკ 2009, 11:17
by QEBURIUS
პანჩურობანაში გოგოებს შეიძლება უპირატესობა ქონდეთ.... წვეტიანებს იცმევენ ეგ ოხრები ხშირად......

პ.ს. "ჟოპა-სტენკაც" არ დაივიწყოთ თუ რამეა

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 16 დეკ 2009, 11:28
by qvevri
QEBURIUS wrote:პანჩურობანაში გოგოებს შეიძლება უპირატესობა ქონდეთ.... წვეტიანებს იცმევენ ეგ ოხრები ხშირად......

პ.ს. "ჟოპა-სტენკაც" არ დაივიწყოთ თუ რამეა
წვეტიანი კიდევ არაფერი, მთავარია წვერმოკაუჭებულები არ ეცვათ, რათა უკანა მხრიდან წინა მხარეს არ გამოატანოს კაუჭმა... გოგოების შემთხვევაში ეს შესაძლოა გარკვეულწილად "სასიამოვნოც" კი იყოს, მაგრამ მამაკაცებს ჯვარი გვწერია :lol:

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 16 დეკ 2009, 11:36
by Tengo
რა დავარქვა არ ვიცი! გადაეცი?

სკამები იდგმება წრეზე, იმდენი, რამდენი მოტამაშეცაა, ყველა ზურგით უკან. ერთ-ერთი მონაწილე იღებს (ისრუტავს) კარტს ტუჩებით და უნდა გადასცეს მეორე გვერდზე მჯდომ მოთამშეს....

თამაშში არ მონაწილეობს ხელი, ანუ მხოლოდ პირი და ტუჩები.... ვისაც ჩაუვარდება, ვარდება თავის სკამით.... ბოლოს ერთი გამარჯვებული რჩება!

ბევრჯერ მიტამაშია, საკმაოდ სახალისოა, ბევრჯერ არაერთი უხერული მდგომარეობაც შექმნილა (სისწრაფეში ჩამოვარდნილი კარტი და ინერციით გაგრძელებული მოძრაობა მეორე მოტამაშის ბაგეს მიმართულებით და სხვ.).

პ.ს. სასურველია გოგო-ბიჭი მონაცვლეობით იჯდნენ, თუ ვინიცობაა რამე ისე არ გამოვიდა....... :lol: :lol: :lol:

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 16 დეკ 2009, 11:37
by Tengo
QEBURIUS
qvevri

მემგონი გრძელი ვირიც არ უნდა იყოს ცუდი - გოგოები ბიჭებზე! :):):):):)

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 16 დეკ 2009, 11:44
by qvevri
Tengo wrote:QEBURIUS
qvevri

მემგონი გრძელი ვირიც არ უნდა იყოს ცუდი - გოგოები ბიჭებზე! :):):):):)
თან პახოდუ დემოგრაფიული პრობლემებიც გადაიჭრება.... შეძლებისდაგვარად :lol:

ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Posted: 16 დეკ 2009, 12:08
by Tengo
qvevri

არ ვიცი, რა ვიცი, ვიცი? ჩინელებს თუ ვეთამაშებით, დაგეთანხმები, რამოდენიმეთი ნაკლები დარჩება, დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდება, მეორე შვილის შეზღუდვის შესახებ კანონი ძალადაკარგულად ჩაითვლება და რაც მტავარია! ჩინეთის ხელისუფლება ფულადი ჯილდოთი დაგვასაჩუქრებს! :):):)