გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by qvevri » 28 ნოე 2009, 17:45

მაგრამ ყველაზე კარგი რამ წინ მელოდა. გზაში ერთი ადგილი დავინახე შემოღობილი, სადაც ძალიან დიდი მუხები იდგა. არავითარი ნანგრევები არ ჩანდა ახლო მახლო, მაგრამ რატომღაც გულმა მიკარნახა, რომ ამ ადგილას ნატაძრალი უნდა ყოფილიყო. ბეადთ სამი ქართველი ბავშვი გამოვიდა ჩვენს დანახვაზე და მათ გამოველაპარაკე, რომლებმაც მითხრეს, რომ ამ ადგილს ნატაძრალს ვეძახითო, მერე ერთი ქვაც მანახეს მუხის ფერვებში ჩარჩენილი, რომელზეც თურმე სანთლებს ანთებენ ხოლმე. ვისაც ველაპარაკე თურმე გიორგი რქმევია. აგერ ისიც, ნახეთ რა ვაჟკაცი ეზრდება საქართველოს.
ჰერი გიორგი.
Image
Image
და მისი ჰერი ძმაკაცები
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by qvevri » 28 ნოე 2009, 17:54

დილით თამარის ხიდიც მოვინახულეთ
Image
მდინარე კახისწყალი ადიდებული იყო.
Image
Image
აქვე იეტმა ვარდანაულმა საერთო სურათი გადაგვიღო
Image
Image
წამოვედით და ჩემი თხოვნით, რომლითაც მძღოლს მივმართეთ მოვინახულეთ ყოვლადწმინდა სამების ბაზილიკა, რომელიც კახშია(მგონი)
Image
რის შემდეგაც გავემართეთ ქურმუხში
Image
Image
დავემშვიდობეთ ქურმუხს და წამოვედით უკანა გზაზე სადაც ვნახეთ ასევე ერთი ტაძარიც, რომელიც სოფელ "ინგილო ქოთოგლოშია".
Image
Image
ამავე ტაძრის ეზოში ქართული ბაღია.
Image
ესეც ასერთო სურათი ამავე ტაძრის ეზოში
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by qvevri » 28 ნოე 2009, 18:10

ეხლა კი ის მცირედი რომელი მიზიზითაც მე გადავწყვიტე ხელმეორედ წავსულიყავი ჰერეთში.
ამ ტერიტორიის დაკარგვის შემდეგ ჰერეთში მეღვინეობა აიკრძალა და თავისთავად ცხადია ამ დარგმა გარკვეულწილად დეგრადირება დაიწყო. იკრძალებოდა ღვინის დაყენება, ქვევრების წარმოება, ვაზის მოვლა-მოყვანა, მევენახეობა-მეღვინეობის ინვენტარის ქონა სახლში, მარნის მოწყობა და საერთოდ ქართველობა, მაგრამ:

მექვევრეობა გარკვეულ წილად საინგილოშიც ყოფილა განვითარებული, (იგულისხმება ამ ტერიტორიის გასხვისების შემდგომი პერიოდი). ისტორიულ ჰერეთში გავრცელებული მექვევრეობისა და ზოგადად მეთუნეობის შესახებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით მასალებში – `საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის~. სადაც ვკითხულობთ:
“ქვევრები ბევრია ხმარებაში საქრისტიანო საინგილოში, ხოლო მუსულმანობაში კი პატარა ქოცოებიღა აქვთ შერჩენილი იშვიათად. დანარჩენი მოლებისგან შერცხვენილებს, მიწაში დაემარხათ. მიწის თხრის დროს ძალიან ხშირად ჩნდება ქვევრები ყოფილი ნუხის მაზრაშიც კი. აქ ზოგიერთმა იცის კიდევ ადგილი, სად არის დამარხული ქვევრი. ის ქვევრები, რომლებიც ამჟამად აქვთ შერჩენილი, უკეთებინებიათ იმერელი ქართველებისათვის. ვინც გაბედული ვაჟკაცი იყო და არ უნდოდა ქართველობა დაეკარგა, იმას მიჰყავდა ქართველი მექვევრე თავის სახლში და მისი დახმარებით აკეთებდა თავის ეზოში ჭურს. შეშას უმზადებდა, ქვევრისთვის ყვითელი მიწა მოჰქონდა დიდი საყდრის ანუ ქურმუხის საყდრის მთიდან და მექვევრე აკეთებდა ქოცოებსა და სხვადასხვა სიდიდის ქვევრებს. თურმე არც ისე ადვილი ყოფილა სახლში მექვევრის შენახვა-დამალვა, რადგან ამისთვის მოსახლეობა სულთანისაგან ისჯებოდა და იდევნებოდა. ყოფილა სიკვდილით სდასჯის შემთხვევაც. თავად ინგილოებმა არ იციან ქვევრების კეთება და ამიტომაც ქვევრები საინგილოში მუდამ მოწვეული ოსტატის ხელით ყოფილა დამზადებული”. გარდა ქვევრებისა, საინგილოში ამზადებდნენ ასევე: კოჭობს, ქოთანს, ორყურას, დოფას, დოქს, ჰარაწის (ძველებურად ხელადა), დოლიჩას, კიწიპას, კუჭულას, ჩაფს, გოზაურს, ზარფუშს და სხვ.

ეს გახლავთ ამონარიდი ჩემი ახალი წიგნიდან "ქართული ქვევრები", რომელიც ახლო მომავალში გამოვა.
მოკლედ მე მივაკვლიე ძველი მარნის ნაშთებს, ქვევრებს, საწნახელს და სხვ. სამწუხაროდ იმის საშუალება არ მომეცა, რომ ეს საკითხი ძირეულად შემესწავლა, მაგრამ სამაგიეროდ სამომავლოდ ვაპირებ ამ საქმის განხორციელებას.
აი ეს გახლავთ ერთ ერთი მარანი და საწნახელი ("ნავი")
Image
ჩასავალი ქვევრი, რომლის სავარაუდო მოცულობაა ერთი ტონა.
Image
ჰოი საოცრებავ.... ერთერთი ქვევრი ცოცხით გადავასუფთავე და მასზედ დამღაც კი აღმოვაჩინე. ასეთი დამღები ძირითადად კახეთში გვხვდება.
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by Tamusia » 28 ნოე 2009, 18:18

მაგრად დავხარბდი
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by qvevri » 28 ნოე 2009, 18:33

ასევე მაინტერესებდა იქაური მჭედლობის საკითხიც. მართალია თითქმის ვერაფერი გავიგე, მაგრამ ვნახე ერთი ქართული ნაჭედი სასხლავი და გავიგე ისიც, რომ კახში ყოფილა ერთი მჭედელი ქართველი კაცი, რომელიც ამ საქმითაა ამჟამადაც დაკავებულიო...
Image
ესეც ახლოდან დამღები.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by qvevri » 28 ნოე 2009, 18:39

ამგვარად ვასრულებ ჩემს თემას და ვიმედოვნებ, რომ როდესმე ჩვენ კვლავ ვიქნებით ერთიანი, დიდი და ძლიერი ქვეყანა დღევანდელისაგან განსხვავებით.
ეს კი სასაფლაოსთან მდებარე ქართული სახლია, რომელიც ადგილზე ნაწარმოები კრამიტითაა დახურული.
Image
Image
მშვიდობით.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by Mta Mkvarebia » 28 ნოე 2009, 23:05

Tamusia wrote:მაგრად დავხარბდი
მეც

qvevri
გემრიელად და მადლიანად მოგივლია და საინტერესო თემაც გამოგივიდა :D . შენთვის მორთმეული დადანისეული საჩუქარიც ძალიან გამიხარდა, წარმომიდგენია, როგორ აგიჩქროლებდა გულს :wink:
Image

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by Nephros » 28 ნოე 2009, 23:26

sorry,
არასწორად დავპოსტე. და რახან ვერ ვშლი, რედაქტირებას ამ საბოდიშო პოსტით ვახდენ.
Last edited by Nephros on 28 ნოე 2009, 23:39, edited 1 time in total.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by Nephros » 28 ნოე 2009, 23:27

sorry,
არასწორად დავპოსტე. და რახან ვერ ვშლი, რედაქტირებას ამ საბოდიშო პოსტით ვახდენ.
Last edited by Nephros on 28 ნოე 2009, 23:38, edited 1 time in total.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by Nephros » 28 ნოე 2009, 23:27

sorry,
არასწორად დავპოსტე. და რახან ვერ ვშლი, რედაქტირებას ამ საბოდიშო პოსტით ვახდენ.
Last edited by Nephros on 28 ნოე 2009, 23:38, edited 1 time in total.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by paata_ » 28 ნოე 2009, 23:29

qvevri wrote:სტუმრად თორე შენც ეხლა სამი ლიტრა ღვინო არ დალიო ერთბაშად შენმა თავის გახეთქამ.... :twisted: :D
სუფთა ღვინოს მეტსაც ვსვავ
წყალნარევი და შაქრიანის დალევა მიჭირს :P :P :P :P

:lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by ნიმფა » 28 ნოე 2009, 23:56

საოცარი ფოტოებია, შარშანაც მახოსვს დადე სასაფლაოს ფოტოები...

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by ნიმფა » 28 ნოე 2009, 23:56

და რა ლამაზი წყვილია :) ღმერთმა ამრავლოთ და აბედნიეროთ :)

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by გვალდა » 29 ნოე 2009, 00:46

qvevri
ფოტოებს თვალს ვერ ვწყვეტ.

და ეს სასაფლაოები რა არის :!: ერთი შეხედვით, ამდენი ყვავი და ყორანი საიდან ერთ მინდორზე-თქო :shock: თურმე საფლავის ქვები.
სვანეთოლოგი

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09

Post by paata_ » 29 ნოე 2009, 11:25

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია

Image
www.paata.ge

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]