დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Ninukala » 07 ნოე 2009, 22:52

შედგა ჩვენი აქცია, დავასუფთავეთ უფლისციხის მიმდებარე ტერიტორია... სასიამოვნო აღმოჩნდა ის ფაქტი რომ თვითონ ძეგლი არ საჭიროებდა დასუფთავებას, მხოლოდ ერთ ბუნებრივ ორმოში იყო 4 ტომარა ნაგავი :). თუმცა მიმდებარე ტერიტორია არ აღმოჩნდა ისეთი სუფთა როგორც უფლისციხე... ერთი შეხედვით არ ჩანდა ბინძური, მაგრამ მიწაში წლების ნაგროვები ნაგავი დაგვხვდა... თითქმის მიწის თხრა გვჭირდებოდა ცელოფნების ამოსაღებად.... (ამ დასტურ ფოტომასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ)

ახლა კი თავად ჩვენი შეკრების შესახებ მოგახსენებთ ;) დილით დათქმულ დროს შევიკრიბეთ, სიამაყით შემიძლია ვთქვა რომ დაგვიანებულები არ გვყოლია... :) ასევე სასიამოვნო სიუპრიზი იყო თამუნა გუდარეხის წამოსვლა... :)

მონაწილეები:
1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. ჭუნა
4. ჭუნას დის შვილი ქეთი
5. ქოჩო
6. თამუნა გუდარეხი
7. ქსოვრელი
8. ქსოვრელის + (1)
9. ქსოვრელის + (2)
10. ქსოვრელის + (3)
11. ქსოვრელის + (4)
12, 13, 14. თენგო და 2 პლიუსი (უყოჩაღესი ამერიკელები)
15. ზურა და მაშა.... :)
16. მელექსეალპინისტი
17. სანდრო (არც კარაველი და არც პლიუსი.... :D)
18. მარმერინო
19. ნინუცა
20. ელენე (საყვარელი ინ-ინ)
21. ნინუკალა

იმედია არავინ გამომრჩა.... :)

ყოჩაღად ვიმუშავეთ, წამოვკრიფეთ ნაგავი შემდეგ დავტვირთეთ მანქანაზე და გაუყენეთ გზას... :) მანამდე ერთი საათი დაუთმეთ უფლისციხის დათვალიერებას და ფოტოების გადაღებას....

ფოტომასალას ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით...
მადლობა ყველა მონაწილეს.... მეამაყებით ყველა.... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Tengo » 07 ნოე 2009, 23:51

მიყვარხართ ყველა! ძალიან მაგარი გასვლა იყო, სასარგებლო და სასიამოვნო! სურათებს როგოც კი მომაწვდიან ჩემი მეგობრები ეგრევე გამოვაქვეყნებ! :)

მომავალ გასვლამდე, როდმელსაც გულმოუთმენლად ველი!
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Wanderer » 08 ნოე 2009, 00:37

მშვენიერი დღე იყო. ძალიან ვისიმოვნე და სულიერად დავისვენე. გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. :)



ხო მართლა: ნაგვის აკრეფასაც ჰქონდა ადგილი. :D ოღონდ მე არ ვიღებდი ნაგავს. მაშა იღებდა. :D მე უბრალოდ ვუბრძანებდი ხოლმე რა აეღო. :D



15. ზურა და მაშა....
ესეიგი ადგილი ხომ არ დაუთმეთ მაშას ტრანსპორტში და სადღაც შეჭყუნულმა იმგზავრა. ახლა სიაში იმის ღირსადაც არ თვლით რომ ცალკე ნომერი ჰქონდეს?!

ჰა?!

:D :D :D :D :D :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Ivane Goliadze » 08 ნოე 2009, 11:56

შემთხვევით შევესწარი თქვენს აქციას და გამიხარდა რომ თქვენი საქმიანობის დანახვა

კარგ სქმეს აკეთებთ !

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Wanderer » 08 ნოე 2009, 14:58

ნელ-ნელა ფოტოებიც შემოვაპაროთ. პირველ გვერდზე ეს ფოტო უნდა იდოს აუცილებლად იმიტომ, რომ ჩვენი ნამუშევარი და მისი მთავარი გმირი არის ზედ აღბეჭდილი . ეს არის ბრიგად...

არა

მენაგვ...

არა არა

ჰაი ჯორჯ...

არც ეს ვარგა. მოკლედ:

ესკაცირომარიყოსამდასუფთავებისაქციებისორგანიზებასვინმოახდენდამეაზრზეარავარდათუთქვენხართაზრზეარდამიმალოთდამითხარითაუცილებლად. :D




Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by ln_ln » 08 ნოე 2009, 17:41

ძაან მაგარი იყოოოო :) :) :)
ყმაყოფილი ვარ რომ წამოვედი :) :)
ყოჩაღ ხალხო! მაგრები ხართ :) და რა თქმა უნდა დიიიდი მადლობა გოგას აქციის ორგანიზებისთვის

Ninukala
შენ თვითონ საყვარელოოოოოოოImage



ხო და სურათები სად არის ?
სად ?
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by ln_ln » 08 ნოე 2009, 18:20

Image

კაცს ხო გავს? როგორც თენგომ თქვა , კაი ქართული ცხვირით :lol: :lol: :lol:
Image

Image

სადუმლო გვირაბიდან კი აი აქ გამოვედით
Image
Last edited by ln_ln on 08 ნოე 2009, 20:46, edited 1 time in total.
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by burdula » 08 ნოე 2009, 19:35

ძალიან ძალიან მწყდება გული რომ ვერ წამოვედი :(
bag,music and a long road...

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Int3lig3nt » 08 ნოე 2009, 20:21

მაგრები ხართ :).

მანდ საიდუმლო გვირაბიც არის?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by lama » 08 ნოე 2009, 20:27

ძალიან მიყვარხართ

ყოჩაღ
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მეამაყებით
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by tamuna_gudarexi » 08 ნოე 2009, 21:03

ყოჩაღ, მეგობრებო! გუშინ კარგად იმუშავეთ!... თუმცა, როგორც ყოველთვის, ახლაც იმ განწყობით დავბრუნდი, რომ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ზღვაში წვეთია... როგორ შემებრალენ ხეები და ბალახები, ცელოფნის პარკები რომ შემოტმასნოდათ!.. მდინარის პირას განსაკუთრებული სიმრავლე იყო პლასტმასის ბოთლების და სხვა ნაგვის... სამ-სამ არქოლოგიურ ფენას თხრიდა ალექსი და მაინც ვერ ჩადიოდა ბოლოში...
ამ აქციების გახშირება და გაფართოება არ იქნებოდა ურიგო! მენაგვეთა ლაშქარი უნდა ჩამოვაყალიბოთ!

Int3lig3nt wrote:მაგრები ხართ :).

მანდ საიდუმლო გვირაბიც არის?
ერთ დროს მტრისთვის საიდუმლო იყო... ;)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Wanderer » 08 ნოე 2009, 21:32

tamuna_gudarexi
რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ზღვაში წვეთია
ზღვა წვეთებისგან შედგება. :wink:


სხვათა შორის, ასეთი აქციების დროს ძალიან მნიშვნელოვანია ის ფსიქოლოგიური ეფექტი, რასაც ჩვენი საქმიანობა ახდენს ხოლმე სხვებზე...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by ARCHILI » 08 ნოე 2009, 21:48

სამყარო ამაყობს თქვენით...

:)


მე კიდევ ჩემი სამუშაო მაგიდა ვერ დამილაგებია ნორმალურად...


:lol:


:wink:

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Shanshika » 08 ნოე 2009, 23:51

ARCHILI wrote:

მე კიდევ ჩემი სამუშაო მაგიდა ვერ დამილაგებია ნორმალურად...


:lol:

:lol: :lol: :lol:

...




ყოჩაღ ხალხ :D ... მაგრები ხართ ...


:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Tengo » 09 ნოე 2009, 01:34

მოკლე მეტრაჟიანი მიმოხილვა ციკლიდან "სისუფთავე გზად და ხიდად"

ყველაფერი იმ ლამაზი დილის 08 საათსა და 08 წუთზე დაიწყო. ხმამაღალი განცხადების შემდეგ "მეტს აღარავის დაველოდებით"-ო, ყველამ 21 ადგილიან სატრანპორტო საშუალებაში ვდრუცეთ თავები და გავემგზავრეთ თბილისის დასავლეთით. პირველი გაჩერება ქ. კასპი იყო, სადაც მცირედი ვაჭრობისა და სურსათ-სანოვაგის შეძენის შემდეგ ჩვენმა ხომალდმა გეზი უფლისციხისკენ აიღო. გზა არც თუ ისეთი სახარბიელო იყო, თუმცა მანძილით მოკლე, მაგრამ ხანგრძლივი, იმაზე მეტადაც კი რომელიც გორის გავლით მიგვიყვანდა დანიშნულების ადგილას.

Image

უფლისციხის შესასვლელი ჭიშკარი
Image
Image

ძეგლთან მისვლისა და ბატონი ირაკლის გაცნობის შემდეგ ჩვენი ეკიპაჟი ძეგლის დათვალიერებას შეუდგა და უფლისციხის წარმოშობის ბ-ნ ირაკლისეულ ვერსიას ეზიარა.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

მოკლე ხანში კი ისევ გაისმა შეძახილი "მეგობრებო, ჩვენ აქ ექსკურსიაზე კი არა, დასალაგებლად ვართ მოსულები"-ო და საიდუმლო გვირაბით ყველა გავემართეთ შესასვლელ/გასასვლელთან, სადაც ჯგუფებად დავიყავით და საქმეს შევუდექით.

ჩემი გუნდი, რომელიც სამი ადამიანისგან შედგებოდა (ჩემი ორი ამერიკელი მეგობარი და მე), ძეგლის ადმინისტრაციის შენობის გარშემო ტერიტორიას მიგვამაგრეს, სადაც უკვე ადგილობრივი დამლაგებელი ფაციფუცობდა და ამიტომ ორ ტომარაზე მეტი ნაგავი ვერ შეგროვდა... თუმცა დამლაგებელმა კი წინასწარ გაგვაფრთხილა, რომ მას ყველაფერი აღებული ჰქონდა და ჩვენ იქ არაფერი გვესაქმებოდა.... მაგრამ ორი ტომარაც საქმეა.... მიწის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დაობებული და დასალპობად გამზადებული ქურთუქი, ძირ გამძვრალი ფეხსაცმელი, ბოთლები და ჭიქები, თეფშები და მაგიდის, თუ მიწის გადასაფარებელი ცელოფნის პარკები და სხვა მრავალი... მათ შორის ამერიკის საფოსტო სამსახურის კონტეინერებიც, რომელმაც ჩემი ამერიკელი მეგობრები ფრიად გააოცა :-)

Image

შემდეგ გარშემო ტეროტორიას შევუყევით, სადაც ჩვენი მეგობრები თავჩარგულები მიწას სასუნთ გზებს უხსნიდნენ. თუ ალბათ ოდესმე სადმე პლასტმასის ბოთლი, ჭიქა, თეფში, საჭმლის კონტეინერი და ამგვარი პროდუქცია ყოფილა წარმოებული, ყველაფერს აქ მოეყარა თავი.... ნაგავი ფენებად იყო გაშლილი მიწის საფარში, რაც უფრო ღრმად ჩადიოდი, მით მეტად დაძველებული საქონელი გხვდებოდა.... სუნიც შესაბამისად მძიმდებოდა... აღმოჩენილ იქნა რამდენიმე წლის დაძველების არაყი, ღვინო, ალბათ 3-4 წლის დაძველების მაიონეზი, პარკში გახვეული კვერცხის ნაჭუჭი და სხვა მრავალი.... მთლიანობაში გაწეული სამუშაოების შედეგად ერთი დიდი მანქანა ნაგავი დაგროვდა, დაიტვირთა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა...

Image
Image
Image
Image
Image

დასრულდა რა დასუფთავება, იქვე სუფრა მილეულზე, ერთმა ქალბატონმა რამოდენიმე ნაჭერი ქათმის ხორცი, კარტოფილის ღვეზელი და ხაჭაპური გაგვიზიარა და დაგვლოცა.... ქათმის ძვლით კი ჩვენი ამერიკელი სტუმარი ადგილობრივ ძაღლს გაუმასპინძლდა (ნებართვა ჩვენგან აიღო).... სამწუხაროდ ძაღლი კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა.... შეიკრიბა ექიმთა კი არა და ვეტერინართა დიდი საბჭო და გადაწყდა ძაღლის დახმარება ფიზიკური ძალის დატანებით.... თუმცა შიშმა თავისი ქნა და ძაღლს პირი ვერავინ გააღებინა... არაფერი გამოვიდა.... მაგრამ ძაღლი გადარჩა, ჩვენ გაგვიხარდა!

Image
Image
Image
Image

მათ შემოევლოს ჩემი თავი, ჩვენმა ქალბატონებმა დღის ბოლოს ისეთი პურმარილი გაშალეს, ეს ჩემი ამერიკელები გაოცდნენ... რამოდენიმე ტკბილი სიტყვის მოსმენისა და კუჭის ამოვსების შემდეგ, ყველამ სატრანსპორტო საშუალებას მივაშურეთ და თბილისისკენ ავიღეთ გეზი ამჯერად გორის გავლით, რომელიც მანძილით გრძელი, თუმცა დროში მოკლე იყო!

Image
Image
Image

ფრიად ღირშესანიშნავი გასვლა იყო.... სასარგებლო გარემოსთვის, სასწავლო მაყურებლებისთვის (იქვე ექსკურსიაზე წამოსულ ახალგაზრდებს და მათ მშობლებს ვგულისხმობ), სასიამოვნო ჩვენთვის.

ფოტომასალის ავტორი: კრისი
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]