Page 1 of 1

თოვლმავალი და ზამთარი საქართველოში

Posted: 13 სექ 2009, 23:57
by Giorgi Bagrationi
ბაკურიანი- მიტარბის ტურის მერე გული რომ ვერ ვიჯერე ბოლომდე, მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ თოვლმავლები შევიძინოთ და ზამთრობით ჩვენ ნებაზე ვიმოგზაუროთ ხოლმე. ჯერ-ჯერობით ორნი ვართ და რაც უფრო მეტნი ვიქნებით მით უკეთესი.
ახალი თოვლმავლები ძალიან ძვირია და შესაბამისად ყველაზე კარგი ვარიანტია ამერიკიდან ნახმარი თოვლმავლის ჩამოყვანა, თან 2 თოვლმავალი ერთი მანქანის ადგილს იკავებს კონტეინერში და ტრანსპორტირების ფასიც შესაბამისად ნახევარი ჯდება. ამიტომ 2-მა, 4-მა, 6-მა და ა.შ. უნდა ჩამოიყვანოთ.

თუ ამ იდეით დაინტერესდით თოვლმავლების გაყიდვის საიტების მისამართებს მოგცემთ, აარჩევთ და რომელიმე ავტო აუქციონის ფირმის მეშვეობით ჩამოიყვანთ. იჩქარეთ სანამ ზამთარი დამდგარა.

თუ თოვლმავალს მანქანაზე მისაბმელი ურიკა მოყვა, ხომ კარგი (არადა ამერიკაში ქალაქიდან ასე გაყავთ ხოლმე), რადგან თბილისში ან მცხეთაში დააყენებთ სადმე და საითაც გინდათ "გაუბერავთ". თუ არადა ბაკურიანში დატოვებთ და იქიდან უამრავი ტურის მოწყობა შეიძლება ყველა მიმართულებით.

მოხარული ვიქნები თუ დაინტერესდებით :wink:

თოვლმავალი და ზამთარი საქართველოში

Posted: 14 სექ 2009, 00:07
by pauna
იქნებ რამე საიტის მისამრთი მიგვიიტო რომ დავთავრიელო?

თოვლმავალი და ზამთარი საქართველოში

Posted: 14 სექ 2009, 02:00
by Giorgi Bagrationi
მაგალითად
http://www.oodle.com/vehicle/powersports/snowmobile/
აქ აირჩევ მოდელს და შეგიძლია ფასის მიხედვით დააწყო და შეარჩიო.

თოვლმავალი და ზამთარი საქართველოში

Posted: 14 სექ 2009, 10:05
by GIRA
Giorgi Bagrationi
და კარავზე ხსნი ამ თემას? :wink: :lol:

თოვლმავალი და ზამთარი საქართველოში

Posted: 14 სექ 2009, 10:25
by Giorgi Bagrationi
რადგან "აქტივობის სხვა სახეობები"-ა განყოფილება და უთოვლმავლოდ ამ საქმეს არ ეშველება, შესაბამისად. თუ შენი თოვლმავალი არ გეყოლება ქირაობა ასე თუ ისე ბაკურიანზე მიბმას გულისხმობს. ისე კი ზამთარში მშვენიერი სათოვლმავლო მარშრუტებია თრიალეთის ქედზე, წალკის რაიონში, ჯავახეთზე, ადიგენის რ-ში და მთიან აჭარაში; ასევე თიანეთში და მთიულეთში. ასე რომ იფიქრეთ :wink:

თოვლმავალი და ზამთარი საქართველოში

Posted: 03 ოქტ 2009, 01:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
Giorgi Bagrationi
ჩემო 20ნებაა, საკუთარი თოვლმავალი მქონდეს.
გუშინ გალაკტიონის ხიდთან თოვლმავლების რეკლამა შევინშნე.
ძნ გამიხარდა, რომ ამ ტრანსპორტის ქართული შესატყვისი მკვიდრდება.
სულ "ბურანს" გაიძახოდნენ და ძლივს, როგორც იქნა, საჯარო განცხადებაში ქართული ფორმა ვნახე

თოვლმავალი და ზამთარი საქართველოში

Posted: 05 ოქტ 2009, 10:53
by arcivi9
დაახლოებით რა ფასებზეა საუბარი?

თოვლმავალი და ზამთარი საქართველოში

Posted: 05 ოქტ 2009, 19:55
by Giorgi Bagrationi
ნახმარ (კარგ მდგომარეობაში მყოფ) თოვლმავალზე ასეა:
$ 1500-დან $2500-მდე + ტრანსპორტირება + დღგ (18%)

თოვლმავალი და ზამთარი საქართველოში

Posted: 06 ოქტ 2009, 11:44
by arcivi9
Giorgi Bagrationi wrote:ნახმარ (კარგ მდგომარეობაში მყოფ) თოვლმავალზე ასეა:
$ 1500-დან $2500-მდე + ტრანსპორტირება + დღგ (18%)
მეეჭვება ამას ვინმე გაწვდეს აქ............