მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by burdula » 17 აგვ 2009, 12:38

არ მინდოდა ამ სიტყვის - " მიტოვებულის " ხმარება მაგრამ,კარგად რომ დავფიქრდი ზუსტადაც ასეა.ლაპარაკია ახალგორის რაიონზე,საქართველოს ერთ ერთ ულამაზეს მხარეში ახლა რუსული და ოსური დროშები ფრიალებს...
მოკლედ,ახალგორში შესვლამდე 3 საგუშაგოს გადალახვა გიწევს,პირველი სადაც რაიონი იწყება იქ დგას ქართული საგუშაგო და ჩემდა გასაკვირად ბევრად დიდი სიმკაცრიდ გამოირჩევა ვიდრე რუსები ან ოსები,თანაც რომ მივდიოდი კურიერში და მსგავს ტელეარხებზე მიდიოდა სერიოზული აგიტაცია რომ ახალგორში ასეა,ისეა ჯარის მობილიზებაა,არავის უშვებენ...არაფერი მსგავსი... ნეტა ვინ ძაბავს სიტუაციას ჩვენ თუ ისინი და ნეტა ვის აწყობს ახალგორის ხალხისგან დაცლა... მოკლედ ქართულის მერე გავიარე ჯერ რუსული მერე ოსური საგუშაგო და შევედი ახალგორის რაიონში... რაც ყველაზე გულდასაწყვეტია სოფლის სახელებიც კი უკვე რუსულად წერია და ყველგან ოსეთის და რუსეთის დროშებია მსგავსი წარწერებით...ადამიანებიც 90 % ასაკოვან იდა მოხუცები არიან,ეს ის გმირი ადამიანები არიან ვინც ომის დროსაც ამ ერთI წლის განმავლობაშI გაუძლო ყველაფერს და არ დატოვა სახლები,ჩემთვის გმირები არიან. უმრავლესობამ კი წეროვანში "ასანთის კოლოფებში" ყოფნა და მთავრობის მიერ მიცემული ზეთი და მაკრონი არჩია იქაუროაბს...
ჩემი გეზი ახალგორის რაიონის სოფელ ლარგვისისკენ იყო,ეს ერთ ერთიულამაზე სოფელია მთელს რაიონში. თანაც მანდ კეში მეგულებოდა :)

Image

მოკლედ ჩავედი ლარგვისში და იგივე სიტუაცია დამხვდა რაც მთელს რაიონშია,ძირითადად მოხუცები და ასაკოვანი ხალხი.. ელექტროენერგია ძირიტადად არაა ( ამას ისინი წესით თბილისიდან უდნა იღებდნენ)... ლარგვისშივე მდებარეობს წმინდა თევდორეს სახელობის ულამაზესი მონასტერი
bag,music and a long road...

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by burdula » 17 აგვ 2009, 12:39

ლარგვისის მონასტერი ახალგორის რაიონში, მდინარე ქსნის ზედა ნაწილში ქსნისა და ჭურთის წყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 1100 მ. მდებარეობს.

ლარგვისს პირველად XIV საუკუნის მატიანე „ძეგლი ერისთავთა“ იხსენიებს VI საუკუნის მოვლენების თხრობასთან დაკავშირებით, როცა აქ დაარსდა ქალაქი და აშენდა ეკლესია. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ლარგვისი ცხრაძმისხევის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ისტორიული ცნობებით დასტურდება, რომ ქსნის ხეობას შუა საუკუნეებში ერისთავები მართავდნენ. ისინი პირველად თავიანთ თავს „ქუენიფლეველებს“ უწოდებდნენ, რადგან რეზიდენცია ქუენიფლევში ჰქონდათ (ქვენიფლევის ნანგრევები ლარგვისის სამხრეთითაა, ორიოდე კილომეტრის დაცილებით მთის ფერდობზე). ერისთავების რეზიდენცია სხვადასხვა დროს ლარგვისშიც იყო. ამიტომ ისინი ხშირად „ლარგველებადაც“ იწოდებოდნენ. მას შემდეგ, რაც მათი ტერიტორია მეზობელ ფეოდალთა ხარჯზე გაფართოვდა სამხრეთითა და დასავლეთით, ისინი „ქსნის ერისთავებად“ იწოდებიან. საერისთავოს გაფართოებული ტერიტორიისათვის რეზიდენციად მდინარე ქსნის ქვედა ნაწილში, უფრო გაშლილ ადგილას მდებარე ახალგორი აირჩიეს.

ერისთავების სამარხი პირველ პერიოდში ლარგვისი იყო, ხოლო შემდგომ, როდესაც მათი რეზიდენცია ახალგორი გახდა, საგვარეულო სამარხად, 1172 წელს აგებული იკორთის ტაძარი არჩიეს. მიუხედავად ამისა, ერისთავებს მამა-პაპათა საძვალე უპატრონოდ არ დაუგდიათ და მისადმი მუდამ იჩენდნენ განსაკუთრებულ მზრუნველობას, რის გამოც ლარგვისი ყოველთვის წარმოადგენდა ქსნის ხეობის მთიანი ნაწილის ცენტრს. ამ მიდამოებში თავს იყრიდა ოთხი მხრიდან ჭურთის, ქარჩოხჟამურის, ცხრაძმის და ქსნის ხეობებიდან მომავალი გზები. ფეოდალურ საქართველოში ამ ადგილის დიდ მნიშვნელობას მისი ასეთი სტრატეგიული მდებარეობა განსაზღვრავდა. გარდა ამისა, ახალგორის, განსაკუთრებით კი წირქოლის ზემოთ, აღნიშნულ ხეობებში არსად საცხოვრებლად გამოსადეგი ასეთი დავაკებული ადგილი არ არის. ლარგვისში ადრიდანვე არამარტო მონასტერი და ციხესიმაგრე, არამედ დიდებულთა სასახლეც მდგარა, რაც დროთა განმავლობაში დანგრეულა და ამჟამად მხოლოდ საერისთაოს არსებობის უკანასკნელი პერიოდის ნაგებობებითღაა მოღწეული. ქსნის საერისთაო კი XVIII საუკუნის II ნახევარში გააუქმა მეფე ერეკლე II-მ. როგორც ცნობილია, ცენტრალური ხელისუფლების ურჩ ერისთავებს მეფე ერეკლე თანდათანობით იცილებდა თავიდან და მათ შორის აღმოჩნდა ქსნის საერისთავოც, რომელიც 1777 წელს დაამცრო.

ლარგვისის წმიდა თეოდორეს სახელობის ეკლესია ამ ტერიტორიაზე ადრიდანვე მდგარა, მაგრამ დროის მსვლელობისას იგი რამდენიმეჯერ გადაუკეთებიათ ან ხელახლა აუშენებიათ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით „საძეგურის ჩრდილოთ არს მონასტერი ლარგვისი წმიდის თევდორესი, უგუმბათო, შემკული ყოვლით, აწ ხუცის ამარ“. ამ ცნობაზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ XIV-XV საუკუნეებში აქ მდგარი გუმბათოვანი ეკლესია დანგრეულა და მის ადგილას აღნიშნული უგუმბათო ეკლესია აუგიათ. თანამედროვე დრომდე მოღწეული ლარგვისის მონასტრის ეკლესიის აგების შესახებ ცნობას გვაწვდის ღვთისმშობლის ხატის ასომთავრული წარწერა, სადაც გრძელი შესავლის შემდეგ იკითხებოდა: „ოდეს ეკლესია ესე ლარგვის მონასტრისა აღშენდა კეთილმსახური ერისთავის დავითის და კეთილ მორწმუნის დედისა მისისა ქეთევანის მიერ, ძისა მათის შალვას კეთილად აღსაზღდელად, მას ჟამსა მე უღირსმან არქიმანდრიტმან ამის მონასტრისმან დავახატვინე ხატი ესე ყოვლად წმიდისა მცველად და მფარველად ერისთავსა დავითის საოხად სულისა ჩემისა. ქვს. ჩღდ. მხატვარი იოანე“.

წარწერის თანახმად წმიდა თეოდორეს ეკლესია ერისთავ დავითსა და დედამისს - ქეთევანს აუგიათ. ხატის წარწერა 1762 წელსაა შესრულებული, მაგრამ ეკლესიის აგება უფრო ადრე მომხდარა. სხვა ცნობებზე დაყრდნობით 1750-იან წლებში დანგრეული ტაძარი 1759 წელს აუშენებიათ.

წმიდა თეოდორეს სახელობის ეკლესია ცენტრალურ გუმბათოვან ტიპს მიეკუთვნება. ტაძრის ძირითადი სივრცე შექმნილია ჯვრის მკლავებისა და მათ შუაზე აღმართული გუმბათით. ჯვრის მკლავებიდან გვერდის მკლავები მოკლე და ტოლია, ხოლო ორი დანარჩენი გრძელი და სხვადასხვა ზომისა. ამათგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავი მთავრდება აფსიდით, დანარჩენი კი სწორკუთხოვანია, დასავლეთის ყველაზე გრძელი მკლავი გვერდის ნავებს უერთდება ორ-ორი თაღით.

ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ეკლესიის შიდა სივრცე კარგადაა განათებული. სინათლის წყაროს წარმოადგენს გუმბათის მაღალ ყელში განლაგებული ათი სარკმელი, ჯვრის მკლავებში (გარდა ჩრდილოეთისა) მდებარე თითო სარკმელი და სამხრეთ ნავში მოთავსებული ორი სარკმელი. საკურთხეველი, ჩვეულებრივად აქაც ღრმაა, მაგრამ ბემა გამოყენებული არ არის და გვერდის სიბრტყეები აბსიდის მომრგვალებასთან ერთნაირია. საკურთხევლის გვერდებზე ორ-ორსართულიანი სადგომებია. ქვემოთ სადიაკვნე (სამხრეთით) და საკმვეთლო (ჩრდილოეთით), ზემოთ კი - ე.წ. სამალავები. ასეთი სადგომები ე.წ. „სამალავები“ ამ ტიპის ეკლესიებში თითქმის ყველგან გვხვდება და მათ ეკლესიის განძეულობის შესანახად, სამალავად იყენებდნენ. ლარგვისში ეს ოთახები მართლაც სამალავს წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ სხვა დანიშნულებაც ჰქონდათ. ეკლესიის ამგებთ ამ სადგომისათვის თავდაცვითი დანიშნულებაც მიუციათ, რადგან მისი აგებისას საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯურის დამპყრობი დათარეშობდა. განსაკუთრებით XVIII საუკუნის 50-იანი წლებისთვის „მთელი ქართლი ლეკთა ბრბოებით აივსო და მოსახლეობა ციხეებს იყო შეფარებული“. 1759 წ. აშენებულ ეკლესიას, რომელიც უზარმაზარი ციხის შიგნით მდებარეობდა განსაკუთრებულ შემთხვევებში თავდაცვითი ფუნქციაც უნდა ეტვირთა.

ეკლესიის კედლები შიგნიდან ნაგებია ყორექვითა და აგურით, ხოლო კამარები და თაღები მთლიანად აგურისაა. კედლები შელესილი ყოფილა და უკანასკნელ პერიოდში კირით შეუთეთრებიათ. საკურთხეველი დარბაზისგან ხის მოჩუქურთმებული კანკელით ყოფილა გამოყოფილი.

ლარგვისის ეკლესიისთვის ყველაზე ახლო ანალოგიას თბილისის სიონი (1710 წ. მოპირკეთებული) და ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის (1753 წ. აგებული) ეკლესიები წარმოადგენს. ეს მსგავსება გასაგებია, რადგან სამივე ტაძრის მორთულობის შესრულების საზღვრები 50 წლით შემოიფარგლება. აღნიშნულ ეკლესიათა შორის განსხვავებაც არსებობს, რაც, უპირველესად ჩუქურთმების სიუხვეში და შესრულების დონის სიმაღლეში გამოიხატება. სიონისა და ბარაკონის სარკმლების საპირეებზე მრავალფეროვანი ჩუქურთმაა ამოჭრილი, ლარგვისში კი ჩუქურთმა საერთოდ არ გვხვდება.

ლარგვისის მონასტერი ადრიდანვე ქართული მწიგნობრობის და კულტურის კერა იყო. აქ მრავალი გამოჩენილი ღვთისმსახური და მწიგნობარი მოღვაწეობდა. XIV ს-ში ლარგვისის მონასტრის ცნობილი მწიგნობარი აგვაროზ ბანდაის ძე იღვწოდა, რომელიც „ძეგლი ერისთავთას“ ავტორად არის მიჩნეული. ავგაროზის საქმიანობა ლარგვისის მონასტერში მისმა ვაჟმა გრიგოლმა გააგრძელა, რომელმაც აღწერა თემურ ლენგის ლაშქრობები საქართველოში. მონასტრის ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მოღწეულია ძვირფასი ხელნაწერები და საეკლესიო სიწმიდეები.
bag,music and a long road...

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by burdula » 17 აგვ 2009, 12:47

ომამდე ამ მონასტერში წირვა ლოცვა განახლებული იყო,მაგრამ ეხლა ჩასულს მამაოები აღარ დამხვდნენ... ძალიან მტკივა გული იმის შემხედვარე რაც იქ ხდება და უარესად "მიტყდება" ის ფაქტი, რომ არავინ არაფერს არ აკეთებს ეს მხარე რო მდაბრუნდეს,უფრო მეტიც ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა ჩენი "ბოსები" ყველანაირად ცდილოდებ ეს მხარე ხალხიგან დაცალონ,რაც ნაწილობრივ გამოსდით კიდეც...რაც შეეხება იქ მყოფ რუსებს და ოსებს...ლარგვისშიც იმყოფება რაღაც რუსული შენაერთი და სხვა სოფლებშიც მაგრამ მათი მხრიდან არც აგრესიას და არც მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს... კოველშემთხვევაში ჯერ ასეა... ჩვენი ყველას ვალია ასეთ ქართულ ტერიტორიებს უფრო მეტი დრო და ყურადღება დავუთმოთ.სურათების გადაღება მაინცდამაინც ვერ მოვახერხე,მაგრამ რაც ჩემმა მობილმა გადაიღო დავდებ

ეს ადრე რესტორანი ყოფილა,იიფ რა იქნებოდა აქ ქეიფი..

Image
bag,music and a long road...

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by burdula » 17 აგვ 2009, 12:49

Image

Image
bag,music and a long road...

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by burdula » 17 აგვ 2009, 12:52

მონასტრის შესასვლელი და ეზო

Image

Image

Image
bag,music and a long road...

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by burdula » 17 აგვ 2009, 12:55

Image

Image

Image

Image
bag,music and a long road...

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by burdula » 17 აგვ 2009, 12:58

Image

Image

Image
bag,music and a long road...

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by burdula » 17 აგვ 2009, 13:00

Image

Image

Image
bag,music and a long road...

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by burdula » 17 აგვ 2009, 13:02

Image

Image

Image
bag,music and a long road...

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by burdula » 17 აგვ 2009, 13:05

Image

ძველი საიდუმლო გვირაბი

Image
bag,music and a long road...

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by burdula » 17 აგვ 2009, 13:09

ამ ულამაზესი სოფლის გარდა უამრავი სხვა ლამაზი სოფლები და ისტორიული ძეგლებია ახალგორის რაიონში... მარტო ის რად ღირს რომ , ისტორიული წყაროების ცნობით, ახალგორი დაარსებულია ძვ.წ. II ს-ში, საურმაგის მეფობის პერიოდში და მუდამ ქსნის ერისთავთა რეზიდენცია იყო,რომელიც ყოველთვის საქართველოს სამსახურში იდგა...
bag,music and a long road...

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by QEBURIUS » 17 აგვ 2009, 13:10

burdula wrote:
Image
ამ წარწერერში განსახუთრებით ცინიკურია წარწერა "ძეგლს იცავს სახელმწიფო"

რომელი სახელმწიფო?


ისე ყმაწვილო მტერს მტრულად უნდა მოექცე. არ მესმის რა თანაგრძნობა გაგჩენია რუსების მიმართ? ჩვენ დავარღვიეთ მაგათი საზღვრები ჩვენ მიუვარდით, მოსკოვი დავბომბეთ თუ უფლებაც არ გვაქვს ჩვენივე ტერიტორიების კონტროლი გვინდოდეს და ამიტომ უფრო ძლიერმა მეზობელმა უნდა დაგვჩაგროს?


მიწებს და ძეგლებს რა ფასი აქვთ ადამიანების გარეშე? მთავარი ფასეულობა ჯერ ადამიანია და მერე სხვა ყველაფერი ერთად აღებული...

და ბოლოს, ყოჩაღ იქ რომ შეხვედი...
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by burdula » 17 აგვ 2009, 13:15

რუსების მიმართ თანაგრძნობა კი არ გამჩენია კურუშ, მე ის მიტყდება რომ ზუსტად აი მანდ რომ აწერია სახელმწიფო იცავსო მხოლოდ სიტყვები რომააა...
აი იმაშI კი დაგეთანხმები, რომ ადამიანებსი გარეშე არაფერი ფასი არ აქვს,მაგრამ ვაი რომ ადამიანებისგანაც ნელ ნელა იცლება ეგ მხარე და ეგ მკტივა მეც...
bag,music and a long road...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by Archil » 17 აგვ 2009, 21:08

burdula


2008-ში მაქეთ ორჯერ ვიყავით. მადლობა თამარიჩს, მაგან მოინდომა და..

ხალხთან ურთიერთობა მშვენიერი, არავითარი დაძაბულობა არ იგრძნობოდა, სიწყნარე იყო მაგ ხეობაში.

კიდევ წავალთ იმედია. მასე თუ ვიფიქრეთ, მთელი საქართველოა მიტოვებული. ჰა, თბილისი არ მიუტოეებიათ ჯერ კიდევ... ასე რომ ...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მოგზაურობა " მიტოვებულ " რაიონში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 აგვ 2009, 23:30

burdula
ყოჩაღ, რომ ახალგორის რაონი მოინახულე.
რითი წახვედი, სარეისო მინიბუსით?
ფოტოების გადაღებაში შეზღუდული რატომ იყავი, ვინმე
გიკრძალავდა თუ მობილურის გარდა, აპარატი არ გქონდა?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]