აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 17 ივნ 2009, 21:53

მოგეხსენებათ როგორი საინტერესო სამსახური მაქვს, ამის გამოისობით ძლიან ხშირად მიწევს მივლინებაში ყოფნა სადაც გარდა ჩემი პირადი სამსახურებრივი საქმისა სხვასაც ბევრ საინტერესოს ვნახულობ ხოლმე, რასაც დიდი სიამოვნებით ვასურათებ, ვიმახსოვრებ და სიამოვნებით ვთავაზობ მათ ვინც შეიძლება ამ მასალით დაინტერესდეს. და აი გასულ კვირას გურიაში გახლდით. ძირითადად ვიყავი ოზურგეთის რაიონში, მაგრამ მიზეზთა გამო ლანჩხუთშიც გადავედი. აკეთი და აცანა სწორედ ლანჩხუთის რაიონის სოფლებია სადაც გაგებული მქონდა, რომ ძველ დროში ძალიან ხარისხიანი ქვევრები უმზადებიათ, ამის შესახებ საპატრიარქოს ტელევიზიაშიც მქონდა საუბარი და ამავე ბმულს აქაც დავდებ
პირველი ნაწილი
http://www.youtube.com/watch?v=FA_G6pkEi-0
და ესეც მეორე ნაწილი
http://www.youtube.com/watch?v=e_N-dozoReM
მოკლედ გავწიე ამ სოფლებისაკენ და არც მინანია, მართლაც ძლიან განთქმული ყოფილა აქაურობა ჯერ კიდევ ახლო წარსულში მექვევრეობითა და ზოგადად მეთუნეობით. ამ ადგილებში მზადდებოდა მეთუნეობის ხუთივე პროდუქცია: აგური, კრამიტი, ქვევრი, თონე და ჭურჭელი. ამჟამად ამ ადგილებში მხოლოდ ორი მექვევრეღაა შემორჩენილები გვარად ჩხაიძეები, მაგრამ სანამ ამ მექვევრეებთან მივაღწევდი გზაში აი რა მოხდა:
გადავედით მდინარე ნატანებზე და წყალში მოჭყუმპალავე აი ეს ბიჭები დავინახე, რომლებიც ცხენებს აბანავებდნენ
Image
Image
Image
შემდეგ სოფელ აკეთში კარზე მივადექი ერთ კარგ მეფუტკრესა და კარგ კაცს თამაზ ღლონტს, საკმაოდ გამოცდილი მეფუტკრეა და კაი მოსწრებული ენაცა აქვს.
Image
სახლშიც შემიპატიჟა და სანამ მეგზურად გამომყვებოდა თავისი სახლეული დამათვალიერებინა და ბევრიც საინტერესო ნამახა.
Image
ეს კაძახი ბაბუამისია. ეს სურათი შარშან ტურიზმის გამოფენაზეც ქონიათ ჩამოტანილი. ისე როგორც შვილიშვილმა მითხრა ბაბუამისზე, იგი ძალიან კარგი კაცი ყოფილა.
Image
Last edited by qvevri on 27 ივნ 2009, 21:13, edited 9 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 17 ივნ 2009, 22:02

მანვე მანახა თავისსავე სახლში აკეთური კრამიტის მოსაჭრელი "თარგი". ეს სწორედ ეს თარგი გახლავთ. ხელითაა ნაჭედი რკინისაგან. ამიხსნა კიდეც თუ როგორ მზადდებოდა კრამიტი.
Image
ამის შემდეგ გამომყვა და ერთად გავემართეთ ადგილობრივი მეთუმეების სანახავად და ამ საქმის ძირეულად შესასწავლად. გზად სოფელ აკეთშივე ვნახეთ ეს საინტერესო ტაძარი, რომელზეც მითხრა, რომ ეს ტაძარი თავდაპირველად მდგარა აჭარაში და აღარ მახსოვს რის გამო, მაგრამ იქ დაუშლიათ და ათეულობით ურმებით გურიაში გადმოუტანიათ და აქ აუშენებიათ.
Image
შესასვლელ კარზე აი რა საინტერესო ჩუქურთმა აქვს. ჩუქურთმის ქვედა ნაწილში ორი გველეშაპია გამოსახული, რომელთა პირიდან ამოდის საინტერესო შინაარსის მქონე ორნამენტიანი ფრაგმენტები, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თავისი ახსნა ექნება, მაგრამ მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. ხოლო ზემოთ, ჯვრის აქეთ იქით თქვენ ხედავთ ან სერაფიმებს ან ქერუბიმებს...
Image
ასეთივე ხასიათის ჩუქურთმა, რომელიც გურიაშივე ვნახე ამავ გასვლის დროს. ისე თუ დააკვირდებით ფაქტიურად ერთი და იგივე ჩუქურთმებია...
Image
Image
ტაძარზევე დაშენებული სამრეკლო, რომელიც ჩამონგრეულია
Image
ამ სამრეკლოზე ტაძრის კედლებში შიდა კიბე ადიოდა
Image
დამეთანხმებით, რომ ძალზედ საინტერესო ტაძარია
Image
Image
საკურთხეველი შიგნიდან
Image
პილიასტრი
Image
Last edited by qvevri on 22 ივლ 2009, 11:56, edited 8 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 17 ივნ 2009, 22:11

ეს კი ახლად აშენებული ტაძარია სოფელ აცანაში, ამავე სოფელს გვერდზე ჩამოუდის მდინარე "აცაურა".
Image
სწორედ მის ეზოში შევნიშნე პირველად აცანაში დამზადებული ქვევრები, რამაც ცოტა არ იყოს გული ამიჩქროლა :D
Image
ტაძრის ეზოკარი ძალიან ლამაზადაა მოწყობილი.
Image
სოფელ აცანას ხედი.
Image
ეს კოპწია სახლიც ამავე სოფელში დგას. აი სწორედ აცანაში დამზადებული კრამიტითაა დახურული ეს სახლი
Image
მერე კი მივადექით სოფელ აცანაში ქვევრების ოსტატს, ამზადებს ასევე თონეებსა და ჭის გვიმებს. საკმაოდ ხნიერი კაცია. სამწუხაროდ მიმდევრები აღარა ყავს. მისსავე მეზობლად ცხოვრობს მისი ბიძაშვილი და ეს ორნიღა შემორჩნენ. სოფელ აცანაში არის ერთი ადგილი თუ უბანი, რომელსახ ქვია "ტელმანი" და ეს მექვევრეებიც სწორედ ამ ადგილას ცხოვრობენ.
Image

ეს მისი ნახელავი ქვევრებია
Image
დააკვირდით, როგორი განსხვავებული ფაქტუერბი აქვს ქვევრებს გარედან... ასეთ რამეს გარდა აცანა-აკეთის ქვევრებისა ვერსად ნახავთ.
Image
თავად მექვევრე ჩხაიძე მამული თავის ქურასთან.
Image
ჭურუკები
Image
მისი თქმით ეს არის ყველაზე დიდი ზომის ქვევრი, რაც კი მას დაუმზადებია. სავარაუდოდ იქნება 1500 ლიტრის ტევადობის.
Image
Last edited by qvevri on 18 ივნ 2009, 09:37, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 17 ივნ 2009, 22:14

აქვე გთავაზობთ ბმულს სადაც მექვევრე ჩხაიძე მამული თავად საუბრობს თავის საქმეზე.
http://www.youtube.com/watch?v=vaKrBNTXCOw
Last edited by qvevri on 18 ივნ 2009, 09:39, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 17 ივნ 2009, 22:20

ვინ იცის რამდენი ქვევრი დაუმზადებია ამ მადლიან კაცს....
Image
ეს კი თავისი დამზადებული დამღებია, რომლითაც იგი სხვადასხვა ჭურჭელს ამკობს
Image
თიხა, რომლითაც მზადდება სხვადასხვა ჭურჭელი
Image
გამოვემშვიდობეთ ჩვენს მასპინძელს, რომელმაც მართალია "თითო ოტკაზე შეგვიპაიჟა", მაგრამ დროის უქონლობის გამო წამოვედით
Image
წამოვედით და გამოვიარეთ სოფელი მამათი, ალბათ გახსოვს ეს ჩვენთვის ძალზედ ავბედითი და საბედისწერო სოფელი ხომკი :?:
ეს კლესია ამავე სოფელშI ვიღაც მადლიან აუშენებია, (ნეტა ეს ტაძარი იმ კაცს 50 წლის წინათ აეშენებინა იქნებდა...)
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 17 ივნ 2009, 22:29

დავბრუნდით სოფელ აკეთში სადაც გავესაუბრეთ ადგილობრივ მეთუნეებსაც
Image
Image
ეს კაცი იმ ადგილებისაკე გაგვიძღვა საიდანაც ამ ორ სოფელს თიხა მიქონდათ და მიაქვთ დღესაც. ეს უშუალოდ ის ადგილებია საიდანაც თიხას იღებენ. ამავე კაცის თქმით პირადად მას აქედან ექნება ასე 80--100 მანქანა მიწა ამოღებული....
Image
აკეთში უბრალო საქათმეც კი კრამიტით ყოფილა დახურული
Image
ესეც აკეთური კრამიტი
Image
რომელიც ამ კაცის ხელით ყოფილა დამზადებული. მისივე თქმით მას შეეძლო დღეში 200-250 კრამიტის დამზადება, რომლის ფასი დაახლოებით 30 კაპიკი ყოფილა
Image
ესეც თავად მეკრამიტე მისსავე დამზადებული კრამიტით ხელში. ამჟამად აკეთში აღარავინ ამზადებს კრამიტს და ეს საქმე მთლიანად ჩაკვდა. :(
Image
მერე სადღაცა წავიდა და მჭადი და ყველი და ადესა გამოიტანა და თითო დავილოცეთ
Image
მერე მარანშI ჩაგვიყვანა
Image
მჭადის მარაგები
Image
ეს კი ამავე სოეფლში დამზადებული აგურის ნატეხია, რომელზეც ჯვრის სახის დამღები ყოფილა დასმული
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 17 ივნ 2009, 22:44

ჩემი მუზეუმიასთვის ძლიან მინდოდა რაიმე აქაური ექსპონატის ნახვა და შოვნა და ყველას ვეკითხებოდი რაიმე ძველი ნაკეთობა ხომ არ მოგეძებნებათ-მეთქი... მერე ჩემმა გამყოლმა თვისი ჩაფები მანახა.
Image
ესენი ჩემი წინაპრების ნაქონიაო და ამას ვერა, მაგრამ აი ამას კი გაჩუქებო და ერთი აკეთური ჩაფი და ორი კრამიტი მაჩუქა, რამაც უსაზღვროდ გამაახრა, დავიიღლიავე და წამოვედი. ეხლა ეს ექსპონატები ჩემს მუზეუმს ამშვენებს.
Image
აი ეს არის ნამდვილი აკეთური ჩაფი, რომელსაც ადგილობრივები "ჭარიკას" უწოდებენ. ვვარაუდობ, რომ ეს სიტყვა მოდის სიტყვა "ჩარექიდან". ხოლო ქვემოთ ეს უხერხული გამონაზარდი "სხვა რამე" არ გეგონოთ :D ესაა ხელის მოსაკიდი. სავსე ჩაფი ძალიან მძიმეა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩაფიდან ღვინოს ან ყურძნის წვენს ქვევრში ასხავენ ეს გამონაზარდი ძალიან გეხმარება თუკი მას ხელს ამოსდებ. გამჭრიახმა გურულებმა ამას ძალიან მალევე მიხვდნენ და დაიწყეს კიდევაც ჩაფებზე ამგვარი "რამეების" გაკეთება
Image
ძალაიან სუფთა ნამუშევარია
Image
Image
ეს კი გიდელიცაა და "კუნჭულოც". გიდელი კი იცით რაც არის და "კუნჭულო" კი გამოიყენება ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად. მას ჭაჭაში ჩაარჭობენ ქვევრში და შემდეგ კუნჭულოში გვერდითი ღარებიდან ღვინო შიგნით შედის ,რომელსაც იქიდან იოლად იღებენ.
Last edited by qvevri on 18 ივნ 2009, 09:46, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 17 ივნ 2009, 22:51

ამის მერე ვიყავი ლიხაურში სადაც სოფლის სასაფლაოზე ვნახე ეს საინტერესო ტაძარი, რომელიც "გურული ტურის"
კარველებსაც უნახიათ თურმე.
Image
ამ სამრეკლოზე აი ასეთი საინტერესო წარწერა და ვერძის თავია
Image
Image
ტაძარს გააჩნია ულამაზესი ჩუქურთმები
Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 17 ივნ 2009, 23:07

უკანა გზაზე ლანჩხუთშიც გავჩერდი ცოტა ხანი. გაგებული მქონდა, რომ აქაც ამზადებდა ვიღაცა ქვევრებს. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ყოფილა აცანელი მექვევრის ძმა, რომელიც საცხოვრებლად ლანჩხუთში გადმოსულა. თავად სახლში არ დამიხვდა და მის ვაჟს გავესაუბრე. ამჟამად თურმე მეთუნე ჭის გვეიმებს ამზადებს მხოლოდ.
ეს დასალბობად წყალდასხმული თიხაა, რომელიც თურმე ასევე აკეთიდან მოაქვსთ. აქედან აკეთი იქნება ასე 10 კილომეტრში
Image
Image
მეთუმეს ბიჭი
Image
ახლად დამზადებული ჭის გვიმები, რომლების შრობის პროცესშია. ერთ თვეში გაშრება და მერე გამოწვავენ.
Image
ეს კი მისი ნაწარმი
Image
ეზოკარი ამასაც კოხტად ქონდა მოწყობილი, ფუტკარიცა ყოლია
Image
ის იყო წამოსვლას ვაპირებდი, რომ ერთმა მითხრა აქაურს ძველი თოფი აქვს გასაყიდიო და ხომ არ დაინტერესდებიო... რომ ვნახე მართლაც ძველი აღმოჩნდა. მე მეგონა საქმე მაჭახელასთან მქომდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა თუმცა ეს თოფი დამზადებული ყოფილა 1850-იან წლებში. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ეს თოფი, რომელიც საკმაოდ დაზიამებულია და აღდგენა უნდა ეხლა ჩემი საკუთერბაა. აი ამ კაცისაგან წამოვიღე, როგორც ჩანს ძველი ფირალის კუთვნილება უნდა იყოს...
Image
Image
Image
გამოუდექი გზას და წამოვედი სახლში ფრიად კმაყოფილი. დზად მაქათუბანში გავჩერდი წამით, ნახეთ რა აუხვავებიათ :D
Image
და ბოლოს ტოროლა, რომელიც მცხეთასთან მოახლოვებულს შემომხვდა.
Image
ასე დასრულდა ჩემი მოგზაურობა გურიაში, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სხვა გასვლებისა არ იყოს. ჭირი იქა ლხინი აქა.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 ივნ 2009, 23:43

qvevri
ვაჰ შენ გენაცვალე.
ოქროს კაცი ხარ.
იმედია, გურიაში ისევ იმოგზაურებ.
სანახავი ძნ ბევრია.
მომავლ აღდგომას ველი, რომ შუხუთში ჩავიდე და ლელობურთს ვუყურო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by Monadire » 18 ივნ 2009, 23:59

მომილოცავს შენაძენი!
ამჟამად თურმე მეთუნე ჭის გვეიმებს ამზადებს მხოლოდ
და ეს რა არის?
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by anano » 19 ივნ 2009, 00:41

დავტკბი მონათხრობით.....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by guruli » 19 ივნ 2009, 00:50

ქვევრი, შენ გაიხარე, ჩემს კუთხეში ყოფილხარ! :D აკეთი და აცანა დაბლაა, ჩემი სოფელი კი ზევითაა - აღმოსავლეთით, ხევისწყალას ხეობაში, შენი ვანისკენ, მაგრამ გურია გურიაა. :)
გადავედით მდინარე სუფსაზე და წყალში მოჭყუმპალავე აი ეს ბიჭები ადვინახე, რომლებიც ცხენებს აბანავებდნენ
დავბერდი ამ ხნის კაცი და მამფერი არ გამიგონია აფერი! :D რას არ მეიგონებენ აი გურულები! :D ეტრყობა, წყალში გატოპვა დეეზარენ და მაი ამბავი მეიფიქრენ. :wink:
შესასვლელ კარზე აი რა საინტერესო ჩუქურთმა აქვს
მართლა რა საინტერესო ჩუქურთმაა!
დააკვირდით, როგორი განსხვავებული ფაქტუერბი აქვს ქვევრებს გარედან...
მართლაც რა უცნაური და ორიგინალურია! თუმცა არა მარტო ეგენი - ის დოქები, ჭის გვიმებიც ფრიად ორიგინალურებია! :roll: :roll: მასეთები არ მინახავს.
მოკლედ, უვარგათ გურულ მეთუნეებს გემოვნება. დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი მასეთ ნივთებს სახლში.
აი ეს არის ნამდვილი აკეთური ჩაფი, რომელსაც ადგილობრივები "ჭარიკას" უწოდებენ.
ჩვენსკენ მაგას ჩაფს ვეძახით. ჩარექას - ნაკლებად, აი, ჭარიკა კი ლანჩხუთური დიალექტია. მაგათი მეტყველება მნიშვნელოვნად განხსხვავდება ჩვენებურისგან - სიტყვებიც და დიქციაც.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ეს თოფი, რომელიც საკმაოდ დაზიამებულია და აღდგენა უნდა ეხლა ჩემი საკუთერბაა.
ლა თოფია, ლა თოფი!!! :D :D
მშვიდობაში!
Monadire
და ეს რა არის?
ჭის მიწის ზედა ნაწილი. ჭის ყელი რაა - მრგვალი რაღაც რომ ადგას ჭას თავზე.

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by Monadire » 19 ივნ 2009, 01:06

ეგრე თუ ერქვა არ ვიცოდი.
გაიხარე გურულო
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 19 ივნ 2009, 22:05

Monadire wrote:მომილოცავს შენაძენი!
ამჟამად თურმე მეთუნე ჭის გვეიმებს ამზადებს მხოლოდ
და ეს რა არის?
აი ეს არის ჭის გვიმი უკვე მუშა მდგომარეობაში.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]