უწლევი 12.05.09
Posted: 16 მაი 2009, 16:42
"ალს ზეით არს, ლიხის მთის კალთას, ციხე ალისა. ციხეს უკან არს სოფელი უწლევი, მთაში. აქ აკეთებენ ჭურსა ღვინისასა კეთილსა, ყოველთა უმჯობესსა”...
ასე მოიხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი(ბაგრატიონი) სოფელ უწლევს. მე ეს ინფორმაცია ქართლის ცხოვრებაში ამოვიკითხე და ამის მერე ავწრიალდი და შევწუხდი, ჩემი დამემართა სანამ უწლევი არ ვნახე და თავად არ დავრწმუნდი ამ ადგილის არსებობაში. გავიხსენე ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობარი, რომელიც ამ მხარეში ცხოვრობს და ერთ წვიმიან დილას დავადექი გზას. ძალიან მინდოდა ამ მხარის(ხაშურის რაიონის სოფლები) დათვალიერება. კარველები ბატეთში იყვნენ წასულები და მარტო წავედი. გომის გადასახვევთან გადავუხვიე და ზემო იმერეთისკენ(საჩხერე-ჭიათურა) მიმავალ გზაზე დავდექი. დავათვალიერე რამოდენიმე ძალზედ საინტერესო ეკლესია-მონასტერი, ვნახე სოფელი უწლევი, რომელზეც საუბრობს ვახუშტი ბატონიშვილი ქართლის ცხოვრებაში, ვნახე ასევე ალის ციხე, რომელიც ძლიერ დაზიანებულია, ასევე ვნახე სოფელი ცხეთისჯვარი, რომლის სახელიც ჩემი ქალაქის სახელს უკავშირდება, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე სამწუხაროდ თუ რატომ დაერქვა ამ სოფელს მცხეთის სახელი.... ამ სოფლის შუაგულში არის სასაფლაო, რომელზეც ძველად მდგარა პატარა ბაზილიკა, რომელიც დღეს-დღეობით მთლიანად დანგრეულია და შემორჩენილია ჩრდილოეთის კედლის ფრაგმენტი, რომელიც კონსერვირებულია ახალი ტაძრის კედლებში. ახალი ტაძარი დაუწყიატ რამოდენიმე წლის წინ და დაუსრულებელია, კედლები სანახევროდაა ამოყვანილი.
რადგან ამ მხარეში(უწლევი) მექვევრეობით იყვნენ დაკავებულნი(ამაზე საპატრიარქოს ტელევიზიით რომ მქონდა გამოსვლა იქაც ვსაუბრობ) მოვინდომე ჩემი მუზეუმისათვის რამოდენიმე ექსპონატის შოვნა ამ ამბავში გამიმართლა კიდეც. მოკლედ ფრიადი გასვლა მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვიყავი და წინა და უკანა გზაზე ხმის გამცემი არა მყავდა ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი.

სოფელ ალის გადასახვევს გავცდებით თუ არა შევალთ სოფელ ცხეთიჯვარში ხოლო ამ სოფლის შემდეგ უკვე მალევე(2-3 კმ. ში) გვხვდება სოფელი უწლევის გადასახვევი გზიდან მარცხნივ. უწლევი, გადასახვევიდან იქნება ასე 2-3 კილომეტრში.
მთის წვერზე მოსჩანს ალის ციხე, რომელშიც თავის დროზე აკადემიკოსი ივანე კავახიშვილი იყო ასული და თქვა, რომ ამ ციხეში ქვევრებია შემორჩენილიო...
როგორც ხედავთ ციხე, რომელსაც ერთგვარი საბაჟოს დატვირთვაც ჰქონია საკმაოდ დაზიანებულია

ეს კი სოფელში შესასვლელი. ამ ადგილას ხიდია და სოფელში ხიდით უნდა შევუხვიოთ.

სოფელში არის ერთი საინტერესო ადგილი, რომელსაც დევის ნაკვალევს უწოდებენ. ამ ადგილას ძველად (კომუნისტების დროს) ბევრი მნახველები მოჰყავდათ თურმე. როგორც თავად ადგილობრივებმა მითხრეს ამ ნაკვალევს ადრე ფეხის თითებიც კი ეტყობოდა, ხოლო მეორე მხარეს(მდინარე ფურნეულას გაღმა) არის ასევე კლდე, რომელზეც დამხტარა ამ კლდიდან გადამხტარი "დევი", იმ ადგილას ნაფეხური არ არის, მაგრამ არის ნამუხლარი...
აი ეს არის დევის ნაკვალევი... იქნება ასე 55 რაზმერი

დევის ნაკვალევი, წინ რომ უზარმაზარი ლოდი მოსჩანს აი იმ ლოდზეა.

ლოდს ჩამოუდის პატარა მდინარე სახელად ფურნეულა. ამ მდინარის სათავეებთან ძველად ფურნეები ყოფილა და მისი სახელიც აქედან მოდის.

სოფელში ერთი ტაძარია, რომელიც მეცხრამეტეს ბოლოს აუშენებიათ. ტაძრის მშენებლობის ისტორია უკავშირდება უწლევში აღდგომის დღეს მომხდარ მეწყერს, რომელმაც ორი მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ კაცების ბიძამ ააშენა ეს ტაძარი 1896 წელს.

ეს საფლავის ქვა კი ეკუთვნის ერთ-ერთ გარდაცვლილს იმ ორთაგან, რომელიც მათსავე ბიძას გამოუქანდაკებია.

ტაძარი უმოქმედოა.

ეს კი კვლავ სოფლის მდინარე ფურნეულაა.