Page 1 of 2
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 01 აპრ 2009, 09:10
by Gamge
დღეს მიდის ვინმე ფეხბურთზე? ხომ არ წავსულიყავით?
21:00 იწყება../
1 აპრილს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მორიგ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს: ჩვენი გუნდი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლებს.
ამ თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს მთავარმა მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა ახალგაზრდული გუნდიდან 4 მოთამაშეს უხმო: მცველებს დავით გიგაურს ("გაგრა"), ამირან სანაიას ("ლე მანი", საფრანგეთი) და ნახევარმცველებს მურთაზ დაუშვილს ("ზესტაფონი") და ირაკლი კლიმიაშვილს ("ვიტ ჯორჯია").
შეგახსნებეთ, რომ კვიპროსთან გამართულ მატჩში მიღებული ყვითელი ბარათების გამო მონტენეგროსთან თამაშის გამოტოვება მოუწევთ მცველებს ზურაბ ხიზანიშვილს, უჩა ლობჟანიძესა და გიორგი შაშიაშვილს.
მონტერენგროს ნაკრებთან მატჩი 21 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები ეროვნული სტადიონის სალაროებში უკვე იყიდება.
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 01 აპრ 2009, 10:40
by ZVIOSULI
"1 აპრილს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ"
გამეცინა
მე ლიჩნად მიტყდება ამათი ყურება
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 01 აპრ 2009, 12:11
by VANO
ZVIOSULI wrote:"1 აპრილს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ"
გამეცინა
მე ლიჩნად მიტყდება ამათი ყურება
მეც მასე ვფიქრობ რატომღაც

აი რაგბი რო იყოოოოოს ეს სულ სხვა საკითხიააა
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 01 აპრ 2009, 12:15
by GAMARJOBA SAKARTVELO
მე ვიქნები დღეს თამაშზე.
იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვიგებთ და კვიპროსში წაგებით
მდგომარეობას მცირეოდენით გამოვასწორებთ
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 01 აპრ 2009, 12:55
by Monadire
ბილეთის ფასი 1 ლარი .
მოდი და ნუ გაგეცინება

ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 01 აპრ 2009, 14:19
by VANO
Monadire wrote:ბილეთის ფასი 1 ლარი .
მოდი და ნუ გაგეცინება

ჯერ ბილეთს 1 ლარი რა სირცხვილით დაადეს ჰაა?
სასაცილოა სატირალი რო არ იყო

ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 01 აპრ 2009, 15:22
by QEBURIUS
ბრიგადირი თუ მართლა მიდის ან კამიკაძეა ან მაზოხისტი

თუმცა დღეს ხომ 1 აპრილიააა
მე ლიჩნად, ვერანაირი ბუნებრივი და ზებუნებრივი ძალები ვერ მაიძულებენ ვუყურო ამ სამარცხვინო სისაძაგლეს
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 01 აპრ 2009, 16:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
არ ეგების ყურების ჩამოყრა.
ყველანი სტადიონზე
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 01 აპრ 2009, 16:24
by Wanderer
kurush
ბრიგადირი თუ მართლა მიდის ან კამიკაძეა ან მაზოხისტი
ან ფოტოგრაფი.
ეხ, ფეხბურთი ბავშვობის მერე აღარ მაინტერესებს...
.
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 02 აპრ 2009, 01:15
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვიყავი თამაშზე.
მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგროსთან ფრედ ვითამაშეთ, თამაშით მაინც ნასიამოვნები
დავრჩი და კუპესაც იმედიანად ვუყურებ.
ვფიქრობ, რომ მას კგ გუნდის აშენება-შექმნა შეუძლია
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 02 აპრ 2009, 01:28
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO
მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგროსთან ფრედ ვითამაშეთ,
მიუხედავად კი არა, მადლობა ვთქვათ, რომ ვუჩინიჩი არ ჰყავდათ და ფრე ვითამაშეთ.
კუპესაც იმედიანად ვუყურებ.
ვფიქრობ, რომ მას კგ გუნდის აშენება-შექმნა შეუძლია
მე უკვე მეცოდება ეგ კაცი. გუნდის შექმნა რომ შეუძლია, ინტერში და უფრო -ვალენსიაში დაამტკიცა, მაგრამ აქ, ამათ ხელში, ამ ხალხში გუნდის აშენება უკვე ძაან მეეჭვება. ერთი მეგობარი მყავს, ძალიან მაგარი ჟურნალისტი - კოტე გოგიშვილი, რომელიც ახლა ამერიკაშია წასული და რომელიც ტოპმიოლერზე წერდა, ეს თაობა და ეს ფორმაციის ნაკრები მაგის ავტორიტეტსაც უსახელოდ მოინელებს და კიდევ ბევრისასაცო... მაშინ მის პოზიციას ეჭვით ვუყურებდი, მაგრამ უკვე თანდათან ვრწმუნდები, რომ მართალი ყოფილა.

ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 02 აპრ 2009, 01:42
by VANO
მარტო კუპერი რას იზამს თუ თითონ ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაცია არ მოინდომებს? თითონ ფეხბურთელებიც არ თამაშობენ, ზრდილობის გულისთვის გამოდიან და აგორებენ ბურთს.
ფეხბურთი უკვე ბიზნესია და ამ ბიზნესით მდიდრდებიან და გულაობენ კიდეც.
შორს რომ არ წავიდეთ გაიხსენეთ მერაბ ჟორდანია...
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 02 აპრ 2009, 08:53
by Gamge
თითონ ფეხბურთელებიც არ თამაშობენ
"არ" არა, უფრო
"ვერ"
არ იციან თამაში და რა ქნან? მე პირადად არც ვითხოვ უკვე მაგათგან არაფერს, ბექა გოცირიძე და მერებაშვილი რო ნაკრების ლიდერები იქნებიან რა უნდა მოსთხოვო, რაც შეუძლიათ ფორთხიალობენ, მიღება მაგათ არ იციან, პასის მიცემა, დრიბლინგზე და კარში დარტყმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. იციან კიდეც რომ ძალიან დაბალი დონის არიან და დაკომპლექსებულებიც არიან ამის გამო, რაც ყველაზე უარესია ფეხბურთში. ყველა ბრთის მოშორებაზე თამაშობს რომ მას არ დაბრალდეს რამე... მასე სკოლის ეზოშიც არ უნდა თამაშობდეს კაცი...
თუმცა რას იზამ უკეთესი აღარ გვყავს და რაც გვყავს იმით უნდა დავკმაყოფილდეთ.
კუპერი კი მართლა მაგრად მეცოდება, რა იცოდა სად მიდიოდა...
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 02 აპრ 2009, 10:21
by pataputina
არადა კვახაძემ მშუუენივრად ითამაშა!
მართალია
არ მიყურებია თამაშისთვის
მაგრამ
მაინც

ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00
Posted: 02 აპრ 2009, 10:29
by paata_
ყოჩაღ!!!
ძლივს ფრე ვითამაშეთ
არადა კარავის ნაკრებიც კი ითამაშებდა ფრეს
