ჩემი სოფელი

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჩემი სოფელი

Post by guruli » 21 აპრ 2009, 18:07

Makena
თუმცა ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს ასერომ ზემოხეთის სილამაზით დატკბობა მომავლის საქმეა.
ათაბაგ, რაკიღა შენ ამ თემაში შემოგიტყუე, იმედია, ზემოხეთშიც გაგიტყუებ. :D :D
რამდენიმე დღეში კიდევ დავდებ რამდენიმე ფოტოს.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჩემი სოფელი

Post by guruli » 03 ივნ 2009, 16:08

ჩემი სოფლის კიდევ რამდენიმე ფოტო, ოღონდ ბევრი ჩემი არაა და თან - უბრალო მობილითაა გადაღებული. ამიტომ ხარისხზე - ბოდიში.
სადათვიის ჩანჩქერი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი და ყველაზე ლამაზი ჩანჩქერი. მანდ საბანაოცაა, თუმცა ერთი პატარა გუბეა. იმდენად დაბურული ხეობააა, ზაფხულში მზის სხივიც ვერ ატანს და რაც უნდა სიცხე იყოს, მანდ სულ გრილა.
Imageესეც იგივე ჩანჩქერი. მაგის თავზე კიდევ ორი ჩანჩქერია - შედარებით პატარები, რომლებიც სამკუთხედს ქმნიან. ეს სამკუთხედი პატარა ტაფობია, ასევე ხეებით დაფარული და გრილი, თითქოს ბუნებას საგანგებოდ მოუწყვია საქეიფოდ. მანდ ახლოს, დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში 5-6 ჩანჩქერი კიდევაა - იმათგან ზოგის ფოტო უკვე დავდე.
Image

Image
ეს სხვა ჩანჩქერია
Imageიდეაში, ეს სურათი - ზამთრის პეიზაჟი, კარგ რამედაა ჩაფიქრებული - სუროიანი კაკლის ხე, მაგრამ ხარისხი ვერაა კარგი.
Image
ფოტოზე ამ ადგილის სილამაზე კარგად არ ჩანს. მაგას ეძახიან ქვაბას და მართლაც ქვაბივით ჩაღრმავებულია - ორივე მხარეს მაღალი კლდეების გალავანი მიუყვება და ესეც იმდენად დაჩრდილული და გრილი ადგილია, რაც უნდა გვალვები იყოს, ნესტი არასოდეს შრება და მუდამ საკაიფო სიგრილეა.
Image
ესაა სოფლის სამხრეთი საზღვარი. მაგ მთების გადაღმაა სუფსის ხეობა და გიო-ჰორუსის მშობლიური სოფელი - შუასურები. სურათის მარცხენა კიდეში, სულ ბოლოს, შორს რომ მომრგვალებული მთა ჩანს, მაგის დაბლაა. მაგ მთას საყინულეს ვეძახით, რადგან ყველაზე პირველად მანდ გადმოთოვს-ხოლმე, თუმცა გეოგრაფიულად ყვითელოური ჰქვია და სურებლებიც მასე ეძახიან, მაგრამ მესამე სახელიც აქვს - კოკოცა. :? მე მხოლოდ ერთხელ ვარ მანდ ნამყოფი და ულამაზესი ტყეებია.
მაგავე სურათზე მარჯვნიდან მეორე მთას კინჩხას ვეძახით და მაგის გადაღმა ნოე რამიშვილის სოფელია - დიდვანი, რომელსაც ადრე ქვემო სურები ერქვა. მაგ მთაზეა ცივზე ცივი დადიანის წყარო, ისიც ცნობილი და ძაან ლამაზი ადგილია. სამწუხაროდ, ჩემი სოფლის ტოპონიმიკაზე ბევრი არაფერი ვიცი და ვერც ის დავადგინე, რატომ ეძახიან დადიანის წყაროს.
Image
ესეც თითქმის იგივე მთებია, მაგრამ უფრო აღმოსავლეთით გადანაცვლებული, ორკეს მთისკენ.
Image
ესეც თვით ორკეს მთა და დღეს ამით დავამთავრე.
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ჩემი სოფელი

Post by Kakha » 03 ივნ 2009, 16:51

guruli
ვაჰ, რა ჩანჩქერებია, რა სიგრილე მოდის ფოტებიდან....

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჩემი სოფელი

Post by guruli » 03 ივნ 2009, 17:02

Kakha
guruli
ვაჰ, რა ჩანჩქერებია, რა სიგრილე მოდის ფოტებიდან....
ჩანჩქერები ერთია და ტყეები - მეორე. :D თუმცა ზაფხულში ტყეებში მაინც ცხელა, მანდ კი სულ სიგრილეა.
ამ ზაფხულს წაგიყვანთ მანდ კარაველებს - თქვენი ფოტოები ბევრად უკეთ აღნუსხავს იმ სილამაზეს. :wink:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩემი სოფელი

Post by qvevri » 16 ივნ 2009, 21:07

ჩემი სახლი ჩემს სოფელში
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჩემი სოფელი

Post by guruli » 17 ივნ 2009, 00:36

qvevri
ჩემი სახლი ჩემს სოფელში
მიგვიწერე, რომელი სოფელია და გპირდებით, არ წაგართმევთ. :wink: :wink:
ისე, დასავლეთს ჰგავს. რა მშვენიერი მდელოა წინ! :P ფეხბურთის სათამაშო მოედანია. :oops: :oops: :? :?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩემი სოფელი

Post by qvevri » 17 ივნ 2009, 09:31

guruli wrote:qvevri
ჩემი სახლი ჩემს სოფელში
მიგვიწერე, რომელი სოფელია და გპირდებით, არ წაგართმევთ. :wink: :wink:
ისე, დასავლეთს ჰგავს. რა მშვენიერი მდელოა წინ! :P ფეხბურთის სათამაშო მოედანია. :oops: :oops: :? :?
იმერეთი, ვანის რაიონი სოფელი ფერეთა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]