ფრანების პირველი გაფრენა კარავზე
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
ფრანების პირველი გაფრენა კარავზე
დღეს კარვის ისტორიაში პირველად გავაფრინეთ ფრანები. კარავული ტრადიციისამებრ დილით შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან და რამდენიმე მანქანით და მ/ბუსით გავემართეთ სხალტბის მინდორზე. ფრანების გასაფრენად იდეალური ამინდი დაემთხვა: ქარი და მზე.
ასაფრენად გავამზადეთ 6 ფრანი: 4 ქარხნული, 2 ხელნაკეთი. სამწუხაროდ მხოლოდ ორმა მოახერხა ღრუბლებში ნავარდი, დანარჩენები მიწას ვერ გავაცდინეთ მაკენას მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის გერმანიაში შეძენილი დიიიიდი ფრანი ვერ დავძარით ადგილიდან (ინსტრუქცია სახლში დარჩა, რის გამოც თავი და ბოლო ვერ გაუგო ) სამაგიეროდ ჩემი Pegasusi ვერ ჩამოვხსენით ციდან, ისე შხუილით დაფრინავდა
თავიდან იმასაც გაუჭირდა და სულ ცხვირით ერჭობოდა მიწაში, მაგრამ მერე ალღო ავუღეთ და დიიიიდხანს და წარმატებით ვაფრინეთ...
ილიას ფრანიც კარგად გაფრინდა და ძალიან ლამაზად აქიცინებდა წითელ-ყვითელ კუდს
ბევრი ვაფრინეთ თუ ცოტა, ბოლოს მცხეთის სალობიეში ამოვყავით თავი ( ჭამის გარეშე რაა მამული?!)
ვიხინკლავეთ, ვიმწვადავეთ და ფრიად ნასიამოვნები გამოვეშურეთ სახლებისკენ
ფოტოებს ქვემოთ დავდებ..

Fiona
გაიხარეთ ზალიან კარგი დღე იქნებოდა...
მე ვარ შევძელი წამოსვლა
მაგრამ 4 ფრანიდან 2 თუ აფრინდა მხოლოდ
ეს უკვე იმისი დასტურია, რომ მომავალი "გაფრენაც" მოეწყობა სადაც ყველა ფრანი გაფრინდება
აი მაშინ კი იმედი მაქვს, მოვახერხებ წამოსვლას

lama
შემდეგი გაფრენისთვის უფრო მომზადებულები წავიდეთ და იმედია ყველა ფრანს გავაფრენთ, კიდევ 2 ცალი გვაქვს და იმ დროისთვის მოვაწესრიგებთ.. იმედია მაკენა ინსტრუქციას თან გამოაყოლებს ყოველი შემთხვევისთვის
შემდეგზე აუცილებლად წამოდი

არა მიუხედავად ყველაფრისა იმ ერთმა ფრანმა ისე იფრინა მოლოდინი მართლაც გაამართლა
bag,music and a long road...