Page 1 of 2

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 21 მარ 2009, 10:32
by Nika
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ა.წ. 22 მარტს, ჩვენი კლუბის მიერ, მოეწყობა ოფროუდ შეჯიბრი GPS ორიენტირებაში -
"ორბეთი-2009".
შეჯიბრის რეგლამენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ -> რეგლამენტი

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვინც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს
1) უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა
2) უნდა ყავდეს 4X4 ტიპის ავტომობილი
3) უნდა ჰქონდეს GPS ნავიგატორი და ციფრული ფოტოაპარატი.
4) უნდა ჰყავდეს შტურმანი.
5) გადაიხადოს შენატანი 30 ლარი.

სხვა დამატებითი მოთხოვნები და შეზღუდვები მოცემულია რეგლამენტში

GPS ორიენტირების არსი. მონაწილეს მიეცემათ 50-მდე წერტილის კოორდინატები. წერტილები გაფანტულია სოფელ ორბეთის მიმდებარე ტყეებში. ყოველი წერტილის დალაშქვრისათვის მონაწილეს მიეცემა საპრიზო ქულები. წერტილებს სირთულის მიხედვით ექნებათ სხვა და სხვა წონა. ამავე დროს წეტილების დალაშქვრის თანმიმდევრობა არაა რეგლამენტირებული. წერტილების დასალაშქრი ჯამური დრო არის შეზღუდული. ამ დროის გასვლის შემდეგ იწყება საჯარიმო დროის ათვლა. ხოლო საჯარიმო დროის დასრულების შემდეგ მონაწილეს არჩათვლა ეწერება. ფინიშზე უფრო ადრე მისვლა უპირატესობაა მხლოდ თანაბარი ქულების შემთხვევაში
შეჯიბრი იწარმოებს სამ ჩათვლით ჯგუფში.
1) სტანდარტი - ჩვეულებრივი დაულიფტავი ავტომობილები სტანდარტული ზომის საბურავებზე.
2) მომზადებული - მომზადებული ავტომობილები ელექტრო ჯალამბარების გარეშე
3) ექსტრიმი - ელექტრო ჯალამბარიანი მანქანები.
დანარჩენი ნიუანსები რეგლამენტშია მოცემული.

"ოფროუდერს კლუბის" წევრებისთვის შეჯიბრებაში მონაწილეობა უფასოა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შეჯიბრის საიტზე http://orbeti.offroad.ge
აქვე შეგიძლიათ ნახოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა, შეაქვსოთ ის და გამოაგზავნოთ ელ. ფოსთით მისამართზე orbeti@offroad.ge

ან დაგვიკავშირდეთ
"ოფროუდერს კლუბი" 519732, 423571

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 21 მარ 2009, 10:52
by GIRA
უგულშემატკივრეთ მხოლოდ ეკიპაჟს ნომრით: 201 :lol: :lol: :lol:


ხვალ დიდი დღეა, თან რაგბი თან ოფროუდი 8)

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 21 მარ 2009, 17:49
by teo-
:roll: მინდა

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 21 მარ 2009, 23:18
by VooDoo
WOW!!!რა მაგარიაა!:)
როგორ მაინტერესებს...მაგრამ უბრალოდ წამოსვლას, თუ ვინმეს არ შევეკედლე ალბათ აზრი არა აქვს,არა?სტარტზე რომ დაიძვრებიან მანქანები,უკან ხომ ვერ გავეკიდები.. :cry:

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 21 მარ 2009, 23:23
by teo-
VooDoo
ვააა ცოცხალი ხარ?:)
მეც მაინტერეებს არ ვარ ნამყოფი

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 21 მარ 2009, 23:37
by VooDoo
უი,გავიგე რომ ცოტას გავივლი სტარტის ადგილიდან და ვუყურებ, რთულ ადგილებს როგორ გადიან მანქანები!:) რა სანახაობა იქნება! რა მაგარია, პირშიჩალაგამოვლებული რომ არ დავრჩები და შოუს ვიხილავ :wink: :)

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 21 მარ 2009, 23:39
by VooDoo
teo-
:D
ცოცხალი ვარ,კეე!
წამოდი მერე,წავიდეთ!რას უდგეხარ?:)

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 23 მარ 2009, 18:55
by ნიმფა
გირას ვულოცავ მე-2 ადგილს, შემდეგ შეჯიბრზე პირველი ადგილი მომელოცოს!:)

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 23 მარ 2009, 20:41
by TIKHIRO
VULOCAV YOCHAGEBS DA GAMARJVEBULEBS! :D :D :D

CHEMI LAMAZI DA TKBILI XOZEC IYO DA MOVIDA SUL SVELI DA TALAXIANI.CHEMO MZEO-SHEN CHEMI NOMERI ERTI MEDALOSAN-PRIZIORI XAR! :wink: :wink: :D :D :D

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 24 მარ 2009, 15:48
by Mta Mkvarebia
ნიმფა
ვაა, გირა მეორე ადგილზე გავიდა? ვულოცავ! :D

TIKHIRO
აი, ნამდვილი ქომაგობა! :D .
დარწმუნებული ვარ, მაგ მედალი ხოზესთვის მთავარ პრიზზე ღირებული იქნება :wink:

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 24 მარ 2009, 18:03
by ნიმფა
მეგობრებო, კარავი არა მარტო მეორე ადგილოსანს იცნობს, 1ადგილოსანიც ჩვენი მეგობარია, ნეოზ :)


მივულოცოთ გამარჯვება!!! :)




Image

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 24 მარ 2009, 18:11
by VANO
ვუერთდები მილოცვებს.

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 24 მარ 2009, 23:09
by guruli
ორივეს ვულოცავ. მომავალშიც წარმატებები.

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 25 მარ 2009, 00:02
by Naia
ვაა, გირა, ნეოზ, გილოცავთ!!!

დღეს რადიოში ნიკას ინტერვიუს ვუსმინე. ვიღაცას პაჯერო ჯუნიორით მე-2 თუ მე-3 ადგილი აუღია :)

ოფროუდ შეჯიბრი "ორბეთი-2009" GPS ორიენტირება

Posted: 25 მარ 2009, 00:07
by lama
მომილოცავს

მომილოცავს :)

ეს ერთი და სხვა მრავალი :)