Page 1 of 13

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 12:22
by Naia
გუშინ, 15 თებერვალს კარაველებმა და კარვის მეგობრებმა კიდევ ერთი კარგი საქმე გავაკეთეთ. დასუფთავების აქცია წარმატებით შედგა. ეს დღე შარშანდელი აქციის აქტიურ მონაწილეს შატილიონკას მიეძღვნა. დასუფთავების აქციის მოსამზადებელი თემა იხ. აქ: http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

დილის 10 სთ-ზე სამთო ქიმიასთან შევიკრიბეთ 30-მდე მოხალისე. გადავნაწილდით ჭუნას, თიკო-ერის, გიო-ჰორუსის, გოგას + (და ჩემი მეგობრის) თეას და ბევრი კარველის მეგობარ გია ჯავახიშვილის და ჩემს მანქანებში და დავიძარით მცხეთისკენ. გზაში წამოგვეწია ლამაზად მოხატულ-გაფორმებული მიკროავტობუსი, რომელსაც ჩვენს დასახმარებლად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მოჰყავდა.

ჯვრის მონასტერთან კიდევ შემოგვიერთდნენ მოხალისეები: ყაზბეგის დაცული ტერიტორიების უფროსი ოთო წამალაიძე და შურიკა და მისი რაზმი მეზობელი ფორუმიდან (2X2). აგრეთვე ნიკა წიკლაური, რომელიც დანაგვიანების პრობლემაზე დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ფილმის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.text.ge

გავნაწილდით, დავიყავით დასასუფთავებელი ტერიტორია, ავიღეთ ტომრები, ხელთათმანები და მუშაობას შევუდექით. ჩვენდა საბედნიეროდ, ამინდში ძალიან გაგვიმართლა. დიდი ენთუზიაზმით მოვირგეთ ყველამ 'მენაგვეების' როლი. დასუფთავება ახალი დაწყებული გვქონდა რომ დონმა და მიშა კურუშმა ამოგვირბინეს. გაგვამხნევეს და ფშავისკენ გასწიეს. საღამოს ისევ შემოგვიერთდნენ და გოგას ჯილდოდ მეეზოვის ცოცხი გადასცეს, რითაც განსაკუთრებით გოგონებმა გაიხარეს. მორიგეობით დავგავეთ იქაურობა :) საღამოს შემოგვიერთდნენ ლომი და მთაშენკაც. მთაშენკამ ჩვეული სიმარდით, სწრაფად აინაზღაურა ნახევარი დღე და 3 ტომარა ნაგავი უცებ ააგროვა :)

გუშინ ქორწილების დღე იყო. თიკო-ერი და გიო-ჰორუსი მონასტრის შესასვლელს ასუფთავებდნენ, თან პრომო აქციას ატარებდნენ :) ეკლესიაში მომსვლელებს ცარიელ ტომრებსა და ხელთათმანებს აძლევდნენ და თხოვდნენ შემოგვიერთდითო. რამდენიმე მართლა შემოგვიერთდა:) გარდა ამისა, ბევრმა გვკითხა ვინ ვიყავით და მომავალში ჩვენთან შემოერთების სურვილი გამოთქვა.

მთელი დღე ვიშრომეთ. ნაგვის მანქანა 5.30-ზე იყო დაბარებული. ავავსეთ გოგას მოტანილი 120 და კიდევ პლიუს ლომის ამოტანილი 50 ტომარა (სულ 180 ტომარა). ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია შესამჩნევად მოსუფთავდა. როგორც ადმინმა აღნიშნა, გულიც კი დაწყდა რომ მონასტრისკენ მიმავალ გზაზე წამლად 1 ნაგავიც კი ვერ ნახა, რომ აეღო :) ჰო, მართლა, შარშან დასუფთავებული ტერიტორია აშკარად ნაკლებ დაბინძურებული იყო. იმედი მაქვს, რომ გაისად უფრო ნაკლები ნაგავი დაგვხვდება :)

მოკლედ, გუშინდელი დღით ყველა ძალიან კმაყოფილი დავბრუნდით.
დასუფთავების აქცია ოფისში დასრულდა :) ნაშრომ-ნაჯაფმა 'მენაგვეებმა' გულიანად მოვილხინეთ.

დიდი მადლობა გოგას იდეისა და აქციის ორგანიზებისთვის. აგრეთვე ყველა მონაწილეს, რომელთაც თავდაუზოგადად იშრომეს და თავიანთი წვლილი შეიტანეს სამშობლოს მოვლა-გალამაზებაში. ძალიან ვამაყობ თქვენით!

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 12:25
by amigo
დიდი მადლობა ორგანიზატორებს და მონაწილეებს და გულშემატკივრებს და საერთოდ ყველას :)

Image

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 12:31
by Mta Mkvarebia
amigo
ნანას რომ ხელთ უჭირავს, მაგ ტრაფარეტი, ჩვენი შარშანდელი დასუფთავების აქციის დროს დაამზადა გოგონამ. ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე აგროვებული ნაგვის ტომრების სიმრავლით თუ ვიმსჯელებთ, თავის ფუნქცია არც ისე ეფექტურად შეუსრულებია :( . მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ რამდენიმე ადამიანის სინდისზე მაინც იმოქმედა და მაინც გადააფიქრებინა ნაგვის ძირს დაყრა.

ძალიან კარგი დღე იყო. ძალიან ყოჩაღები ხართ, რომ ამდენი იშრომეთ ამ კეთილი საქმისთვის :) .

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 12:36
by burdula
მგონი მართლაც კარგი საქმე გავაკეთეთ...მგონი კი არა ასეა ... იმედია ვინმესთვის მაინც გავხდით მისაბაძი მაგალითი და თუ ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებს ჩვენი აქცია ესეიგი ფუჭად არ გვიშრომია.

ესენიც გეცნობათ ალბათ


Image
Image


Image
Image

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 12:39
by VANO
ხოდა მეც დავბრუნდი. დავიწყებ თავიდან.

სამთო ქიმიასთან მივედი 09:35 წუთზე, მარტო ბურდულა დამხვდა (მოვიდა ჩემთან და მითხრა: შენ კარაველი ხო არ ხარო? მეთქი კი და იქ გავიცანი,), მალე შემოგვიერთდა თამუნა გუდარეხი, ამიგო, მარიტა 777 და მისი +, ქსოვრელი, გიო-ჰორუს (მთლიან შემადგენლობას ნუ დამაწერინებთ ძალიან გთხოვთ)... და ასე შევგროვდით.

Image


მერე და მერე მოვიდა დაგვიანებულების არმია

Image

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 12:42
by VANO
გამოჩნდა ბრიგადირი... მოდი ერთი გდაგიღო შე დამგვიანებელო ფოტოთქო და სახე არ მაჩვენა, შერცხვა :wink:

Image

შემოგვემატნენ თვით ადმინი გვალვა და თიკუნია

Image

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 12:45
by burdula
სამთო ქიმიასთან მივედი 09:35 წუთზე, მართო ბურდულა დამხვდა

აესეა ვანსკი რაააა....არავის უყვარს თავის დროზე მოსვლა.... :(

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 12:47
by VANO
ეს პრიზი ოფისში რო შევიკრიბეთ დაჯილდოვებაზე მაშინ უნდა გადაგვეცა, მარა არ ეცალა რო მოსულიყო და როცა შევხვდით გადავეცით კიდე :wink:

Image


კულმინაცია

Image

Image

და კიდე გადაეცა ბუს ნიღაბი

Image

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 12:52
by Naia
Vanski
რა კარგია, რომ გადაიღე. აქ გვალვას, როგორც კარვის სიამაყეს და საუკეთესო იდეის ავტორს პრიზები გადაეცა გოგასგან :)

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 12:54
by ARCHILI
ძალიან ყოჩაღები ხართ...

მოლოდცი...

:)

ყოჩაღ ორგანიზატორსა და შემსრულებლებსაც...

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 12:57
by lama
თქ1ვენ გაიხარეთ

მეამაყებით

მაგრები ხართ :)

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 13:02
by VANO
გავეშურეთ ჯვრისკენ. ავედით. ზოგმა შევედით ეკლესიაში და სანთლები დავანთეთ.

Image

Image


უნაღ-შეზღუდული ბავშვებიცშემოგვიერთდნენ

Image

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 13:07
by VANO
ესეც ჩვენი თოკო ღ ანუ თიკო რ (ჩემთვის თიკუნია) საქმეში

Image

გვალვა ძალო

Image

თამუსია

Image

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 13:11
by VANO
აფციაურის ქალაი და მისი + (ბევრისთვის ნაცნობი სახეები :wink: )

Image

მოდი ამ ფოტოსაც დავდებ თუ როგორ მოაქვს ტომარა თვით ადმინს.

Image

დასუფთავების აქცია მცხეთის ჯვართან - 15.02.2009

Posted: 16 თებ 2009, 13:14
by VANO
2 ერთიერთმანეთზე სუფთა კარაველების ჩახუტება მცხეთის ჯვარზე

Image


ისა და მერე იტყვის სარაჯისტკა რო ვალაგებდიო :D :D :D :D ... ნახეთ რამდენი ყოჩივარდა დაუკრეფია გადაუპუტია ქაურობა რაა :D :D :D

Image