Page 1 of 23

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 11:50
by lama
ლოლამ თქვა:

მოგესალმებით ყველასო..
ვინ იცის რამდენი ვიწვალეო სანამ მივაგნებდი ახალი თემა როგორ გამეხსნაო და აი, როგორც იქნაო.......


მე სურათებით დავიწყებო და მერე თქვენ იცითოოო...

და .......

მეც დავუმატებ, რომ მართლაც სასწაულად ლამაზი დღე გამოვიდა

მე ყოველთვის მიხაროდა მოგზაურობაში, თუნდაც ერთ დღიანზე, წასვლა, მაგრამ განსაკუთრებული იყო ჩემთვის და არის სოფელი ჩარგალი სადაც დაიბადა საქართველოსი კი არა მარტო, არამედ მთელი კაცობრიობის სიამაყე და გენია, დიდი ლუკა რაზიკაშვილი....

ვაჟა-ფშაველას ეძახდნენ მას ჩვენში ....

ჩადიხარ შეხედავ ამ უდიდეს ადამიანს და დაინახავ ამ საოცარ სიდიადეში რამხელა უბრალოება დევს ....

გვაოცებს ვაჟას პოეზია...

მისი ია...

იას უთხარით ტურფასა
ვაჟა ფშაველა

(სიმღერა)

იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.


ძალიან სასიამოვნო შეგრძნებამ მომიცვა, როდესაც შევდგი ფეხი ვაჟას ოთახში და დავინახე, რომ ყველგან იები მოეფინათ

მის მაგიდაზეც იები მოფენილიყო და ამის შემხედვარეს ცრემლი მომადგა თვალთ და ეს ცრემლი სწორედაც, რომ უდიადესი განცდისა და გრძნობისაა, რომელიც ჩემში სწორედ ვაჟას პოეზიიდან მოდის...

ვაჟამ თქვა!!!!!


საქართველო იქაა სადაც ყვავილი ყვავისო

"აქაც ხომ ქართველები ვართ
ყვევილი აქაც ყვავისა"
-ო

ულამაზესია ვაჟას პოეზია :)


აწი ფოტოებიც დაიდება აქ ამ თემაში

:)

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 12:29
by lama
ისე...

ხო....

გადავწყვიტე, დამეწყო ფოტოების დადება

და რამდენიმეს შემოგთავაზებთ:

სოფელ ჩინთში ჩვენ (მე, დონი, ლეგენდა და კურუში) შევხვდით გელა დაიაურსა და პაატა ვარდანაულს

აი ისინიც

გელა და ბიძამისი, სახელად შოთა და გვარად დაიაური ;)

Image

პაატა ვარდანაული და უცნობი ჩოხოსანი :P

Image

გელა დაიაური, მღერის "სადა ხარ ვაჟა-ფშაველა"

Image

ხო... აწი თქვენი ჯერია

ლამაზად დაიწყო ეს რეპორტაჟი და ლამაზადვე უნდა გაგრძელდეს

:P:P:P:P:P:P: :)

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 12:30
by paata_
lama

გელას ფანი ხარ?

:lol: :lol: :lol:

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 12:50
by Lola
ჩემი სმაილებ სად გაქრა კახაა?..
ხო ნუ ჩემი პირველი თემის გახნსა ცუდად დამთავრდა... მადლობა კახა ახლისთვის Image

სურათებიც ეხლავე იქნება....

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 12:58
by ARCHILI
როგორ იყო გუშინ, ლამამ რომ თქვა, ვაჟას მადლი გფარავდეთო...


:lol:


არ ვიცოდი წმიდანად თუ აღიარეს :lol:

ამონარიდი ლამას სადღეგრძელოდან:

"ჰოდა... დიდება იყოს ვაჟასი, ვაჟას მადლი გფარავდეთ...

დაააა... რამ შემქმნა ადამიანად....

.......................................

და ა.შ."

ისე გულიანად თქვა (როგორც ყოველთვის), რომ ჩემებმა დამირეკეს,თბილისშიც კარგად ისმის, კარგად ამბობს ლამაო...

:)

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 12:58
by Mta Mkvarebia
lama
გენაცვალე, რახან მეორე თემა გახსენი, ორიოდე სიტყვით ამ საღამოს მთავარ იდეაზეც დაგეწერა :wink:
kotetbeli wrote:კვირას, 15 თებერვალს, პროექტი ,,საქართველოს დიდი ათეული" და ვაჟა-ფშაველას შთამომავლები აკეთებენ ვაჟა-ფშაველას აქციას ჩარგალში...
ეს კი ამ გასვლის მოსამზადებელი თემის ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2985&start=0

ჰოდა რამდენი იყავით, ვინ და ვინ, საიდან და როგორ გახვედით, როგორ ჩახვედით, ცოტა დეტალურად მოგვიყევით, ნუ გეზარებათ :) .

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 13:01
by lama
Mta Mkvarebia
მე ასე გავხსენი თემა და ნუ მედავები და ოფტოპიკს ნუ მიწერ აქ კაი? :) ;)


ARCHILI
ვაჟას მადლს რაც შეეხება

მე ასე აღვიქვამ ამ ადამიანს

წმინდანად და ამაზე ნუ შემედავები კაი?

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 13:05
by Mta Mkvarebia
lama
შენ "კაი" ჯადოსნური სიტყვა ხომ არ გგონია?
აი ეს არის ოფტოპიკი!

სხვებმა მომიტევეთ :) .

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 13:08
by Naia
lama
კიდევ კარგი მთაშენკამ მიანიშნა, თორემ აზრზე არ ვიყავი რატომ ჩატარდა ვაჟაობა :)

ჯერ-ჯერობით ამ თემაში ვაჟას ლექსებისა და ფოტოების გარდა ვერაფერი ვნახე.

ძალიან ბევრს კარაველს უნდოდა გუშინ ფშავში წამოსვლა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი დასუფთავების აქციის გამო ვერ შევძელით. ამიტომ იქნებ პატივი დაგვდოთ და შენ თუ არა სხვამ მაინც აღწეროს გუშინდელი დღე. წინასწარ მადლ(ი)ობა ამ გარჯისთვის :)

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 13:11
by ARCHILI
lama

მე კი არ გედავები, არამედ ვაპრიკოლებ მაგას...

:)

შენში არის რაღაც ვაჟასეული, სკამზეც კი შეგიძლია თქვა: "დიდება ამ სკამს, მისი მადლი შეგეწიოთო" და ეს ზოგჯერ მეტად შესანიშნავი რამ არის...

:)

ჰოდა...

ვინმე რამეს მოყვება ამ თემაში?

კოტეტბელი უნდა მოყვეს წესით - თავიდან მაინც, მაგრამ არ ჩანსსავით...

მთაშენკა, მე ვიცი ის, რომ ჩემი ცხრა პლიუსი სტუდენტი, უშესანიშნავესი და საამაყო ახალგაზრდები წავიყვანე და მათ რომ ისიამოვნეს, მეც ვისიამოვნე ამით...

:)

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 13:12
by Lola
აუ კახა კაი რა..
მე კი იმ ფოტოს ველოდები კოტესგან, სადაც ყველა ერთად ვართ...

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 13:25
by ZVIOSULI
პაატას რა არაორდინალური (კარგი) ხევსურტსკი აცვია!

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 13:28
by Naia
ZVIOSULI wrote:პაატას რა არაორდინალური (კარგი) ხევსურტსკი აცვია!
+1

შენ 'ლაივში' უნდა გენახა (უკაცრავად ბარბარიზმისთვის :) )

წუხელ ვაჟაობის მერე თაღლაურაში მოვიდა და იქ მოაწყო ჩვენება.

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 13:41
by paata_
ZVIOSULI wrote:პაატას რა არაორდინალური (კარგი) ხევსურტსკი აცვია!
აი
Image

ჩარგალი 15.02.09. ვაჟა-ფშაველას მადლთან ზიარება

Posted: 16 თებ 2009, 13:42
by paata_
Image