Page 1 of 4

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 25 მაი 2004, 17:41
by Gvalva
თუ ვინმეს რამე ასეთი საქმიანობა გიტაცებთ ფორუმი "სხვადასხვა" სწორედ რომ ამისთვისაა.

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 08 ივნ 2004, 17:21
by yoko
თევზაობით არ მითევზავია, მაგრამ ძალიან მიყვარს თევზის ჭამა... მნია :oops:

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 08 ივნ 2004, 17:36
by Gvalva
მე პირიქით, თევზაობა მიყვარს, ჭამა არა.
მოდი ვიმეგობროთ :)

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 08 ივნ 2004, 17:52
by yoko
სიყვარული ყველას უნდა ხომ გაქვს ნანახი.. :wink:
მოდი, ცოლები მოვიყვანოთო – ერთი რომ ეუბნება მეორეს..
– მოდი რა... :lol: 8)

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 14 ივნ 2004, 16:46
by lukrecia
თევზაობა მაგარია,ოღონდ უფრო მაგარია უფხო თევზს თუ იჭერ.ცოტა დასაზარებელია ეს ფხების რჩევა.ტასკა ზელიონაია.

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 15 ივნ 2004, 09:47
by Wanderer
lukrecia
პახოდუ შემწვარიც რომ იყოს არ გინდა ? და საერთოდ სინზე დადებული თევზები რომ დაცურავდნენ მთლად გაასწორებდა :D

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 15 ივნ 2004, 17:31
by lukrecia
მაგარია.ხო.ხო.შებოლილიც გაასწორებდა.ან კიდევ "შპროტი ვ მასლე"....იფ იფ იფ....ან კაი მაგარი ასეტრინები,გარჩეულ-შემწვარი.მაგარია...გადმოიღებ,დაჯდები,შეჭამ.ეეჰჰჰ....

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 15 ივნ 2004, 18:42
by Gvalva
შპროტი რამ მოგატანინა სუფრაზე, შე კაი ადამიანო? :shock:
მართალია, მე წყალში რაც იზრდება ყველაფრისადმი გულგრილი ვარ, მარა გამიგია, ასეტრინა ჯობიაო :wink:

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 16 ივნ 2004, 16:23
by Druides
ვითევზავე და... სურვილი დამეკარგა ასეთი საშინელი რაგაცა ჯერ არ მინახია. უკაცრავად და ვინც ერკვევა თევზაობაში პროფესიონალი მეთევზეები მაზოხისტები არიან?
იორზე ვთევზაობდი თანაც პირველად, ვთევზაობდი შამაიაზე და წვერაზე მთელი დღე ვიყავი 12-20 სთ და ერთიც ვერ დავიჭირე იმიტომ რომ რამდენჯერაც გამოედო იმდენჯერ ჩამოოვარდა და გასცურა "დიდ ტალღებისკენ".ეჰ ესეა ბატონო ცხოვრება დღეს ტუ ვერა ხვალე ხომ მაინც დაგიჭერ!!!

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 17 ივნ 2004, 16:43
by yoko
შპროტი რამ მოგატანინა სუფრაზე, შე კაი ადამიანო?
მაგას სულ სხვა მუღამი აქვს..
აბა წარმოიდგინე: საღამო, კოცონი. კოცონთან ადამიანები. ერთი ბოთლი პილპილის არაყი, ნაკვერცხლებზე შემწვარი კარტოფილი в мундире, კიტრის მწნილი, შავი პური და.. (აბა გამოიცანი) ხოო, შპროტი.. იიფ :roll: Image

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 18 ივნ 2004, 07:30
by Wanderer
yoko
კაია ! მაგრამ კარტოფილი მწვადით ჩაანაცვლე, ხოლო პილპილის არაყი(არ დამილევია) კაი ლუდით ან კაი ღვინით და ვაააფშე გაასწორებს. შპროტი შეგიძლია უმტკივნეულოდ ამოიღო საერთოდ :D

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 18 ივნ 2004, 12:33
by Gvalva
კაი რამე იყო ამ ყველაფრის წაკითხვა

Yoko, რომელასც როგორც ცნობიალია კარავში არ ძინებია, საოცარი სიზუსტით აღწერს კოცონის სიტუაციას.
wanderer-ი კიდე, ლუდს და ღვინოს ითხოვსკოცონთან. ალბათ იცის ვინც ატარებს, თორემ თავის ზურგჩანთაში 3 ლიტრაც არ ჩაეტევა.

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 18 ივნ 2004, 14:07
by lukrecia
ეუუუფ,ეს ვინ არიან კაცო....ღვინო და ლუდი კარგ რესტორანშიც შეგიძლიათ წარმატებით მიირთვათ,რაც შეეხება შპროტს,ეგრე აბუჩადაც ნუ აიდგებთ.როგორც ჩანს ორკვირიან ლაშქრობაში არ ყოფილხართ ხევსურეთში,ან თუშეთში.ერთი კვირა პურის ნაფხვენებს,უკეთეს შემთხვევაში სუხარს და ნიორს რომ ლოღნი.შპროტის გულისთვის მაგ დროს შენი წონა ოქროს მიცემაც შეიძლება...ვოტ!ღვინის და ლუდის თრევას კიდევ არ გირჩევთ.ყველაზე მსუბუქი,გამოსადეგი და ნოყიერი სპირტია.გააზავებ წყალში და ადგილსაც არ იკავებს.იყვნენ ჩვენთან ეგეთი ახალბედები,ნახევარი სახლი რომ ქონდათ წამოღებული.და დაინახავდით მათ კვალდაკვალ,გზადაგზა გადაყრილ ტანსაცმელს,ფეხსაცმელს.......

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 18 ივნ 2004, 14:38
by Wanderer
თქვენ სხვაგან წახვედით ეხლა ! მე ლაშქრობა არც მიხსენებია. ლაშქრობის შემთხვევაში გეთანხმებით და მე თვითონ არც ღვინო არც ლუდი და არც არაყი ლაშქრობაში არასდროს არ წამიღია ! თქვენ რა სულ ლაშქრობები გელანდებათ ხალხო :D რა კოცონი ლაშქრობის გარეშე ვერ იქნება თუ ... :wink:

თევზაობის, ნადირობის და სხვა აქტი

Posted: 18 ივნ 2004, 15:36
by Gvalva
ამონარიდი:
თქვენ რა სულ ლაშქრობები გელანდებათ ხალხო

რას ამბობ შენ? მე კიდევ პირიქით მეჩვენება რომ არც ისე ხშირად გელანდებათ, და ... აჰმმმ... :ყელის ჩაწმენდა: მთელს ფორუმს ნუ გავაოფტოპიკებთ, თუ შეიძლება. აბა, აიხედეთ თემას რა ქვია :lol:

მე ამას იმიტომ ვამბობ რომ, გულწრფელი იმედი მაქვს რომ ქართველი ზურგჩანთიანი ადამიანები ოდესმე მიაგნებენ ამ ფორუმს და გამოიყენებენ საჭიროებისამებრ.
ყოველშემთხვევაში, სხვა ქვეყნის ანალოგიური ფორუმები რომ ნახოთ, ჩქეფს სიცოცხლე, და za derjavu obidna, თორემ მე თვითონ კარვის გასაშლელ ადგილ ყოველთვის ვიპოვი.

მოკლედ, po sushestvu, მეგობრებო, პო სუშესტვუ!!!

აი, ასეთი, "მოკლე რეჩი" გამომივიდა :oops: