ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by MIRANDA » 21 სექ 2008, 16:54

დილით რომ ავდექი და გარეთ გავიხედე, გავიფიქრე, გუშინაც წვიმდა მეთქი ამ დროს-თქო.. მერე ისეთი მზე გამოვიდა, რომ საღამოს სამსახურიდან ქოლგით რომ გამოვედი ხალხი (ვინც გვიან ადგა ალბათ) გაკვირვებული სახით მიყურებდა...
მოკლედ, ერთი წამითაც არ გადამიფიქრებია... წვიმას რომც არ გადაეღო მე ისეთი ენთუზიაზმით ველოდი ამ დღეს, რომ ეგ ხელს სულაც ვერ შემიშლიდა...

როგორც უკვე დაწერეს, გზაში რამდენიმე ბარიერი შეგვხვდა, გზაზე წყალი იდგა, ზოგ მანქანას უჭირდა მოძრაობა და ძალიან ნელა მიდიოდა, ზოგს მანქანა ჩაუქრა, ზოგს საბურავი ჩაუვარდა და ბუქსაობდა.. მოკლედ, მთლად კარგი მდგომარეობა არ იყო... მაგრამ ჩვენ მაინც კარგ ხასიათზე ვიყავით (at least მაკენას მანქანის ეკიპაჟი) და არ გვინდოდა უკან მიბრუნება... განსაკუთრებით ამას Tamusia გამოხატავდა.. გვითხრა ნუღარ ლაპარაკობთო - გადაიღებსო, არ გადაიღებსო...

გზაზე რამდენიმე ფოტო ჩემი "მაწანწალა" მობილურით მეც გადავიღე და დავდებ ბარემ :)

ეს ლიმუზინი გზაში შეგვხვდა, ესეც კახეთში მიდიოდა... რაღაც ძალიან გამორჩეული იყო და გარემოს არ უხდებოდა :D ნეტა რა საქმეზე მიდიოდა?!

GZA 400
Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by MIRANDA » 21 სექ 2008, 16:58

მთელი გზის გაყოლებაზე პოლიცია იდგა, ჩვენ ხაზიდან გამოსვლას გვიკრძალავდნენ. რამდენიმე მანქანა კი გაატარეს... ერთმა პოლიციელმა თავი ასე იმართლა - "წინ ხომ არ გადავუდგებიო?!!"

ამ ფოტოზე გამოსახულია მაკენას რეაქცია პოლიციელის თავის მართლებაზე :D

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by MIRANDA » 21 სექ 2008, 17:02

ისე, პოლიციელები ცოტა არ იყოს და მეცოდებოდნენ, იმ კოკისპირულ წვიმაში არც საწვიმარი ეცვათ და წყალშიც ფეხსაცმელებით დაატოპებდნენ:

Image

ეს კაცი ვინ იყო არ ვიცი, მაგრამ მანქანებს შორის, წყალში ასე მოაბიჯებდა...

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by MIRANDA » 21 სექ 2008, 17:05

ესეც რამდენიმე Random კადრი:

Image

Image

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by MIRANDA » 21 სექ 2008, 17:21

ეს ბავშვი ერთ მარშუტკაში იჯდა, რომელიც ჩვენს გვერდით მოდიოდა რაღაც მომენტში... მთელი იმ დროის მანძილზე ამ ბავშვს მგონი გამომეტყველება არ შეუცვლია

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by MIRANDA » 21 სექ 2008, 17:31

ეს კი ერთ-ერთი შეშინებული ძროხა:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by MIRANDA » 21 სექ 2008, 17:31

ესეც მაკენას NISSAN-ის ეკიპაჟი:

(უხარისხო ფოტოებისთვის ბოდიშს გიხდით, მანქანა მოძრაობდა და უკეთესი არ გამოვიდა)

Tamusia და ME - NINI ARABULI

Image

Tikalo

Image

მე (ფოტო თიკალომ გადაიღო)

Image

და თვით ImageImageImageImageImageImage Image

Image
Last edited by MIRANDA on 21 სექ 2008, 18:01, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by ლეონტი » 21 სექ 2008, 17:42

MIRANDA wrote:
ეს ლიმუზინი გზაში შეგვხვდა, ესეც კახეთში მიდიოდა... რაღაც ძალიან გამორჩეული იყო და გარემოს არ უხდებოდა :D ნეტა რა საქმეზე მიდიოდა?!
limuzini midioda qorwilShi, zakaziT.
setyvas lama izidavda gasagebia,
magram mexs vin izidavda Tu dadginda?
vinmes rame leqsi xom ar utqvia?

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by MIRANDA » 21 სექ 2008, 17:46

ეს კი Tamusia ბურბუშელათი და მოხალული თხილით ხელში :D

ის გამყიდველი ქალი საყვედურს ეუბნება, ჩემთან რატომ არ იყიდეო (მგონი) და თამუსია ეუბნება, ახლა კიდევ უნდა მოვიდნენო ბევრნიო და ისინი იყიდიან შენგანო :D

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by MIRANDA » 21 სექ 2008, 17:59

საწერი კალამი და ფურცელი რომ არ მქონდა იმ დღეს რამდენიმეჯერ ვინანე, იმიტომ, რომ თამუსიამ ფრაზების კორიანტელი მოაწყო :lol: სამწუხაროდ ახლა აღარ მახსენდება, მაგრამ ერთი ისეთი თქვა, რომ მაგას რა დამავიწყებს:
ჯერ კიდევ თბილისში ვიყავით (პოპულთან), როცა თამუსიას იდეა გაუჩნდა და ჩვენც გაგვიმხილა: "ჩურჩხელაც ხომ არ ჩამოვასხათო"??

კიდევ ერთი რაღაც გამახსენდა... ამაზე იმდენი ვიცინე, რომ კინაღამ ჩავბჟირდი :lol: :lol:

მოკლედ, Int3lig3nt-ი ქვევრის და მარიამის მანქანაში იჯდა, მაგრამ გურჯაანში კიდევ ერთი მგზავრი დაგვემატა, რომელიც ქვევრთან ჩაჯდა მანქანაში, Int3lig3nt-ი კი მაკენას მანქანაში გადმოჯდა... გურჯაანში ბაზართანაც შევაჩერეთ და ინტელა ფანტის საყიდლად ჩავიდა... როცა ყველა მოვგროვდით ჯერ მობრუნებული არ იყო, ამიტომაც თამუსიამ დაურეკა, მაგრამ ამასობაში დავინახეთ უკვე რომ მოდიოდა მანქანისკენ, ამიტომაც თამუსიამ გათიშა ტელეფონი..
ინტელა რომ ჩაჯდა მანქანაში თამუსიამ უთხრა გირეკავდიო და ერთი missed call-ი გექნებაო. (როგორც ჩანს ინტელამ ეს ვერ გაიგონა)..

რამდენიმე წუთში, Int3lig3nt იღებს ტელეფონს და სადღაც რეკავს... თამუსიას ტელეფონმა დაურეკა და უპასუხა... ჩემს ზურგს უკან მესმის:

თამუსია - ალო
ინტელა - გამარჯობათ, თქვენგან ზარი იყო შემოსული
(ჩვენ ამ დროს ვხმაურობთ... ნინი და თიკალო ინტელას ნაყიდი ბუშტებით თამაშობენ)
თამუსია - ალო, არ მესმის კარგად. ვინ ბრძანდებით??? (თამუსიას ინტელას ნომერი არ ეწერა... მაშინაც როცა რეკავდა ვუკარნახეთ და ისე აკრიფა)
ინტელა - (ცოტა უფრო ხმამაღლა) თქვენგან ჩემს ტელეფონზე ზარი იყო შემოსულიო...

მოკლედ, დანარჩენს თქვენც მიხვდებით :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Tamusia » 21 სექ 2008, 18:07

ამ ქალისგან არც მოსულმა სხვებმა იყიდეს და დარდობდა.

წელს არა, მაგრამ მომავალ წელს იქნებ უფრო მეტი ყურძენი დავწუროთ და ჩურჩხელებიც "ჩამოვასხათ".
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო


User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by MIRANDA » 21 სექ 2008, 18:57

წვიმაც გავიარეთ, მდინარიანი გზებიც, ნასეტყვარი ადგილებიც და გურჯაანში რომ ჩავედით მზე ჩახჩახებდა... მე პირადად მსგავსი არაფერი მინახავს...

რთველმა ძალიან კარგად ჩაიარა... მართალია საკმაოდ მალე დავკრიფეთ საჭირო რაოდენობის ყურძენი, მაგრამ მე პირველად ვიყავი რთველში, ასე რომ ჩემთვის ეს დრო საკმარისი იყო იმისათვის, რომ დავღლილიყავი კიდეც, სიამოვნებაც მიმეღო ყურძნის კრეფით და ასე თუ ისე შემეგრძნო თუ რას ნიშნავს "რთველი"...

ბურთიც ვითამაშეთ, მწვადებიც შევწვით, სადღეგრძელოებიც ვთქვით მერე ყურძენი მანქანებში გადავანაწილეთ და მცხეთისკენ გამოვემართეთ. მთა მყვარებია (სამწუხაროდ) თბილისში დარჩა და მცხეთამდე აღარ წამოგვყვა... სამაგიეროდ მცხეთაში რამდენიმე კარაველი შემოგვიერთდა, რომელთაც უნდოდათ ამ ისტორიულ დღეში მონაწილეობა მიეღოთ და რადგან რთველში ვერ მოახერხეს წამოსვლა, თავისი წვლილი ყურძნის დაწურვაში მონაწილეობის მიღებით შეიტანეს.

თამარიონის ბიჭები ქვევრის სახლში დატრიალებულ ფუსფუსს ქართული ხალხური სიმღერებით აფორმებდნენ. ყურძნის დაწურვაში მონაწილეობა მათაც მიიღეს...

მოკლედ, უნდა ითქვას, რომ მაკენას იდეა წარმატებით განხორციელდა და გუშინ ძალიან ლამაზ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი... ძალიან ლამაზი დღე იყო. თავიდან ცოტა ექსტრემალურად დაწყებული, ვენახში კარავული რთველით გაგრძელებული და ქვევრის მარანში დაწურული ყურძნის წვენის გასინჯვით დაგვირგვინებული....

კარავული რთველი 2008 შედგა... დიდი მადლობა იდეის ავტორს, მაკენას და ამ იდეის ყველა განმახორციელებელს...

მოუთმენლად ველი კარავულ რთველ 2009-ს :D
Last edited by MIRANDA on 21 სექ 2008, 18:59, edited 1 time in total.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by pataputina » 21 სექ 2008, 18:58

mmm
რატომ არ დებთ სურათებს?
:roll:

კი არა და

ჩემ აპარატში სულ რამდენიმე სურათი აღმოჩნდა
დავდებ
მაინც.............. :roll:






ესეც ჩენი თანამანქანისმგზავრები

მარიამი:oops: :oops: :oops:

Image

ინტელიგენტი
(ჩაეძინა და რაღაცეებს ლაპარაკობდა ძილში მგონი გვაგინებდა)
:roll:
:ერთიორიჩემნაირიმოწმედაა:

Image

ზვიო
რაღაც კარვულმზერულად იჭვრიტება
:roll:

Image

დიდებული მანქანის მძღოლები უძეგლოდ იკარგებიან

კი არა და
ქვევრისთვის თუუურმე სურათი არც გადამიღია

:ვაიმესირცხვილოსადარისსიწითლეშენისმაილი:
Image
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]