Page 1 of 52

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 08:10
by Naia
მაკენას ამ ღვინის ჩამოსხმის იდეა ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ერთ-ერთ კარვულ შეკრებაზე გაუჩნდა (თუ არ ვცდები, ქვევრის მარანში ვიყავით). შემოდგომა მოვიდა და იდეის განხორციელების დროც დადგა. რთველისთვის მზადება იხილეთ აქ: http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

20 სექტემბერს ისეთი წვიმიანი დილა გათენდა, რომ ბევრმა კინაღამ გადაიფიქრა წამოსვლა. მაგრამ მაკენამ და ქვევრმა იყოჩაღეს, გურჯაანში გადარეკეს და დაადგინეს, რომ იქ მშრალი და მზიანი ამინდი იყო.

დათქმულ დროს მცირედი დაგვიანებებით შევიკრიბეთ რესპუბლიკის მოედანზე. სიაში ჩაწერილი 29 კაციდან რთველში 26 კაცი წამოვიდა (კარაველები თავსხმა წვიმამაც ვერ შეგვაშინა, მაშ!). ჩვენს გასაცილებლად იმ თავსხმაში მოვიდა სრულიად გალუმპული გურული, დაგვლოცა და ბარაქიანი მოსავალი გვისურვა :)

ვინაიდან მანქანები საკმარისად იყო, რუხის და თიკო_რ-ს მანქანები დავტოვეთ, მაკენას, აილენდერის, ქვევრის, თხაპნიასა და ჩემს მანქანებში გადავნაწილდით და დავადექით კახეთის გზას.

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 08:34
by Naia
გზა საკმაოდ 'საინტერესო' გამოდგა. დილის 10 საათზე გასულები, კახეთში 2 სთ-ზე ჩავედით. თავსხმა წვიმისგან გამოწვეული ნიაღვრების გამო გზაზე მანქანების რიგი იდგა. ბევრ მძღოლს მანქანა ჩაუქრა და აწვებოდა, ზოგს დაზიანებულ გზაზე გადასვლა უჭირდა.

წინა თემაში მთაშენკამ უკვე დაწერა, რომ მეხსაც კი გადავურჩით:) საცობში ვიდექით, რომ უცებ გაიელვა, გამაყრუებლად იჭექა და ზუსტად ჩვენს გვერდით მდგარ პატარა ხეს მეხი დაეცა. უცებ ვერ მივხვდით, მაგრამ მეხდაცემული ხის ნაფოტები რომ შეგვეყარა და ჰაერში საშინელი სუნი დადგა მერე გავიაზრეთ რაც მოხდა.

გზის კიდეებზე თოვლივით დადებულ სეტყვას თვალი მოვკარით თუ არა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ დიდი ლამა თავის მოწოდების სიმაღლეზე იდგა ;):D ერთი გაფიქრება ისიც კი გავიფიქრეთ, იქნებ ლამას დატოვებამ უშველოს და ეს საშინელება შეწყდეს-თქო, მაგრამ იმ თავსხმაში ძაღლს არ გააგდებდნენ გარეთ და მით უმეტეს, ჩვენს საყვარელ ლამას როგორ შეველეოდით :)

12 საათამდე სტიქიას მშვიდად 'ვებრძოდით' :) მაგრამ 12-საათიანმა კურიერმა დაგვღუპა :D კურიერი 3 წუთის გასული იქნებოდა ეთერში, რომ ატყდა მობილურების რეკვა და 'სად მიდიხართ ამ თავსხმაში', 'კახეთში ყველაფერი ინგრევა და იქცევა' და მსგავსი ტექსტების მოსმენა. სიმართლე ვთქვა, მაკენა რომ არა, მეც დიდ ეჭვებში ვიყავი. ძალიან ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ 100 კმ-ში მზიანი ამინდი იყო და არ წვიმდა :) არადა, სადღაც შორს, ჰორიზონტზე ღრუბლები გახსნილი იყო და ცა ჩანდა:)

სართიჭალა ბოლო დატბორილი პუნქტი იყო და აქაური საცობის გავლის შემდეგ, ჩვენი სტიქიასთან ბრძოლაც დასრულდა და ამის შემდეგ სულ მშრალ და თავისუფალ გზებზე მოგვიწია სიარული.

სამწუხაროდ, საჭესთან ყოფნის გამო ფოტოები ვერ გადავიღე, მაგრამ მთაშენკა აქტიურობდა და ამ ყველაფერს თავისი იეტი მობილურით იღებდა. იმედია, დანარჩენებიც შემოვლენ და ამ თემას თავიანთი გადაღებული ფოტოებით გაამდიდრებენ

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 09:31
by ნინი_85
დიდი დღე გვქონდა, დიდი!

დილიდანვე მძაფრი შეგრძნებებით დაწყებული და ქვევრის მარანში სიმღერით დამთავრებული. ძალიან კარგი იყო!

დიდი, უდიდესი მადლობა ორგანიზატორებს: მაკენას, ქვევრს და თითოეუ თქვენთაგანს :)

Naia

ნინ, თიკო ერის სიტყვები გამახსენდა, ჩვენი ამბავი რომ უთხარი ტელში:

მეხის ორდენის რაინდები ხართო :lol:

ერთდადერთი, მხოლოდ გოგოებით დაკომპლექტებული ეკიპაჟი ზურმუხტაში იჯდა და ყველაზე დიდი ექსტრიმიც სწორედ ჩვენ გამოვიარეთ :D

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 09:34
by qvevri
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
Image
Image
ეს კი კასრების სალტეების "მოსაყვანი" ინსტრუმენტია...
Image

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 11:31
by tiko_r
დილა მშვიდობის!!!

მინდა გითხრათ, რომ დილით, 6 სთ-ზე გაღვიძებულს ეჭვი შემეპარა ჩვენი რთველის ამბავში.
თუმცა კარავზე შEმოსულმა რომ წავიკითხე ქვევრის გამამხსნევებელი წერილები - დავიჭირე ხელში ჩემი სეკატორი ... მოვიკიდე ჩანთა და (დაგვიანებით, მაგრამ) მივედი შეკრების ადგილზე.

საკმაოდ წვიმდა. ილიამ და აცაბაცამ კიდევ უფრო დაიგვიანეს.
საბოლოოდ 10 სთ-ზე გავედით, მაგრამ 12-1 სთ-მდე საცობებს და ნიაღვრებს ვუმკლავდებოდით.

რთველი მართლა ძალიან კარგი იყო
არაფრით არ გვჯეროდა, რომ გურჯაანში მზე იყო - თუმცა ძალიან მალე გავედით სამშვიდობოს და დავრწმუნდით

ყველას დიდი მადლობა მონაწილეობისთვის და ასეთი კარგი დღესასწაულისთვის.
არაჩვეულებრივი დღე იყო!!! დაბრკოლებების მიუხედავად... მეტიც.. დაბრკოლებებით კიდევ უფრო საინტერესო იყო.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 11:36
by tiko_r
ყურადღება: დაიკარგა ჩემი სეკატორი :(


ყურადღება2: ლამა დაისეტყვა

Image

Image

Image

Image

Image

Image

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 11:42
by pataputina
ვუი, თემაც გახსნილა........

:oops:


ჰხოდა
ისაო...ნამდვილ კარაველ გლეხს, წვიმა, მეხი და სეტყვა
არ აშინებს




სოფლის მეურნეობის სამინისტროში რომ იცოდნენ რა მონდომებული მერთველეები ვართ....ისა.... :roll:

ფაქტობრივად, მივცურდით ვენახში....


:roll:
Image


Image


Image

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 13:04
by qvevri
Image

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 13:08
by qvevri
ვიკრიფებით :D
Image

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 13:11
by qvevri
ეს ხალხი მე და მარიამს გამოგვყვნენ, მე პირველად ვხედავ და თქვენ ხომ არ იცნობთ :?:
Image
გზიდან გურჯაანში გადავრეკე ად კარგი ამინდის შესახებ გავიგე, რაც სასწრაფოდ ვაცნობე დანარჩენებს.
Image

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 13:16
by qvevri
ცოტა ვიცურეთ თუ ბევრი ვიცურეთ ჩავაღწიეთ გრჯაანში და დავიწყეთ პროდუქტების შეძენა, შევიძინეთ კიტრი 3 კგ, ვარდისფერი პომიდორი 4 კგ. საქონლის ყველი მგონი 2.5 კგ, ხახვი(სამწვადისათვის ალყა-ალყა დასაჭრელად) დაახლ. 300 გრ. სასმელი წყალი, შოთები 10+5=15 და გავუდექით გზას.
Image

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 13:22
by Makena
გუშინ მართლაც ღირშესანიშნავი დღე იყო.
დილიდან ყველაფერი ხელს გვიშლიდა, წვიმდა, ქუხდა, ელავდა მაინც წავედით... კახეთის გზაზე მდინარეები მოდიოდა, მეხის დაცემაც კი არ დაგვაკლდა მაგრამ ჩვენ კარაველებს რა ძალა გაგვაჩერებდა, ვერც გაგვაჩერა 8) გავედით ბოლომდე, გურჯაანში კი მშენიერი სართველე ამინდი დაგვხვდა ჰოდა გავმართეთ კარავული რთველი ალაზნის პირა ჭალაში... მერე იყო მწვადების კორიანტელი, კარგი კახური ღვინო, სიმღერა, მოლხენა და დროს ტარება, ეს ყველაფერი კი ქვევრის მარანში ღვინის დაწურვით დაგვირგვინდა ასე რომ გუშინდელმა დღემ კიდევ ერთ ლამაზ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი !

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 15:54
by Tamusia
დაუვუწყარი დღე იყო, მშვენიერი, ფეიერვერკების მსგავსი კარგი რაღაცეებით დატვირთული. მადლობა ყველას!

p. s. ეტყობა, დღეში ორჯერ დალევა და სამნაირი თუ ოთხნაირი ღვინის ერთმანეთში არევა , არ არის მიზანშეწონილი. სხვა რომ არა იყოს რა, ათრობს.

არა, ეს ყველაფერი სინამდვილეში კი ვიცოდი, მაგრამ სულმა წამძლია, ეს ოხერი. თუმცა, რა, პირიქით: დღეს თავს ისე ვგრძნობ, თითქოს დასასვენებლად ვიყავი წასული და სრულიად დავისვენე.

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 16:11
by MIRANDA
ნინი_85 wrote:ნინ, თიკო ერის სიტყვები გამახსენდა, ჩვენი ამბავი რომ უთხარი ტელში:

მეხის ორდენის რაინდები ხართო :lol:
მეხის რაინდთა ორდენის იდეა Makena-ს ეკუთვნის... მეხის ორდენის რაინდებად სწორედ მან მოგნათლათ :D


tiko_r wrote:ყურადღება: დაიკარგა ჩემი სეკატორი :(
შენი სეკატორი კი არ დაიკარგა, MIRANDA-მ დაგიკარგა (ასე გამოდის) :roll: .. ჰოდა, თუ არ გამოჩნდა, დანაკარგს აგინაზღაურებ... :)

ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Posted: 21 სექ 2008, 16:23
by ნინი_85
tiko_r

მეც დამეკარგა სეკატორი, ბოცაზე დავდე, სადაც ხელებს ვიბანდით იქვე და აღება დამავიწყდა, ყვითელტარიანია, თუ ვინცობაა ვინმემ წამოიღეთ შემეხმიანეთ :D



MIRANDA

უი, მართლა :D

მადლობა მაკენას "მეხის ორდენის რაინდისგან" წოდების მინიჭებისთვის :lol: :wink:

Tamusia

მარტო ღვინოების არევა? ვენახში დალეულ წითელ და თეთრ მშრალ ღვინოებს მე ლუდიც დავამატე მცხეთაში, მერე იყო ქვევრის მარანში ქვევრის თეთრი ღვინო ვახტანგურად და ბოლოს ახლადდაწურული ყურძნის უტკბილესი წვენი :D