ევროტური

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 02:11

ესეც მესამე.. ამ ქანდაკებასთან ადამიანები მიდიოდნენ და სურვილს იფიქრებდნენ... ერთი ხელი ერთ მხარეს უნდა დაედოთ, მეორე ხელი კი მეორე მხარეს და სურვილი გაეზიარებინათ, რომელიც შემდეგ აუხდებოდათ:

Image

აქ ზუსტად ზემოთ აღწერილი პროცესია დაფიქსირებული :) თუ კარგად დააკვირდებით, ის ადგილი სადაც ხელს ადებენ სხვა ფერისაა...
ხელის ბევრჯერ შეხების გამო რა თქმა უნდა :D

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 02:16

ესეც მეოთხე:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 02:24

ხიდზე ამ ქანდაკებების გარდა უამრავი ხალხი იყო...

Image

...ძირითადად ტურისტები, ასევე მთელი ხიდის გასწვრივ ადგილობრივ ხელოვანებს სტენდები (ქართული შესატყვისი ახლა ვერ მოვუფიქრე) ქონდათ დადგმული და თავიანთ ხელნაკეთებს ყიდდნენ; ზოგი - საყურეებს, ზოგი - თმისსამაგრებს, ზოგი - სათამაშოებს, ზოგი - სამკაულებს, ზოგი - ამ სამკაულების შესანახ ზარდახშებს... ზოგი კარიკატურებს ხატავდა, ზოგი - პორტრეტებს, ზოგი - ორივეს... ზოგი კი ამ ყველაფერს მუსიკალურად აფორმებდა :

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 02:44

რაც ყველაზე საინტერესო იყო თითოეულ მათგანს სპეციალური ლიცენზია ჰქონდა, რომელიც ალბათ მათ უფლებას აძლევდა ხიდზე ემღერათ, ეცეკვათ ან ნივთები გაეყიდათ...

ეს მომღერალი მარიონეტია, რომელმაც საკმაოდ ბევრი ფული შეაგროვა ჩემს იქ ყოფნაში... უნდა ითქვას, რომ დამსახურებულად, რადგანაც საკმაოდ სასიამოვნო მელოდიას საკმაოდ კარგად ასრულებდა (!!) და 10 წუთით ადგილიდან ვერ დავიძარი :D

Image

ამ ფოტოში კი იმ ლიცენზიის ნაწილი ჩანს, რომელზეც წეღან ვამბობდი... მსახიობის მუხლთან ახლოს :)

Image
Last edited by MIRANDA on 04 სექ 2008, 03:05, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 03:01

ესეც მეხუთე:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 03:25

სანამ საქართველოდან წავიდოდი ერთ ჩემს მეგობარს შევხვდი, რომელიც პრაღაში ცხოვრობდა და საერთოდაც დედით ჩეხია...
სამსახურში მივაკითხე, ამიტომაც ჩემთვის ბევრი დრო არ ქონდა... ერთი-ორი სიტყვით მითხრა რისი ნახვაც შეიძლებოდა...
ზეპირად რაც დავიმახსოვრე იყო Karluv Most (იგივე კარლოვის ხიდი)და Jan Nepomucky (იგივე წმინდა იოანე ნეპომუკიდან), რომლის ქანდაკებაც ამ ხიდზე უნდა მდგარიყო.
თაკომ (ასე ქვია ჩემს მეგობარს) დამარიგა, ამ ქანდაკებასთან მიდიო და სურვილი ჩაუთქვიო, აუცილებლად აგისრულდებაო.. რამდენჯერაც ჩავიფიქრე ყველა ამისრულდაო :)

ჰოდა... აი რა დამხვდა, როცა ამ ქანდაკებას მივუახლოვდი :D


Image

:lol: ხიდის ის ნაწილი, სადაც ეს ქანდაკება იდგა under construction იყო და შესაბამისად შემოღობილი ჰქონდათ... ხიდზე მუშები მუშაობდნენ.

ეს ახალდაქორწინებული წყვილიც იძულებული იყო მხოლოდ ღობის მიღმა მდგომს, ფოტოაპარატით გადაეღო ფოტოები და მხოლოდ ამ ფოტოებს დასჯერებოდა:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 03:26

ერთი ფოტო მასე მეც გადავიღე:

Image

მოკლე ინფორმაცია წმინდა იოანეს შესახებ: იგი იყო ბოჰემიიდან, უფრო კონკრეტულად კი პატარა სოფლიდან, სახელად პომუკი (რომელსაც რამდენადაც მე მახსოვს მერე ეწოდა ნეპომუკი), რომელიც ბოჰემიაში მდებარეობდა. წმინდა იოანე ნეპომუკიდან ითვლება რომ იქაური ეროვნული წმინდანია, იგი მეფე ვენცესლასის ბრძანებით მდინარე ვლტავაში დაახრჩვეს, იგი სწორედ კარლოვის ხიდიდან გადააგდეს. ოღონდ რატომ ეგ უკვე აღარ მახსოვს... მგონი რაღაც საიდუმლოს თხოვდა და იოანემ არ უთხრა, თუ რაღაც გადაწყვეტილების შეცვლა უბრძანა და იოანემ არ შეცვალა ეს გადაწყვეტილება... მოკლედ, რაღაც მსგავსი მიზეზით. ძალიან ჩახლართული იყო და ვერ დავიმახსოვრე :oops:
Last edited by MIRANDA on 04 სექ 2008, 04:24, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 03:44

მართალია ეს წმინდანი მართლმადიდებელი არ იყო, მაგრამ მაინც რაღაცამ არ მომასვენა. გავბრაზდი, რომ მაინცდამაინც იმ დროს გადაწყვიტეს ხიდის შეკეთება... რაღაც ჟინი გამიჩნდა და ჟინთან ერთად ერთი იდეაც :D
ერთ-ერთ მუშას დავუძახე და ვთხოვე:
- თუ ძალიან არ შეწუხდებით, იქნებ ქანდაკების ტერიტორიაზე შემომიშვათ, სულ 5 წუთი გავჩერდები-მეთქი...
- კი, გოგონი, შემოგიშვებო...

და თითით მიმითითა საიდანაც უნდა შევსულიყავი...

Image

ყველა გამვლელ-გამომვლელი მე მიყურებდა.. ზოგი გაკვირვებული მიყურებდა, ზოგს ისეთი სახე ქონდა თითქოს ჩემით ამაყობდა (ოღონდ მართლა :lol: ), ზოგი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შეიძლებოდა მუშისთვის გეთხოვა შეშვება და გაბრაზებული მიყურებდა :D მოკლედ, შევედი და ფოტო გადავიღე:

Image

ამ ფოტოზე უკვე კარგად ჩანს განსხვავებული ფერი. აქაც ფერი ანალოგიური მიზეზით არის განსხვავებული, როგორც ქრისტეს ქანდაკების შემთხვევაში იყო... რადგან უკვე შიგნით ვიყავი შესული გადავწყვიტე სურვილი ჩამეფიქრებინა... 2 სურვილი ჩავიფიქრე... ჯერ-ჯერობით არც ერთი ამსრულებია.. თუ რომელიმე ასრულდება აუცილებლად გეტყვით!!
Last edited by MIRANDA on 04 სექ 2008, 04:25, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 03:51

სურვილები რომ ჩავიფიქრე, ის მუშა გამომელაპარაკა კიდეც, თან უკვე გამოვდიოდი და გამომაცილა..

- შენ, საიდან ხარ, გოგონი?
- მე საქართველოდან :) .. (მინდოდა მეკითხა - თქვენ აქაური ხართ-მეთქი?! მაგრამ კითხვის დასმა არც დამაცადა..)
- მე სლოვაკეთიდან ვარ და აქ სამუშაოდ ვარ ჩამოსული... საქართველოში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქვეყანაა. სხვებისგან მსმენია..

მეც რაღა დამრჩენოდა... გულითადი მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის და გამოვედი.. რაღაც კარგ ხასიათზე დავდექი (თუმცა ცუდ ხასიათზე არც მანამდე ვიყავი).. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაცას მივაღწიე... მიხარია, რომ იქ მომუშავე მუშას დავუძახე და ქანდაკებასთან შეშვება ვთხოვე :)

ესეც ზემოთხსენებული სლოვაკი მუშა (მგონი ისიც კარგ ხასიათზეა):

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 04:03

ეს კი კარლოვის ხიდიდანაა ხედები სხვადასხვა მხარეს :)
ეს ხიდის მარცხნივ (როცა ზურგით ხარ ძველი ქალაქის ხიდის კოშკთან და ახლოს ხარ მცირე ქალაქის ხიდის კოშკთან)

Image

Image

ესეც ხიდის მარცხნივ, მაგრამ დაახლოებით ხიდის შუა ნაწილიდან:


Image

ეს კი ხიდის მარჯვნივ (როცა ზურგით ხარ ძველი ქალაქის ხიდის კოშკთან და ახლოს ხარ მცირე ქალაქის ხიდის კოშკთან)

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 04:10

ფოტოზე არ ჩანს და ძალიან ლამაზი იყო იქაურობა :) :) :)

ეს ქალი არაჩვეულებრივად უკრავდა. იმდენად სასიამოვნო სიმღერებს მღეროდა (ჩავიხვიე ამ სასიამოვნოზე მაგრამ მართლა ასეა), რომ მთელი ნახევარი საათი ერთი ადგილიდან არ გავნძრეულვარ, ხიდის მოაჯირს მივეყუდე, თვალები დავხუჭე და ისე ვუსმენდი... ნეტა შემეძლოს აქ იმ მელოდიის დადება. სიტყვებით ძალიან რთულია აღწერა... საოცარი იყო!!! ყველა აღაფრთოვანა...

Image
Last edited by MIRANDA on 04 სექ 2008, 07:21, edited 2 times in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 04:12

კარლოვის ხიდი მდინარე ვლტავას სანაპიროდან.. ცოტა მუქია, მაგრამ გარჩევა მაინც შეიძლება (მარცხენა კუთხეში, შორს, Prazsky Hrad, იგივე პრაღის სასახლე ჩანს):

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 04:31

ხიდზე გადაღებული ფოტოები აქ ყველა ერთად დავდე, სამივე დღეს გადაღებულები შევაჯამე... ფოტოები მაქსიმალურად ქრონოლოგიურადაა... უბრალოდ რამდენჯერაც ხიდზე გავიარე (3 დღის განმავლობაში 8-ჯერ მაინც მომიწია ხიდზე გავლა და უფრო მეტჯერ ხიდთან) იმდენჯერ ფოტოებს არ ვიღებდი.. უბრალოდ რაც განსხვავებული იყო იმას ვაფიქსირებდი :)

მაგალითად მუსიკოსები სხვადასხვა დღეს გადავიღე.. ყველა მორიგეობით იყო ხიდზე, მაგრამ აქ მიყოლებით დავდე, რომ მერე ისევ არ მივბრუნებოდი იმავე თემას... ხიდის თემა მინდოდა ამომეწურა :D

ფოტოების უმეტესი ნაწილი (95%) პირველ დღეს არის გადაღებული :D მხოლოდ რამდენიმეა მეორე და მესამე დღეს მიმატებული :)

ახლა განვაგრძობ პირველ დღეს...

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 04:44

ხიდზე რომ გადავედი გადავწყვიტე პირდაპირ მეარა და თუ რაიმეს ღირებულს არ ვნახავდი ქალაქი მაინც დამეთვალიერებინა.... მაგრამ გზას თითქოს თვითონ მივყავდი ქალაქის ღირსშესანიშნაობებამდე:

Image

ეს არის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. ესეც ბაროკოს პერიოდის შენობაა, დაახლოებით ნახევარი საუკუნე შენდებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისიდან, იმავე საუკუნის 50-იან წლებამდე. სამრეკლო და გუმბათი ძალიან ლამაზია...

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 04:53

ეს კი სამრეკლოა. თუმცა ამ ფოტოზე კარგად არ ჩანს, რომ სამრეკლოა..

Image

ამ ფოტოს რომ ვიღებდი ტრამვაიმ კინაღამ გამიტანა... იმდენად გართული ვიყავი სამრეკლოს ჩემს მობილურში ჩატევის მცდელობით, რომ ნელ-ნელა თურმე რელსებზე გადავსულვარ.. ფოტო გადავიღე და უბრალოდ გავიხედე მარცხნივ... ზუსტად არ ვიცი რამდენი მეტრის დაშორებით იყო ტრამვაი, მაგრამ ფეხი უკან გადავდგი თუ არა და ცხვირწინ ჩამიქროლა. კიდევ კარგი მსგავს სიტუაციებში არ ვიბნევი ხოლმე, თორემ სიკვდილი არ ამცდებოდა...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]