ევროტური

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 03 სექ 2008, 00:59

2008 წლის 8 აგვისტოდან 27 აგვისტომდე წილად მხვდა ბედნიერება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მემოგზაურა. მოგზაურობა ჩეხეთით დავიწყე და ბელგიით დავასრულე..

მოვლილი (თუმცა ზედმეტად ხმამაღლაა ნათქვამი, რადგან თითოეულ ქვეყანაში მაქსიმუმ 4 დღე თუ გავჩერდი და მაქსიმუმ 2 ქალაქი თუ ვნახე, მაგრამ სხვა სიტყვა ახლა ვერ მოვიფიქრე) ქვეყნების სრული სია კი ასე გამოიყურება: ჩეხეთი, ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია.
რაც შეეხება ქალაქებს: პრაღა, ბრიუსელი, ფარო (პორტუგალია), ლისაბონი, მადრიდი, ბარსელონა, პარიზი, ამსტერდამი, შემდეგ ისევ ბრიუსელი.

ჯერ ყველა ფოტო ხელთ არ მაქვს, მაგრამ გადავწყვიტე თემა მაინც გამეხსნა...

ხვალიდან დავიწყებ პრაღით...

ჩემი თხოვნა იქნება, რომ სანამ ერთ ქალაქს ბოლომდე არ მოვრჩები ნურაფერს დაპოსტავთ...
Last edited by MIRANDA on 03 სექ 2008, 22:06, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 03 სექ 2008, 19:32

პრაღა

Image

უკვე ბილეთიც აღებული მქონდა, ბარგიც ჩალაგებული, როცა მამაჩემს დასავლეთში მოუწია გამგზავრება, ამიტომაც დეიდაშვილს უნდა გავეცილებინე აეროპორტში.

ჩემი რეისი 8 აგვისტოს, დილის 04:05 საათზე იყო დანიშნული . 7 აგვისტოს საინფორმაციოების საყურებლად დრო არ მქონდა, ამიტომაც საერთოდ არაფერი ვიცოდი. ცხინვალის რეგიონში "რაღაც" რომ ხდებოდა ჩემი დეიდაშვილისგან შევიტყვე, რომელსაც გზა მისი სახლიდან ჩემს სახლამდე რამოდენიმე ადგილას გადაკეტილი დახვდა.
აეროპორტში ისე წავედი, რომ ვერაფერი გავარკვიე. მაშინ ჯერ კიდევ არაფერი იყო მოსახლეობისთვის ცნობილი.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, რეისი ჩვეულებრივ შესრულდა და პრაღაში, პრაღის დროით, დილის 6 საათზე ვიყავი. [რადგან ქალაქის ცენტრში სასტუმრო ძალიან ძვირი ღირდა (ყოველ შემთხვევაში სადაც ადგილი იყო დარჩენილი), ამიტომაც ჩემი ძველი სამსახურის - ინტერტურის - დახმარებით ბინა დავიქირავე :D პრაღაში 3დღით და 2 ღამით უნდა დავრჩენილიყავი]. ბინის პატრონთან შეთანხმებული ვიყავი, რომ დილის 10 საათზე დამხვდებოდა სახლის შესასვლელთან. რომ არ დამეგვიანა ყოველი შემთხვევისათვის თავი დავიზღვიე. თუმცა ქალაქის ცენტრში, უფრო ზუსტად კი სტარომეცკას მოედანზე დილის 7:30 სთ-ზე ვიყავი :D ჩემი ბინა კი ამ მოედნიდან ზუსტად 70-80 მეტრში იყო ...

მოკლედ ეს პირველი ფოტოა, რომელიც პრაღაში გადავიღე. [ხო, მართლა, პრაღაში ფოტოაპარატი არ მქონდა, ამიტომაც იქ გადაღებული ყველა ფოტო ჩემი მობილურითაა გადაღებული, რომლის ფოტოაპარატსაც იეტობამდე ბევრი უკლია :D მაწანწალობასაც ძლივს ქაჩავს... ფოტოების ხარისხისთვის ბოდიშს გიხდით.]

Image

ამ ფოტოს დადებას არც კი ვაპირებდი (ფერის და ხარისხის გამო), მაგრამ 2008 წლის 8 აგვისტოსაა გადაღებული, 9-ის 8 წუთზე... ანუ 08.08.08-ის 08:08 საათზე (პრაღის დროით), თან სულ შემთხვევით, ამიტომაც გადავწყვიტე დამედო :D

ეს ფოტო სტარომეცკას მოედანზე ერთ-ერთ შენობას გადავუღე..

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 03 სექ 2008, 20:15

სამწუხაროდ ტურისტული მომსახურების ცენტრი, რომელიც სტარომეცკას მოედანთან ახლოს ვნახე ჯერ ღია არ იყო, შესაბამისად რუკაც ვერ ვიშოვე იმ დროისთვის, არადა მოედნიდან რამდენიმე ქუჩა გადიოდა. თუმცა პირველივე ადამიანმა, რომელსაც ვთხოვე ჩემთვის ვეზენსკას ქუჩა მიესწავლებინა, ეს დახმარება აღმომიჩინა.

მალე უკვე იქ ვიყავი

Image

ქუჩის ამ აღმნიშვნელის მარჯვნივ იყო რესტორანი, მარცხნივ კი სადარბაზოში შესასვლელი კარი. თუმცა ეს კარი ჩაკეტილი იყო და მხოლოდ 10 საათზე გამომაკითხავდა ბინის პატრონი, ლენა. ჯერ კი 9 საათიც არ იყო.

რადგან უკვე ვიცოდი 10 საათზე სადაც უნდა მოვსულიყავი, გადავწყვიტე მანამდე ცოტა გამესეირნა და მიმდებარე ქუჩები დამეთვალიერებინა. შორს წასვლას აზრი არ ქონდა, რადგანაც ჩანთა თან უნდა მეტარებინა და ეგ აზრი მაინცდამაინც არ მხიბლავდა :D

ძალიან შორს წასვლა არც მომიწია, იმავე ქუჩაზე აი ეს მონუმენტი აღმოვაჩინე

Image

ეს არის ცნობილი მწერლის, ფრანც კაფკას მონუმენტი. ამ მონუმენტის შექმნისთვის სპეციალური კონკურსი გამოცხადდა, რომლის გამარჯვებულიც იაროსლავლ რონა გახდა, შესაბამისად სწორედ ის არის მისი ავტორიც..

რაც შეეხება თავად კაფკას (ძალიან მოკლედ მათთვის, ვინც არ იცის და აინტერესებს), იგი არის XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გერმანულ-ენოვანი მწერალი, რომელიც დაიბადა 1883 წელს პრაღაში, როცა პრაღა ჯერ კიდევ ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში შედიოდა.
Last edited by MIRANDA on 03 სექ 2008, 22:06, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 03 სექ 2008, 20:28

ჩემს ქუჩასთან ახლოს იდგა ეს ესპანური სინაგოგაც, თუმცა შიგნით შესვლა მაშინ არ მიცდია და მერე უკვე რატომღაც გადამავიწყდა და უნახავი დამრჩა :D

Image

გზა სტარომეცკას მოედნისკენ განვაგრძე. გზად ეს შემხვდა :lol:

Image

უფრო ახლოს:

Image

NO IDIOTS
NO DOGS
Thank you
ZERO

:lol:

მოედნის შუაგულში აი ეს მონუმენტი დგას, თუმცა მაინცდამაინც კარგი ფოტო ვერ გამოვიდა და ბოდიშს გიხდით.. :

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 03 სექ 2008, 22:22

ფონად რომ შენობაა ის შენობა, უფრო ახლოს:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 03 სექ 2008, 22:34

პრაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა სწორედ რომ სტარომეცკას მოედანზეა. ე.წ. ასტრონომიული საათი. იგი XV საუკუნის ბოლოს შეიქმნა, იმ დროისათვის ეს საკმაოდ დიდი ტექნოლოგიური მიღწევა იყო. ადგილობრივი თვითმართველობის თავჯდომარემ მის ავტორს, მასტერ იანუსს (ან მასტერ ჰანუსს) თვალებიც კი დასთხარა, რომ ამ საათის ანალოგი სხვა ევროპული სახელმწიფოსთვისაც არ შეექმნა. როგორც ლეგენდა ამბობს, იანუსი ამის შემდეგ საათის კოშკთან მივიდა და რაღაც ისე სერიოზულად დაუზიანა საათს, რომ მას შემდეგ მთელი 1 საუკუნე საათი აღარ მუშაობდა და ვერავინ შეძლო მისი შეკეთება.
თუმცა ამ საათის შექმნის სხვა ვერსიებიც არის, რომლის მიხედვითაც საათი პრაღის უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა დააპროექტა. მათი სახელები ვეღარ დავიმახსოვრე :oops:
მთავარი კი ის არის, რომ ეს ასტრონომიული საათი აჩვენებს მთვარის, მზის, ვარსკვლავებისა და პლანეტების ფაზებს.
XIX საუკუნეში კი საათს დაემატა კიდევ ერთი დეტალი. ეს არის ამ საათის ზემოთ მოთავსებული ორი კარი. ყოველ სრულ საათზე, ეს კარები იღება და 12 მოციქული რიგ-რიგობით გამოდის...

სულ ზევით კი კოშკის თავზე ჩვეულებრივი საათია მოთავსებული, რომელსაც კოშკის ოთხივე მხრიდან დაინახავთ და პრაღას საათის დროს ამცნობს...

Image

Image

ესეც ასტრონომიული საათი, ოდნავ დაბლა, იმავე კოშკზე, ალბათ შეამჩნევდით საათის თავზე იმ 2 პატარა კარს, რომელზეც ზემოთ დავწერე:

Image

ეს უფრო ახლოს:

Image

ეს კიდევ უფრო ახლოს, უშუალოდ ასტრონომიული საათი:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 03 სექ 2008, 23:05

ჩანთა იმდენად მძიმე იყო, თანაც ღამით საერთოდ არ მეძინა, ამიტომაც გადავწყვიტე სახლთან წავსულიყავი.. დილით იმ ქუჩაზე პაწუკა სკვერი შევნიშნე (კაფკას მონუმენტის წინ) და გადავწყვიტე იქ ჩამოვჯდები-თქო... ესეც ჩემი პირველი ფოტო, იმ სკვერში გადავიღე :D

Image

საათს რომ დავხედე ჯერ მხოლოდ დილის 9 საათი იყო...

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 03 სექ 2008, 23:46

გავიხედე და იქვე ძირს დაგდებული წვენის ყუთი შევნიშნე.. მაშინვე გადავუღე, ვიფიქრე Gamarjoba Sakartvelo-ს უნდა ვანახო-მეთქი...

Image

2 წუთიც არ იყო გასული, რომ მოვიდა მეეზოვე, ახვეტა და წაიღო :lol:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 00:06

დაახლოებით 45 წუთი ასე ვიჯექი, რაღაცეებს ვწერდი ბლოკნოტში, თან იქვე ერთ ბომჟს ვაკვირდებოდი, რომელიც ძალიან გემრიელად მიირთმევდა რაღაცას და მერე ადგა და კულტურულად ნარჩენები ნაგავში გადაყარა... :) მოგვიანებით კიდევ 2 მეგობარი შემოუერთდა ... ძალიან საინტერესო სანახავები იყვნენ... მაგრამ ფოტოს გადაღება ვერ გავუბედე. დროდადრო მიყურებდნენ და მიღიმოდნენ... რაღაც დადებითად განვეწყვე მათ მიმართ :D

ამასობაში თითქმის შესრულდა 10 საათი და მეც სახლის კართან გადავინაცვლე, მივედი თუ არა ლენა გამოვიდა და შემეგება, თურმე ფანჯრიდან იხედებოდა ხოლმე პერიოდულად და ზუსტად იმ დროს გადმოიხედა როცა მე მივედი :D (პირადად არ მიცნობდა, მაგრამ ჩემოდანს რომ მივათრევდი (რომელიც საკმაოდ დიდი ზომის იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად ცარიელი იყო) მიხვდა რომ მე ვიყავი :D)

ესეც ჩემი [ელამი] ფოტო, ჩემი საძინებლის კარადის სარკეში :D

Image

გადავწყვიტე რამდენიმე საათი დამეძინა და ქალაქის დათვალიერებას შემდეგ შევდგომოდი, მაგრამ მანამდე მისაღებ ოთახში გავედი და CNN-ს ვუყურე.. ალბათ ჯობდა არ მეყურებინა, მაგის მერე ვეღარ დავიძინე... :cry:

მოვწესრიგდი, კიდევ ერთი ფოტო გადავიღე სარკეში

Image

და ისევ გარეთ გავედი..

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 00:57

სტარომეცკას მოედანზე

Image

ამ შენობის უკან არის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელსაც სრულად, ჩეხურ ენაზე Chram Matky Bozhi Pred Tynem ქვია... მე ვერ გადავთარგმნე Tyn, შესაბამისად ეკლესიის სახელიც არ ვიცი სრულად... ისე კი ასე გამოიყურება (მთლიანად მისი გადაღება ვერ მოვახერხე, წინ შენობა ეფარებოდა, ამ შენობის უკან რომ გადავდიოდი უკვე ჩემი მობილური ვეღარ "ქაჩავდა"):

Image

Image
Last edited by MIRANDA on 04 სექ 2008, 01:09, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 01:05

გადავწყვიტე ისევ მივბრუნებოდი საათს, რომელიც იქვეა, მოედანზე, თან მალე პირველი საათი შესრულდებოდა... მინდოდა მენახა მოციქულები :D

იქ ეს სურათი დამხვდა:

Image

აქ არ ჩანს, მაგრამ პატარძალი ისეთი პრანჭიკუდა იყო და ისე პოზიორობდა კამერის წინ, რომ მათი ქორწილის სურათების დათვალიერება ნამდვილად ეღირებოდა :D

პრაღის დროით 12:45 საათია... ტურისტები - ზოგი შემთხვევით, ზოგიც კი სპეციალურად - საათთან შეიკრიბნენ..

Image

პრაღის დროით 12:55 საათია... მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, მოციქულები მხოლოდ 5 წუთის შემდეგ გამოჩნდებიან, მათი ინტერესით სავსე თვალები უკვე ზემოთკენ არის მიმართული... მათი უმრავლესობა მთელი 5 წუთი ასე იდგა (ზოგი მეტიც), ალბათ ეშინოდათ არაფერი გამოგვრჩესო...

Image

პრაღის დროით 13:00 საათია:

Image

იმავე კოშკზე, ოღონდ მეორე მხრიდან იყო ასეთი რამ:

Image

რაც ვერც მაშინ გავარკვიე რა იყო და ვერც იმის შემდეგ... იქნებ ვინმემ იცოდეთ?! :D
Last edited by MIRANDA on 04 სექ 2008, 01:55, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 01:21

ხო, მართლა.. მგონი არ მითქვამს, რომ სტარომეცკა (იგივე Staromestska) თარგმანში ნიშნავს ძველ ქალაქს. პრაღის ეს ნაწილი სწორედაც რომ ძველი ქალაქის ცენტრია. მოედანზე მანქანები არ მოძრაობს, მხოლოდ ეტლებს შენიშნავთ და კიდევ ტურისტებისათვის გამოყოფილ სატრანსპორტო საშუალებებს.. მე ყოველ შემთხვევაში იმ მოედანზე მანქანა არ მინახავს.

ეს ასტრონომიული საათი კი იმ შენობის ნაწილია, რომელსაც ადგილობრივ ენაზე Staromestska Radnice-ს ეძახიან და თუ სწორად გავიგე უნდა იყოს ძველი ქალაქის მუნიციპალიტეტი. ესეც ფოტო შორი ხედით:

Image

ამ ფოტოს გადაღების შემდეგ გამახსენდა, რომ ტურისტული მომსახურების ცენტრი იმავე შენობაში იყო განლაგებული (ანუ ძველი ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობაში) და იქითკენ მივაშურე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან [როგორც იტყვიან] თავაზიანად და ყურადღებით მომემსახურნენ, რუკაც მომცეს და კიდევ ტურისტისათვის გამოსადეგი საინფორმაციო ბუკლეტებიც...

გამოვედი და გადავწყვიტე ჯერ იქითკენ წავსულიყავი, სადაც Karluv Most, იგივე Charles Bridge მდებარეობდა... ქართულად არ ვიცი რა ქვია იმ ხიდს, ყველა ენაზე მგონი სხვადასხვა სახელი აქვს :D ალბათ ქართულად კარლოვის ხიდი ერქმევა ან ჩარლზ IV-ის ხიდი... არ ვიცი, არ ვიცი... მე კარლოვის ხიდად მოვიხსენიებ :D

მოკლედ, ხიდს ასე იმიტომ ქვია, რომ იგი ჩარლზ IV-ის (კარლო IV-ის) დროს არის შექმნილი, 1357 წელს, მისივე ინიციატივით. ერთ-ერთი ცნობით კი ხიდის მშენებლობა დაიწყო ვინმე მასტერ ოტტომ და დაასრულა ვინმე პიოტრ პარლერჟმა 1402 წელს. ხიდის ორივე თავში არის კოშკი, ერთს ქვია ძველი ქალაქის ხიდის კოშკი, მეორეს კი - მცირე ქალაქის ხიდის კოშკი.
ხიდზე არის ბაროკოს სტილში შესრულებული ქანდაკებები, რომლებიც ძირითადად მოგვიანებით, 18 საუკუნის შემდეგ მიემატა ხიდს. ქანდაკებების უმრავლესობა მათიაშ ბრაუნის ან ფერდინანდ მაქსიმილიან ბროკოფის მიერაა შექმნილი.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 01:52

[პატარა გადახვევას გავაკეთებ და] ხიდისკენ რომ მივდიოდი გზად ეს ფლეიტისტკა შემხვდა, ძალიან სასიამოვნო მელოდიას უკრავდა. იქვე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო, ბავშვთან ერთად. მამამ ბავშვს ფული მისცა, რომ ფლეიტისტკასთვის ყუთში ჩაეგდო. ბავშვი ძალიან მორცხვობდა, იმდენი ხანი ეხვეწნენ მიდი, ჩაუგდეო, რომ როცა ბოლოს დაითანხმეს და ფულის ჩასაგდებად გაიწია, მე ფოტოს გადასაღებად მომზადებული ხელი უკვე ქვემოთ მქონდა ჩამოშვებული და უცებ რომ ავწიე და გადავიღე, ფლეიტისტკას თავი წავაჭერი :roll:

Image

მოკლედ გზად კიდევ ბევრი საინტერესო რამ ვნახე, მაგალითად ეს კაცი, რომელიც რამდენადაც მე მივხვდი გიდი იყო და თავის ტურისტებს რომ ადვილად შეემჩნიათ ასე იმიტომაც დადიოდა... ამის მერე იმდენი ვნახე მასე, რომ დავრწმუნდი, რომ ჩემი პირველადი ეჭვი არც თუ ისე უსაფუძვლო იყო.. არ ვიცი ფოტოზე რამდენად ჩანს ეს, მაგრამ "live"-ში ძალიან სასაცილო და თან საცოდავი სანახავები იყვნენ... მთელი დღე რომ მასე ივლი, ღამით ალბათ ხელაწეულს დაგეძინება :lol: :lol: :lol:

Image

Image

Image

ამათ გარდა კიდევ ძალიან ბევრი ვნახე, უბრალოდ ფოტო აღარ გადამიღია :D

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 02:00

ესეც მარიონეტების მაღაზია, უფრო სწორად მისი ერთ-ერთი ნაწილი :)

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 02:06

მოკლედ, მივადექი ხიდს (ძალიან ახლოს იყო :D ).. ესეც ხიდის შესასვლელთან (ძველი ქალაქის მხრიდან) - კარლო IV-ის მონუმენტი:

Image

ხიდის ერთ-ერთი თავი, ძველი ქალაქის ხიდის კოშკი:

Image

ესეც ერთ-ერთი ქანდაკება ხიდზე:

Image

ესეც მეორე:

Image
Last edited by MIRANDA on 04 სექ 2008, 03:02, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]