ევროტური

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 08:21

ამ სტენდის დახმარებით შეგეძლო გაგეგო კომპლექსის შემადგენლობაში რა შედიოდა, რა სად იყო და მის შესახებ ისტორიაც მოგესმინა.. 2 სიტყვით რომ ვთქვათ ეს იყო - საინფორმაციო ყუთი:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 08:23

ეს კი კომპლექსში შესასვლელი კარია, თუმცა მე მეორე შესასვლელიდან, პარკის მხრიდან მივედი (როგორც უკვე მოგეხსენებათ):

Image

შესასვლელში მიმაგრებული აბრა:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 08:35

კომპლექსის დათვალიერების შემდეგ, გადავწყვიტე ისევ პრაღის ციხისკენ წავსულიყავი.. ამჯერად უკვე სამონასტრო კომპლექსიდან მისასვლელი გზით...

გზად ეს შენობა შემხვდა, წესით და რიგით ეროვნული გალერეა უნდა იყოს, მაგრამ რატომღაც დამეზარა მისვლა და აბრის წაკითხვა... მხოლოდ ფოტო გადავუღე:

Image

ამ შენობასთან საკმაოდ ახლოს, დაახლოებით 40 მეტრში არის ულამაზესი ლორეტა:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 08:37

Image

ლორეტადან ეს ლამაზი კიბეები ადიოდა:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 08:40

შემდეგ ეს სამაია შემხვდა, მართალია სინამდვილეში ოთხნი იყვნენ, მაგრამ ყველა მხრიდან მხოლოდ სამნი ჩანდნენ, ამიტომაც ამ ლამპიონს მე სამმაია შევარქვი :) ფოტოზე კარგად არ ჩანან, მაგრამ იმედია ქალის ფიგურებს მაინც გამოარჩევთ :)

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 08:54

ამის შემდეგ უკვე მალე მივედი პრაღის ციხესთან... მაგრამ ფოტოები აღარ გადამიღია... თუმცა მიხარია, რომ მეორედაც მივედი და კიდევ ერთხელ კარგად ვნახე ის, რამაც წინა დღით გამაოცა (ან როგორც Gamarjoba Sakartvelo დაწერდა გამა20ა)...

პრაღის ციხიდან Staro Mesto-სკენ გავსწიე (ანუ ძველი ქალაქისკენ), გზად ხიდი უნდა გამევლო... ხიდზე გამახსენდა, რომ პრაღაში არის ის ცნობილი მოცეკვავე შენობა... ერთ-ერთ მხატვართან მივედი და ვეკითხები, ხომ ვერ მიმასწავლით მოცეკვავე შენობას მეთქი?!

ის კაცი ისე გაბრაზდა, რომ ლამის თმებში მწვდა, პრაღაში ხარ ჩამოსული და მოცეკვავე სახლის ნახვა გინდაო? გაიხედ-გამოიხედე, რამდენი რამეა სანახავიო, რა დროს მოცეკვავე სახლიაო... ისე მიყვიროდა, რომ ცოტათი შემაშინა კიდეც.

მე სხვა გზა არ მქონდა და მოვატყუე - 3 კვირაა უკვე პრაღაში ვარ-მეთქი და ყველაფერი ვნახე მეთქი და უბრალოდ მინდოდა მოცეკვავე სახლიც მენახა-თქო...

ეს რომ გაიგონა მაშინვე შეეცვალა ტონი... ზედმეტი კომენტარების გარეშე, მშვიდად ამიხსნა, რომ უნდა გავყოლოდი სანაპიროს და მეორე არა და მესამე ხიდთან შემხვდებოდა გზაჯვარედინი. შენობასაც მაშინვე დაინახავო, პირდაპირ ჩანს, ძებნა არ დაგჭირდებაო...

დიდი მადლობა-მეთქი და გავუყევი მდინარის სანაპიროს :D გზად, გზის მეორე მხარეს ეს შადრევანი ვნახე:

Image

შემდეგ გოეთეს ინსტიტუტი შემხვდა, ესეც გზის მეორე მხარეს:

Image

ეს შენობები ინსტიტუტთან არის მიბმული:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 08:58

ერთ ხიდს გავცდი, მეორე ხიდს მივუახლოვდი და:

Image

Image

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 09:07

მცირე ინფორმაცია მოცეკვავე სახლის შესახებ...

ამ შენობის დიზაინი ეკუთვნის ჩეხ არქიტექტორს (რომელიც ხორვატიაშია დაბადებული), ვლადო მილუნიჩს, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა კანადელ არქიტექტორთან, ფრენკ გერისთან. შენობა სპეციალურად დაპროექტდა იმ ადგილისათვის სადაც იგი დღეს დგას, მანამდე იმ ადგილას მდგარი შენობა 1945 წელს პრაღის დაბომბვის დროს განადგურდა. შენობას საბოლოო სახე მიეცა 1996 წელს.

შენობის ოფიციალური სახელი არის Fred and Ginger, 2 ცნობილი მოცეკვავის (რომლებიც წყვილში ცეკვავდნენ) ფრედ ასტერისა და ჯინჯერ როჯერსის გამო.

მოცეკვავე სახლის გარდა, შენობას ზოგი მთვრალ სახლსაც ეძახის...

რამდენადაც ვიცი, ამჟამად შენობაში ოფისები და რესტორნებია განთავსებული. შენობის სახურავზე ნამდვილად ვიცი, რომ რესტორანია...

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 09:10

შენობას ფოტოები გადავუღე და სახლისაკენ წამოვედი, თუმცა მეორე ხიდამდე პატარა გადასახვევი იყო და იქითკენ გადავწყვიტე შეხვევა, რომ მენახა რა ხდებოდა...

თავიდან პარკში შევედი, პარკში დიდი შენობა იდგა, შენობის გარეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც საღამოს კაბებში და კოსტუმებში იყვნენ გამოწყობილები. ამათ ჩავუარე და წყლის ნაპირთან მივედი და გადავიხედე:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 09:15

ცოტა ხანს აქ ვიჯექი, მერე გადავწყვიტე ქვემოთ ჩავსულიყავი... იქვე, გვერდით პატარა სკამი იდგა (ე.წ. სკამეიკა) და იმაზე ჩამოვჯექი...

მდინარეში წყვილები სეირნობდნენ:

Image

სკამზე ჯდომა მაინცდამაინც საინტერესო არ იყო და ნაპირზე ჩამოვჯექი, ცოტა ხანი ვიჯექი და უცებ მოვიდა ეს ძაღლი და მომიტანა რაღაც სათამაშო, ჩემთან დადო და ცხვირით მომიგორა:

Image

Image
Last edited by MIRANDA on 04 სექ 2008, 09:16, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 09:16

Image

ცოტა ხანი ვითამაშეთ... მე გადავუგდებდი, ის იჭერდა (ჰო, ჰო, იჭერდა, ვერც ერთი ვერ გადავუგდე იმდენად შორს და იმდენად მაღლა, რომ გაქცევა ყოფილიყო საჭირო... მაშინვე ჰაერში იჭერდა :roll: ) და ისევ ჩემს ფეხებთან აგორებდა...

მერე იმასაც მობეზრდა და მეც დავიღალე... აიღო თავისი სათამაშო და იქვე დამიჯდა... რამდენიმე წუთში კი ადგა და წავიდა... :D

ეს ძაღლი უბრალო მაწანწალა არ გეგონოთ, ნავების გამქირავებლების ძაღლი იყო :D

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 09:26

ცოტა ხანი კიდევ ვიჯექი და მერე ავდექი და მეც წამოვედი... უკვე ბნელდებოდა.. 9-ის ნახევარი იქნებოდა...
უკანა გზაზეც ფოტოები მაინცდამაინც არ გადამიღია.. მხოლოდ ერთ მაღაზიაში მომინდა ფოტოს გადაღება ჩეხური მინისთვის და გამყიდველს ნებართვა ვთხოვე... მან მითხრა ჩემთან ერთად თუ გადაიღებ მაშინ შეიძლებაო... ხუმრობდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ არ ვეტყოდი აღარ მინდა მეთქი :D ჰოდა კარგი-მეთქი...

ამ ფოტოში ჩეხური მინის გარდა ყველაფერი ჩანს, მაგრამ ნუ რა ვუყო :D ალბათ ისედაც არ გამოჩნდებოდა, ჩემი მობილურის შესაძლებლობების გამო .. :

Image

როგორი დაღლილი სახე მაქვს?!! :D

ეს Praha Bike ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა... მისი მფლობელი ყველა მსურველს ეპატიჟებოდა ამ ველოზე, რომელსაც რამდენიმე "მძღოლი" სჭირდებოდა... საბოლოოდ რამდენიმე მეგობარმა დაიქირავა და გაუდგნენ კიდეც გზას, მაგრამ მე ამის ფოტო არ მაქვს, ჩემმა მობილმა ვერ "გაქაჩა"

Image
Last edited by MIRANDA on 04 სექ 2008, 09:49, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 09:30

მოკლედ ცოტა ხანში თქვენთვის უკვე ნაცნობ სტარომეცკას მოედანზე მივედი და რას ვხედავ:

Image

პრაღის ჯაზ ფესტივალი 8)

სამწუხაროდ მე რომ მივედი უკვე მთავრდებოდა და სულ რაღაც ნახევარი საათი მოვუსმინე, მაგრამ მაინც მაგარი იყო ძალიან !!!

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 09:31

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 09:33

ესეც ღვთისმშობლის ეკლესია, პრაღის ჯაზ-ფესტივალის ფონზე :)

Image

ჯაზ-ფესტივალის პირველი დღე ასე დამთავრდა... სულ ეს ფესტივალი 1 კვირას გასტანდა, მაგრამ მეორე დღეს ისეთ დროს იწყებოდა (შუადღის 2 საათზე), რომ მე უკვე აეროპორტისკენ გზას უნდა დავდგომოდი (ჩემი გეგმის მიხედვით)... ასე რომ მართალია მხოლოდ ნახევარ საათს შევესწარი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა საერთოდ ვერ შევსწრებოდი?!!

Image
Last edited by MIRANDA on 04 სექ 2008, 09:38, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]