ევროტური

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ევროტური

Post by tiko_r » 04 სექ 2008, 14:55

MIRANDA

გადასარევი ტური მოგიწყვია! გასამაოგნებელი
მინდოდა დაპოსტვა აქამდე, მაგრამ შემეშინდა.... გაგვაფრთხილე ქალაქს სანამ არ მოვრჩები არ დაწეროთო :lol:

WOW წოწ!!! :shock: სუპერ!
გაგრძელებაც საინტერესო იქნება
გული მიგრძნობს! 8)

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ევროტური

Post by Linda » 04 სექ 2008, 15:18

პრაღა დამთავრდა ხომ?

ე.ი დავპოსტო :D

გადასარევია გოგონი, გასაგიჟებელი

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 15:31

3 დღეში მართალია ყველაფერი ვერ ვნახე, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ვერ მოვასწარი. უბრალოდ არ ვიცოდი რა იყო სანახავი და ადგილზე დავდიოდი და ვათვალიერებდი... ზოგ ადგილს შემთხვევით წავაწყდი და მერე გავიგე რაც იყო :D
კარლოვის ხიდი (იგივე Charles bridge) ვიცოდი მხოლოდ...

ერთი რამაც შემაწუხა ის იყო, რომ შთაბეჭდილებებს ვერავის ვუზიარებდი.. უუუფ, ძალიან ცუდი ყოფილა...

მეორე ის იყო, რომ ჩემს დარდს ვერავის ვუზიარებდი..

ღამ-ღამობით CNN-ს ვუყურებდი და იქ ისეთ საშინელებებს აცხადებდნენ და მე კი არავინ მყავდა გვერდით, რომ დავლაპარაკებოდი.. ერთ ღამეს (მეორე ღამეს) სახლში ვეღარ გავჩერდი და გარეთ გამოვედი... ხიდისკენ წავედი და ხიდის მოაჯირზე (თუ რაც ქვია) ჩამოვჯექი... ტირილით გული ვიჯერე...

ვიღაც ბიჭი მოვიდა... არც რუსული იცოდა, არც ინგლისური... ძალიან ცოტა იცოტა გერმანული (სულ რამდენიმე სიტყვა ალბათ). ჩეხი იყო.
მოვიდა და მეუბნება: you are beautiful.. why cry?
მე ვუთხარი: ჩემს ქვეყანაში ომია მეთქი... (CNN-ზე ასე გამოაცხადეს)..

ვაიმეო, ვინებთანო...

მე ვუთხარი რუსებთან მეთქი... და მერე რაღაცეები თავის ენაზე თქვა, არ ვიცი კარგს ამბობდა თუ ცუდს, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, რომ თანამიგრძნობდა...

მერე ვუთხარი - მე უნდა წავიდე-მეთქი.. უნდა დავიძინო-მეთქი და დავემშვიდობე... მაგრამ სახლში ვერ წავედი მაინც...

ვენცესლასის ბულვარში რომ ვსეირნობდი ისევ შემხვდა შემთხვევით (2 საათის შემდეგ)... იქაც ვისაუბრეთ... ყველა ენის გამოყენებით წინადადებები შეთხზა და ჩემს გამხნევებას ცდილობდა... თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან დამეხმარა...

სამ დღეში ცოტა არ იყოს ლაპარაკს გადავეჩვიე.. ბრიუსელში რომ ჩავედი პირველი დღე თითქმის არ ვლაპარაკობდი :D

პრაღაში სულ 10 ევრო მქონდა კრონებში გადახურდავებული. 10 ევრო 223 კრონია (მაშინ მასე იყო).

რჩევა: 223 კრონით პრაღაში არ წახვიდეთ :D

ვერ ვიტყვი, რომ პრაღა ძალიან ძვირი ქალაქია, იმიტომ, რომ ჩემი აზრით არ არის, მაგრამ მაინცდამაინც იაფიც არ არის.

განსაკუთრებით სუვენირებია ძვირი.. ან, შეიძლება, მე რომ მხოლოდ 223 კრონი მქონდა იმიტომ მომეჩვენა ასე!? რა ვიცი, რა ვიცი..

ჩეხური მინა - შესანიშნავია!!! ძალიან მომეწონა, მაგრამ 223 კრონი არ ეყო.

ფულის გადაყვანა [კრონიდან ლარებში] ძალიან ადვილი იყო.. როგორც იტყვიან დავამუღამე...
10 კრონი - 1.00 ლარი
180 კრონი - 18.00 ლარი
და ა.შ. ანუ ზუსტად 10-ზე გაყოფდი და ეგ იყო... დიდი დიდი განსხვავება ყოფილიყო რამდენიმე თეთრში ან თუ დიდი თანხა იყო რამდენიმე ლარში... :D ეს მე პირადად ძალიან დამეხმარა...

პრაღა - ტურისტების ქალაქია... ამ დასკვნამდე იმიტომ მივედი, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე გაცილებით მეტი მე პირადად ტურისტი ვნახე... ქუჩაში ან რუკიანი ხალხი დადიოდა, ან ზურგჩანთიანი, ან თვალები რომ ცაში აქვთ გაწვდენილი და ისე დადიან ისეთი ადამიანები.. მოკლედ ყველა ტურისტს გავდა... ქალაქი სავსე იყო ტურისტებით. ძირითადად ისმოდა ესპანური და იტალიური ენები... მეორე ადგილზე იყო ინგლისური (აქ ალბათ რამდენიმე ერი იქნებოდა გაერთიანებული). იაპონელებსაც ბევრს შენიშნავდით ქალაქში (იაპონელების და ჩინელების გარჩევა ვისწავლე, მგონი :D )

ჰო, კიდევ, ჩემი "ხაზეიკა", ლენა, თურმე თბილისში ცხოვრობდა... საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და განსაკუთრებით უყვარს ქართველები. ეს ისე ინფორმაციისთვის, თუ ვინმე პრაღაში გადაწყვეტს წასვლას შემიძლია ლენას კოორდინატები მივცე.

ჰმმ.. კიდევ რისი თქმა მინდოდა?!
ჰო, ამინდი ხშირად იცვლებოდა ძალიან. ხან ძალიან ცხელოდა, მერე უცებ აცივდებოდა. წვიმით ღამით იწვიმა - ერთხელ და მეორე დღეს საკმაოდ მაღალი ტემპერატურა იყო. მოკლედ ამინდ ვერ გავუგე..

ფეხით ძალიან ბევრი ვიარე... იმდენი ვიარე, რომ ახლა ჩემი თავისაც მიკვირს... ერთხელ დავთვალე და გადაბმულად გამომივიდა სიარული 9 საათი... "გადაბმულად" - იგულისხმება საერთოდ შესვენების გარეშე... თითქოს 9 ბევრად აღარ ჟღერს ახლა :roll: , მაგრამ მაშინ ბევრად მომეჩვენა და.. :oops: ისე კი იმ 2 დღის განმავლობაში გამომივიდა 27 საათი (მესამე დღეს აღარ ვთვლი) და საერთოდ არ დავღლილვარ...

დრო ძალიან ნელა გადიოდა და როცა მეგონა უკვე 6 საათი იქნებოდა, ჯერ ისევ 3 საათი იყო... ასეთი რამ სხვა დროს არ დამმართნია..

ჰო... მგონი როცა ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ვახსენე, დამავიწყდა მეთქვა, რომ იქ ყველაფერი უფასოა - ინფორმაციაც, რუკებიც და საინფორმაციო ბუკლეტებიც... (შეიძლება ვინმესთვის გამოსადეგი ინფორმაცია იყოს).

მეტი ახლა აღარაფერი მახსენდება... :D

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ევროტური

Post by ნინი_85 » 04 სექ 2008, 15:44

დიადი იდეა დამებადა :D

ერთი წლით ადრე დავგეგმო ასეთი ტური, ოღონდ კარვებით, კარველებთან ერთად, ყველა საინტერესო ადგილის დათვალიერება-არგამოტოვებით, იტალია და შვეიცარია უეჭველი უნდა შევიდეს ტურში :wink:

ხოდა ახლა უკვე რუკაზე გადავინაცვლებ და საკემპინგე ადგილების მონიშვნაზე ვიზრუნებ...

აუ რა აზარტზე მოვედი :D

მანამდე კიდევ მირანდა გააგრძელე, შენი ინფორმაციები გამომადგება როგორც ვატყობ :wink: :D
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ევროტური

Post by tiko_r » 04 სექ 2008, 16:28

გამახსენა ჩემი ევროტური
მეც ხომ სულ მარტო ვიყავი
უზომოდ ვისიამოვნე - როცა მინდოდა ... სადაც მინდოდა... რამდენი ხნითაც მინდოდა... ისე დავდიოდი
ჩემს გემოზე.
მეგობრებთან და ახლობლებთან კარგია, მაგრამ უნდა გამოვტყდე - მარტო მოგზაურობას (უცხო და საინტერესო ადგილების დასათვალიერებლად)


არაფერი სჯობს რაააააააააააა 8)



ნინი_85
ევროპის ფოეფოე ქალაქებში კარავს რა უნდა
:lol:
და კბილებს სად გაიხეხავ? შადრევნებში? :lol:

არა - ევროტურს უხდება კაი გემრიელი, კომფორტული სასტუმრო ან ბინა 8)

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ევროტური

Post by ნინი_85 » 04 სექ 2008, 16:44

tiko_r wrote:
ნინი_85
ევროპის ფოეფოე ქალაქებში კარავს რა უნდა
:lol:
და კბილებს სად გაიხეხავ? შადრევნებში? :lol:

არა - ევროტურს უხდება კაი გემრიელი, კომფორტული სასტუმრო ან ბინა 8)
ჰოო, მაშ მაფინანსებ კიარადა გვაფინანსებ თიკო? 8) :D

რისთვის არიან კიდევ ევროპელი მეგობრები შიგადაშიგ რომ არ ესტუმრო და ოჯახი არ დაუწიოკო?

თან მინიმალური ხარჯებით მაქსიმლური სიამოვნების მიღებას რა ჯობია?

თავგადასავლები და მაქსიმალური ექსტრიმი...

უჰ, არა რა, რაის სასტუმრო და კიდევ ბინა ნაქირავები :P :D

პ.ს. შადრევნებში ბანაობის გამოცდილება კიდევ მაქვს როგორც მოგეხსენებათ :lol:
მეაც გავთუშდ მეაც!

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
ევროტური

Post by marita 777 » 04 სექ 2008, 16:58

ყველაზე მეტად მე გამიხარდა მირანდამ რომ გადაწყვიტა ევროტურზე თემის გახსნა :) გაგიკვირდებათ,თემა შენ რაში გჭირდებაო?...მაგრამ ხომ გაგიგონიათ: ,,გამეორება ცოდნის დედაა"-ო :D ჰოდა..მე ვზივარ და ვიმეორებ, იმას, რაც მირანდამ დაწვრილებით მომიყვა..თან სამი ქვეყანა ერთად მომიყვა(ერთი ღამე გადავათენეთ მაგისთვის) და ამიტომ მეორე დღეს სულ ერთმანეთში ამერ-დამერია ყველაფერი :D განსაკუთრებით პორტუგალია და პრაღა მერეოდა ერთმანეთში გაგიკვირდებათ და...:)
ეხლა დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ცოდნა გამყარებულ არს პრაღის შესახებ :D და დიდი მოთმინებით ველი დანარჩენ ქვეყნებსაც, თუმცა მირჩევნია, რომ ნელ-ნელა დადოს, თითო დღის გამოტოვებით მაინც :lol: (ნუ ბრიუსელს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში)...

ეხლა არ იცის კომენტარს რომ ვაკეთებ და მოკვდება სიცილით, იმიტომ, რომ მასთანაც მაქვს ნაწუწუნები ამის შესახებ, სანამ თემის გახსნას გადაწყვეტდა მანამდე და იცის როგორ ამერ-დამერია ყველაფერი ერთმანეთში :lol: :lol: :lol:
amindi moqmedebs

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ევროტური

Post by Int3lig3nt » 04 სექ 2008, 22:09

უჰ, ძალიან გემრიელი იყო.

ყურძენი კი არა... ეს თემა.

ახლა ვნანობ, რომ არ გამოვიზოგე და ერთ ჯერზე წავიკითხე.
მარა ჩემი ბრალიც არ არის... ისე უცებ შემომეკითხა...

მირანდა Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ევროტური

Post by legenda » 05 სექ 2008, 09:39

პრაღა.....


წავიკითხე.... :D



ბრიუსელი..... :roll:

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ევროტური

Post by tiko_r » 05 სექ 2008, 13:04

ნინი_85
მე მაგალითად პარიზშიც და რომშიც ბინებშI ვცხოვრობდი - უფასოდ 8) ახლობლებთან, ..დამპატიჟეს და შემიფარეს.

არაფრით წარმომიდგენია ევროპაში კარვით.... ქალაქში ვინ გაგაშლევინებს... და ტყიდან და მინდვრებიდან ყოველ დღე ქალაქში ექსკურსიებზე??? ჰმმმ

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ევროტური

Post by ნინი_85 » 05 სექ 2008, 13:17

tiko_r


მაგას წინასწარ უნდა გაგება და ყველაფრის კარგად დაგეგმვა,

სადაც არ გაგვაშლევინებენ იქ ვიქირავებთ რამეს, ან მეგობრებს შევეკედლებით :)

მაგრამ ეს კიდევ ცალკე საკითხია და...

თემის გაგრძელებას ველით მგონი :D
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 05 სექ 2008, 13:18

Int3lig3nt
:D

legenda
ბრიუსელი იქნება, ოღონდ მოგვიანებით :D

tiko_r
ნამდვილად :D

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ევროტური

Post by kotetbeli » 05 სექ 2008, 22:13

ყოჩაღ, მირანდა, მაგარია!
მაგარი ტურნეა და მაგრადაცაა მოთხრობილი - ნაღდი, რეალური და ბუნებრივია! :wink:

ძაან დალაგებულად ყვები, ვაჰ, მაგარი ხარ! :)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 06 სექ 2008, 00:46

kotetbeli wrote:ყოჩაღ, მირანდა, მაგარია!
მაგარი ტურნეა და მაგრადაცაა მოთხრობილი - ნაღდი, რეალური და ბუნებრივია! :wink:

ძაან დალაგებულად ყვები, ვაჰ, მაგარი ხარ! :)
უღრმესი მადლობა :D

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ევროტური

Post by Linda » 09 სექ 2008, 20:54

to be continued.....


როდის? :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]