ევროტური

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ევროტური

Post by popins » 04 სექ 2008, 09:37

მირანდა გაიხარე ,რომ ამ დილით ასე მასიამოვნე..მოკლედ როგორც კი ამის შესაძლებლობა მექნება ვიცი უკვე მე და გეგუნა სადაც გავემგზავრებით :D

გაკოცე ბევრი..
lenchiamal

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 09:41

ფესტივალის შემდეგ კიდევ ბევრი ვიბოდიალე... მხოლოდ 1 ფოტო გადავიღე... ეს ვენცესლასის ბულვარია, უფრო ზუსტად კი ბულვარის ბოლო ნაწილი, ეს ვენცესლასის ძეგლია, მის ფონზე კი ეროვნული მუზეუმი :D

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 09:42

მეორე დღეც ასე დასრულდა.. მიუხედავად იმისა, რომ წინა ღამით ღამის პრაღა ვერ ვნახე, სამაგიეროდ 9 აგვისტოს ღამით იმაზე მეტი ვიბოდიალე ვიდრე შემეძლო :D საბოლოოდ წავედი სახლში.. სახლში რომ მივედი ალბათ უკვე 4-ის ნახევარი იქნებოდა...

მეორე დილით (მიუხედავად ამისა) ადრე ავდექი... ეს ჩემი ბინიდან ხედი :D

Image

ეს კი მე :lol:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 09:46

popins wrote:მირანდა გაიხარე ,რომ ამ დილით ასე მასიამოვნე..მოკლედ როგორც კი ამის შესაძლებლობა მექნება ვიცი უკვე მე და გეგუნა სადაც გავემგზავრებით :D

გაკოცე ბევრი..
:D მადლობა :oops:

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 09:55

მესამე დღე...

რუკას დავხედე, რომ მენახა კიდევ რისი ნახვა შეიძლებოდა და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქუჩიდან 2 ქუჩის მოშორებით ყოფილა Staronova Synagoga (Oldnew Synagogue, ალბათ ქართულად ძველითახალი სინაგოგა.. ან ძველი-ახალი სინაგოგა.. ან რამე მასეთი ერქმევა, ან სულაც სტარონოვა სინაგოგა)..

მოკლედ, წავედი ამ სინაგოგის სანახავად :D

Image

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 10:01

მცირე ინფორმაცია სინაგოგის შესახებ:

სინაგოგა XIII საუკუნით თარიღდება. ეს შენობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადრეული გოთიკური სტილის შენობა. მისი სახელი - ძველიახალი - მას შეერქვა იმის გამო, რომ იგი ააშენეს უძველესი ებრაული სალოცავის ადგილას და იმ სალოცავების ქვები გამოყენებული იქნა ახალი შენობის ასაგებად. სინაგოგა რამდენიმეჯერ სასწაულებრივად გადაურჩა ხანძარს და ნაცისტების ოკუპაციასაც კი. იგი დღესაც მოქმედი სინაგოგაა. იგი ევროპაში ფუნქციონირებად სინაგოგებს შორის ყველაზე ძველია.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 10:03

სინაგოგის ნახვის შემდეგ გამახსენდა, რომ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, რომელიც იქვე იყო, სტარომეცკას მოედანზე, შიგნით არ შევსულვარ... გავემართე იქითკენ...

ერთი ფოტო იქაც გადავიღე... აი ისიც :

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 10:15

ამის შემდეგ სახლში ავბრუნდი, ყველაფერი ჩავალაგე, მოვწესრიგდი და წამოვედი...

კვირა დღე იყო (10 აგვისტო) და მეშინოდა აეროპორტამდე მისვლა არ გამიჭირდეს მეთქი...

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ზუსტად 45 წუთში უკვე პრაღის აეროპორტის მეორე ტერმინალში ვიყავი...

ესეც პრაღის აეროპორტის ტერმინალი 1, რომლიდანაც სრულდებოდა ყველა რეისი, გარდა იმ რეისებისა, რომლებიც იყო ევროკავშირის სახელმწიფოებში მდებარე ქალაქების მიმართულებით, იმიტომ, რომ ასეთი რეისები მეორე ტერმინალში სრულდებოდა. მეც იმიტომ მოვხვდი აქ, რომ ბრიუსელში მივფრინავდი...

Image

საბედნიეროდ რეგისტრაციის გავლა უკვე შემეძლო, თორემ რა იბოდიალებდა ჩანთით :D

მოკლედ ჩანთა და საკუთარი თავი რეგისტრაციაში გავატარე და მერე ოთხ საათნახევარი ვიცადე აეროპორტში..

საბედნიეროდ იქვე, შიგნითვე, აეროპორტში, გამოფენა იყო მოწყობილი - Magical Himalaya:

Image

Image
Last edited by MIRANDA on 04 სექ 2008, 14:45, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 10:19

სულ ეს იყო... შემდეგი გაჩერება - ბრიუსელი... მაგრამ ჯერ ბრიუსელის ფოტოები არ მაქვს, თემას დაახლოებით 1 კვირაში გავაგრძელებ..

მანამდე კი თქვენი კითხვები, კომენტარები და შენიშვნები მიღებული იქნებაააააააააააააა :D

ერთ-ორ სიტყვას პრაღაზე კიდევ დავწერ, ოღონდ ახლა არა... ახლა ძალიან დავიღალეეე :) ყველა კითხვაზე გიპასუხებთ და ყველა შენიშვნა და კომენტარი არის privitani ...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ევროტური

Post by lama » 04 სექ 2008, 10:29

MIRANDA
გაიხარე მირანდა ძალიან საინტერესოდ და რაც მთავარია დაწვრილებით გადმოეცი შენი პრაღული შთაბეჭდილებები

დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის, რომელიც მე და ჩვენს მეგობრებს მიანიჭე

ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ

ის კი ვიცი რომ შომია (მიშა შომახია)...

მარა ეს ვინ არის? სახელი და გვარი ხომ არ იცი?

Image

თუ არ ვცდები დაკოტელი უნდა იყოს???

მიმიკაში გავს ძალიან გამოხედვა და პოზა აბსოლუტურად ემთხვევა
:roll: :roll: :roll: :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ევროტური

Post by Gvalva » 04 სექ 2008, 11:19

მირანდა, მთელი დილა პრაღის დათვალიერებაში გავატარე!!

უღრმესი მადლობა ასე დეტალური ტხრობისთვის და ყველაფერთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციისთვის!

ხომ შეიძლებოდა მეგზური ან რაიმე საიტი დამეთვალიერებინა მაგრამ ეხლა მივხვდი როცა შენი მეგობარი ყვება, მისი ხმა გესმის და დათვალიერებისას რა ემოცია ქონდა იმასაც კი გრძნობ და იმიტომაა ასე სასიამოვნო.

გაიხარე!

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ევროტური

Post by TuTa » 04 სექ 2008, 11:28

MIRANDA

ეს ისეთი მოგზაურობაა ალბათ ყველა ჩვენგანი რომ ოცნებობს, დიდი მადლობა თხრობისთვის

მოუთმენლად ველი გაგრძელებას :D

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ევროტური

Post by ნინი_85 » 04 სექ 2008, 11:49

კარგი ქენი თემა რომ გახსენი, მართალია დროის უქონლიბისა და გამო ყველაფერი ვერ წავიკითხე და მხოლოდ თვალი გადავავლე, მაინც კმაყოფილი დავრჩი :)

დიდი სიამოვნებით წავიდოდი მეგობრებთან ერთად ასეთ ევრო ტურში,

ხოდა შენ მარტო რატო წახვედი? აი ეს კითხვა დამებადა უცბათ :D
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ევროტური

Post by Int3lig3nt » 04 სექ 2008, 12:11

უი ქააა...

ეს რა თემა ყოფილა და არ ვიცოდი :shock:

საღამოს ჩავუჯდე ერთი...
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 14:40

lama
:lol: შენ უფრო კარგად იცნობ და ალბათ ეგ არის :D მაგრამ ცოტა დაბერებული მეჩვენება :roll:

Gvalva
დიდი მადლობა :)
მაქსიმალურად შევეცადე, რომ უმრავლესობისთვის ყოფილიყო საინტერესო, შეიძლება არ გამომივიდა.. ეს ხომ მაინც სუბიექტურად დანახულია გადმოცემული...

ისე, გამიხარდება თუ ვინმეს ცოტათი მაინც გამოადგება :)

TuTa
გაგრძელება აუცილებლად იქნება, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბრიუსელის და ფაროს ფოტოები არ მაქვს (ჩიპი გაფუჭდა და გასაკეთებელია, იმედია ფოტოები გადარჩება)... არ მინდა რომ არეულად მოვყვე, ამიტომაც შემდეგ ფოტოებს დაველოდები :)

ნინი_85
მარტო მხოლოდ პრაღის დათვალიერება მომიწია... ბრიუსელში უკვე დამხვდნენ მეგობრები, მთელი ტურის განმავლობაში ხან ორნი ვიყავით, ხან სამნი, ხან ხუთნი და ხანაც შვიდნი... ჰო, დაახლოებით 18 საათი ოთხნიც ვიყავით :D მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი დეტალია ...


Int3lig3nt
საიდან გეცოდინებოდა... რომ დავიწყე წერა მარტო ერთხელ შევისვენე ისე დავწერე ბოლომდე. :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]