Page 1 of 8

აბოს მონათხრობი

Posted: 03 აგვ 2008, 00:08
by abo
მოდი ხალხო ცოტა ჩემითაც რომ დაინტერესდეთ ერთ სურათს დავდებ ჩემი ექსპედიციიდან რომელიც 1974 წელს მოვაწყვე სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს მე-3 კურსზე თვითნაკეთი ხომალდით "მედეათი" თბილისიდან ბაქომდე.
თუ დაინტერესდებით, დაწვრილებით შემდეგ...

Image
აქ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ვართ მდ. მტკვარი.
ბოდიშს ვიხდი უხარისხო სურათისთვის. სად იყო მაშინ ციფრული.

აბოს მონათხრობი

Posted: 05 აგვ 2008, 10:26
by Gvalva
abo

WOW!!

სადაა ეხლა ეს ხომალდი? :)

აბოს მონათხრობი

Posted: 05 აგვ 2008, 10:39
by ნინი_85
აუ, ძაან დავინტერესდი :D

ბაიდარკაზე ვმჯდარვარ და მტკვარიც გადამიცურია, ძალიან კარგი რამეა, მთავარია წონასწორობა დაიჭირო.

მცხეთაში იყო რკინიგზის სადგურის მხარეს სასწავლო ცენტრი, სწორედ ცემი სახლის გვერდით, და წლების მანძIლზე არაერთი შეჯიბრი ჩატარებულა ბაიდარკებით, კანოეთი.

ამჟამად აღარ ფუნქციონირებს, შენობა დაიწვა, ხის იყო და შიგ კიდევ ძალიან დიდი რაოდენობით ბაიდარკა ინახებოდ.

თუმცა ყოველ წელს, მცხეთობას, 14 ოქტომბერს ეწყობა ხოლმე მტკვარზე შეჯიბრი.

ვიცი რომ თბილისში არის სასწავლო ცენტრი, კიდევ მგონი ქუთაისში.

ხო, ნაოსნობას რაც შეეხება, თბილისის ზღვაზე არის იახტ კლუბი, ერთ-ერთ ყურეში. ვარ ნამყოფი, კარგი სიტუაციაა, ჩვენი ელიტა იყრის ხოლმე თავს. შეჯიბრებიც ეწყობა, შარშან დავესწარი, საინტერესო სანახაობაა.

აბოს მონათხრობი

Posted: 05 აგვ 2008, 19:25
by abo
მაგარ საინტერესო ამბებს მოვყვები. თან არაერთ ექსპედიციას. თუ არ დავტვირთავ აქაურობას სურათებსაც გაჩვენებთ.
აბო :oops:

აბოს მონათხრობი

Posted: 05 აგვ 2008, 19:45
by Gvalva
abo

ისე იგრძენი თავი როგორც საკუთარ ნავში :)

არაფერს არ გადატვირთავ, ეს ფორუმი შენნაირი ხალხის მოსასმენადაა გახსნილი, ასე რომ გისმენთ

ხო, სათაური რომ გეპოვა ისეთი დავარქვი. მერე რაც გინდა იმად გადავაკეთოთ

აბოს მონათხრობი

Posted: 06 აგვ 2008, 00:51
by Sikvdila
ნინი_85 wrote:ხო, ნაოსნობას რაც შეეხება, თბილისის ზღვაზე არის იახტ კლუბი, ერთ-ერთ ყურეში. ვარ ნამყოფი, კარგი სიტუაციაა, ჩვენი ელიტა იყრის ხოლმე თავს. შეჯიბრებიც ეწყობა, შარშან დავესწარი, საინტერესო სანახაობაა.
როგორ შეიძლება მანდ მოხვედრა ? საინტერესო კადრები იქნება...

აბოს მონათხრობი

Posted: 06 აგვ 2008, 08:27
by Tamari-ch.
აბოს გაუმარჯოს -
ოქრო კაცი!
:)


ეჰ, მაშინ სსრკ იყო -
ახლა კი დავით გარეჯაში ვერ მივედით, რომ დაგვეთვალიერებინა -
ისეთი ამბავია ..
მტკვარს ვერ გადავკვთავთ ასე ადვილად თუ საბაჟოზე არ გაიარეთ,..
არადა კარგი მოგზაურობა იქნებოდა მტკვრის გასწვრივ...

აბოს მონათხრობი

Posted: 06 აგვ 2008, 22:08
by ლეონტი
მე ეგ ექსპედიცია მახსოვს , მით უმეტეს ჩემი მამიდაშვილი მონაწილეობდა.
ბევრი ფოტოც მაქვს ნანახი, მის მიერ გადაღებული .

აბოს მონათხრობი

Posted: 07 აგვ 2008, 14:55
by Katy
ra sainteresoa, veliot ambis gagrzelebas!

ise, martalia,axla zalian gartuldeba albat eg procesi,tumca, sabajoze problema ara mgonia rom ikos, azerbaijanshi gadasasvlelad viza xom ar gvinda?

აბოს მონათხრობი

Posted: 12 აგვ 2008, 11:32
by Jnosy
აბო რომელი?
ქუთეისელი?

უუუხ, გენაცვლალე
რა ექსტრემალი ყოფილხარ

აბოს მონათხრობი

Posted: 12 აგვ 2008, 21:17
by abo
მოკლედ ეს ამბავი ასე დაიწყო.
ერთ კომკავშირის კრებაზე მდივანი გვლანძღავდა სტუდენტებს, რომ არ ვიღებდით აქტიურ მონაწილეობას კულტურულ ღონისძიებებში.....
მე სადღაც უკან ძალით შემოყრილი ხალხის ჯგუფში ვიჯექი და ამ ბოლო წინადადებას რომ მოვკარი ყური გონება გამინათდა და მივხვდი რომ მოქმედების დრო დადგა...
იმერულ ესკიზებში რომ არის "ჩინჩლავსო" იმ ბიჭივით ავწიე ხელი და ნელა წამოვდექი რომ მდივანს დავენახე. მდივანმა გაკვირვებით შემომხედა და "სიტყვა მომცა"
შევთავაზე: თუ დაგვაფინანსებდნენ სტუდენტები ავაშენებდით თვითნაკეთ ძველებურ ხომალდს, რომლითაც თბილისიდან ბაქომდე ჩავიდოდით და ტბილისის სამედიცინო ინსტიტუტს ბაქოს სამედიცინოსთან დავამეგობრებდით. ეს წინადადება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა იმ მდივნისთვის, რომ ყბა ჩამოუვარდა, თვითონ რისი გადამწყვეტი იყო და წამსვე რექტორატში "გადამაპატიმრეს"აკ. ვაჟა ოკუჯავას კაბინეტში გამომკითხეს თუ რატომ უნდა დაეჯერებინათ ჩემთვის. ხოდა წამსვე ვიფიქრე თქვე საწყლებო ნახეთ რა დღეში ჩაგაყენოთთქო. მოკლედ ავუხსენი, რომ ასეთი ტიპის მოგზაურობა ისიც თვითნაკეთი 6-მეტრიანი ნავით შენასრულები მქონდა 3 წლის წინ ქუთაისი- ფოთის სვლაგეზით. დამეთანხმენ, მაგრამ კარგად მაინც ვერ დავითანხმე. მმთხოვეს რამდენიმე დღეში ნახაზები და გეგმა წარმომედგინა. იდეით ყველა მოხიბლული დარჩა. მოკლედ რამდენიმე დღის თავაუღებელი მუშაობის შემდეგ ნახაზები მზად მქონდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო რექტორატში პირველი კაცი გავხდი. ყველა ყველაფერზე მეთანხმებოდა და საბუთების გაკეთებაში მიწყობდა ხელს. საწარმოო პრაქტიკიდან(ყამირი) მოხსნეს სავარაუდო ეკიპაჟი, შერჩეული ჩემი მეგობარი სტუდენტებიდან და მედქალაქის ეზოში დავიწყეთ მშენებლობა. ვაშენებდით დღე და ღამე, იქვე გვეძინა კარვებში.
ხომალდი უნდა ყოფილიყო 16 მეტრი, ბრტყელძირიანი სამდინარო ტიპის. ეკიპაჟი 12 კაცი . ვაშენებდით თვენახევარი და ბოლოს ხომალდიც მზად იყო.
ეს ამბავი იმ პერიოდის თბილისისთვის მეტად მოდური და ეგზოტიკური იყო. ჩვენზე წერდნენ საქართველოს ყველა გაზეთები გასვლა დანიშნული იყო 11 აგვისტოს ორთაჭალის ხიდის ქვემოდან, რაც შემდეგ რექტორატის და ტელევიზიის თხოვნით შეიცვალა და მეტეხის ხიდიდან გადაწყდა. მოტივით გასვლას უფრო მეტი ეფექტური რელიეფური დატვირთვა რომ ქონოდა.

აბოს მონათხრობი

Posted: 12 აგვ 2008, 21:23
by popins
abo
:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:

აბოს მონათხრობი

Posted: 14 აგვ 2008, 01:54
by abo
ლეონტი
ჩემი მამიდაშვილი მონაწილეობდა.


რომელი იყო შენი მამიდაშვილი?

Jnosy
აბო რომელი?
ქუთეისელი?

ხო ეს მე ვარ ერთად რომ ვიყავით ვარძიაში
მოგონებების გაგრძელება მალე იქნება.

აბოს მონათხრობი

Posted: 14 აგვ 2008, 20:20
by Int3lig3nt
ძალიან საინტერესოა :).

სამწუხაროდ ფოტო არ ჩანს :(.

აბოს მონათხრობი

Posted: 15 აგვ 2008, 12:34
by t.d
ქუთეიში რარაც ხომალდიც ხო გქქონდა? თუ მეშლება დაშლილი თუ არ ვცდები.