აბოს მონათხრობი

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
abo
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
აბოს მონათხრობი

Post by abo » 08 ოქტ 2008, 23:30

ლეონტი
გაიხარე ძმაო :oops: ჟუჟუს ტელეფონს თუ გამიგებ მადლობელი დაგრჩები.
ახლა ნაღდად გნახავ რომ ჩამოვალ..

abo
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
აბოს მონათხრობი

Post by abo » 09 ოქტ 2008, 00:10

Image
გზაში ძრავიანი კაზანკა გვქონდა წაღებული და იმით კინოს და სურათებს ვიღებდით, ძრავს "პომპა" ქონდა გაფუჭებული და მუშაობის დროს ბოთლით წყალი უნდა გესხა რომ არ გადახურებულიყო. გზაში ვერ ვიშოვეთ დეტალი. შემდეგ ეშმაკობა მოუფიქრეთ ძრავის ჩართვის შემდეგ წყლის ნაკადს ძაბრით ვიჭერდით და წამოცმული მილით კარტერზე გვქონდა მიშვებული. იდეამ გაამართლა და ბოთლიც მოვისროლეთ.

Image
გზაში ისეთი სიცხე იყო ხანდახან თავზე დაუხურავად ძალიან ჭირდა, თუმცა ყველაფერი მაინც სასიამოვნო იყო, ჩვენ ხომ ერთმანეთის თანაკურსელები და მეგობრები ვიყავით.


გზაში თბილისელი მოგზაურები წამოგვეწიენ სამხატვროს ხალხი, ბევრს ვიცნობდით, მათაც იცოდნენ ჩვენი ამბავი და კარგად მოუნდომებიათ, რომ დაგვწეოდნენ.

Image
სტუმრებთან ერთად (რა გემრიელად ვჭამ რაღაცას?)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აბოს მონათხრობი

Post by ARCHILI » 12 ოქტ 2008, 23:55

ასეთი ამბები დროთა განმავლობაში ლეგენდებად იქცევა ხოლმე...

მათზე წესით მხატვრულ ფილმებს უნდა იღებდნენ...


თუმცა...


მადლობა, ბატონო აბო...

თუ კიდევ გაგვიზიარებთ თქვენს გამოცდილებებეს, ჩვენ ამით მხოლოდ ვისწავლით...

პატივია თქვენი შემოსვლა ამ კარავზე...

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
აბოს მონათხრობი

Post by Linda » 13 ოქტ 2008, 10:30

ძალიან საინტერესო ამბავია, და ძალიან მიკვირს ამ ამბავზე არაფერი რომ გვსმენია, არჩილს დავეთანხმები, ასეთი ისტორიები ლეგენდად უნდა იქცეოდეს.

ყოჩაღ თქვენ და თქვენ მონდომებას

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
აბოს მონათხრობი

Post by tiko_r » 13 ოქტ 2008, 13:31

ძალიან დიდი ინტერესით ვეცნობი მედეა კრუიზს
და ველი გაგრძელებას!

abo
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
აბოს მონათხრობი

Post by abo » 16 ოქტ 2008, 21:12

აქაც კიდევ "ღამის შეხვედრის" მოლოდინში.

Image
მეორე დილით კი სტუმრები გავაცილეთ
Image
Image

abo
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
აბოს მონათხრობი

Post by abo » 16 ოქტ 2008, 21:14

].
Image
სიმართლე გითხრათ სანამ გაჭირვებები გვქონდა ყველაფერი მახსოვს და ვიწერდი კიდეც, მაგრამ როგორც უდარდელი ცურვა დაიწყო, განცხრომისაგან ყველას ყველაფერი დაავიწყდა
Last edited by abo on 16 ოქტ 2008, 21:24, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
აბოს მონათხრობი

Post by ლეონტი » 16 ოქტ 2008, 21:20

აბო მანდა ხარ?
პარასკევს ჟუჟუს მეუღლის გამოფენაა გალერეა კოპალაში, თუ აქა ხარ მოდი და ნახავ , ტელეფონს P>M ში მოგწერ

abo
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
აბოს მონათხრობი

Post by abo » 16 ოქტ 2008, 21:52

გაიხარე ლეონტი.

Image
"ტაოტიანი გავიადინა" ახლაც მახსოვს მისი გემო, კარტოფილთან ერთად.

Image
აქ "რეი" დაშვებულია და რაღაცას იალქნებს ვეჩალიჩები.


Image
"შვარტოვკა"- გემის მიბმა ხმელეთზე, ან რამეზე.

abo
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
აბოს მონათხრობი

Post by abo » 21 ოქტ 2008, 18:49

Image
გზაზე ისეთი საღამოებიც იყო, რომ დაჯექი და...

abo
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
აბოს მონათხრობი

Post by abo » 21 ოქტ 2008, 19:07

Image
ხანდახან "კაპიტანსაც ჩათვლემს".


Image
აქ მტკვარი და არაქსი უკვე შეერთებულია და სამდინარო გემებიც ცურავენ.

abo
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
აბოს მონათხრობი

Post by abo » 21 ოქტ 2008, 19:49

Image
" წაუსნიკერსა" - დილით გასვლის წინ.

Image



გაზქურა გემბანზე გვქონდა ძირს დადებული და ერთხელ , კაიუტის კედელთან ახლოს მიწეული, კაიუტას გარედან მოპირკეთებულ "დერმატინს" ცეცხლი მოკიდა,ეტყობა კიდეც კედელზე მარცხნივ.
Image
აზერბაიჯანში მტკვარს -"ჩურა" ეწოდება , ხოდა ამ ჩურას ნაპირებზე მშვენიერი "გადაყუდებული" სასადილოები იყო, სადაც დიდხანს თუ გაჩერდებოდი შეიძლება 12 ჭიქა ჩაი დაგელია. ჩაი ჩვენიც ბევრი გვქონდა, ჩვენ " ასეტრინა ნა ვერტელეზე" გადავდიოდით... 2 პორციას მოგვიტანდნენ მოკლე შამფურებზე. 3 მანეთი ღირდა მახსოვს და მოყვებოდა "ჩვრაკ"-ასე ერქვა - თხელი პურის, ლავაშივით... იმ მწვადის და მოგონებების გემო სიამოვნებას მგვრის.
აქაც ასეთი გადაყუდებული ჩანს უკანა პლანზე. რომ მივადგებოდით მოულოდნელად ასეთი გემით და უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდები, მშიერი შევცვივდებოდით სასადილოში, წამსვე ყურადღების ცენტრში ვექცეოდით. ეს დასვენების და დროსტარების (სასიამოვნო გასაჭირების თანხლებით) აპოთეოსს გავდა.

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
აბოს მონათხრობი

Post by kiki » 21 ოქტ 2008, 20:33

ძალიან საინტერესოა :oops:

დიდი ინტერესით ველი გაგრძელებას :wink:

გაიხარეთ აბო !!! :D

abo
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
აბოს მონათხრობი

Post by abo » 21 ოქტ 2008, 20:38

თქვენი აზრიც მაინტერესებს შემეხმიანეთ, თუ არა ასე მგონია ჩემ თავს ვესაუბრები და მომწყინდა.
kiki
მადლობთ გამოხატული ინტერესისათვის.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აბოს მონათხრობი

Post by qvevri » 21 ოქტ 2008, 20:41

abo wrote:kiki
თქვენი აზრიც მაინტერესებს შემეხმიანეთ, თუ არა ასე მგონია ჩემ თავს ვესაუბრები და მომწყინდა.
kiki
მადლობთ გამოხატული ინტერესისათვის.
მე კიკი არა ვარ, მაგრამ ერთს გეტყვი: საკუთარ თავს ნამდვილად არ ესაუბრები, ძალიან საინტერესოა და სიამოვნებით ვადევნებ თვალს "აბოს მონათხრობს"

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]