Page 9 of 12

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 08 სექ 2008, 11:00
by qvevri
მაშ ასე გუშინ, 08.09.08 მე და მარიამი ვიყავით "მცხეთის გარშემო" და ბოლოს დიდგორზეც კი აღმოვჩნდით, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს რაზედაც ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ :wink: . ერთხელ (5 წლ.წინ ) გავიღვიძე ერთ დილასაც და პირდაპირ იმაზე დავიწყე ფიქრი რომ იმ დღეს დიდგორზე უნდა წავსულიყავი აუცილებლად. როგორც ძალიან მწყურვალს ენატრება წყალი ისე მინდოდა დიდგორზე წასვლა. ჩემს მეგობარს დავურეკე და გავანდე გულის წადილი, იმან მითხრა, რომ თუ დროზე წავალთ შეიძლება ავტობუსსაც მივუსწოთო, მე ვუთხარი შენ ცოტა "ალაოთ" ხომ არა ხარ, რა ავტობული რის ავტობუსი-მეთქი??? თურმე ნუ იტყვით და იმ დღეს დიდგორობა არ ყოფილა :shock: ალბათ ამიტომაც მომინდა იმ დილით იქ წასვლა ისე ძალიან. რაც შეეხება გუშინდელ დღეს: რაღაც ამნაირი დამემართა რაც 5 წლის წინ და რედესაც მე და მარიამი დიდგორზე ავედით და ჯერ მხედრები, მერე რამოდენიმე მანქანა, ერთი სამარშრულო და მოქეიფე ხალხი დავინახეთ ერთი კი ვიფიქრე, კინოს ხომ არ იღებენ-მეთქი, მაგრამ როგორც გავარკვიე ყოფილა ხევსურების(წიკლაურების) დიდგორობა. ეს დღე დიდგორობიდან(12 აგვისტო) დაახლ. ერთი თვიას შემდეგ აღინიშნება. გაგონილი მაქვს, რომ ძველად ხევსურები ამ დღისათვის ზრდიდნენ საღვთო საკლავს და დიდგორზე აჰყავდათ, ხევისბერი ერთი დარტყმით თავს აგდებინებდა თურმე კურატს და თუკი კურატი დიდგორის გორიდან ბოლომდე არ ჩამოგორდებოდა ითვლებოდა, რომ "არ შეიწირა" და ასე მეორდებოდა შემდეგ წლებში სანამ ხევსურების ძღვენს დიდგორი არ შეიწირავდა. მოკლედ ძალიან გამიხარდა დიდგირმა უკვე მეორეთ რომ დამიძახა, მე ხომ ეს ადგილი ძალიან მიყვარს და აქაურობას ჩემი პირველი ნოველაც მივუძღვენი...
Image
Image
ცოტა დრო გვქონდა და ცოლი ასკილის დასაკრეფად გავუშვი და მე კი მანქანაში ვიჯექი და ჯაზებს ვუსმენდი, აბა როგორ უნდა აქედანვე უნდა მიეჩვიოს ოჯახისქალობას :D
Image
Image
დიდგორის ზღმარტლი
Image
Image
დიდგორის ყვითელი ტყემალი
Image
Image
დიდგორის წითელი ტყემალი
Image
Image
დიდგორის ასკილი
Image
Image
დიდგორის კუნელი
Image
Image
დიდგორის პანტა
Image
Image

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 08 სექ 2008, 11:58
by qvevri
წყაროზეც "შევიარეთ"
Image
Image
Image
Image
აგერ ისიც, ჩვენი დარგული ნეკერჩხალი. თუმცა ყველა ვერ იყო კარგ დღეში, მაგრამ ფესვები კი გადგმული ჰქონდათ და ყველა გადარჩება, მით უმეტეს, როპმ გუშინ გვარიანად იწვიმა...
Image
Image
ეს ხე ერთი შეხედვით გამხმარია, მარამ შტამბი მოვუსინჯე და მწვანე ჰქონდა ასე რომ...
Image
Image

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 08 სექ 2008, 12:02
by qvevri
დავით აღმაშენებელის სახელობის ტაძარი დიდგორზე.
Image
Image
Image
Image
პურის მჭამელები
Image
Image
და მათი ნამუსრევი
Image
Image

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 08 სექ 2008, 12:06
by qvevri
ეს ქვევრი იცანით??? ვერ იცანით??? :evil:
Image
Image
ვერც ეხლა იცანით??? ეს ქვევი მე თავად ავიტანე ამ ადგილას ამ გაზაფხულზე
Image
Image
Image
Image
Image
Image

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 08 სექ 2008, 15:30
by Mariam
qvevri wrote: ცოტა დრო გვქონდა და ცოლი ასკილის დასაკრეფად გავუშვი და მე კი მანქანაში ვიჯექი და ჯაზებს ვუსმენდი, აბა როგორ უნდა აქედანვე უნდა მიეჩვიოს ოჯახისქალობას :D
Image
Image
ჰმ... აი, ასე "უსმენდა ჯაზებს" :D
Image
Image

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 08 სექ 2008, 15:35
by qvevri
ეს მონტაჟია ხალხო არ დაიჯეროთ :!:

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 08 სექ 2008, 16:33
by ლეონტი
ი, ჯერ რო ადრეა ასკილაი.
ოქტომბრი ბოლოს მწიფდება, მაშ, ვიტამინიც მეტი აქვს და გემოცა.

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 08 სექ 2008, 16:56
by qvevri
ლეონტი wrote:ი, ჯერ რო ადრეა ასკილაი.
ოქტომბრი ბოლოს მწიფდება, მაშ, ვიტამინიც მეტი აქვს და გემოცა.
ვწუხვარ, მაგრამ თქვენ სცდებით მეჯვარევ ბატონო, ასკილის მოკრეფა სწორეთ, რომ დაგვიანებულიც კია. ასკილი იკრიფება აგვისტოში,მანამ სანამ ჯერ კიდევ უმწიფრად გამოიტურება და ბოლომდე შეფერილი არ არის. ამის მერე ასკილი უნდა გაშრეს ჩრდილში და თან გამჭოლ ქარიან ადგილას. ასკილს C ვიტამინის ბუნებრივ კონცენტრატს უწოდწბენ და თუ მისი დაკრეფა დაგვიანდა მაშინ მასში ერთის მხრივ კი მატულობს ფერმენტები, მაგრამ კლებულობს C ვიტამინი ასე, რომ ამოირჩიეთ :D და გახსოვდეთ, ასკილში ყველაზე მეტი ვიტამინი და აქედან გამომდინარე ყველაზე მეტად სასარგებლო მაშინაა, როდესაც ის მომწვანო-მიყვითალოა.

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 09 სექ 2008, 10:55
by Naia
qvevri
ძალიან გამეხარდა ჩვენი ხეები რომ გადარჩენილან:) ისე, როდის მოვაწყოთ კიდევ ერთი ასვლა და განაშენების აქცია?

პ.ს. შენს ფოტოზე ეგ პატარა ნერგი მგონი ჩემი და გოგას დარგულია:) ყველაზე პატარა იყო და იქიდან დამამახსოვრდა...

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 09 სექ 2008, 12:30
by Makena
qvevri
სულ მაწუხებდა ეგ ამბავი რომ ერთხელ ვერ ავაკითხეთ ჩვენს ხეებს...უახლოეს პერიოდში აუცილებლად ავიდეთ და მოვრწყათ, ჩვენი ხელიდან დასხმული წყალი სხანაერად გამოაცოცხლებს! ყველა ნედლია? ისეთი ენთუზიაზმით დავრგეთ არ უნდა გამხმარიყო არცერთი.

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 09 სექ 2008, 13:07
by ZVIOSULI
გამიხარდა მაგ ხების კარგი ამბავი
კარგად მახსოვს ეგ დღე
კარგადვე გაგრძელდეს, ღირს....

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 09 სექ 2008, 13:13
by Archil
qvevri

მაგარი ხარ, კაი კაცი !!!

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 09 სექ 2008, 13:16
by TuTa
qvevri

Mariam


რა კარგია რომ მოალერსეთ ჩვენს ნეკერჩხლებს:) იმედია მოვახერხებთ ასვლას უახლოეს მომავალში

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 09 სექ 2008, 14:22
by tiko_r
ამ პოსტს ჩემი 1 მეგობრის დასანახად ვდებ.
ეს ფოტო ნახა და აინტერესებს რა არის
მე ვეუბნები დიდგორის მემორიალია მეთქი, მაგრამ არაო.

ხომ დიდგორის მემორიალია?

Image

ნეკერჩხლების კორომის გაშენება დიდგორის ველზედ

Posted: 09 სექ 2008, 15:45
by ZVIOSULI
tiko_r
არ უნდა იყოს ეგ რადგან
მე რომ დიდგორის საძებნელად მარტოდმარტო წავედი აი ასე წავედი და რაც მწვანე ზოლი გავუსვი 4 თუ 5 მაგდენი ვიარე კიდევ მინიმუმ, სანამ არ დამაღამდა :evil:

Image