Page 1 of 14

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 10:11
by qvevri
ვიფიქრე კვირა დღეა, დავჯდები სახლში თბილათ და დავამთავრებ ჩემს სტატიას-მეთქი, მაგრამ ვინ გაცადა... დავანთე ბუხარი და ატყდა ქეიფი მარა რა ატყდა. ვინ იყვნენ? თავიდან მე ლეგენდა და კორტი ვიყავით. მერე თუთა, მაკენა, შატილი, მთა და ასე შემდეგ... ატყდა სმა მარა რა ატყდა. სურათებს დავდება მაგრამ მთავარი ის არის, რაც მერე მოხდა, მინდა ვთქვა, რომ შედეგმა და ეფექტმა ყველა ზღვარს გადაჭარბა, მარა სურათებს რო დადებენ ყველაფერს თვითონ მისვდებით...
Image
Image
Image
Image

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 10:12
by qvevri
Image
Image
ნახეთ რა ქალია :lol:
Image
Image

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 10:21
by legenda
სასმისების მრავალფეროვნება იყოოოო....

ეს Makena-მ დალია?

Image

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 10:22
by legenda
დიდი მადლობა ქვევრს....

არა დიდი არა უღრმესი მადლობა ასეთი ლამაზი დღისთვის.... :D

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 10:33
by qvevri
ცოტა რომ შევზარხოშდით, ეზოდან დაახლოვებით ოცი კაცის ფეხის ხმა შემომესმა, :roll: ჩუმათ მოიპარებოდნენ. მერე ვიღაცამ კარები გააღო და რაღაც იარაღის მაგვარი შემოყო და ბაააახხხხხ....
"ლაჟიიიის ნემცი ატაკუიუტ"-ო მაკენამ დაიძახა და ყველანი იატაკზე დავწექით, მე ვიფიქრე უკეთესი იქნება თუ მაგიდის ქვეშ შევძრები-მეთქი, მარა რათ გინდა :?: შატილის ასული უკვე შემძვრალა, მერე ვიფიქრე იქნებ ბუხარში შევძვრეთქო მარა ამ დროს გამახსენდა ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი"შერეკილები"(ხუტა უფროსი რომ ძვრებ საბუხრეში) და გადავიფიქრე, თანას ბუხარი კარგა გვარიანად ენთო, მოკლედ რაც არის არის, ვინც უნდა იყოს და რაც უნდა უნდოდეს სტუმარი ღვთისაამეთქი და შემოვიპატიჟე. შემოვიდნენ მარა რა შემოვიდნენ დაახლოებით ოცი კარველი იქნებოდა. რაც შეეხება იმ რაღაცას გულები რომ დაგვიხეთქა თურმე ნუ იტყვი და გოგას უსვრია ხლაპუშკა :D მოკლედ სულ ორიოდე წუთით შემოვიდნენ, მარანში თითო ჭიქა გორული მწვანე გადაჰკრეს და წავიდნენ. არ ვიცი საიდან მოდიოდნენ და სად მიდიოდნენ მარა ძალიან კი გამახარეს თავიანთი მოსვლით.

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 10:39
by Mta Mkvarebia
ულამაზესი დღე იყო. ასე ექსპრომტად როგორ გამოგვიგვივიდა ასეთი ლამაზი ზეიმი, ძალიან მიკვირს. თუთამ დამირეკა: აბა, ერთ საათში ქვევრს უნდა დავადგეთ თავზე, კორტი და ლეგენდა ჰყოლია სტუმრადო. ეს ორნი კიდევ წირვაზე შეხვედრიან გიოს სვეტიცხოველში. გადავრეკეთ რამდენიმე კარველთან, ვისთანაც მოვასწარით, ზოგს არ ეცალა, ზოგს ტელეფონი ჰქონდა გამორთული (თავის თავს დააბრალონ :wink: ) და 6 ქალ-კაციანი შემადგენლობით, მაკენას ჯიპით (აშკარა დანაკლისით :roll: ) დავადექით თავზე. დიდი მადლობა გიოს ასეთი სტუმართმოყვარეობისათვის, ფანტასტიური საფერავისთვის, საჩუქრებისთვის (მე და შატილის ასულს ბედმა გაგვიღიმა :D ). ქალბატონ ნინოს კი დიდი ბოდიში იმ ვერცხლისფერ-ოქროსფერ-ვარდისფერ-მწვანე არეულობისათვის, რაც მოულოდნელი სტუმრების შემოვარდნამ გამოიწვია და რის შესახებაც მოგვიანებით დავწერთ და ფოტო-მასალასაც მოვაყოლებთ :D

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 10:40
by navigator
ჰეჰეეე :)
ქვევრის მარანში მარნის ქვევრი არ არის? :D

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 10:42
by Mta Mkvarebia
qvevri wrote:Image
Image
ნიშნები ჩვენს სახეზე ინდიელების საკულტო "მეიქ-აპი" არ გეგონოთ, ეს ერთგვარი საშვია, რომლის პატრონს შემდგომში ქვევრის მარნის კარი ფართოდ გაღებული დახვდება :wink:

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 10:46
by TuTa
qvevri

:D :D :D

სიხარულები და ჩახუტება ადამიანი დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, იმ სილამაზისთვი რომელიც შენთან მოსულ სტუმრებს ხვდება, იმ ქართველობისთვის რომელიც შენს სახლში ტრიალებს

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 10:47
by tiko_r
ჩემი მეგობრები ხმას აღარ გამცემდნენ ცხოვრებაში ამჯერადაც რომ უარი მეთქვა მათთვის... თან დაბ.დღე


აუ რაკარგი დრო გიტარებიაააათ 8)

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 10:51
by qvevri
tiko_r wrote:ჩემი მეგობრები ხმას აღარ გამცემდნენ ცხოვრებაში ამჯერადაც რომ უარი მეთქვა მათთვის... თან დაბ.დღე


აუ რაკარგი დრო გიტარებიაააათ 8)
შენი ქუდი ვიღაცას გამოვატანე, მარა ვის გამოვატანე ნამდვილად აღარ მახსოვს, მოკლედ დიდ მოგზაურობებშია შენი ქუდი, ნამდვილი კარველია :D

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 10:54
by TuTa
Mta Mkvarebia wrote:ულამაზესი დღე იყო. ასე ექსპრომტად როგორ გამოგვიგვივიდა ასეთი ლამაზი ზეიმი, ძალიან მიკვირს. თუთამ დამირეკა: აბა, ერთ საათში ქვევრს უნდა დავადგეთ თავზე, კორტი და ლეგენდა ჰყოლია სტუმრადო.
მაგ ექსპრომტის ავტორი და მთავარი განმხორციელებელი მაკენაა :) რა კარგია რომ ასეთი კარგები ხართ

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 11:00
by likakoo
მაგრებოოო!!!! ვა რა ჯიგრულად გიქეი(კაი)ფიათ!!! :wink: :)

გილოცავთ ახალ წელს, სულ ასეთი ლამაზი, მოულოდნელი სიურპრიზებით აღსავსე წელი გვქონოდეს:)

მიხარია, რომ არ დაიფანტეთ და კარავული შეკრება შედგა...

ა, ეგრე, მრავალ ახალ წელს!!!!!!!!

ძალიან მიყვარხართ!!!! :)

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 11:07
by legenda
ლამაზი დილა....
წირვა სვეტიცხოველში....
ქვევრი და კორტი....
ქვევრის მარანი....
ქართული სუფრა ბუხართან....
უამრავი საინტერესო (ჩემთვის საინტერესო) სასმისი...
400 წლის ვაზი...
ქვევრის ნაკეთი ფიალები,დოქები...სვეტიცხოველი ქვაზე ნაკეთი...
და ქართული სული, ტრადიცია და სიყვარული....
უამრავი კარველი...
makena,რუხი(Makena+ ყოფილი), მთა მყვარებია,შატილის ასული,Tuta და Tuta-ს +.....
ქვევრის ავტოგრაფი,ლოყაზე, ხელზე....
უამრავი ჩახუტება, თბილი სიტყვა და ღიმილი...
ქვევრის პრიზები....
სურვილები, მომავლის კეთილი სურვილები....
დასასრული.....

მადლობა ყველას....დიდი მადლობა!

ლაშქრობა ქვევრის მარანში...

Posted: 14 იან 2008, 11:09
by qvevri
legenda wrote:ლამაზი დილა....
წირვა სვეტიცხოველში....
ქვევრი და კორტი....
ქვევრის მარანი....
ქართული სუფრა ბუხართან....
უამრავი საინტერესო (ჩემთვის საინტერესო) სასმისი...
400 წლის ვაზი...
ქვევრის ნაკეთი ფიალები,დოქები...სვეტიცხოველი ქვაზე ნაკეთი...
და ქართული სული, ტრადიცია და სიყვარული....
უამრავი კარველი...
makena,რუხი(Makena+ ყოფილი), მთა მყვარებია,შატილის ასული,Tuta და Tuta-ს +.....
ქვევრის ავტოგრაფი,ლოყაზე, ხელზე....
უამრავი ჩახუტება, თბილი სიტყვა და ღიმილი...
ქვევრის პრიზები....
სურვილები, მომავლის კეთილი სურვილები....
დასასრული.....

მადლობა ყველას....დიდი მადლობა!
4000 წლის ვაზი :evil: