საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
გასულ შაბათს მე და ჩემი გერმანელი მეგობარი მარკუსი გავემართედ საგურამოში, თადეოზ გურამიშვილის მარანის სანახავად. წინასწარ მოვაგროვე გარკვეული ინფორმაცია რომელსაც სიამოვნებით გიზიარებთ. მარანი მეცხრამეტე საუკუნეში თადეოზ გურამიშვილს(ილია ჭავჭავაძის სიმამრი)აუშენებია, თავად ილია ჭავჭავაძეც თურმე თავის ღვინოს ამ მარამში აყენებდა საიდანაც შემდეგ მიჰქონდა თავის მარანში სადაც ასხავდა მუხის კასრებში. ამჟამად მარანში 17 ქვევრია ერთიდან ორ ტონამდე ტევადობების. შიგნით სამი საწნახელია, ორი მომცრო და ერთი დიდი. მე ყველაზე მეტად მომწონსმარნის ჩუქურთმები, ეს არის ბრწყინვალე ნამუშევარი რომელიც ალბათ ყველამ უნდა ნახოს და დატკბეს და დარწმუნდეს იმაში როგოდი დონე იყო მევენახეობა მეღვინეობაში იმდროინდელ საქართველოში(დღეს ქართულ მეღვინეობაში დგას ფალსიფიკაციის ხანა). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იქაურობა მიუხედავათ იმისა რომ ეკუთვნის ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმს ძალიან მიუხედავი და დაბინძურებულია. ეს მარანი ვენახების შუაგულში იდგა, ეხლა ამ ადგილას სოფელია განლაგებული. იქვე ახლოს ახლად აშენებული ტაძრის გვერდით თქვენ ნახავთ დავით გურამიშვილის მარნის ნაშთებსა და საწნახელს. ერთმა ადგილობრივმა მოხუცმა მომიყვა ერთი ამბავი: ერთხელ დიდი წვიმების შედეგად ნიაღვარი ამ მარანში შევარდნილა და ქვევრებში ჩასულა, რის შედეგადაც ღვინო გარეთ გამოსულა და წვიმის წყალს ქვემოთ, ხორბლის ყანებიასკენ წაუღია. როგორც ამბობოენ მთელი ხოდაბუნები წილად იყო შეღებილიო......
Last edited by qvevri on 10 ივლ 2007, 16:49, edited 1 time in total.
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
ეს არის მარნის გარეთა სვეტისთავი, როგორია?
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
მარნის ჩუქურთმები, გრანდიოზულია არა? მე რომ ვნახე დავიშოკე.
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
ეს თავად მარანი.
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
ეს ჩუქურთმები აღნიშნავდნენ ვენახებს, ისე რომ დააკვირდეთ მართლც ჰგავს ზემოდან დანახულ ვენახებს.
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
ეს კი დავით გურამიშვილის საწნახელია რომელიც ასევე საგურამოშია.
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
qvevri
ქვის საწნახელი?
მე რატომღაც მგონია რომ საწნახელი მაინდამაინც ხის უნდა იყოს
ქვის საწნახელი?
მე რატომღაც მგონია რომ საწნახელი მაინდამაინც ხის უნდა იყოს
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
საწნახელი ხისაც არის და ქვისაც(ქვითკირით აშენებილი) ხისები ძირითადად დასავლეთში იყო გავრცელებული. ისე ერთი გასვლა სადმე მარანში გავაკეთოთ და ბარემ კაი ექსკურსიასაც ჩავატარებ თავისი დეგუსტაციით.
Toma wrote:qvevri
ქვის საწნახელი?
მე რატომღაც მგონია რომ საწნახელი მაინდამაინც ხის უნდა იყოს
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
ვა რა მაგარი იდეაა, მე თანახმა ვარ ორივე ხელი ამიწევია.qvevri wrote:საწნახელი ხისაც არის და ქვისაც(ქვითკირით აშენებილი) ხისები ძირითადად დასავლეთში იყო გავრცელებული. ისე ერთი გასვლა სადმე მარანში გავაკეთოთ და ბარემ კაი ექსკურსიასაც ჩავატარებ თავისი დეგუსტაციით.
Toma wrote:qvevri
ქვის საწნახელი?
მე რატომღაც მგონია რომ საწნახელი მაინდამაინც ხის უნდა იყოს
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
მარანი ძალიან შტამბეჭდავი ჩანს, თანაც აქვეა, გავიაროთ და დავათვალიეროთ შემდეგ გასვლაზეqvevri wrote:ეს თავად მარანი.
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
ვეთანხმები იდეას.. მზად ვარ მეც.. თუ ამ ამბავს გაგრზელება ექნება, კარგია..qvevri wrote:საწნახელი ხისაც არის და ქვისაც(ქვითკირით აშენებილი) ხისები ძირითადად დასავლეთში იყო გავრცელებული. ისე ერთი გასვლა სადმე მარანში გავაკეთოთ და ბარემ კაი ექსკურსიასაც ჩავატარებ თავისი დეგუსტაციით.
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
მოდი იმ მარანში ჯობია , სადაც არაფალსიფიცირებული ღვინის დეგუსტაციისთვის ხელსაყრელი პირობები იქნება.
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
ეგეთი მარანიც ვიცი. როცა გავალთ შევიაროთ. აუცილებლად მოგეწონებათ მარანიცა და ღვინოებიც.
ლეონტი wrote:მოდი იმ მარანში ჯობია , სადაც არაფალსიფიცირებული ღვინის დეგუსტაციისთვის ხელსაყრელი პირობები იქნება.
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
qvevri wrote:ეგეთი მარანიც ვიცი. როცა გავალთ შევიაროთ. აუცილებლად მოგეწონებათ მარანიცა და ღვინოებიც.ლეონტი wrote:მოდი იმ მარანში ჯობია , სადაც არაფალსიფიცირებული ღვინის დეგუსტაციისთვის ხელსაყრელი პირობები იქნება.
საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
ვოოვ,
მერე სა იყავი აქამდე შე კაცო?
რა ღირს ლიტრა?
მერე სა იყავი აქამდე შე კაცო?
რა ღირს ლიტრა?