Page 11 of 13

ცხენოსნობა

Posted: 07 აგვ 2009, 22:03
by Duckling
Makena
Moqandake
აუ ეგ ძალიან დიდი პრობლემაა რა თბილისში, პარკები და ტყე-პარკები.
რუსეთში იმდენი ტყე-პარკია...
ჩვენთან კი მაგას საერთოდ არ ექცევა ყურადღება.
სადაც თავისუფალი მიწაა იქ კორპუსები შენდება იმის მაგივრად რომ გაამწვანონ რა ...
არადა ძალიან საჭიროა სადმე ხომ უნდა გახვიდე და დაისვენო, მე წერეთელზე ვცხოვრობ და აქ გამოფენაა, პარკი. ძალიან ლამაზია მაგრამ ასეთი ბევრი უნდა იყოს. დიღმის ტყის და ბოტანიკურის სტილში....

ცხენოსნობა

Posted: 07 აგვ 2009, 23:49
by saskva
Duckling
Makena
Moqandake

ეჰ პარკი მართლაც ძალიან მაგარი იქნებოდა. ყოველთვის მეგონა ქართველების ბუნებაში არ ზის პარკში შენ წამოწოლილი იყო და შორიახლოს ბილიკი იყოს და ხალხი დადიოდესთქო (აი როგორც ამერიკულ ფილმებშია) ვფიქრობდი ჩვენ მაინც სახინკლეები გვიტაცებსთქო, ამას წინად კი სამებაში ვიყავი და რას ვხედავ მთელი ავლაბარი სამების ეზოში "პიკნიკობს" ნუ სუფრა არ ქონდათ გაშლილი მარა წუწაობენ, წამოწოლილები არიან. ეკლესიას არ უხდება ესეთი რამე მაგრამ მივხვდი ესეთი მოვლილი პარკები ყველა უბანში რომ იყოს მუდმივად ხალხით იქნებოდა სავსე, მარა ჩვენ ყველა სანტიმეტრს (უკვე მეტრებზე აღარ არის საუბარი) ბიზნესად ვაქცევთ სხვანაირად არ შეგვიძლია

ცხენოსნობა

Posted: 08 აგვ 2009, 11:26
by QEBURIUS
რა დროს ცხენებია შუაგულ ქალაქში და ასეთ გაგანია სიცხეში.... მიეძალეთ ნაყინს.. ისე პარკის თუ რაც იყო მანდ უნდა :"გაგახაროთ." ეგ ქართულ-ყაზახური ერთობლივი პროექტი იყო, მაგრამ ჩაიშალა. ყაზახური კომპანია ოფიციალური ვერსიით მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო თამაშიდან გავიდა. ასე რომ ახალი ინვესტორის მოძიებამდე შეგიძლიათ იჯირითოთ

ცხენოსნობა

Posted: 26 სექ 2009, 12:46
by Makena
ყაზახების გასვლა ნაღდად გამეხარდა, ყაზახეთი ხო ააყვავეს და ეხლა საქართველოს მოაშურეს აღმეშენებლობის მიზნით :?: 8)

ცხენოსნობა

Posted: 26 სექ 2009, 12:47
by Makena
ისე ვინმემ თუ ნახეთ ის ახალი იპოდრომია თუ რაღაც მაგის მაგვარი, ლისის ტბაზე რომ აშენებენ?

ცხენოსნობა

Posted: 26 სექ 2009, 20:28
by del
ხალხნო... მინდა ვისწავლო მეც ცოტა:) როცა წახვალთ მეც წამოგყვებით:)

ცხენოსნობა

Posted: 19 ნოე 2009, 22:08
by ln_ln
ისა და ამ თემას ამოწევა არ აწყენდა :roll: :roll: :roll:

მეც მინდა ცხენით ჯირითი ვისწავლო :) :) :)

ცხენოსნობა

Posted: 19 ნოე 2009, 23:53
by teo-
მეც მინდა ძალიან ძალიან ზალიან

ცხენოსნობა

Posted: 22 ნოე 2009, 12:35
by Don
მეც წამოვიდადი :)

ცხენოსნობა

Posted: 22 ნოე 2009, 16:09
by Moqandake
რა სიამოვნებაა ცხენით სეირნობა და ჯირითი.....

ცხენოსნობა

Posted: 23 ნოე 2009, 00:12
by Makena
ln_ln
teo-
Don
Moqandake
ახალი იპოდრომის შესახებ ხომ არაფერი იცით? გახსნეს უკვე თუ ჯერ არ დასრულებულა?
როცა ახალი იპოდრომი ამოქმედდება, კვირაში ერთხელ მაინც შეიძლება სიარული :)

ცხენოსნობა

Posted: 25 ნოე 2009, 11:04
by ln_ln
Makena
მე პირადად არ ვიცი არაფერი რა ხდება ახალ იპოდრომზე
:( :( :(
და ვინმემ ხომ არ იცის როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია?

ცხენოსნობა

Posted: 03 დეკ 2009, 01:08
by Makena
ln_ln
მგონი არავინ არაფერი იცის ამ ახალ იპოდრომთან დაკავშირებით, ასვლა და ადგილზე ნახვა აჯობებს ყველაფერს, თითქოს ააშენესო მაგრამ ბოლომდე დასრულებული არ არისო, აი ეს მითხრეს.

ცხენოსნობა

Posted: 03 დეკ 2009, 10:26
by keto
Makena
ახალი იპოდრომი კარგა ხანია ფუნქციონირებს, თუმცა დასრულებამდე ჯერ შორსაა. თითქმის ერთი წლის წინ დავდიოდი მანდ საჯირითოდ. ჯერ-ჯერობით მხოლოდ კერძო ცხენები ჰყავთ აყვანილი. ზამთარში მთლიანად ქვედა (ანუ ძველ იპოდრომზე) ჩამოდიან ხოლმე, ასე რომ, თუ მისვლა გსურთ, ისევ ვაკე-საბურთალოს უნდა მიაკითხოთ :)

ცხენოსნობა

Posted: 02 თებ 2010, 13:19
by theoteo
ძალიან დავინტერესდი... არ შევიკრიბოთ მსურველები? :D :D :D