სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by Gvalva » 09 დეკ 2005, 15:01

აუუუ, რამდენი რამე უპოვიათ!!! ალბათ ეს არქეოლოგებისთვის დიდი წარმატებაა ხო?

ტყვიებივით რომ ყრია ის რა არის და კიდევ ლურჯი რაღაცეებია მთელს კადრზე, მინანქარს გავს ისინიც ვერ გავიგე რაებია... (თითქოს დანარჩენი ძაან გავიგე :) )

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by Kakha » 09 დეკ 2005, 15:28

ტყვიებივით ოქროს მძივებია მილაკის ფორმის, ლურჯიც მძივებია - ბისერივით

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by Gvalva » 09 დეკ 2005, 15:42

ანუ ეგ ყველაფერი ოქროა ხო??

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by Kakha » 09 დეკ 2005, 16:00

ჰო, სწორედ აგრეა, რაც კი რამ ყვითელია მაგ ფოტოზე ოქროა. როგორც ჩემმა შვილმა ლუკამ (ბევრნი იცნობთ) როცა უხსნიდა ერთ ჩვენს ნაცნობს თუ როგორი სამარხი იყო ასეთი შედარება მოუყანა ”ჩვენთან სახლში რომ პარკეტია ისე იქ ოქროები იყოო”

ისე რამდენადაც მე ვიცი ანატოლიაში და საერთოდ ჩრდილო ახლო-აღმოსავლეთში ამისთანა მდიდრული სამარხი აქამდე არ აღმოუჩენიათ

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by Gvalva » 09 დეკ 2005, 16:36

Kakha

იმ ბოლო წინადადების თქმა აუცილებელი იყო, იმიტომ რომ მე წარმოვიდგინე რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, და ყველა გათხრა ასეთი შედეგით მთავრდება... ნუ ყველა არა, სადაც რამეს პოულობენ ამდენს პოულობენ-მეთქი

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by Druides » 10 დეკ 2005, 19:04

Kakha
რატომ დოკუმენტაცია და მხოლოდ სურათები თვითონ ძვირფასეულობა სად არის?????????? :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry:
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by Kakha » 12 დეკ 2005, 09:35

ნივთბი ცხადია მუზეუმშია. ჯანაშიას მუზეუმში თუ მიხვალთ, საგანძურში ახლაცაა გამოფენა რომელსაც ჰქვია ოქრომრავალი კოლხეთი - სწორედ ამ სამარხში აღმოჩენილი ოქროს ნივთებია გამოფენილი.

მე სხვა რამეს ვგულისხომბდი როცა ვამბობდი, რომ დოკუმენტაცია რჩება-თქო. ნივთის შესწავლა, რა თქმა უნდა, ბევრის მომცემია. ოქროს ნივთების კიდევ სხვა ხიბლი აქვს. ეს ცხადია. მაგრამ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმის შესწავლას თუ რა კონტექსშია გაკეთებული ეს აღმოჩენები. როგორ, რა ადგილასაა ეს ნივთები სამირხში აღმოჩენილი და სხვა მრავალი... სწორედ ეს კონტექსტი ირღვევა სამუდამოდ როცა სამარხი თუ სხვა აქეოლოგიური ობიექტი ითხრება და გვრჩება მხოლოდ დოკუმენტაცია. ამიტომაა რომ ამბობენ გათხრილი არქეოლოგიური ძეგლი ძეგლი აღარაოო. ძეგლიდან გვრჩება სამუზეუმო ნივთები და დოკუმენტაცია.

არ ვიცი რამდენად ნათლად ჩამოვაყალიბე სათქმელი....

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by chuna » 04 აგვ 2010, 08:29

Ivane Goliadze wrote:ესეიგი!
მეგობრებო როგორც მოგეხსენებათ ჩვენი გუნდი 16 აპრილს გახლდით ლაით ლაშქრობაში! შიომღვიმე, სხალტბა & წეროვანი.
ჩვენს მებრძოლ სულებს ხელი ვერ შეუშალა უამინდობამ და 25 ადამიანი გავეშურეთ და მოვიარეთ მშვიდობით დაგეგმილი მარშუტი! აი ფოტოებიც...
შესაძლოა ეს ის გასვლა არ იყო, მაგრამ ნამდვილად სტუდენტობისდროინდელია, უამინდობაც მახსოვს.....ჯვართამაღლების ეკლესიის ფონზეა:

Image


ეს კი კელიასთან ნიშაა და იქ შევძვერით:

Image

არ მკითხოთ, რომელი წელია......მაინც ვერ გავიხსენებ, ისე დიდი ხნის წინ იყო......LAMA-ს ბავშვობაში! II კურსზეა აქ!

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by chuna » 04 აგვ 2010, 08:32

Ivane Goliadze wrote:მინდა მოგითხროდ ერთი ჩემი ძველი მოგზაურობის შესახებ!
ეს იყო 2003 წელი 2 დან 8 ოქტომბრამდე. ტაო-კლარჯეთის ცის ქვეშ გავატარე მე ეს 6 დღე და იქედან ამაღლებული დავუბრუნდი თბილისს.
მინდა დავდო სურათები რომლებიც იქ გადავიღე და თქვენც გაგრძნობინოთ იგივე რასაც მე ვგრძნობ ტაოს ხსენებაზე. მანამდე კი ცოტას მოგიყვებით, თავს თუ არ შეგაწყენთ.
მე ვნახე ტაო-კლარჯეთის უდიდესი ძეგლები ესენია ტბეთი, რომლის ფოტოც სამწუხაროდ არ მაქვს.
ოშკი; რომლის დიდებამაც მე პირადად ნახევარი საათით მომწყვიტა სამყაროს და მხოლოდ ოშკი არსებობდა იმ წუთებში ჩემთვის. არ მახსოვდა არავინ, არც მშობლები, არც ძმა, არც შეყვარებული და არჩ მეგობარი. მაშინ ჩემთვის ოშკი იყო ყველა და ყველაფერი.
ვნახე: იშხანი, ხანცთა, ოპიზის ნაშთი, შატბერდი, არტანუჯის ციხე, ჯოჯოხეთის კანიონი, პარხალი, ხახული, ოთხთა ეკლესია და ბანა.


აქ ერთად ვიყავით და პირველად მეზლევა შესაძლებლობა ჩემი გადაღებული ეს სურათები დავდო! ფირზეა და მგონი ვანიკოსაც არ უნახავს!


მამა მიქაელი (ჭაბაშვილი)-რუსთავის ეპარქიის და ვანიჩკები:


Image


Image


რა თქმა უნდა, მახარემ წაგვიყვანა:

Image


მე. თამარ სხვიტარიძე და ნატო ტურაბელიძე

Image


Image

ნიკა ლებანიძე ამ მოგზაურობას ფირზე იღებდა:


Image

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by chuna » 04 აგვ 2010, 08:47

ერთ-ერთი პირველი გავლა, LAMA :


ღოოუბანის 40 მოწამეთაში ჩავდივართ. ტაგნაგეთის ციხე

Image

Image
Last edited by chuna on 07 აგვ 2010, 12:39, edited 1 time in total.

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by chuna » 04 აგვ 2010, 08:50

ეს კი დანახვისზე მივდივართ, მდ.ტანა გადავიარეთ:

Image


აქ კი თითქმის ავედი:

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by lama » 04 აგვ 2010, 11:51

chuna
შAენ გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

ძალიან მაგარი დღეები გამახსენე :):):):)

უღრმესი მადლობა :* :oops: :oops: :oops:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by LiBrA » 04 აგვ 2010, 14:56

chuna wrote:
Ivane Goliadze wrote:მინდა მოგითხროდ ერთი ჩემი ძველი მოგზაურობის შესახებ!
ეს იყო 2003 წელი 2 დან 8 ოქტომბრამდე. ტაო-კლარჯეთის ცის ქვეშ გავატარე მე ეს 6 დღე და იქედან ამაღლებული დავუბრუნდი თბილისს.
მინდა დავდო სურათები რომლებიც იქ გადავიღე და თქვენც გაგრძნობინოთ იგივე რასაც მე ვგრძნობ ტაოს ხსენებაზე. მანამდე კი ცოტას მოგიყვებით, თავს თუ არ შეგაწყენთ.
მე ვნახე ტაო-კლარჯეთის უდიდესი ძეგლები ესენია ტბეთი, რომლის ფოტოც სამწუხაროდ არ მაქვს.
ოშკი; რომლის დიდებამაც მე პირადად ნახევარი საათით მომწყვიტა სამყაროს და მხოლოდ ოშკი არსებობდა იმ წუთებში ჩემთვის. არ მახსოვდა არავინ, არც მშობლები, არც ძმა, არც შეყვარებული და არჩ მეგობარი. მაშინ ჩემთვის ოშკი იყო ყველა და ყველაფერი.
ვნახე: იშხანი, ხანცთა, ოპიზის ნაშთი, შატბერდი, არტანუჯის ციხე, ჯოჯოხეთის კანიონი, პარხალი, ხახული, ოთხთა ეკლესია და ბანა.


აქ ერთად ვიყავით და პირველად მეზლევა შესაძლებლობა ჩემი გადაღებული ეს სურათები დავდო! ფირზეა და მგონი ვანიკოსაც არ უნახავს!


მამა მიქაელი (ჭაბაშვილი)-რუსთავის ეპარქიის და ვანიჩკები:


Image




რა თქმა უნდა, მახარემ წაგვიყვანა:

Image

chuna
Ivane Goliadze


მამა მიქაელი ჩემი მოძღვარია :) სასიამოვნო მოულოდნელობა იყო მისი ნახვა ამ ფორუმზე და თან თქვენთან ერთად :wink:

მახარე, როგორ მიყვარს მახარეეე :*
2-ჯერ სწორედ მისი წყალობით მოვილოცე ტაო-კლარჯეთის მადლიანი ტაძრები :)
Image

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by LiBrA » 04 აგვ 2010, 14:59

ისაააა და თქვენ ერთად საიდან მოხვდით? :roll: :P
Image

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
სურათები ჩვენი წარსული მოგზაურო&

Post by chuna » 07 აგვ 2010, 12:44

LiBrA


მეც რამდენჯერაც წავედი, ტაოში მახარემ წაგვიყვანა.....კარაველებიც....ყველას ძალიან უყვარს მახარე!

მამა მიქაელიც მისი წყალობით გვახლდა ტაოში! უსაყვარლესი ადამიანია....სულ მენატრება, მოიკითხე რა როცა ნახავ! ისიც "ჭუნათი" მიცნობს!!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]