ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00

Post by Kavtaradze » 02 აპრ 2009, 10:42

რამფრა დავცინო ჩვენს უბედურ ნაკრებს? :D
შეუწყვიტონ რა დაფინანსება :( რად უნდათ მაგათ ფული?
გადავიტანოთ მთელი ფული რაგბში ვაახ

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00

Post by burdula » 02 აპრ 2009, 13:54

არა რაა მეტკინა თვალები უკვე ამდენი "სვარკის" ყურებით.როდემდეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :( :( :(
bag,music and a long road...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ფეხბურთზე ვის უნდა?საქართველო მონტენეგრო დღეს 01.04.09 21:00

Post by guruli » 02 აპრ 2009, 14:25

Kavtaradze
შეუწყვიტონ რა დაფინანსება რად უნდათ მაგათ ფული?
გადავიტანოთ მთელი ფული რაგბში ვაახ
ძაან საკამათო მოსაზრებაა, თუმცა საზოგადოებაში ასე გავრცელებული. საქმე აქცენტების გაკეთებაში არაა, საქმე კონკრეტული სახეობისთვის განვითარების პირობების შექმნაშია იგივე დაფინანსებით და საკანონმდებლო ბაზის შექმნით. ვიცი, ხელისუფლების დამცველებს არ მოეწონებათ, რასაც დავწერ, მაგრამ ამ პროცესს ძაან ახლოდან ვუყურებ ამდენი წელიწადი - ჩვენთან სახლემწიფო აფინანსებს რომელიმე სახეობას (თუნდაც იგივე ფეხბურთს) ანუ აძლევს ინექციას, განვითარებისათვის კი პირობებს არ უქმნის. პირიქით, ცდილობს, რაც შეიძლება მჭიდროდ ჩაიჭიროს ხელში. განვითარების პირობებში ვგულისხმობ, უპირველესად, არჩევანის თავისუფლებას - ფედერაციას, სახეობას უნდა მიეცეს საკუთარი თავის მართვის და მმართველის არჩევის უფლება. სპორტის სახეობა უნდა მართიოს იმ სამყარომ და არა სახელმწიფომ. სახელმწიფოს ვალი მისი დახმარებაა თუნდაც ფინანსებით და საკანონმდებლო ბაზით. სახელმწიფოს როლი არჩევნების ობიექტურად ჩატარება უნდა იყოს და ეს პროცესი უნდა გააკონტროლოს, ჩვენთან კი რა დონის ჩარევაა, ნოდარჩიკას მეორე არჩევაზეც გამოჩნდა. მაშინ ის, ფაქტობრივად, დანიშნეს. შეიძლება, სამყარო შეცდეს და ერთხელ უღირსი კაცი აირჩიოს, შეიძლება მეორედაც შეცდეს, მაგრამ ყოველთვის არ შეცდება და ბოლოს მაინც წავა სწორი გზით. სახელმწიფოს მხრიდან ყველა სახეობის თანაბარ სასტარტო პირობებში ჩაყენება იმიტომაცაა კარგი, რომ მერე სახეობა თავისით გაიკვალავს გზას იმის მიხედვით, რამდენად ტრადიციული ანუ სიცოცხლისუნარიანი იქნება ის ამ საზოგადოებაში; რამდენად გამოიჩენს განვიტარების მარიფათს... ამ პრიორიტეტებს ვინც არასწორად განსაზღვრავს, ის დროშიც ჩამორჩება და განვითარებასაც დააგვიანებს, ასეთ პრეზიდენს კი შიდა სამყარო არც მოითმენს და არც აპატიებს. ამ ბოლოს, ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი ამბებიდან გამომდინარე, როცა ნაკრების წევრებმა შეკრება მიატოვეს და ლამის თბილისში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი ჩაშალონ (არადა, ამ რანგის ტურნირი ჯერ არ ჩაგვიტარებია და ვინ იცის, კიდევ როდის გვეღირსება :cry:) სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, კარგი იქნება, ქვეყნის პრეზიდენტივით სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებსაც არჩევნებში მონაწილეობის რაოდენობა განესაზღვროს - ეს კლანური ჯგუფების ჩამოყალიბებას, ერთი და იგივე გაქნილი ხალხის სათავეში ყოფნას და კიდევ ბევრ უბედურებას აგვაშორებს.
ეს ძაან დიდი თემაა და სალაპარაკოც ბევრია.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]