აბა, გვითხარით, როგორ ჩაიარა, რა მოხდა, ვინ იყავით, როგორ გვასახელეთ?
მე დიდ ვაჟას ბუნების სიყვარულს ჯვარზე, დასუფთავების აქციაზე ვგრძნობდი...
იქ მესმოდა მისი პოეზია...
იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.
ეს ფოტო გუშინ მცხეთის ჯვართან არის გადაღებული...

ჰოდა, მოდი, და ვაჟას ხმა არ გესმოდეს...