Page 2 of 8

აბოს მონათხრობი

Posted: 20 აგვ 2008, 15:28
by ლეონტი
abo
გიორგი ბერიძე.

აბოს მონათხრობი

Posted: 21 აგვ 2008, 21:37
by abo
ლეონტი wrote:abo
გიორგი ბერიძე.
სადაურსა სად შეხვდები- ,,ჟუჟუ" ჩემი ძმაა, რამდენი ხანია არ მინახავს. ლევან იმედია შემახვედრებ, მანამდე მოკითხვა გადაეცი.


ბოდიშს ვიხდი მონათხრობს ვერ ვაგრძელებ რაღაც ხასიათიც დამეკარგა ამ ომის გამო. თან ინეტი გამორთული იყო რამდენიმე დღე. ალბათ მალე გავაგრძელებ...

აბოს მონათხრობი

Posted: 27 აგვ 2008, 05:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
abo
ვაჰ, რა საინტერესოა.
მერე მტკვრის გეზზე დაგეკითხები.

და კიდევ, ტიმ სევერინის არგონავტულ ექსპედიაციასთან ჰომ არ გქონია შეხება?
თუ სწორად მახსოვს, 1983 წელს შემონავდნენ

აბოს მონათხრობი

Posted: 26 სექ 2008, 23:09
by abo
Image
გაზეთი სახალხო განათლება N65 14 აგვისტო.

აბოს მონათხრობი

Posted: 27 სექ 2008, 01:56
by gobe
აი ეს მესმის!

:)

აბოს მონათხრობი

Posted: 27 სექ 2008, 03:12
by kotetbeli
abo

იმედია გაგრძელება მალე იქნება, ძალიან დავინტერესდი...
დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენგანს უოცნებია გემის აშენებაზე და სადმე მოგზაურობაზე :wink:

ფოტოებიც მაგარია, სიძველე რომ ეტყობა მაგასა აქვს ეშხი! :wink:

აბოს მონათხრობი

Posted: 27 სექ 2008, 11:26
by tiko_r
მეეერე?

აბოს მონათხრობი

Posted: 30 სექ 2008, 22:15
by abo
Image
გაზეთი "თბილისი"
1974წ. 13 აგვისტო N183

ეს სურათი გასვლის დღეს არის გადაღებული...

მაგრამ გასვლაც და მისი წინა პერიოდიც დიდ კურიოზებთან იყო დაკავშირებული.

ჩვენ ჩაცმული ვიყავით ძველებური, ჯვალოს ჩოხის მაგვარი ტაცმლით.
გასვლამდე 5 დღე მეტეხის ხიდის ქვეშ ვიყავით, წყლით უნდა გაიჟღინთოსთქო ვამბობდით და თან ვამოწმებდით წყალი სადაც შემოდიოდა იმას ვაკებდით თან იქვე ვცხოვრობდით. მოდიოდა ათასი მოცლილი თუ საქმიანი, ყველას აინტერესებდა ვინ ვიყავით ეს უცნაური ჩაცმული ახალგაზრდები

მაშინ სამედიცინო ინსტიტუტში გამოცდების დროს მილიცია და სპეციალური კომისია, არც რექტორატს და არც გამომცდელებს გარეთ არ უშვებდენ. ჩვენ ყველგან შესვლის უფლება გვქონდა მოცემული . გამოცდაზეც შევსულვართ რექტორის ხელის მოწერისათვის.


მერე როგორც იქნა გაიჟღინთა "ჩვენი მედეა" და საღამოს მოვაწყვეთ ბანკეტი
დავპატიჟეთ მთავრობა, გემბანზე 12 კაციანი სუფრა გავაწყვეთ ბატკნის ჩამოტყავებით და ადგილზე შეწვით. გემის ბორტებზე ჩირაღდნები გვქონდა ჩამაგრებული. მოკლედ გადავრიეთ უფროსობა.

ორთაჭალის ჰესთან გავჩერდით და დავიღამეთ. მოვიყვანეთ ამწე და ჰესსზე გადატანის ნაცვლად , კიდევ ამწე და გადატანა რომ არ დაგვჭირვებოდა გავაქანეთ რუსთავის ჰესისაკენ. ამწით ამხელა მახინის აღება, ლაფეტზე დამაგრება და და რუსთავში წასვლა დიდ დროს საჭიროებდა. იქნებოდა დილის 4-5 საათი რომ მდინარეს მივადექით . იქვე ხალხის რჩევით მდ. ხრამში რომელიც 2-3 კმ-ში მტკვარს შეუერთდებოდა ჩავსვით. ხოდა რომ გათენდა ამ შეუსწავლელ მდინარეში აღმოვჩდდით. აქედან იწყება ჩვენი წვალება ... 3 კმ -ის გავლას 3 დღე მოუნდით. " პერეკატებზე " ამხელა გემის გადახოხება არც ისე ადვილი იყო

გზად სიმბოლურად ბატკანი წავიყვანეთ, სადმე გზაში რომ გვექეიფა. გვახლდა აგრეთვე პატარა ლეკვი- სახელად "აგული" და ხევსურეთიდან ჩამოყვანილი მამალ-მკვლელი მამალი . სახელი რომ ვერ მოუნახეთ - ეეე ვასია დაუძახეთ და რომ გამოიხედა დავარქვით "ვასო". ამის შემდეგ ვასო და აგული მაგრად დამეგობრდენ ერთად ეძინათ და ერთად ჭამდენ.
Image

გზაში გადმორიცხული ფულები რომ აგვეთვისებია ვიყიდეთ ძვირიანი ასკილის წვენები ღორის ბარკლების ვიჩინა და რამდენიმე ყუთი ბორჯომი. ტრიუმი სულ სავსე იყო ხარახურით . პერეკატებზე გადტვირთვა, მერე გადატანა შემდეგ პერეკატზე . რავი კიდე რამდენი შემოღამება და ჩალიჩი მოკლედ როგორც იქნა შევედით მტკვარში და გავედით ევლახში.

აბოს მონათხრობი

Posted: 30 სექ 2008, 23:04
by kotetbeli
abo wrote:
ჩვენ ყველგან შესვლის უფლება გვქონდა მოცემული . გამოცდაზეც შევსულვართ რექტორის ხელის მოწერისათვის.

საღამოს მოვაწყვეთ ბანკეტი
დავპატიჟეთ მთავრობა, გემბანზე 12 კაციანი სუფრა გავაწყვეთ ბატკნის ჩამოტყავებით და ადგილზე შეწვით. გემის ბორტებზე ჩირაღდნები გვქონდა ჩამაგრებული. მოკლედ გავრიეთ უფროსობა.
ისე, უკვე წასული ამბავია და, რამე სახელმწიფო უშიშროების პატარა სპეცდავალებაც ხო არ იყო შეთავსებული თქვენი იდეის განხორციელებისას? :)

აბოს მონათხრობი

Posted: 30 სექ 2008, 23:55
by abo
kotetbeli wrote:
abo wrote:
ჩვენ ყველგან შესვლის უფლება გვქონდა მოცემული . გამოცდაზეც შევსულვართ რექტორის ხელის მოწერისათვის.

საღამოს მოვაწყვეთ ბანკეტი
დავპატიჟეთ მთავრობა, გემბანზე 12 კაციანი სუფრა გავაწყვეთ ბატკნის ჩამოტყავებით და ადგილზე შეწვით. გემის ბორტებზე ჩირაღდნები გვქონდა ჩამაგრებული. მოკლედ გავრიეთ უფროსობა.
ისე, უკვე წასული ამბავია და, რამე სახელმწიფო უშიშროების პატარა სპეცდავალებაც ხო არ იყო შეთავსებული თქვენი იდეის განხორციელებისას? :)
ჩვენ, თან აზერბაიჯანში იმ დროს ვის რაში ვჭირდებოდით, აცვენილი ნახევრად ველური ბიჭები. მაგის მცდელობაც არ ყოფილა. ისე გვყავდა ეკიპაჟში ჩვენი კურსელი და ძმაკაცი- გურამა ფარადაშვილი კომისრად დანიშნული და "ზამპოლიტს" ვეძახდით. საერთოდ გემზე ყველა რაღაცის უფროსი იყო. ხმელეთზე ბანაკს თავის უფროსი ყავდა, მენიჩბეებს თავისი, მესაჭეებს თავისი და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა ფუნქცია კაპიტანსა და უფროსთან იყრიდა თავს.
Image

Image

ასეთი იყო ჩვენი სავიზო ბარათი.

აბოს მონათხრობი

Posted: 01 ოქტ 2008, 00:04
by abo
Image
მამალი-ვასო ხანდახან ღვინოსაც სვამდა, და საერთოდ კაცურად დადიოდა გემბანზე. ჭამის დროს ხან ვის თეფშში იყო ჩამძვრალი და ხან ვის. აქაც სუფრაზე გულაობს.

Image
ესეც მორიგი პერეკატი, მამალი წინა პლანზე იქექება სილაში. მოჩანს გადმოტვირთული ინვენტარი, "დვიჟოკი". ჩვენ უკან დაინტერესებული აზერბაჯანელი ბავშვები, რომლებიც სულ იმის მზადყოფნაში იყვნენ რამე მოეპარათ ჩვენთვის, რასაც ხშირად ახერხებდენ კიდეც.

აბოს მონათხრობი

Posted: 01 ოქტ 2008, 00:31
by abo
Image
როგორც კი ნაპირს მივადგებოდით წამსვე შემოგვესეოდენ.
საერთოდ მტკვარი ძალიან წყალთხელი მდინარე აღმოჩდა და ხშირად ვიყავით მეჩეჩებზე და პერეკატებზე შემჯდარი. ზოგი ადგილი უკაცრიელი იყო და და სოფელში გვიწევდა გასვლა , პირდაპირ შევდიოთ მდივანთან და ისიც რომ გაცემდა ბრძანებას (აქედან გვქონდა მიმართვა , გთხოვთ დაეხმარეთო.) მერე ვის მოვასვენებდით და ისინიც გამოყოფდენ "ბელარუსის ტრაქტორს, ჩავადგმევინებდით დანას წყალში, გადავაგდებდით ტოტს სხვა მხარეს და ასე წვალებ წვალებით მივიწევდევდით წინ.

აბოს მონათხრობი

Posted: 01 ოქტ 2008, 00:41
by abo
მერე ამდენ თრევაში ბატკანი გაგვიცივდა და საჭმელს აღარ ჭამდა. იძულებული გავხდით გაუთვალისწინებელი ქეიფი მოგვეწყო. ლადო კობახიძე დატრიალდა და მწვადიც მალე გაჩდა.

Image

აბოს მონათხრობი

Posted: 01 ოქტ 2008, 00:49
by abo
მახსენდება ერთ აზერს ჭინჭილით არაყი დავალევინეთ, არ ინდა მოითქვა სულითქო გავაფრთხილეთ და კინაღამ მოკვდა საწყალი. ძლივს მივიტანეთ ბელარუსის მძღოლი სახლში. მეორე დღეს ტრაქტორის წასაყვანად უთენია დაგვადგა თავს: რა მიქენით გუშინდელი დღე საერთოდ გამომრჩა ცხოვრებიდანო იძახოდა.

აბოს მონათხრობი

Posted: 01 ოქტ 2008, 00:55
by kotetbeli
abo
ვაჰ, ძალიან საინტერესოა და თან ამ ფოტოების ფონზე ხო განსაკუთრებით, ძველ ფოტოებს მაინც სულ სხვა ხიბლი აქვს! :wink: