რაგბის მატჩები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 03 ოქტ 2011, 10:15

CheLo wrote:მსოფლიო ჩემნიონატი დამთავრდა ქართველებისთვის და ჩემი აზრით ნაკრებში თავი ყველაზე კარგად თოდუამ და ხმალაძემ ჭარმოაჩინეს.. რაც შეეხება სუს წერტილს ეს მახო ურჯუკაშვილი იყო და იმედია მალე დაასრულებს კარიერას.. რადგან მისი გამოცდილება ნაკრებს ვეღარაფერს შველის..
მახო ურჯუკასვილმა ამ ჩემპიონატზე ერთხელ შეცვლაზე და ერთხელ სრული თამაში ითამაშა და მის სისუსტეზე ამით ნუ იმსჯელებ. მახო ბომარდირია საქართველოს ნაკრებში და ყველაზე მეტი ქულა აქვს მოტანილი საქართველოს ნაკრებისთვის. მეკოს კიდევ ინგლისთან არ წაუვიდა დარტყმები და იმ დროს ურჯუკაშვილი შეცვლაზე რომ ყოფილიყო სხვაგვარად განვითარდებოდა მოვლენები და იმ 15 ან 12 ქულას შემატებდა გუნდს. გამთამაშებლები აბუ და რიჟა ორი განსხვავებული სტილის მოთამაშეა. აბუ დამჯდარი და დინჯი, რიჟა აქტიური და ზოგჯერ ზედმეტად სწრაფიც. ვფიქრობ დამრტყმელ ძალად კოლელიშვილი და გორგოძის ტანდემი კარგია, თუმცა კოლელიშვლს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ახალგაზრდულში გვყავს კარგი დამრტყმელი ბახვა კობახიძე, რომელმაც მაისში ჩატარებულ მსოფლიო ალაფაზე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა, 5 დარტყმიდან 4 გაქონდა და თან 45-53 მეტრიდან. ვიყოთ კრიტიკულები, ოღონდ ობიექტურები. ამ ანგარიშით წაგებებში მარტო მოთამაშეების ბრალი არაა, წვლილი სამწვრთნელო შტაბსაც მიუძღვის. არგენტინასთან ბოლო წუთს შეცვალეს ზირაქაშვილი, არა და განაცხადში იყო, მიზეზი მე არ ვიცი რატომ და ვერაფერს ვიტყვი.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 03 ოქტ 2011, 10:28

პატარა სტატისტიკა:
"მთლიანობაში, მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა საოცარი დაცვა აჩვენა და ჯგუფში მეხუთე-მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებთან შედარებით, ყველაზე ცოტა, 90 ქულა გაუშვა. ამ მაჩვენებლით, ქართველებმა მე-3 ადგილზე გასულ იტალიას (95 ქულა) და ტონგასაც (98) აჯობეს და უფრო მეტიც, თვით მეოთხედფინალის საგზურის მომპოვებელმა საფრანგეთმა, ქართველებზე მეტი - 96 ქულა მიიღო!
სამწუხაროდ, იგივე არ ითქმის შეტევაზე. საქართველოს ნაკრების მონაგარი სულ 48 ქულაა და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ რუმინეთს, აშშ-ს და ნამიბიას აჯობა, გატანილი ლელოებით კი, ყველაზე უარესი მაჩვენებლის მქონე რუმინეთს გაუტოლდა (3-3 ლელო)".

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=25925&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 03 ოქტ 2011, 15:21

ესეც ახალი რეიტინგი:
1(1) NEW ZEALAND 90.62
2(2) SOUTH AFRICA 86.71
3(3) AUSTRALIA 84.84
4(4) ENGLAND 84.54
5(6) IRELAND 83.14
6(7) WALES 80.73
7(8) ARGENTINA 80.28
8(5) FRANCE 79.72
9(13) TONGA 76.63
10(9) SCOTLAND 76.20
11(10) SAMOA 75.81
12(11) ITALY 73.99
13(12) CANADA 72.92
14(14)GEORGIA 71.09
15(15)JAPAN 70.45
16(16)FIJI 68.78
17(17)USA 65.63
18(18)ROMANIA 63.98
19(19)NAMIBIA 61.24
20(20)PORTUGAL 60.67

მსოფლიო ჩემპიონატი დავიწყეთ მე-16 ადგილზე მყოფებმა და დავასრულეთ მე-14 ადგილზე და თან სარეიტინგო ქულებიც მოგვემატა. ეს უკვე კარგია. ტონგა კი საფრანგეთის ძლევით მე-13 ადგილიდან მე-9 ადგილზე აღზევდა.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 05 ოქტ 2011, 17:42

კაჭარავა და შველიძე “ბარბაროსებში” მიიწვიეს
“ბარბაროსების” განთქმულმა კლუბმა 11 ოქტომბერს, შოტლანდიის “სამხრეთის ნაკრების” წინააღმდეგ გასამართ მატჩში ბრიტანელი სპორტსმენების გარდა, 2011 წლის მსოფლიოს მონაწილე ორი “ბორჯღალოსანი” - დავით კაჭარავა და გოდერძი შველიძე; ასევე რუმინელები - ანდრეი რადოი , ვალნტინ პოპარლანი და ავსტრალიელების პირისპირ”არწივების” კაპიტანი - ამერიკელი ტიმ უსაზი მიიწვიეს.

11 ოქტომბრის მატჩი ჰოიკში, მენსფილდ პარკში , ცნობილი სპორტული კომენტატორის, ბილ მაკლარენის ფონდის მხარდასაჭერად გაიმართება. “რაგბის ხმად” წოდებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ბილ მაკლარენი ერთადერთი არა-მორაგბეა, რომელიც მსოფლიო რაგბის ღვაწლმოსილთა შორის მოიხსენიება, ისევე, როგორც თავად “ბარბაროსების” კლუბი და მისი დამფუძნებელი, უილიამ კარპმელი.

საგულისმოა - პირველი ქართველი მორაგბე, რომელიც “ბარბაროსებთან” მიიწვიეს, დავით ქუბრიაშვილი იყო. მან 2 თამაშში მიიღო მონაწილეობა: ინგლისის წინააღმდეგ თვიქნემზე ( ანგარიში (38:32) და უელსის წინააღმდეგ სტადიონ მილენიუმზე (ანგარიში 31:28)

“ბარბაროსების” მდივნის, ალან ევანსის სიტყვით, კლუბისთვის ეს მატჩი დიდი პატივია: “ბილ მაკლარენის მიერ სპორტში შეტანილი წვლილი მსოფლიოს უამრავმა მორაგბემ დააფასა - იგივე გააკეთეს კლუბებმა, რომელთაც მოთამაშეები ჩვენთან გამოუშვეს” - განაცხადა ევანსმა.
ბარბაროსებს ბრაიან ეშტონი უმწვრთნელებს. გუნდში ირლანდიელი და უელსელი 21წლამდელებიც იქნებიან. ამას გარდა, ითამაშებს თავად ლეგენდარული კომენტატორის შვილიშვილი - ჯიმ ტომპსონი “შოტლანდიის “ა “ ნაკრებიდან.

“ბარბაროსების” ცნობილი ბრიტანული კლუბი1890 წლიდან არსებობს. მისი მიზანი, კონკრეტული თამაშისთვის მსოფლიოდან მოწვეული ცნობილი სპორტსმენების მეშვეოებით, რაგბის პოპულარიზაცია და ქველმოქმედება გახლავთ. შერჩევის კრიტერიუმია მაღალი სათამაშო კლასი და ღირსეული მოქცევა, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთ .
კლუბი 2006 წელს თბილისსაც ეწვია და “ლოკომოტივის” სტადიონზე “ბორჯღალოსნებს”დაუპირისპირდა (28:19)

“ბარბაროსების” რაზმი ასეთია:
ბეკები:
ჯიმ ტომპსონი (“ედინბურგი”. შოტლანდის “ა”) ლეი ჰინტონი (“რაგბი ლაიონსი”) სებ ვისერი (“ედინბურგი”). რონ ჯეიმსი (“სკარლეტსი”, “კარმატენ ქვინსი”, უელსის 20წლამდელები) დავით კაჭარავა (“ნიცა”, საქართველო). ჯონ ჰოუსტონი (“ედინბურგი” და შოტლანდიის “ა”), ჯემი დევისი (“აბერავონი”), კერიტ რისი (“ლანდოვერი”; უელსის “ა”), ტიმ უსაზი (“ნოტინგემი”, აშშ)
ფორვარდები:
გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საქართველოს ნაკრები), ჯეკ ო’კონელი (“ლენსტერი”, ირლანდიის 21 წლამდელთა ნაკრები) ბენ ევანსი (“ჯერსი” და უელსის ნაკრები), ნაიალ ანეტი (“ოლსტერი”, ირლანდიის 21 წლანდელები), ანდრეი რადოი (“ბაია მარე” და რუმინეთის ნაკრები), ეუროს ევანსი (“ნითი”), ვალნეტინ პოპარლანი (“ბუქარესტი” და რუმინეთის ნაკრები), გერეთ როლინგსი (“ფილდი”) კიარან რადოკი (“ლენსტერი”, ირლანდიის 21 წლამდელები), კრის დევისი (“აბერავონი” და უელსის შვიდკაცა), მაიკლ მაკ კომიში (“ოლსტერი” და ირლანდიის 21წლამდელები) რობ ბოლდუინი (“უორფდეილი” და “ინგლანდ კაუნტიზ”)

წყარო: https://www.facebook.com/notes/georgian ... 7034364796
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 08 ოქტ 2011, 10:33

8 ოქტომბერი, 2011 წ - დაიწყო მეოთხედფინალური შეხვედრები და პირველი შესანიშნავი ბურთაობა:

ირლანდია 10 - 22 უელსი
ინგლისი 12 - 19 საფრანგეთი

9 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა 9 - 11 ავსტრალია
ახალი ზელანდია 33 - 10 აგენტინა
(საკმაოდ კარგად ითამაშა არგენტინამ, თუმცა ბოლო 20 წუთში 2 ლელო გაუშვა. ეს გუნდი იმსახურებს შეუერთდეს სამი ერს გათამაშებას)
Last edited by avtokh on 09 ოქტ 2011, 12:58, edited 2 times in total.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 09 ოქტ 2011, 09:45

შემოგთავაზებთ კომენტატორულ მარგალიტებს რუმინეთი-შოტლანდიის თამასიდან:

"ადვილი ხომ არაა 130 კილოგრამიანი კაცის გაქრობა? ნახე რა სახალადეცე კისერი აქვს";

"მსაჯმა რატო მისცა ჯარიმა გაურკვეველი? ალბათ ჩაესტვინა ან შოტლანდიელმა მიაძახაე ბიჭო ჩასტვინეო. კაი საბჭოთა კავშირი ხომ არაა";

"რატო უნდა გაიყინო სტადიონზე როცა ბარშიც შეიძლება უყურო თამაშს და თან ვისკი სვა";

"ტაიმებს შორის კარგად უხსნიან რაბის წესებს ვიდეო რგოლებით და ამიტომ შუა თამაშში აღარ ვხსნით წესებს ტვინი რომ არ ვუხნათ იმგენს";

"იმდენად მაგრად დაუხვდნენ რუმინელები, რომ კინაღამ ბარკალიც წააგლიჯა".

ინგლისი-რუმინეთი თამაში, კომენტატორი: მსაჯმა რამდენჯერმე ჩაფსტვია მაგრამ მორაგბეებს არ ესმით, ალბათ ხმა აქვს დაწეული ან ვიბროზე აქვს ჩართული და ხმას უნდა აუწიოს.

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია: გამოჩნდა მონიკელებული თავი (აფრიკელ მორაგბეზე იყო ნათქვამი);
ზაალი: აფრიკელთა წინა მწვრთნელმა თქვა მღლეტელი ვინ არის?
ნიაზი: ვინ არის და არსენა მარაბდელი.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 09 ოქტ 2011, 13:03

მომდევნო შაბათს, 15 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე თბილისის დროით, პირველი ნახევარფინალური შეხვედრა:

უელსი-საფრანგეთი

მომდევნო კვირას, 16 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე თბილისის დროით მეორე ნახევარფინალური შეხვედრა:

ავსტრალია-ახალი ზელანდია
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
რაგბის მატჩები

Post by CheLo » 09 ოქტ 2011, 15:14

ფინალი არის საფრანგეთი - ახალი ზელანდია და იმარჯვებს All Blacks-ი :wink:

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
რაგბის მატჩები

Post by CheLo » 09 ოქტ 2011, 15:18

avtokh

მოიცა კაცო მე ვიცი რომ მხოლოდ ერთი ბარბაროსი გვყავდა კუბრიაშვილი... და ახლა მაგ გუნდში კაჭარავაც და შველიძეც ითამაშებენ?? ანუ გამოდის რომ უკვე 3 ბარბაროსი გვყავს?? :o :o :o :o :o :o :o

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 09 ოქტ 2011, 19:25

ეგრეა ნამდვილად, სამი ბარბაროსი და ერთიც მსოფლიო ნაკრების წევრი ზირაქა :) ბარბაროსების მომდევნო თამაშის შემადგენლობა http://www.barbarianfc.co.uk/news/495/t ... at-hawick/ ეთამაშება 11 ოქტომბერს სამხრეთ შოტლანდიას :)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 10 ოქტ 2011, 21:06

გორგოძე “სუპერ რაგბის” ყოვლისშემძლეთა ათეულში

სანამ ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასი დასრულდება, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა იმ 12 გუნდის საუკეთესო მორაგბეები შეათვალიერეს და შეაფასეს, რომლებიც მსოფლიო თასს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშნენ და ის ათეული შეადგინეს, რომელთა ხილვასაც “სუპერ რაგბიში” ისურვებდნენ.
“სუპერ რაგბი” სამხრეთ ნახევარსფეროს და ალბათ მსოფლიოს უძლიერესი საკლუბო ტურნირია და მასში ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის უძლიერესი კლუბები მონაწილეობენ. ეს გათამაშება ექვსი კლუბის შეჯიბრით დაიწყო, მერე მათი რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, მოგვიანებით 12-მდე, მერე 14-მდე, ამჟამად კი, მასში 15 გუნდი თამაშობს და სხვაგვარად ზე-15-ის სახელითაცაა ცნობილი. მოგვიანებით, “სუპერ რაგბის” კიდევ ერთი გუნდი დაემატება და მონაწილეთა რაოდენობა 16-მდე გაიზრდება.
მსოფლიო თასზე გამოჩენილ მორაგბეთაგან შერჩეულ ათეულში, რომელთა ხილვასაც “სუპერ რაგბიში” ისურვებდნენ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელი მამუკა გორგოძეც მოხვდა. ის მეორე ნომრადაა მოხსენიებული, პირველი ნომერი კი სამოელი ალესანა ტუილაგია:

ალესანა ტუილაგი. სამოა. ასაკი - 30; წონა - 120; სიმაღლე - 1,94; კლუბი – “ლესტერი” (ინგლისი)
არც ისე შორს უნდა იყოს დრო, როდესაც ტუილაგი “სუპერ რაგბიში” გამოჩნდება. მის ძმას და აგენტს რამდენიმე კლუბთან უკვე ჰქონდა წინასწარი მოლაპარაკება. ოფიციალურ მონაცემებში წერია, რომ ის 111 კილოგრამს იწონის, მაგრამ რეალურად მისი წონა 120 კილოა. ერთი სიამოვნებაა იმის ყურება, თუ როგორ გარბის სრულ სიჩქარეზე ასეთი წონის ადამიანი. ამ გაბარიტების კაცისთვის, ტუილაგი ძალიან სწრაფია და მიზნის მისაღწევად მუდამ უმოკლეს გზას ირჩევს. მას მხრის ერთი წაკვრით შეუძლია მცველის გზიდან ჩამოშორება და თამაშის მანერით ჯონა ლომუს წააგავს. თუ მან სრული სიჩქარის აკრეფა მოასწრო, მერე მცველებს მისი შეჩერების შანსი თითქმის არა აქვთ. მას შეუძლია ორივე ფლანგზე და უკანა ხაზის ცენტრში თამაში. კარგად იბრძვის მაღალი ბურთებისთვის, გაუვალია დაცვაში და საკვირველია, სამოამ რატომ ვერ მოახერხა მისი უფრო რაციონალურად გამოყენება.

მამუკა გორგოძე. საქართველო. ასაკი - 28, წონა - 118, სიმაღლე - 1,96, კლუბი – “მონპელიე” (საფრანგეთი)
გორგოძეს გზაზე ვერავინ გადაეღობება. მას მუდამ აქვს იმის სურვილი, რომ მეტოქის დაცვის ხაზი სწორედ იქ გაგლიჯოს, სადაც ის ყველაზე მყარი მოჩანს და ეს 120- კილოგრამიანი კაცი მუდამ დიდი სარგებლის მომტანია.
გორგოძე საარაკო გმირია თავის “მონპელიეში” და მან უდიდესი როლი ითამაშა ამ გუნდის Top 14-ის ფინალში გასვლაში. ზოგი მას უხეშად მიიჩნევს, მაგრამ მისი თამაშის სტილიდან გამომდინარე, ეს უხეშობა საჭიროა და ამასთან, ის ძალზე ტექნიკურიცაა. ინგლისელებს მისი სახით რეალური პრობლემა ჰქონდათ და “სუპერ რაგბი” სწორედ ის ადგილია, სადაც ასეთმა მორაგბემ უნდა ითამაშოს. მას შეუძლია ბევრი რამის გადატანა და ფიზიკური გამძლეობით ბევრი ვერ შეედრება. საფრანგეთშიც კი, გორგოძე ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბეა და 2010-2011 წლების Top 14-ის სეზონში, ის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს. მას რამდენიმე მეტსახელი აქვს: “გორგოძილა”, “გულივერა” და “ქართველი ცხოველი”.
ათეულში ტუილაგისა და გორგოძის გარდა მოხვდნენ: ფილ მაკკენზი (კანადა, 24 წლის, 91 კილოგრამი, 1,85 მეტრი), მარიუს ტინკუ (რუმინეთი, 33 წლის, 116 კილოგრამი, 1,84 მეტრი), ჟაკ ბურგერი (ნამიბია, 28 წლის, 102 კილოგრამი, 1,88 მეტრი), აცუში ჰივასა (იაპონია, 24 წლის, 70 კილოგრამი, 1,66 მეტრი), მიჰაიცე ალექსანდრუ ლაზარი (რუმინეთი, 25 წლის, 116 კილოგრამი, 1,89 მეტრი), ადამ კლეებერგერი (კანადა, 27 წლის, 98 კილოგრამი, 1,85 მეტრი), მორიფა ფაასავალუ (სამოა, 31 წლის, 112 კილოგრამი, 1,94 მეტრი), ნიკო ესტერჰეისე (ნამიბია, 27 წლის, 110 კილოგრამი, 2,05 მეტრი).

http://worldsport.ge/Read.aspx?news=26256&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 11 ოქტ 2011, 14:43

ჯგუფში ჩარჩენილების ნაკრებში ორი ქართველი მოხვდა

ახალ ზელანდიაში მიმდინარე, 2011 წლის მსოფლიო თასი გადამწყვეტ ფაზაში შედის. გასულ უქმეებზე მეოთხედფინალები გაიმართება, გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები, თუმცა, ჩვენთვის ჯერაც საინტერესოა ჯგუფური ეტაპი და იქ ნაჩვენები თამაშების გამოხმაურება.
რაგბიზე მწერალმა სტივ ჰეპბერნმა ჯგუფური ეტაპის მერე შინ გამგზავრებული 12 გუნდის თამაში, უფრო სწორედ, ამ გუნდების გამორჩეული მორაგბეების თამაში განიხილა. ახალზელანდიელმა ჟურნალისტმა პოზიციების მიხედვით, ჯგუფში ჩარჩენილების იდეალური ნაკრები შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ჰეპბერნის გუნდში ორი ქართველია – შერკინების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე და პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი. კანდიდატებს შორის იყვნენ მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი აბუსერიძე და დიმიტრი ბასილაია, მაგრამ მათ “კონკურენციას” ვერ გაუძლეს.
ფულბეკის პოზიციაზე სამოელმა პოლ უილიამსმა იაპონელ შონ უებს, იტალიელ ანდრეა მაზოს და ნამიბიელ ქრაიზენდერ ბოთას აჯობა. სამოელს შეცდომები ჰქონდა, მაგრამ დაცვაში სხვებზე უკეთ გამოიყურებოდა და დარტყმებსაც კარგად ასრულებდა. უკანა ხაზის ფლანგებზე, შოტლანდიელმა მაქს ევანსმა თანაგუნდელ შონ ლამონტს აჯობა, მეორე ფლანგზე კი, რუსი ვასილი არტემიევი შეირჩა. უკანა ხაზის ცენტრი კუნძულელებმა - სიალე პიუტაუმ (ტონგა) და ელიტა საპულა ფუიმანომ (სამოა) დაიკავეს, რომლებმაც კანადელი ვან დერ მერვე სათადარიგოთა შორის გაამწესეს.
ნახევარდაცვაში ნომინანტთა შორის ორი ქართველი მოხვდა: “მერაბ კვირიკაშვილის (საქართველო), რონალდ სუნილას (აშშ) და დენ პარქსის (შოტლანდია) ყურება სიამოვნებას იწვევდა, მაგრამ ყველას მაინც ჯეიმს ერლიჯი (იაპონია) ჯობდა, რომელმაც საფრანგეთის წინააღმდეგ საუცხოოდ ითამაშა”, - წერია მორაგბეთა დახასიათებაში. თითქმის ანალოგიური დახასიათება აქვს ირაკლი აბუსერიძეს: “ფლორინ სურუჯი (რუმინეთი), ირაკლი აბუსერიძე (საქართველო) და ეუჟენ იანტიესი (ნამიბია) კარგები იყვნენ, მაგრამ საუკეთესოები მაინც ტანიელა მოა (ტონგა) და კეინ ფოტუალი (სამოა) იყვნენ და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რატომ”.
რვა ნომრებს შორის გამორჩეულთა შორის მოხვდა დიმიტრი ბასილაია: “დიმიტრი ბასილაიამ ინგლისის ნაკრებს ბრწყინვალე ლელო გაუტანა და უკან ნაბიჯითაც არ დაუხევია. კელი ბრაუნი (შოტლანდია) სავსე იყო ცეცხლით, მაგრამ სერხიო პარისე (იტალია) ის მორაგბეა, რომელსაც ამ პოზიციისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია და ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა”.
ხოლო მამუკა გორგოძე, ტრადიციულად, მესამე ხაზის ფლანგების მოთამაშეთა შორის, ერთ-ერთ საუკეთესო მორაგბედ დასახელდა: “კარგები იყვნენ კანადელი მესამეხაზელები და ისინი უკან არასდროს იხევდნენ. იგივე ითქმის სამოელებზეც. არასდროს ნებდებოდა იტალიელი ვეტერანი მაურო ბერგამასკო, ერთ-ერთი გამორჩეული იყო იაპონელი მაიკლ ლიჩი და კარგი იყო ნამიბიელთა კაპიტანი ჟაკ ბურგერი. მაგრამ განსაკუთრებით კარგად ითამაშა აშშ-ის კაპიტანმა ტოდ კლევერმა, რომელიც არასდროს წყვეტდა ბრძოლას, ხოლო მამუკა გორგოძე შეუჩერებელი იყო შეტევაში და დაუნდობელი დაცვაში. მან ინგლისთან მატჩში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი”.
“ამერიკელებს და რუსებს საშუალო ძალის შერკინების პირველი ხაზი ჰყავდათ, აი ქართველები, იტალიელები, შოტლანდიელები და რუმინელები ამ კომპონენტში მართლაც რომ გამოირჩეოდნენ. ძალიან ძნელია, გვერდი აუარო და თვალი დახუჭო ისეთ მორაგბეებზე, როგორებიც ეონ მიურეი და დავით ქუბრიაშვილი არიან”, - ეს დახასიათება უკვე შერკინების პირველ ხაზს ეკუთვნის.
ჯგუფების XV: 15. პოლ უილიამსი (სამოა), 14. მაქს ევანსი (შოტლანდია), 13. სიალე პიუტაუ (ტონგა), 12. ელიტა საპულა ფუიმანო (სამოა), 11. ვასილი არტემიევი (რუსეთი), 10. ჯეიმს ერლიჯი (იაპონია), 9. კეინ ფოტუალი (სამოა); 1. იუენ მიურეი (შოტლანდია), 2. ალეკი ლუტუი (ტონგა), 3. დავით ქუბრიაშვილი (საქართველო), 4. ლუა ლოკოტუი (ტონგა), 5. ჯეიმი კუდმორი (კანადა), 6. მამუკა გორგოძე (საქართველო), 7. ტოდ კლევერი (აშშ), 8. სერხიო პარისე (იტალია, კაპიტანი).
სათადარიგოები: ქრაიზენდერ ბოთა (ნამიბია), ვან დერ მერვე (კანადა), ტანიელა მოა (ტონგა), მაიკლ ლიჩი (იაპონია), ლუკ ტომპსონი (სამოა), მარტინ კასტროჯოვანი (იტალია), როს ფორდი (შოტლანდია).

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=26247&lang=1
Image

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
რაგბის მატჩები

Post by QEBURIUS » 15 ოქტ 2011, 14:16

არა და არ იმსახურებდნენ დღეს ბაყაყიმჭამია ლურჯები დღეს წითელ დრაკონებზე გამარჯვებას!!
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
რაგბის მატჩები

Post by meleksa » 15 ოქტ 2011, 21:04

QEBURIUS wrote:არა და არ იმსახურებდნენ დღეს ბაყაყიმჭამია ლურჯები დღეს წითელ დრაკონებზე გამარჯვებას!!
ერთი ნორმალური არეკნი გაეკეთებინათ რა იქნებოდა :(
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 17 ოქტ 2011, 09:31

15-16 ოქტომბერი ორი ნახევარ ფინალი:

უელსი 8 - 9 საფრანგეთი
ავსტრალია 6 - 20 ახალი ზელანდია


სამწუხაროდ საპატიო მიზეზების გამო ვერ ვუყურე ამ თამაშებს და როგორ წარიმართა არ ვიცი.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]