ეჰ, მე გვიან უნდა ვნახო ყველაფერი, თუმცა იქ წამომსვლელი მაინც არ ვიყავი -არ მიყვარს ასეთი რუზრუზი, მაგრამ მარიტას ხათრით გახსნის ცერემონიალს უფრო დაკვირვებით მივადევნებდი თვალს. თუმცა ეგ არაფერი და მარიტას ყოჩაღ - ეს უკვე წარმატება და მიღწევაა.
მარიტა, ერთი მე შემიძლია ვიტრაბახო "მარაკანაზე" ყოფნით და მეორე შენ - "სტადიო ოლიმპიკოზე" ცქრიალით და ფრიალით.
"ბარსას" ქომაგებს კი ვულოცავ წლევანდელ სეზონს და ამ კონკრეტულ წარმატებასაც. თასი შეიძლება ბევრა მოიგოს ღირსეულად, მაგრამ პეპე გვარდიოლას აშკარად არამიწიერი და არაამქვეყნიური გუნდი ჰყავს - არ მეგულება გრანდი სადრეისოდ, რომელიც "ბარსას" მოუგებს და აკი წლეულს რამდენიმე ბობოლაც შეარცხვინა ("ჩემი" "რეალიც"

). არსებითად, "მანიუ" და "ცხვირწითელა ფერგიც" უსუსურები იყვნენ 27-ში, რაც ანგარიშში კიდევ არ აისახა იმდენად. "ბარსას" შესაჩერებლად ერთადერთი შანსი ისევ ის სტილია, რომლითაც "ჩელსი" და ჰიდინკი ეთამაშნენ, მაგრამ ისეთი და იმდენი შემსრულებელი ჰყავს... "არისტოკრატებთან" ასეთი ინიესტა გამოდგა, რომელმაც შეუდარებლად დაჰკრა საგოლედ, თუმცა ლონდონელები ნაღდად იმსახურებდნენ ფინალს... ჩაკეტილი ფეხბურთი, თორემ ღია თამაშში დღეს "ბარსას" წამქცევი გუნდი არაა.
და კრიშტიანუ რონალდუს რაც შეეხება, ვიცი, საბათქაო თემას ავწევ ამით,

მაგრამ მაინც უნდა ვთქვა - გაბუქებული ვარსკვლავი მგონია. უდაოდ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა იმ დონის, რასაც მაგისგან ელოდებიან. ნაკრებშიც და კლუბშიც ყველა გადამწყვეტი თამაში ჩააგდო, ვერც ერთხელ ვერ გაუძღვა გუნდს ლიდერივით. ნაღდი ლიდერები ასე არ ეცემიან. ბოდიში პორტუგალიური ფეხბურთის ქომაგებთან, მაგრამ სუფთა პორტუგალიელია. მაგათ ყოველთვის კარგი ფეხბურთელები ჰყავდათ, ბავშვებში დიდ ტურნირებსაც იგებენ, მაგრამ სადაც კაცების საქმეა, სადაც კაცების გასაკეთებელია, იქ სულ აგებენ. თუმცა ფიგუც პორტუგალიელია და ის ბევრად ჯიგრიანი იყო მოედანზე, ბევრად უკეთესი ლიდერი და წინამძღოლი, კრიშტიანუ კი ბევრად მცირე მასშტაბისა მგონია. მესისთან მაგის შედარება იმთავითვე უადგილო მეგონა და ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ შორის დიდი სხვაობაა.