Kakha - სიმართლე გითხრა, თავიდან მარტო ჩემი სოფლის ფოტოებზე ვფიქრობდი, რადგან არ მეგონა, ასეთ ინტერესს თუ გამოიწვევდა, მაგრამ ვანსკის ფოტოებზე მივხვდი, რომ საინტერესო რაღაც გამოდიოდა. მიხარია, რომ მოდერებიც ინტერესით შეხვდით, რადგან თავიდან ცოტა კიდეც მეშინოდა, თემატიკიდან გადახვევა ხომ არაა-მეთქი. მაგრამ მგონია, რომ არა, რადგან არის ლამაზი ადგილები, სადაც კარავულ გასვლებს არ ვაწყობთ, თუმცა არც იმათზე ნაკლებია, სადაც ვაწყობთ. იქნებ ესეც ერთგვარი გამოწვევა გახდეს და იქაც მოვინდომოთ წასვლა - ძალიან კარგი იქნება.
თემა კი აუცილებლად გაფართოვდება და შენს მიერ გამოთქმული საშიშროებაც არის. ცალკე დახარისხებაც დაგვჭირდება და შეიძლება ცალკეულ სოფლებად დაყოფა, მაგრამ იქნებ უფრო კომპაქტური რეგიონებად დაყოფა იყოს? მაგალითად, გურიის სოფლები ერთად, იმერეთისა - ერთად, კახეთისა - ერთად ა.შ. ნუ, ლაპარაკია იმ ფოტოებზე, რომლებსაც ცალკე, პირადი წასვლა-წამოსვლისას, არაკარავულ გასვლებში ვიღებთ.
და მთიან გურიას რაც შეეხება, მე თითქმის მუდამ მზად ვარ.

იმედია, წლეულს არაფერი შემიშლის ხელს.