Page 1 of 2

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 21 ივლ 2000, 00:18
by Forest
NIKA,
საიდანაც გადმოვქაჩე იქ წაშლილია, www.lib.berkeley.edu/EART/topo.html .
ფაილს გამოვუშვებდი, მაგრამ დიდია 1.785 MB.

მე 1:100000- იანებიც მაქვს, შეგიძლია ნებისმიერი გვერდის .მაპ ფაილ გამოუშვა. ველოდები PM-ზე

პრობლემა იმაშია რომ, პოკეტ პც-ზე განედს სწორედ მაჩვენებს, გრძედს არა...

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 29 იან 2007, 20:36
by Forest
სალამი ყველას, :)
იცით ვინმემ OziExplorer-ით როგორ უნდა დაკალიბრება? 1:100000-იანი გენშტაბის რუკები მინდა დავაკალიბრო.
კორდინატებს საიდან იღებთ?
ინტერნეტში არის სხვადასხვა მცირე დასახლებული პუნქტების კოორდინატები, მაგრამ ასე არაზუსტი გამოდის, ეს კოორდინატები დასახლებული პუნქტის რომელ ნაწილს ეკუტვნის უცნობია, თუ ცენტრს, მაშინ ცენტრი როგორ უნდა ვიპოვოთ?

რამდენ წერტილზე აკეტებთ მოდებას 2-ზე, 3-ზე თუ 4-ზე?

ვინც აზზე ხართ OziExplorer-ში, ვისაც გამოგიყენებიათ იგი, დამეხმარეთ :)

წინასწარ დიდი მადლობა.

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 29 იან 2007, 23:21
by Forest
ნუ თუ არავინ არაფერი იცით?
თუ განყოფილება შემეშალა ესეც მითხარით :(

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 30 იან 2007, 10:07
by Kakha
Forest
მაგ საკითხებში გამორჩეული ლიდერი გვყავს - ნიკა. ლაბათ ამ თემაში არ შემოუხედავს, ამიტომ შეიძლება ჯობდეს პმ-ზე მისწერო.

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 30 იან 2007, 11:36
by Nika
Forest
1) იმისათვის რომ გენშტაბის რუკები სწორედ დაკალიბრდეს საჭიროა მაგ რუკების კოორდინატული ბადე დაამატო ოზიში. ამისათვის ოზის ფოლდრეში უნდა შქემნა ფაილი სახელწოდებით datums.dat და შიგნით ჩაწერო შემდეგი ტექსტი:
Pulkovo 1942, 15, 28, -130, -95
ასე უწერიათ რუსებს ერთ საიტზე. და რეალურად რატო უნდა გააკეთო ასე ვერ გავიგე. იმიტო რო ოზის რო პულკოვოები აქ იქაც არის ზუსტად ეგ ციფრები შეყვანილი. მე მაინც ასე ვშვები.
2) ოზის კონფიგურაცია ასე უნდა გაკეთდეს.
პირველ ფურცელზე (System) Data file datum უნდა მიუთითო WGS-84. რამე რო იყოს მერე მაგ კოორდინატებს პირდაპირ GPS-ში შეყრი დატა ფაილიდან.
მეორე ფურცელზე (Maps) მიუთუთე პირველი სამი სურვილისამებრ. Bearings - True. Contry or region - Nort East (NE), Lat/Long Display - Deg, MIn, Sec (კალიბრაციისთვის ეს უფრო იოლია მარა მე მივეჩვიე Deg, min-s da es miyenia), Blank Map Datum - Pulkovo 1942 (სიის ბოლოშია ზუსტად ჩვენს მიერ დამატებული პულკოვო), Dustance Calc - Ellipsoid, Alternate Grid - UTM (ეს ბოლო საშუალებას იძლევა საკმაოდ დიდი სიზუსტით გადმოიტანო გიორგი ბაგრატიონის დისკიდან კოორდინატები ჩვენთვის ნაცნობ ფორმატში).
დანარჩენი პარამეტრები უკვე GPS-ის მოდელზეა დამოკიდებული.
3) ამის შემდეგ უკვე შეიძლაბა რუკის დაკალიბრება. მე რუკას ვალაკიბრებ 4 კუთხის მიხედვით (შეგახსენებ რომ 2-ზე მეტი წერტილით დაკალიბრებისთვის ოზის ვერსია რეგისტრირებული უნდა იყოს). კალიბრაციის ფანჯარაში Map Datum ავტომატურად დადგება პულკოვო 1942-ზე (ჩვენ ხომ ბლანკ მაპ დატუმი მაგაზე დავაყენეთ). კუთხეების კოორდინატები კიდე რუკაზე ზედ აწერია. მაგათი შეყვანის შემდეგ ფაილის დამახსოვრების შედეგად გვაქ დაკალიბრებული რუკა.
4) კალიბრაციის შემოწმება. ეს ხდება ცენტრალური წერტილით. გენშტაბის რუკაზე მისი კოორდინატებიცაა დატანებული. საკმარისია ზედ კურსორი მივიტანოთ და ვნახოთ თუ რა კოორდინატებს გვანახებს ოზი. თუ შესაბამისი წერტილები ახლოსაა ერთმანეთთან ესეიგი კალიბრაცია წარმეტებით გაკეთდა. ასევე სასურველია შემოწმდეს კუთხეები. თუ ცდომილებას იძლევა ასე 100 მეტრამდე ესეიგი ეკრანის დატუმი არასწორადაა მითითებული. ის ჩანს რუკის თავზე მენიუსა და ტულბარების ქვეშ. ახლა სამსახურშI ვარ და აქ წესიერად არ მაქ ოზი დაკონფიგურებული. სახლში კიდე ვნახავ როგორაა.

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 30 იან 2007, 22:38
by Forest
Nika,
ძალიან დიდი მადლობა! :)

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 31 იან 2007, 00:25
by Nika
არაფრის. თუ რამე კიდე გაინტერესებს არ მოგერიდოს კითხვა ;)

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 31 იან 2007, 22:44
by Forest
ნიკა,
მე მაქვს oziexplorer 3.95.4g . სრული ვერსია.
რაღაც მგონი ჩვენი სოფტის ვერსიები არ ემთხვევა, რომელი ვერსია გაქვს?

იმიტომ რომ შენ რასაც მეუბნები, სულ სხვაგან არის ჩემთან...
შენ რომ ამბობ პირველ ფურცელ-ზე, მეორე ფურცელ-ზე .... ესენი ჩემთან ფურცლების მიხედვით არ არის...
File-ში ვაჭერ "Load and Callibrate Map Image" , მერე გამოდის ჩემს მიერ არჩეული რუკა, გვერდზე აქვს პატარა განყოფილება"setup" სადაც უნდა მიუთითო WGS-84 , და 1-9 point და ასე შემდეგ. მიკლედ თუ ეს სოფტია მიხვდები რა.

ეს არის?

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 01 თებ 2007, 00:13
by Nika
Forest
ჩემია 3.95.4m

ეგენი უნდა გააკეთო ეგრევე პროგრამას როგორცკი გაუშვებ.
შეხვალ File -> Configuration და მანდაა ეგენი.

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 02 თებ 2007, 21:06
by Forest
მერე .map და .ozf2 ფაილები ერთად უნდა გავუშვა GPS(Pocket PC)-ში, არა?
თუ .map და .jpg ფაილები?

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 02 თებ 2007, 22:23
by Nika
Forest
პოკეტ პისისთვის არის პროგრა IMG2OZF ეგ აკეთებს ორ ფაილს .ozf2 რომელშიც JPEG-ი ინტეგრირდება შიგნით და _ozf.map ფაილს რომელიც მგონი კალიბრაციის მონაცემებს შეიცავს. აი ეს ორი ფაილი უნდა პოკეტპისის OziCE-ს.

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 02 თებ 2007, 22:44
by Forest
NIKA,

შენ Pocket PC-ზე გიცდია?

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 02 თებ 2007, 22:57
by Nika
Forest
ცხადია. რაჭაში მაგითი დავდიოდით.

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 02 თებ 2007, 23:01
by Forest
ჩემთან მაგრად ურევს, ხომ არ გაქვს მაგალითად 1:200 000 ის K38-21-1 გვერდი დაკალიბრებული? შეგიძლია .map ფაილი გამოუშვა?

რუკების დაკალიბრება/OziExplorer-ით

Posted: 02 თებ 2007, 23:02
by Forest
4 KB იქნება დაახლოებით